პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "იქცა" უძველესი ქართული ტაძარი ალბანურად ალიევ-ერდოღანის შეხვედრისას
როგორ "იქცა" უძველესი ქართული ტაძარი ალბანურად ალიევ-ერდოღანის შეხვედრისას

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტად მყოფ თურ­ქე­თის პირ­ველ პირს რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღანს, მის­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კო­ლე­გამ, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­თან ერ­თად, გი­შის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სიც და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და სტუმ­რის წი­ნა­შე თა­ვიც მო­ი­წო­ნა თა­ვის ქვეყ­ნის წარ­სუ­ლით. რო­გორც რუ­სუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, ალი­ევ­მა ერ­დო­ღანს გიში წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც უძ­ვე­ლე­სი ალ­ბა­ნუ­რი ტა­ძა­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­დო­ღანს წარ­მოდ­გე­ნაც არ ქონ­და რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნი­მუშს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, ხოლო ალი­ევ­მა რბი­ლად რომ ვთქვათ ეს ფაქ­ტი და­მა­ლა. ეს სუ­ლაც არაა ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი უა­პე­ლა­ცი­ოდ ით­ვი­სე­ბენ და მათ სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ამ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ ხელ­მა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ის­ტო­რი­კოსს ბუბა კუ­და­ვას.

- გი­შის მო­ნას­ტე­რი ესაა ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რე­სი ქარ­თუ­ლი სა­მო­ნას­ტრო ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მო­ნას­ტრო ცენ­ტრი ქურ­მუხ­ში გად­მო­ვი­და, ქარ­თველ­მა მე­ფე­ებ­მა ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­ლე­ნა შე­და­რე­ბით ადრე და­კარ­გეს და ამი­ტო­მაც მოხ­და სა­ე­პის­კო­პო­სო ცენ­ტრის გად­მო­ტა­ნა. ტა­ძარ­ზე კი არის აბრა, რომ გი­შის მო­ნა­ტე­რი ესაა ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნი­მუ­ში, ასე­ვე იქ არის მუ­ზე­უ­მი რო­მელ­საც უამ­რა­ვი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს და ყვე­ლა მათ­გა­ნი ტა­ძარს აღიქ­ვამს რო­გორც ალ­ბა­ნურს, რაც დიდი და­ნა­შა­უ­ლია. არა მარ­ტო გიშ­შია ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, ქურ­მუ­ხის ტა­ძარ­ზეც არის მსგავ­სი აბრა და იქაც ანა­ლო­გი­უ­რი წარ­წე­რაა. ესაა წმინ­და წყლის სიც­რუე. ქურ­მუხ­ში, დღე­ვან­დე­ლი ტა­ძა­რი არის მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც აშენ­და სა­ვა­რა­უ­დოდ XIII სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი ტაძ­რის ად­გი­ლას. შე­იძ­ლე­ბა მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში ან მა­ნამ­დეც იყო იქ რა­ი­მე ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი კვლე­ვა არ ყო­ფი­ლა და მას­ზე იმის თქმა, რომ ალ­ბა­ნუ­რია, არ შე­იძ­ლე­ბა.

- ბა­ტო­ნო ბუბა, ზო­გა­დად რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ალ­ბა­ნე­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ე­ბად ჩავ­თვა­ლოთ?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს აქვთ ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ია­მა­ყონ ალ­ბა­ნუ­რი წარ­სუ­ლით, რად­გან ის ალ­ბა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც იქ იყო, არ აორ­თქლე­ბუ­ლა და შე­ერ­წყა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, შე­ერ­წყა მე­ზობ­ლებს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­საც, თუმ­ცა მათი სა­მო­სახ­ლო ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რია იყო და სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა ია­მა­ყონ ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რით, მაგ­რამ არა მე­ზო­ბე­ლი კულ­ტუ­რის ხარ­ჯზე. თუ რო­მე­ლი­მე ძეგლს აქვს ალ­ბა­ნუ­რი წარ­სუ­ლი ან რა­ღაც ეტა­პი ალ­ბა­ნუ­რი ეპო­ქი­სა, ამის აღ­ნიშ­ვნა და ამით თა­ვის მო­წო­ნე­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჰე­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბის ალ­ბა­ნუ­რად მოხ­სე­ნი­ე­ბა სრუ­ლი აბ­სურ­დია. არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი: იქ არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბი არ არის კარ­გად შეს­წა­ლი­ლი. არც ქარ­თვე­ლებს გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­ვის­წავ­ლოთ, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი არა­თუ არ გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, რომ შე­ის­წავ­ლონ, არა­მედ გან­ზრახ ით­რე­ვენ ფეხს, რად­გან ეს არის ის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ია­რა­ღი­სა. ამ პრო­ცეს­ში კი ხდე­ბა ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით რომ და­ნა­შა­უ­ლია. ზო­გა­დად გა­და­შე­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხი ცოტა პი­რო­ბი­თია.თუმ­ცა ეს კარ­გად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მა­გა­ლი­თად: ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დას­ჭრე­ლად, ის­ტო­რი­ის "და­საძ­ვე­ლებ­ლად", პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად და სხვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

როგორ "იქცა" უძველესი ქართული ტაძარი ალბანურად ალიევ-ერდოღანის შეხვედრისას

როგორ "იქცა" უძველესი ქართული ტაძარი ალბანურად ალიევ-ერდოღანის შეხვედრისას

რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფ თურქეთის პირველ პირს რეჯებ ტაიპ ერდოღანს, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ილჰამ ალიევმა სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, გიშის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერებინა და სტუმრის წინაშე თავიც მოიწონა თავის ქვეყნის წარსულით. როგორც რუსული და აზერბაიჯანული პრესა იუწყება, ალიევმა ერდოღანს გიში წარუდგინა, როგორც უძველესი ალბანური ტაძარი და აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა. სავარაუდოდ, ერდოღანს წარმოდგენაც არ ქონდა რომ ქართული კულტურის ნიმუშს ათვალიერებდა, ხოლო ალიევმა რბილად რომ ვთქვათ ეს ფაქტი დამალა. ეს სულაც არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულ ისტორიულ ძეგლებს ჩვენი მეზობლები უაპელაციოდ ითვისებენ და მათ საკუთრებად მიიჩნევენ. ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ ხელმაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ისტორიკოსს ბუბა კუდავას.

- გიშის მონასტერი ესაა ყველაზე უკიდურესი ქართული სამონასტრო ცენტრი, საიდანაც მოგვიანებით სამონასტრო ცენტრი ქურმუხში გადმოვიდა, ქართველმა მეფეებმა ამ მონაკვეთზე გალენა შედარებით ადრე დაკარგეს და ამიტომაც მოხდა საეპისკოპოსო ცენტრის გადმოტანა. ტაძარზე კი არის აბრა, რომ გიშის მონატერი ესაა ალბანური კულტურის ნიმუში, ასევე იქ არის მუზეუმი რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს და ყველა მათგანი ტაძარს აღიქვამს როგორც ალბანურს, რაც დიდი დანაშაულია. არა მარტო გიშშია ასეთი სიტუაცია, ქურმუხის ტაძარზეც არის მსგავსი აბრა და იქაც ანალოგიური წარწერაა. ესაა წმინდა წყლის სიცრუე. ქურმუხში, დღევანდელი ტაძარი არის მეცხრამეტე საუკუნის ნაგებობა, რომელიც აშენდა სავარაუდოდ XIII საუკუნეში აშენებული ტაძრის ადგილას. შეიძლება მეხუთე საუკუნეში ან მანამდეც იყო იქ რაიმე ისტორიული ძეგლი, მაგრამ არავითარი კვლევა არ ყოფილა და მასზე იმის თქმა, რომ ალბანურია, არ შეიძლება.

- ბატონო ბუბა, ზოგადად რამდენად შეიძლება აზერბაიჯანელები ალბანელების მემკვიდრეებად ჩავთვალოთ?

- აზერბაიჯანელებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ იამაყონ ალბანური წარსულით, რადგან ის ალბანელი მოსახლეობა, რომელიც იქ იყო, არ აორთქლებულა და შეერწყა ადგილობრივ მოსახლეობას, შეერწყა მეზობლებს, მათ შორის ქართველებსაც, თუმცა მათი სამოსახლო ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორია იყო და სავსებით ლოგიკურია, რომ აზერბაიჯანელებმა იამაყონ ალბანური კულტურით, მაგრამ არა მეზობელი კულტურის ხარჯზე. თუ რომელიმე ძეგლს აქვს ალბანური წარსული ან რაღაც ეტაპი ალბანური ეპოქისა, ამის აღნიშვნა და ამით თავის მოწონება გასაგებია, მაგრამ ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ალბანურად მოხსენიება სრული აბსურდია. არის კიდევ ერთი მომენტი: იქ არსებული ძეგლები არ არის კარგად შესწალილი. არც ქართველებს გვეძლევა საშუალება, რომ შევისწავლოთ, ხოლო აზერბაიჯანელი მეცნიერები არათუ არ გამოთქვამენ სურვილს, რომ შეისწავლონ, არამედ განზრახ ითრევენ ფეხს, რადგან ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ისტორიის გამოყენება ხდება როგორც პოლიტიკური იარაღისა. ამ პროცესში კი ხდება ისტორიის დამახინჯება, რაც დამეთანხმებით რომ დანაშაულია. ზოგადად გადაშენებული კულტურის მემკვიდრეობის საკითხი ცოტა პირობითია.თუმცა ეს კარგად შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგალითად: ტერიტორიული საკითხების გადასჭრელად, ისტორიის "დასაძველებლად", პოლიტიკური იდეების გასამყარებლად და სხვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"