გორის თითქმის ყველა უბანში სახურავები ქუჩებში ყრია. ზარალი დიდია, ძლიერმა ქარმა ქალაქის 10 -მდე კორპუსი დააზიანა. საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია. გორის სახურავთცვენას 20 -მდე ტურისტი შეესწრო. ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ოფისის კორპუსიდან გადმოვარდნილ სახურავს შემთხვევით გადაურჩნენ.
გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. "ეს არის ნაციონალური მოძრაობის სახე" - აცხადებს ვახტანგაშვილი. "ტირის ჯიშკარიანი, რა ვქნა, 50-მდე სახურავი დროზე გადახურეო, ასე ავალებდნენ მაშინ ნუგზარ ჯიშკარიანს", - ასე აუხსნა წინასაარჩევნო სიტუაცია გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით გორგიშელმა ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას.