ოლეგ იაძემ "ქართველობა" დაიბრუნა

ოლეგ იაძემ "ქართველობა" დაიბრუნა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნებულმა ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა იაძემ განაცხადა, ის ევროპის სამბოს პრეზიდიუმის სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ოლეგ იაძის "ბელორუსად" მოხსენიების ფაქტი განიხილეს. ამიერიდან, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩემპიონატზე "საქართველოს" სახელით წარდგება.

"მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება სამბოს ფედერაციაში "საქართველოს" სახელით წარდგენის უფლებას არ მაძლევდა. ევროპის სამბოს პრეზიდიუმის სხდომაზე ჩემს გასწვრივ კვლავ ეწერა "ბელორუსი", თუმცა ეს პრობლემა მოიხსნა. საქართველოს სამბოს ფედერაციიდან სპეციალური მიმართვა წავიღე და ამიერიდან, კონგრესზე უკვე საქართველოს სახელით გამოვალ. იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ სახელს მართმევდა, საერთაშორისო ფედერაციაში წარდგენის უფლებას ბელორუსი მაძლევდა", - განაცხადა ოლეგ იაძემ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი