საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - "სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონი ლარია"
კახა კალაძე - "სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონი ლარია"

სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, - ამის შე­სა­ხებ ბა­თუმ­ში, სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით შექ­მნი­ლი სა­გან­გე­ბო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მისი თქმით, ეს არ არის სა­ბო­ლოო თან­ხა და შე­იძ­ლე­ბა მისი რა­ო­დე­ნო­ბა ან გა­ი­ზარ­დოს, ან მო­აკ­ლდეს. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი აჭა­რას მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში და­ზი­ან­და 61 კერ­ძო სახ­ლი და 2 მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი კორ­პუ­სი, დან­გრე­უ­ლია ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­რო ზოლი. კა­ლა­ძის ცნო­ბით, იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს რე­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ხელ­ვა­ჩა­ურ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 102 კერ­ძო სახ­ლი.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, გო­რის რა­ი­ონ­ში 38 მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი კორ­პუ­სი და 110 კერ­ძო სახ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ოზურ­გეთს, იქ და­ზი­ან­და 124 კერ­ძო სახ­ლი, სკო­ლის ორი შე­ნო­ბა და ამ­დე­ნი­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ურე­კის პარ­კიც, რომ­ლის ზა­რა­ლი ჯერ დათ­ვლი­ლი არ არის და მი­ნის­ტრი ვა­რა­უ­დობს, რომ ურეკ­სა და ოზურ­გეთ­ში მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა შე­საძ­ლოა მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი ლარი შე­ად­გი­ნოს.

თბი­ლის­ში, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში 300-მდე გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და, არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მე­რია ამ სახ­ლე­ბის შე­კე­თე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს.

"ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხი­თაც იყო პრობ­ლე­მე­ბი. გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ დღის ბო­ლომ­დე ყვე­ლა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია. ქარი ჩად­გა, მი­დის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ სა­დაც და­ფიქ­სირ­და პრობ­ლე­მე­ბი, შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, სა­დაც მცი­რეა ზი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ახ­დე­ნენ ამის აღ­დგე­ნას თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი, სა­დაც დიდი ზი­ა­ნია, რო­გო­რიც არის გორი, ოზურ­გე­თი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­ეხ­მა­როს თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს. ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას ვსწავ­ლოთ. ბევ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შაო და­წყე­ბუ­ლია და უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად სწრა­ფად წა­ვალთ წინ. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბი აღ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა",-დას­ძი­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

კახა კალაძე - "სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონი ლარია"

კახა კალაძე - "სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონი ლარია"

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 5 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ბათუმში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელია.

მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო თანხა და შეიძლება მისი რაოდენობა ან გაიზარდოს, ან მოაკლდეს. მინისტრის განცხადებით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას მიაყენა. კერძოდ, ქობულეთში დაზიანდა 61 კერძო სახლი და 2 მრავალბინიანი კორპუსი, დანგრეულია ქობულეთის სანაპირო ზოლი. კალაძის ცნობით, იგივე მდგომარეობაა ბათუმის სანაპიროზე, რომელიც მოითხოვს რებილიტაციას. ხელვაჩაურში დაზიანებულია 102 კერძო სახლი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გორის რაიონში 38 მრავალბინიანი კორპუსი და 110 კერძო სახლია დაზიანებული. რაც შეეხება ოზურგეთს, იქ დაზიანდა 124 კერძო სახლი, სკოლის ორი შენობა და ამდენივე ადმინისტრაციული ობიექტი.

კალაძის ინფორმაციით, დაზიანებულია ურეკის პარკიც, რომლის ზარალი ჯერ დათვლილი არ არის და მინისტრი ვარაუდობს, რომ ურეკსა და ოზურგეთში მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა მილიონ ნახევარი ლარი შეადგინოს.

თბილისში, სამაშველო სამსახურში 300-მდე გამოძახება დაფიქსირდა, არის დაზიანებული სახლები და როგორც კალაძემ განაცხადა, მერია ამ სახლების შეკეთების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

"ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც იყო პრობლემები. გვარწმუნებენ, რომ დღის ბოლომდე ყველა იქნება ჩართული. საერთო ჯამში სიტუაცია სტაბილურია. ქარი ჩადგა, მიდის აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს დღეებში ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული",-განაცხადა კალაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ სადაც დაფიქსირდა პრობლემები, შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

"სამინისტროსთან კოორდინაციით ხდება ინფორმაციის მიწოდება, სადაც მცირეა ზიანი, საკუთარი რესურსებით ახდენენ ამის აღდგენას თვითმმართველობები, სადაც დიდი ზიანია, როგორიც არის გორი, ოზურგეთი, ასეთ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, დაეხმაროს თვითმმართველობებს. ყველა კონკრეტულ შემთხვევას ვსწავლოთ. ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაო დაწყებულია და უახლოესი დღეები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად წავალთ წინ. 2-3 დღის განმავლობაში ძირითადი დაზიანებული სახურავები აღდგენილი იქნება",-დასძინა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა