"თუ ჯიპას ეკუთვნის ავტორიზაცია, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველას, "ბუტკასაც" კი", - აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კახა ბენდუქიძე.
ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ყოფილი ხელისუფლება არ იღებდა.
"შეუძლებელია ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ვიღაცის ჯიბრზე დახუროს უნივერსიტეტი. წინა ხელისუფლება ასეთ რამეებს არ აკეთებდა, თორემ "ჯიპა"-ს უთუოდ შეექმნებოდა პრობლემები. თუ "ჯიპა"-ს ეკუთვნის ავტორიზაცია, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველას, "ბუტკასაც" კი. გიორგი, შედი "ბუტკაში"! გვედავებიან, შტატში არ გყავდათ პროფესორებიო და "ჯიპა"-ს საიტზე პროფესორების ჩამონათვალში უწერია ხალხი, ვინც წლებია იქ აღარ მუშაობს. მათგან 4 ჩვენი თანამშრომელია და "ჯიპა"-ში არ მუშაობენ უკვე მრავალი წელია”, - ამბობს ბენდუქიძე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა.