პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა - მთავ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტთან შე­უ­თან­ხმებ­ლად ფორ­მი­რე­ბა ჩა­მო­ერ­თვა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა დღეს III მოს­მე­ნით, 114 ხმით ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა. ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ის სამ მუხლს შე­ე­ხო და ქვეყ­ნის მთა­ვარ კა­ნონ­ში გა­ნი­სა­ზღვრა, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, მთავ­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი, თუ გა­დამ­დგა­რი მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მე­სა­მე მოს­მე­ნით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, პრე­ზი­დენტს ჩა­მო­ერ­თვა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღდმდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის 80-ე მუხლს ახა­ლი - 5/1 პუნ­ქტიც და­ე­მა­ტა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის ან პრე­ზი­დენ­ტის მიერ მისი გა­და­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტი მას­ვე აკის­რებს მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის შექ­მნამ­დე. გა­დამ­დგა­რი თუ გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე გა­ნაგ­რძობს.

ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დარ­ჩა ნორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენტს ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის, ხოლო სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე ბოლო ექ­ვის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­თხოვ­ნა ეკ­რძა­ლე­ბა. მოხ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მის კო­რექ­ტი­რე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­კონ­კრეტ­და, რომ პრე­ზი­დენტს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მა­ი­სის თვი­დან ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბამ­დე.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს - 78 დე­პუ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რით მოხ­და. სა­კი­თხი ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გუნ­დებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის, ღია თუ და­ხუ­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენ­და. სწო­რედ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­ნას და­უ­კავ­შირ­და პრე­ზი­დენ­ტის პარ­ლა­მენ­ტში მიწ­ვე­ვი­სა და მოს­მე­ნის სა­კი­თხი, ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბის გას­ვლის პრო­ცე­სი და სხვა სა­კი­თხე­ბი.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის მხა­და­ჭე­რი­თა და ხმა­თა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით გა­ვი­და - პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მას 135 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, მე­ო­რე მოს­მე­ნი­სას - 123-მა, ხოლო დღეს სა­ბო­ლო­ოდ 114 ხმით გა­ვი­და. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კვო­რუ­მი 100 ხმაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მთავრობის პარლამენტთან შეუთანხმებლად ფორმირება ჩამოერთვა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს III მოსმენით, 114 ხმით ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებები კონსტიტუციის სამ მუხლს შეეხო და ქვეყნის მთავარ კანონში განისაზღვრა, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. შესაბამისად, მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებებით, პრეზიდენტს ჩამოერთვა მინიჭებული კონსტიტუციური უფლება, პარლამენტის წინააღდმდეგობის მიუხედავად, ახალი მთავრობის ფორმირება მოეხდინა. კონსტიტუციის 80-ე მუხლს ახალი - 5/1 პუნქტიც დაემატა, რომლის თანახმად, მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

ამასთან, კონსტიტუციაში დარჩა ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. მოხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლოს - 78 დეპუტატის ხელმოწერით მოხდა. საკითხი ბოლო სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გუნდებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების, ღია თუ დახურული მოლაპარაკებების მთავარ თემას წარმოადგენდა. სწორედ კონსტიტუციური ცვლილებების გატანას დაუკავშირდა პრეზიდენტის პარლამენტში მიწვევისა და მოსმენის საკითხი, ე.წ. პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება, უმცირესობიდან დეპუტატების გასვლის პროცესი და სხვა საკითხები.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები უმცირესობის მხადაჭერითა და ხმათა მაღალი მაჩვენებლით გავიდა - პირველი მოსმენით მას 135 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მეორე მოსმენისას - 123-მა, ხოლო დღეს საბოლოოდ 114 ხმით გავიდა. კონსტიტუციური პროექტის მიღების მინიმალური კვორუმი 100 ხმაა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა