საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"
ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი ერ­თმა ევ­რო­პულ­მა გა­ზეთ­მა სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­ა­ფა­სა - პრე­ზი­დენ­ტის­თვის ასან­თის წარ­თმე­ვას ცდი­ლო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა არ გა­დაწ­ვა­სო. მარ­თლაც, პრე­ზი­დენტს ასან­თი წა­არ­თვეს - მუხ­ლი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ლა­მის სა­იმ­პე­რა­ტო­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებ­და, წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ყვე­ლა მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია ან ცდი­ლობს კმა­ყო­ფი­ლი სახე მი­ი­ღოს. კერ­ძოდ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გეგ­მა-მი­ნი­მუ­მი შე­ას­რუ­ლა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, რომ რა­ღაც ძა­ლას წარ­მო­ად­გენს. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ხა­რე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თია იმით, რომ ნა­ლო­ლი­ა­ვებ­მა ნა­ძა­ლა­დევ­მა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ამ სა­ბო­ლო­ოდ არ და­ლია ჩა­ი­ლუ­რის წყა­ლი. ამას ეთან­ხმე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით პირ­ველ რიგ­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­გო და არის პერ­სპექ­ტი­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ნორ­მა­ლურ რიტმს და­უბ­რუნ­დეს.

- კო­ჰა­ბი­ტა­ცია შედ­გა - ეს ცალ­სა­ხაა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ის­მის კი­თხვე­ბი: ვინ მო­ი­გო ან ვინ წა­ა­გო. უპირ­ვე­ლე­სად, მო­ი­გო ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, რად­გან დას­რულ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ამ ცვლი­ლე­ბამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აგი­ტა­ცი­ა­სა და სა­ბო­ტაჟ­ზე, არა­მედ იმ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს ყო­ფი­ლი­ყო ქვე­ყა­ნა­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­რე­მო და მთავ­რო­ბას რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცე­მო­და. თუმ­ცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მცი­რე ხნის მან­ძილ­ზე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ა­ხერ­ხა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი - ჯან­დაც­ვის სფე­რო­თი და­წყე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­თა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ერ­თია რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და მე­ო­რეა, მათი მი­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო ველი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყუ­რა­დღე­ბა ამა­ზე ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. იმე­დი მაქვს, ეს გა­მოს­წორ­დე­ბა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, აკე­თოს საქ­მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს - რო­გორც ჩანს, პარ­ლა­მენ­ტში სა­კი­თხის გან­ხილ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის შეხ­ვედ­რი­სას, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა", რათა და­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყ­რის სა­კი­თხი. ამ კენ­ჭისყ­რით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თავი ისე წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რჩე­ბა მო­ნო­ლი­თურ გუნ­დად, ურომ­ლი­სო­დაც რთუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­კი­თხე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა.

რე­ა­ლუ­რი და მთა­ვა­რი შე­დე­გი ის არის, რომ მოხ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, მის აქ­ტი­ვო­ბას უკვე შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს და საფრ­თხე­საც აღარ წარ­მო­ად­გენს.

- თუმ­ცა, ექ­სპერ­ტებს არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავთ, სა­ა­კაშ­ვილს რომ გა­ე­ბე­და პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა, ყოვ­ლის­წამ­ლე­კავ სა­ხალ­ხო აღ­შფო­თე­ბას მი­ი­ღებ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას ხვდე­ბო­და თა­ვად პრე­ზი­დენ­ტიც.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რო­ბი­დან, მისი ეგო­ცენ­ტრუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღაც მოვ­ლე­ნებს, შე­საძ­ლოა, ებიძ­გა, რომ ეს უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. წე­სით, ეს არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლი მთე­ლი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ეძებ­და არა ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ გა­რეთ. შე­სა­ბა­მი­სად, მის­გან პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნას ისე­თი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და უცხო­ე­თი­დან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი მათი მხრი­დან იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი, ანუ გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის გა­მო­ე­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. უნდა ით­ქვას ისიც, რომ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ერ­თოდ გა­რეთ დარ­ჩე­ბო­და. და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს - "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყრას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი სვლე­ბით ერთი მხრივ, თა­ვის მომ­ხრე­ებს შე­მო­უ­ძა­ხეს, რომ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი არი­ან. მე­ო­რე მხრივ კი და­სავ­ლეთ­ში გაგ­ზავ­ნეს მე­სი­ჯი - ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად ვრჩე­ბი­თო. თუმ­ცა,

სა­ბო­ლო­ოდ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და­მარ­ცხდა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თვალ­ში, რად­გან და­დას­ტურ­და, რომ ეს არის ვიწ­რო­პარ­ტი­ულ და არა დე­მოკ­რა­ტი­ულ ან სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა.

- გა­სა­გე­ბია, სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყრა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" იმის წარ­მო­სა­ჩე­ნად სჭირ­დე­ბო­დათ, რომ ისევ მო­ნო­ლი­თურ გუნ­დად რჩე­ბი­ან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ იყო მარ­თა­ლი, როცა აცხა­დებ­და - სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის 100-ზე მეტი დე­პუ­ტა­ტი გვყავ­სო. მაგ­რამ რამ­დე­ნად სწო­რი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტაქ­ტი­კა, რო­დე­საც და­თან­ხმდა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყრა­ზე? შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ამა­ზე თან­ხმო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­ვით გა­ნა­ცხა­და.

- მი­მაჩ­ნია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად მო­იქ­ცა და გა­დად­გა პი­ა­რუ­ლად არ­ცთუ მომ­გე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კუ­თხით ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის კენ­ჭი ფა­რუ­ლი წე­სით რომ ეყა­რათ, ალ­ბათ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­და და "ნა­ცი­ო­ნალ­თა" იმ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ექტს, არ შე­ე­შინ­დე­ბო­და ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის.

სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში კრძა­ლავს ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბას. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­ნა­ცხა­დი - 100-ზე მეტი დე­პუ­ტა­ტი გვყავ­სო, არ იყო სწო­რი ტაქ­ტი­კა. ეს გან­ცხა­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გახ­ლე­ჩას, თუმ­ცა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ისე­დაც გახ­ლე­ჩი­ლია, უბ­რა­ლოდ მის ლი­დე­რებს თა­ვი­ანთ წევ­რებ­ზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტე­ბი აქვთ, რათა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვი­თომ­და ერ­თი­ა­ნო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ერთმა ევროპულმა გაზეთმა საინტერესოდ შეაფასა - პრეზიდენტისთვის ასანთის წართმევას ცდილობენ, რომ ქვეყანა არ გადაწვასო. მართლაც, პრეზიდენტს ასანთი წაართვეს - მუხლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ლამის საიმპერატორო უფლებამოსილებას ანიჭებდა, წარსულს ჩაჰბარდა. საკონსტიტუციო ცვლილებები ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია ან ცდილობს კმაყოფილი სახე მიიღოს. კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციასთან დაკავშირებით გეგმა-მინიმუმი შეასრულა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი სახის შენარჩუნებისა და იმის დემონსტრირების საშუალება მიეცა, რომ რაღაც ძალას წარმოადგენს. ყველაზე მეტად გახარებული დასავლეთია იმით, რომ ნალოლიავებმა ნაძალადევმა კოჰაბიტაციამ საბოლოოდ არ დალია ჩაილურის წყალი. ამას ეთანხმება პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის თქმითაც, საკონსტიტუციო ცვლილებებით პირველ რიგში ქართველმა ხალხმა მოიგო და არის პერსპექტივა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

- კოჰაბიტაცია შედგა - ეს ცალსახაა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები: ვინ მოიგო ან ვინ წააგო. უპირველესად, მოიგო ქართველმა ხალხმა, რადგან დასრულდება საარჩევნო კამპანიის ის გარემო, რომელიც შეიქმნა ამ ცვლილებამდე. შესაბამისად, მთავრობას საშუალება მიეცემა, ყურადღება გაამახვილოს არა "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციასა და საბოტაჟზე, არამედ იმ პოლიტიკაზე, რომელიც რეალურად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე.

მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის გარემო და მთავრობას რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ მისცემოდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მცირე ხნის მანძილზე "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები - ჯანდაცვის სფეროთი დაწყებული და განათლების რეფორმითა და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. მაგრამ ერთია რეფორმების გატარება და მეორეა, მათი მიწოდება საზოგადოებისთვის. იმდენად დატვირთული იყო საინფორმაციო ველი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკური შეტევებით, რომ საზოგადოებას ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი. იმედი მაქვს, ეს გამოსწორდება და "ქართულ ოცნებას" მიეცემა საშუალება, აკეთოს საქმე და საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება ამის შესახებ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ვიწროპარტიულ ინტერესებს - როგორც ჩანს, პარლამენტში საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილისა და უმცირესობის შეხვედრისას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა "ნაცმოძრაობა", რათა დაეყენებინა სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი. ამ კენჭისყრით "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი ისე წარმოაჩინა, რომ რჩება მონოლითურ გუნდად, ურომლისოდაც რთულია საკონსტიტუციო საკითხების დამტკიცება.

რეალური და მთავარი შედეგი ის არის, რომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება.

შესაბამისად, მის აქტივობას უკვე შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექცეს და საფრთხესაც აღარ წარმოადგენს.

- თუმცა, ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, სააკაშვილს რომ გაებედა პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნა, ყოვლისწამლეკავ სახალხო აღშფოთებას მიიღებდა. სავარაუდოდ, ამას ხვდებოდა თავად პრეზიდენტიც.

- სააკაშვილის ემოციურობიდან, მისი ეგოცენტრული ხასიათიდან გამომდინარე, რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, ებიძგა, რომ ეს უფლება გამოეყენებინა. წესით, ეს არ უნდა გაეკეთებინა. სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ლეგიტიმაციას ეძებდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ. შესაბამისად, მისგან პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა უცხოეთიდან, რომ ნებისმიერი რევოლუციური პროცესი მათი მხრიდან იქნებოდა გამართლებული, ანუ გამართლებული იქნებოდა ქართველი ხალხის ნება, სააკაშვილისთვის გამოეტანა განაჩენი. უნდა ითქვას ისიც, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გარეთ დარჩებოდა. დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - "ნაციონალებმა" სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებული ტაქტიკური სვლებით ერთი მხრივ, თავის მომხრეებს შემოუძახეს, რომ სიცოცხლისუნარიანი არიან. მეორე მხრივ კი დასავლეთში გაგზავნეს მესიჯი - ანგარიშგასაწევ ძალად ვრჩებითო. თუმცა,

საბოლოოდ "ნაცმოძრაობა" დამარცხდა ქართველი ხალხის თვალში, რადგან დადასტურდა, რომ ეს არის ვიწროპარტიულ და არა დემოკრატიულ ან სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა.

- გასაგებია, სარეიტინგო კენჭისყრა "ნაციონალებს" იმის წარმოსაჩენად სჭირდებოდათ, რომ ისევ მონოლითურ გუნდად რჩებიან და "ქართული ოცნება" არ იყო მართალი, როცა აცხადებდა - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო. მაგრამ რამდენად სწორი იყო "ქართული ოცნების" ტაქტიკა, როდესაც დათანხმდა "ნაციონალებს" სარეიტინგო კენჭისყრაზე? შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ამაზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილის რჩევით განაცხადა.

- მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" თანამიმდევრულად მოიქცა და გადადგა პიარულად არცთუ მომგებიანი, მაგრამ სახელმწიფოებრივი კუთხით ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭი ფარული წესით რომ ეყარათ, ალბათ, "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ შეექმნებოდა და "ნაციონალთა" იმ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო პროექტს, არ შეეშინდებოდა ვინაობის გამჟღავნების.

სამწუხაროდ, კანონმდებლობა ასეთ შემთხვევებში კრძალავს ფარული კენჭისყრის ჩატარებას. "ქართული ოცნების" განაცხადი - 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო, არ იყო სწორი ტაქტიკა. ეს განცხადება უკავშირდებოდა "ნაცმოძრაობის" გახლეჩას, თუმცა "ნაცმოძრაობა" ისედაც გახლეჩილია, უბრალოდ მის ლიდერებს თავიანთ წევრებზე ზეწოლის ბერკეტები აქვთ, რათა მსგავს სიტუაციებში ვითომდა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა