სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ"
"პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ"

ბოლო დროს გახ­შირ­და პრო­ტეს­ტი იმის გამო, რომ ის ძა­ლო­ვა­ნე­ბი და პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში საქ­მე­ებს იძი­ებ­დნენ, ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. ამ­ბო­ბენ, ისი­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად ბლო­კა­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ცდი­ლო­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას და ამ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა. ექ­სპერტ კახა კა­ხიშ­ვილ­თან ამ სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ:

- უც­ნა­უ­რი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. ისი­ნი, ვინც ადე­იშ­ვი­ლის დროს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბად, მო­ად­გი­ლე­ე­ბად, ოლ­ქის პრო­კუ­რო­რე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, ახ­ლაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად რჩე­ბი­ან. არა­და, ეს ხალ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა უკა­ნო­ნო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­სა­მარ­თლოს უკავ­შირ­დე­ბა. მო­ვის­მი­ნეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის აღი­ა­რე­ბაც - ადე­იშ­ვილს მადა ჭა­მა­ში მო­უ­ვი­და და სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის სა­შოვ­ნე­ლად არ­თმევ­და ქო­ნე­ბას ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და ხალ­ხსო. ადე­იშ­ვი­ლი ამას ახორ­ცი­ე­ლებ­და იმ პრო­კუ­რო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც იქ არი­ან. მათ ზურგს სა­სა­მარ­თლო უმაგ­რებ­და. დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო ტან­დემ­ში არ არის, მაგ­რამ ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში იც­ვლე­ბა...

ნონ­სენ­სია, რომ პარ­ლა­მენ­ტმა 200 კაცი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ცნო და ამის გამო არც ერთი პრო­კუ­რო­რი არ და­უ­თხო­ვი­ათ, დას­ჯა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბე­ბით და იქ ხვდე­ბათ ის ხალ­ხი, ვინც მათ ჩაგ­რავ­და. ისი­ნი ახ­ლაც მე­გობ­რო­ბენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ელი­ტას­თან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე

პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­დი­ნე­ბა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში მი­დის...

ამას ადას­ტუ­რებს თუნ­დაც გუ­ნა­ვას, გვა­რა­მი­ას, კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბის ფორ­მე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მათი და­კა­ვე­ბი­სას დარ­ღვე­ვე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და­უშ­ვეს?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ ეს ნორ­მა­ლურ სტან­დარტს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სხვა სა­კი­თხია, შეგ­ნე­ბუ­ლად ხომ არ შე­იყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ძველ­მა კად­რებ­მა, რომ და­კა­ვე­ბი­სას შეც­დო­მა და­ეშ­ვათ... ასე­თი მა­გა­ლი­თი კი­დევ ბევ­რი იქ­ნე­ბა. მე­ტიც, მოვა დრო და ეს კად­რე­ბი შიგ­ნით, უწყე­ბებ­ში შეჰ­ქმნი­ან პრობ­ლე­მებს.

ვფიქ­რობ, გუ­ნა­ვამ შეგ­ნე­ბუ­ლად აიღო ია­რა­ღი, რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ და პრო­ვო­კა­ცია მო­ე­წყოთ. ვი­ღა­ცამ შს მი­ნის­ტრსა და მთა­ვარ პრო­კუ­რორს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, გუ­ნა­ვა იქ­ნე­ბა ია­რა­ღით და და­ვი­ჭი­რო­თო... იცოდ­ნენ, შემ­დგომ­ში იტყოდ­ნენ, რად უნ­დო­და პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უნომ­რო ია­რა­ღი, როცა მას ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქ­ვსო. იგი­ვე მოხ­და კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბის დრო­საც.

- იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრსაც უწუ­ნებთ კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბის ფორ­მას?

- ვინ ურ­ჩია იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და მთა­ვარ პრო­კუ­რორს, მოდი, და­ვა­ბა­რე­ბი­ნოთ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას კა­ლან­და­ძე და დი­ლის 4 სა­ათ­ზე და­ვა­კა­ვო­თო? ფაქ­ტია, იდეა ვი­ღა­ცამ მი­ა­წო­და... გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მაც აღი­ა­რა, რომ რე­სურსცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ და მი­ნის­ტრი ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხში­რად არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და.

2004 წლი­დან 2012 წლამ­დე ოლ­ქის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის გა­რე­შე არც ერთი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, და­კა­ვე­ბა არ ხდე­ბო­და, არც ერთ საქ­მე­ზე არ დამ­დგა­რა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და ეს ადა­მი­ა­ნი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმა­ვე ოლ­ქის პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ნა. მას და­ე­ვა­ლა ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის, ანუ იმის რე­ვი­ზია, რომ­ლის ავ­ტო­რი თა­ვად იყო. უკა­ნო­ნო მოს­მე­ნებს ვინც აკა­ნო­ნებ­და, ის პრო­კუ­რო­რიც და­ა­წი­ნა­უ­რეს.

- კბი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 345 პრო­კუ­რო­რი­დან 322-ზე სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი და ხე­ლა­ღე­ბით ყვე­ლას ვერ და­ი­თხოვს, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა.

- კბი­ლაშ­ვილ­მა ისიც თქვა, რომ კად­რე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ვერ ითხოვს ძვე­ლებს. სრუ­ლი აბ­სურ­დია, რომ კად­რე­ბი არ არის. მე ვლა­პა­რა­კობ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პრო­კუ­რო­რებ­ზე და არა რი­გი­თებ­ზე. კბი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სტრუქ­ტუ­რა იმ ხალ­ხის­გან, ვინც ადე­იშ­ვი­ლის დროს იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, - მას არა­ვინ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ ისი­ნი გა­და­ა­ნაც­ვლა. ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რომ­ლებ­მაც არ იმუ­შა­ვეს ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, დღე­საც უმუ­შე­ვა­რია იმის გამო, რომ არ არის კბი­ლაშ­ვი­ლის კურ­სე­ლი. ის კად­რებს მხო­ლოდ სა­კუ­თარ კურ­სე­ლებ­ში, ნაც­ნო­ბებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­ში ეძებს, ამი­ტო­მაც ვერ იპო­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს. კურ­სე­ლე­ბი სა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნენ მას, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა. მალე აგ­რე­სია მას­ზე გა­და­ვა, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რა უმოქ­მე­დოა, თა­ვის ამო­ცა­ნას ვერ ას­რუ­ლებს. მე­ტიც, ჩემი აზ­რით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ზო­გი­ერთ საქ­მეს შეგ­ნე­ბუ­ლად აყოვ­ნე­ბენ, ზოგს აძ­ლე­ვენ მსვლე­ლო­ბას. თვი­თონ ყო­ფენ, პრი­ო­რი­ტე­ტი რას მი­ა­ნი­ჭონ ახლა, რას - 5 თვის მერე. ეს ნიშ­ნავს, რომ შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბაა. აყოვ­ნე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას პრო­კუ­რო­რე­ბის სა­ჩივ­რებ­ზეც, იმი­ტომ, რომ იცი­ან, რო­გორც კი და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, მა­შინ რო­მე­ლი­ღაც კურ­სელს უნდა და­ემ­შვი­დო­ბოს. ამი­ტომ არ იწყებს და ამ­ბობს, რომ ჯერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა აქვს. არა­ვინ ითხოვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე ვინ­მეს დას­ჯას, მაგ­რამ მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, თუ გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, გა­და­ა­ყე­ნოს მა­ინც პირი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და არ და­ა­წი­ნა­უ­როს. მას შე­უძ­ლია ის რი­გი­თი პრო­კუ­რო­რე­ბი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ იღებ­დნენ, ადე­იშ­ვი­ლამ­დეც მუ­შა­ობ­დნენ იქ, მის დრო­საც და ახ­ლაც, აქვთ დიდი კვა­ლი­ფი­კა­ცია, და­ნიშ­ნოს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე. მათ ად­გი­ლას მო­იყ­ვა­ნოს სტა­ჟი­ო­რე­ბი, ას­წავ­ლოს საქ­მე და ასე შე­იქ­მნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ოქ­როს ფონ­დი. მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა სურ­ვი­ლი და კომ­პე­ტენ­ცია. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რე­ა­ლუ­რად სულ სხვა პი­რე­ბი იღე­ბენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ"

"პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ"

ბოლო დროს გახშირდა პროტესტი იმის გამო, რომ ის ძალოვანები და პროკურორები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში საქმეებს იძიებდნენ, ისევ თანამდებობებზე არიან. ამბობენ, ისინი შეგნებულად ბლოკავენ ინფორმაციებს, ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას და ამგვარი პროვოკაციებით ახალი ხელმძღვანელების დისკრედიტაცია ხდება. ექსპერტ კახა კახიშვილთან ამ საკითხებზე ვისაუბრეთ:

- უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა. ისინი, ვინც ადეიშვილის დროს პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსებად, მოადგილეებად, ოლქის პროკურორებად მუშაობდნენ, ახლაც გადაწყვეტილების მიმღებად რჩებიან. არადა, ეს ხალხი წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა. ყველა უკანონობა პროკურატურას და სასამართლოს უკავშირდება. მოვისმინეთ სააკაშვილის აღიარებაც - ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა და სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო თანხის საშოვნელად ართმევდა ქონებას ბიზნესმენებსა და ხალხსო. ადეიშვილი ამას ახორციელებდა იმ პროკურორების მეშვეობით, რომლებიც ახლაც იქ არიან. მათ ზურგს სასამართლო უმაგრებდა. დღეს პროკურატურა და სასამართლო ტანდემში არ არის, მაგრამ ახლა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში იცვლება...

ნონსენსია, რომ პარლამენტმა 200 კაცი პოლიტპატიმრად ცნო და ამის გამო არც ერთი პროკურორი არ დაუთხოვიათ, დასჯაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხელისუფლება შეიცვალა, ადამიანები მიდიან პროკურატურაში განცხადებებით და იქ ხვდებათ ის ხალხი, ვინც მათ ჩაგრავდა. ისინი ახლაც მეგობრობენ ყოფილი ხელისუფლების ელიტასთან. დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ საქმეებზე

პროკურატურიდან ინფორმაცია გაედინება და "ნაცმოძრაობის" ოფისში მიდის...

ამას ადასტურებს თუნდაც გუნავას, გვარამიას, კალანდაძის დაკავების ფორმები.

- როგორ ფიქრობთ, მათი დაკავებისას დარღვევები შეგნებულად დაუშვეს?

- ფაქტობრივად, ყველამ აღიარა, რომ ეს ნორმალურ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. სხვა საკითხია, შეგნებულად ხომ არ შეიყვანეს შეცდომაში ძალოვანი უწყებებისა და პროკურატურის ხელმძღვანელობა ძველმა კადრებმა, რომ დაკავებისას შეცდომა დაეშვათ... ასეთი მაგალითი კიდევ ბევრი იქნება. მეტიც, მოვა დრო და ეს კადრები შიგნით, უწყებებში შეჰქმნიან პრობლემებს.

ვფიქრობ, გუნავამ შეგნებულად აიღო იარაღი, რომ დაეკავებინათ და პროვოკაცია მოეწყოთ. ვიღაცამ შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია, გუნავა იქნება იარაღით და დავიჭიროთო... იცოდნენ, შემდგომში იტყოდნენ, რად უნდოდა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს უნომრო იარაღი, როცა მას იარაღის ტარების უფლება აქვსო. იგივე მოხდა კალანდაძის დაკავების დროსაც.

- იუსტიციის მინისტრსაც უწუნებთ კალანდაძის დაკავების ფორმას?

- ვინ ურჩია იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, მოდი, დავაბარებინოთ ირაკლი ალასანიას კალანდაძე და დილის 4 საათზე დავაკავოთო? ფაქტია, იდეა ვიღაცამ მიაწოდა... განათლების მინისტრმა მარგველაშვილმაც აღიარა, რომ რესურსცენტრის თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ და მინისტრი ამის საფუძველზე ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

2004 წლიდან 2012 წლამდე ოლქის პროკურორის მოადგილის გარეშე არც ერთი საპროცესო შეთანხმება, დაკავება არ ხდებოდა, არც ერთ საქმეზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი და ეს ადამიანი ახალმა ხელისუფლებამ იმავე ოლქის პროკურორად დანიშნა. მას დაევალა ძველი საქმეების, ანუ იმის რევიზია, რომლის ავტორი თავად იყო. უკანონო მოსმენებს ვინც აკანონებდა, ის პროკურორიც დააწინაურეს.

- კბილაშვილი ამბობს, რომ 345 პროკურორიდან 322-ზე საჩივარია შესული და ხელაღებით ყველას ვერ დაითხოვს, სანამ არ მოხდება გამოძიება.

- კბილაშვილმა ისიც თქვა, რომ კადრების არარსებობის გამო ვერ ითხოვს ძველებს. სრული აბსურდია, რომ კადრები არ არის. მე ვლაპარაკობ გადაწყვეტილების მიმღებ პროკურორებზე და არა რიგითებზე. კბილაშვილი აცხადებს, რომ გაათავისუფლა სტრუქტურა იმ ხალხისგან, ვინც ადეიშვილის დროს იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - მას არავინ გაუთავისუფლებია, უბრალოდ ისინი გადაანაცვლა. ბევრი ძალიან კარგი, პროფესიონალი გამომძიებელი, რომლებმაც არ იმუშავეს ადეიშვილის პროკურატურაში, დღესაც უმუშევარია იმის გამო, რომ არ არის კბილაშვილის კურსელი. ის კადრებს მხოლოდ საკუთარ კურსელებში, ნაცნობებსა და ნათესავებში ეძებს, ამიტომაც ვერ იპოვის პროფესიონალებს. კურსელები სადამდე მიიყვანენ მას, მალე გამოჩნდება. მალე აგრესია მასზე გადავა, რადგან პროკურატურა უმოქმედოა, თავის ამოცანას ვერ ასრულებს. მეტიც, ჩემი აზრით, პროკურატურაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

- რას გულისხმობთ?

- ზოგიერთ საქმეს შეგნებულად აყოვნებენ, ზოგს აძლევენ მსვლელობას. თვითონ ყოფენ, პრიორიტეტი რას მიანიჭონ ახლა, რას - 5 თვის მერე. ეს ნიშნავს, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. აყოვნებენ გამოძიებას პროკურორების საჩივრებზეც, იმიტომ, რომ იციან, როგორც კი დაიწყება გამოძიება, მაშინ რომელიღაც კურსელს უნდა დაემშვიდობოს. ამიტომ არ იწყებს და ამბობს, რომ ჯერ მტკიცებულებები არა აქვს. არავინ ითხოვს მტკიცებულების გარეშე ვინმეს დასჯას, მაგრამ მას უფლებამოსილება აქვს, თუ განცხადება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გადააყენოს მაინც პირი თანამდებობიდან და არ დააწინაუროს. მას შეუძლია ის რიგითი პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც წლების განმავლობაში არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, ადეიშვილამდეც მუშაობდნენ იქ, მის დროსაც და ახლაც, აქვთ დიდი კვალიფიკაცია, დანიშნოს წამყვან პოზიციებზე. მათ ადგილას მოიყვანოს სტაჟიორები, ასწავლოს საქმე და ასე შეიქმნება პროკურატურის ოქროს ფონდი. მაგრამ ამას სჭირდება სურვილი და კომპეტენცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გადაწყვეტილებას პროკურატურაში რეალურად სულ სხვა პირები იღებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა