საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა შედიან.
ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-თებერვალში საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, სომხეთი, ბულგარეთი და რუმინეთი არიან.
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, იანვარ-თებერვალში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 83 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები (47 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე კი – აზოტოვანი სასუქების ჯგუფი (27 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, უმსხვილეს საიმპორტო საქონლის სამეულს – ნავთობი და ნავთობ-პროდუქტები (103 მლნ აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (77 მლნ აშშ დოლარი) და ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი (75 მლნ აშშ დოლარი) ქმნიან.
2013 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო-ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1 334 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9