Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს
ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს

ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დროს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და სა­ხი­ფა­თო სიმ­ღე­რე­ბის რე­ი­ტინ­გი შექ­მნეს. კვლე­ვას ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი სა­ი­მონ მური და Confused.com-ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 4-მა ქალ­მა და 4-მა მა­მა­კაც­მა მი­ი­ღო. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლით 400 კმ-ი მუ­სი­კის გა­რე­შე და 400 კმ-ი კონ­კრე­ტუ­ლი ჟან­რის მუ­სი­კის თან­ხლე­ბით გა­ი­ა­რა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ისე­თი მუ­სი­კაა, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სწრა­ფი ტემ­პით და ამას­თან, მძღოლს არ მოს­წონს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მგზავ­რო­ბის დროს მძღოლ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაც.

მან­ქა­ნის მარ­თვის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო სიმ­ღე­რე­ბის რე­ი­ტინ­გი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. "Hey Mama", The Black Eyed Peas

2. "Dead on Arrival", Fall Out Boy

3. "Paper Planes", M.I.A

4. "Walkie Talkie Man", Stereogram

5. "Paradise City", Guns N’ Roses

6. "How You Remind Me", Nickelback

7. "Hit the Road, Jack", Ray Charles

8. "Get Rhythm", Johnny Cash

9. "Heartless", Kanye West

10. "Young, Wild and Free", Snoop Dogg & Wiz Khalifa (feat. Bruno Mars)

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო მუ­სი­კა მძღო­ლის­თვის ისაა, რო­მე­ლიც წუთ­ში 60-80 დარ­ტყმის­გან შედ­გე­ბა. დოქ­ტორ­მა მურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ტრე­კის რიტ­მი, სა­ჭეს­თან მჯდო­მი ადა­მი­ა­ნის პულსს უნდა ემ­თხვე­ო­დეს.

ათი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სიმ­ღე­რის რე­ი­ტინ­გი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. "Come Away With Me", Norah Jones

2. "Billionaire Feat. Bruno Mars", Travie McCoy

3. "I’m Yours", Jason Mraz

4. "The Scientist", Coldplay

5. "Tiny Dancer", Elton John

6. "Cry Me a River", Justin Timberlake

7. "I Don’t Want to Miss a Thing", Aerosmith

8. "Karma Police", Radiohead

9. "Never Had a Dream Come True", S Club 7

10. "Skinny Love", Bon Iver

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2012 წელს კვლე­ვებ­მა და­დას­ტუ­რა, რომ სა­ჭეს­თან სიმ­ღე­რა სა­ხი­ფა­თოა. საქ­მე ის არის, რომ თა­ვის ტვი­ნი ამ დროს კი­დევ უფრო იტ­ვირ­თე­ბა და მძღო­ლის ყუ­რა­დღე­ბა დუნ­დე­ბა.

თუ გსურთ, რომ უსაფრ­თხოდ იმ­გზავ­როთ მუ­სი­კას­თან ერ­თად, ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გირ­ჩე­ვენ ინ­სტრუ­მენ­ტა­ლურ მუ­სი­კას სი­ტყვე­ბის გა­რე­შე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია neva24.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს

ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ავტომობილის მართვის დროს ყველაზე უსაფრთხო და სახიფათო სიმღერების რეიტინგი შექმნეს. კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორი საიმონ მური და Confused.com-ის სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 4-მა ქალმა და 4-მა მამაკაცმა მიიღო. მათ ავტომობილით 400 კმ-ი მუსიკის გარეშე და 400 კმ-ი კონკრეტული ჟანრის მუსიკის თანხლებით გაიარა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე საშიში ისეთი მუსიკაა, რომელიც გამოირჩევა სწრაფი ტემპით და ამასთან, მძღოლს არ მოსწონს. აღმოჩნდა, რომ მგზავრობის დროს მძღოლზე უარყოფით გავლენას ახდენს კლასიკური მუსიკაც.

მანქანის მართვისთვის ყველაზე სახიფათო სიმღერების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. "Hey Mama", The Black Eyed Peas

2. "Dead on Arrival", Fall Out Boy

3. "Paper Planes", M.I.A

4. "Walkie Talkie Man", Stereogram

5. "Paradise City", Guns N’ Roses

6. "How You Remind Me", Nickelback

7. "Hit the Road, Jack", Ray Charles

8. "Get Rhythm", Johnny Cash

9. "Heartless", Kanye West

10. "Young, Wild and Free", Snoop Dogg & Wiz Khalifa (feat. Bruno Mars)

ბრიტანელი მეცნიერების მონაცემებით, ყველაზე უსაფრთხო მუსიკა მძღოლისთვის ისაა, რომელიც წუთში 60-80 დარტყმისგან შედგება. დოქტორმა მურმა აღნიშნა, რომ მუსიკალური ტრეკის რიტმი, საჭესთან მჯდომი ადამიანის პულსს უნდა ემთხვეოდეს.

ათი ყველაზე უსაფრთხო სიმღერის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. "Come Away With Me", Norah Jones

2. "Billionaire Feat. Bruno Mars", Travie McCoy

3. "I’m Yours", Jason Mraz

4. "The Scientist", Coldplay

5. "Tiny Dancer", Elton John

6. "Cry Me a River", Justin Timberlake

7. "I Don’t Want to Miss a Thing", Aerosmith

8. "Karma Police", Radiohead

9. "Never Had a Dream Come True", S Club 7

10. "Skinny Love", Bon Iver

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კვლევებმა დადასტურა, რომ საჭესთან სიმღერა სახიფათოა. საქმე ის არის, რომ თავის ტვინი ამ დროს კიდევ უფრო იტვირთება და მძღოლის ყურადღება დუნდება.

თუ გსურთ, რომ უსაფრთხოდ იმგზავროთ მუსიკასთან ერთად, ბრიტანელი მეცნიერები გირჩევენ ინსტრუმენტალურ მუსიკას სიტყვების გარეშე.

მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს