Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს
რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს

დიდი ხა­ნია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" პო­პუ­ლა­რო­ბით პრე­სას და ტე­ლე­ვი­ზი­ას აღარ ჩა­მორ­ჩე­ბა. პი­რი­ქით, ხან­და­ხან ისე­თი რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ის­თვის ძნე­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არი­ან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს არ ერი­დე­ბი­ან. მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით რომ ვიმ­სჯე­ლოთ, უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წყა­ლო­ბით მოხ­და. უფრო მე­ტიც, ყვე­ლას ახ­სოვს, რო­გორ მოხ­სნეს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ჯერ არ­და­ნიშ­ნუ­ლი მო­ად­გი­ლე ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უცენ­ზუ­რო სტა­ტუ­სე­ბის გამო. სწო­რედ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" აგორ­და გოგა ხა­ჩი­ძის მიერ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დიპ­ლო­მის ნახ­ვის კამ­პა­ნი­აც და ბო­ლოს სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­შიც გა­და­ი­ზარ­და.

თა­ვის დრო­ზე რო­ბერტ სტუ­რუ­ას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას შე­ე­წი­რა. ყვე­ლას ახ­სოვს, ერთ-ერთი სა­ა­გენ­ტოს­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რა კონ­ტექ­სტით ახ­სე­ნა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეროვ­ნე­ბა. "სო­მე­ხია და რა ქნას" - ამ ფრა­ზას სტუ­რუ­ას მა­შინ­დე­ლი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­წი­რა. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს ინ­ტერ­ვი­უც ისე ჩა­ივ­ლი­და, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სხვა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მაქ­სი­მუმ, ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბის დროს მა­ესტროს­თვის ვინ­მეს წა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ კამ­პა­ნი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი სა­მად გა­ი­ყო. ერ­თნი სტუ­რუ­ას სი­ტყვებს ამარ­თლებ­დნენ და არც თა­ვად ინ­დობ­დნენ პრე­ზი­დენტს, მე­ო­რე­ნი ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ში სდებ­დნენ ბრალს და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან მის გა­და­ყე­ნე­ბას ითხოვ­დნენ და მე­სა­მე­ნი, რომ­ლე­ბიც დიდი მა­ესტროს გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ამ­ბობ­დნენ, რომ ეს სი­ტყვე­ბი არ უნდა ეთ­ქვა, თუმ­ცა ამის გამო მმარ­თვე­ლო­ბი­დან მა­ინც არ უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

სტუ­რუა მოხ­სნეს... ბრძა­ნე­ბას ხელს მაში­ნდე­ლი მი­ნის­ტრი ნი­კო­ლოზ რუ­რუა აწერ­და. ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მაც, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. მა­შინ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სტუ­რუა რუ­სე­თის ერთ-ერთ თე­ატ­რში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ თე­ატრს უკვე ახა­ლი სტა­ტუ­სით - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლის პოსტზე და­უბ­რუნ­და. ყო­ფილ მმარ­თველ ზაალ ჩი­ქო­ბა­ვას კი თე­ატ­რი და­ემ­შვი­დო­ბა.

ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ რო­ბერტ სტუ­რუ­ას ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით არც პრე­სა იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და არც ტე­ლე­ვი­ზია. მა­ესტრო იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და ეკ­რან­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ხე­ლო­ვა­ნე­ბი­დან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო რო­ბერტ სტუ­რუა, რო­მელ­მაც ინგა გრი­გო­ლი­ას ეთერ­ში ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა გა­ბე­და და შიშ­ზე ისა­უბ­რა. მე­ო­რედ ისევ სკან­და­ლუ­რად გა­მოჩ­ნდა, ოღონდ ამ­ჯე­რად "მა­ესტრო­ზე" და უც­ნო­ბის "სა­კან #5"-ში მი­ვი­და.

მალე სტუ­რუ­ას გა­მოს­ვლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ეჩ­ვია და ხში­რად არა, მაგ­რამ მა­ინც სა­უბ­რობ­და სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა თუ გა­მო­ცე­მებ­ში პო­ლი­ტი­კა­ზე და უკვე ღიად აკ­რი­ტი­კებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მოჩ­ნდა. "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს და უკვე დიდი ხა­ნია, რაც მათ საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლი სტა­ტუ­სე­ბით ანე­ბივ­რებს. სტუ­რუ­ას ნა­წე­რე­ბი არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მა­ესტრო ტონს შე­არ­ბი­ლებ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და.

დიდი რე­ჟი­სო­რის სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი ხში­რად მის ერ­თგულ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­საც სწყინთ. ფიქ­რო­ბენ, რომ რე­ჟი­სორს ზედ­მე­ტი მოს­დის, მაგ­რამ ბოლო დროს თბი­ლის­ში ერთი უც­ნა­უ­რი ჭო­რიც გავ­რცელ­და. მარ­თა­ლია, მკი­თხველ­მა კარ­გად იცის, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სტუ­რუ­ას ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ და ერ­თგულ მსა­ხი­ო­ბად ბესო ზან­გუ­რი ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ იყო ჩარ­თუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც არ ერი­დე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის საკ­მა­ოდ მწვა­ვე და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კრი­ტი­კას. ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რით, სტა­ტუ­სებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას "ფე­ის­ბუ­ქის" პრო­ფილ­ზე რე­ა­ლუ­რად რე­ჟი­სო­რი კი არა, ბესო ზან­გუ­რი წერს. უბ­რა­ლოდ, სტუ­რუა ტექსტს თა­ვად კარ­ნა­ხობს. შემ­დეგ კი ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა ამას. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ზან­გურ­თან ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ვცა­დეთ, მაგ­რამ გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს კი­თხვა "ფე­ის­ბუქ­ზე" მივ­წე­რეთ და მის­გან საკ­მა­ოდ მშრა­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ.

- ბესო ერთი კი­თხვა გვაქვს, ქა­ლაქ­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ რო­ბერტ სტუ­რუ­ას ცნო­ბილ, სკან­და­ლურ სტა­ტუ­სებს "ფე­ის­ბუ­ქის" მის გვერ­დზე მი­სი­ვე თან­ხმო­ბით და კარ­ნა­ხით თქვენ წერთ.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა, კარ­გად...

ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ რო­ბერტ სტუ­რუ­ას მიერ ბოლო დროს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუ­სებს, რომ­ლებ­საც ერთი სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვთ, ყვე­ლა მათ­გა­ნი ბო­ლოს ამ შო­რის­დე­ბუ­ლით ბო­ლოვ­დე­ბა - ამ, ამ...

რე­ჟი­სო­რი 8 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნებ­ზე წერს:

"მე­გობ­რე­ბო, გა­ა­გე­ბი­ნეთ მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძეს (ვაი, რა გვარს არ­ცხვენს), წმინ­დან თაქთა­ქას, სახ­ლში ჭად­რა­კე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის პარ­ტი­ე­ბის ოს­ტატს - გიგა სუს­ლოვს და დიდ ფი­ტულ-პრო­ვო­კა­ტორს, რა ვერ გა­მოთ­ქვით ცხრა წლის მან­ძილ­ზე, ქურ­დო­ბი­სა და გარ­ყვნი­ლე­ბის გარ­და. იმი­ტომ შე­იკ­რი­ბა გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ ახ­სოვთ 7 ნო­ემ­ბე­რი, 26 მა­ი­სი და ის, რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და. ფრთხი­ლად!.. ფრთხი­ლად!.. "უმ­წიკ­ვლო" მტრე­ბო სა­ქარ­თვე­ლო­სი! ამ-ამ..."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ვე თე­მა­ზე წერს:

"კი, ესე­ნი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ, გამ­დიდ­რე­ბუ­ლი დე­დი­კო­ე­ბის და ბე­ბი­კო­ე­ბის უზ­ნე­ო­ბით გა­ფუ­ე­ბულ­ნი, მაგ­რამ ნუთუ ისე­თი უწიგ­ნუ­რე­ბი არი­ან, რომ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც არ გა­და­უ­ფურ­ცლავთ და არ იცი­ან, რა ელით დიქ­ტა­ტო­რებს? თა­ნაც უნი­ჭო, ბოღ­მი­ან დიქ­ტა­ტო­რებს? თუმ­ცა, სწო­რედ იმი­ტომ, რომ იცი­ან, ნატ­რო­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო ომს, ვი­ღაც აგ­რე­სორ­ზე, რა­ღაც სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებ­ზე ოც­ნე­ბო­ბენ - დიდ და­მან­გრე­ველ მი­წისძვრა­ზე, ქა­რიშ­ხალ­ზე, კა­ლი­ის შე­მო­სე­ვა­ზეც... თუ ისევ ძვე­ლე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლეს ამ ცო­ფი­ა­ნებ­მა, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სტი­ქი­ას მო­იმ­კი­ან (პა­ტა­რა რე­ცი­დი­ვი უკვე იგე­მეს რვა თე­ბერ­ვალს), რე­ვო­ლუ­ცი­ას! აჯან­ყე­ბას! მა­შინ კი ყვე­ლა უფსკრულ­ში გა­და­ვი­ჩე­ხე­ბით! თუმ­ცა ამა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ ეს ვი­თომ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი! ფრთხი­ლად, ფრთხი­ლად! ამ-ამ".

სტუ­რუა ბოლო დროს სა­ა­კაშ­ვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფი­ტულ დი­დად მო­იხ­სე­ნი­ებს, სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა 26 თე­ბერ­ვალს და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რი:

"გა­მო­დის ჩვე­ნი ფი­ტულ დიდი, უცოდ­ვე­ლი წმინ­და­ნის სა­ხით და ტყუ­ის და ტყუ­ის, უტიფ­რად ტყუ­ის... კაცი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ცრუ­პენ­ტე­ლა, მექ­რთა­მე მო­ძა­ლა­დე­ებს ჩა­უგ­დო ხელ­ში... თვი­თონ გზავ­ნი­და მო­სა­მარ­თლე­ებს ცო­ცხი­ან სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში და ახლა ნერ­ვე­ბი აე­შა­ლა, და­კი­თხვა­ზე რომ და­ი­ბა­რეს გამ­ყიდ­ვე­ლი იუ­რის­ტე­ბი... ომის და­წყე­ბა უნდა, ომის! ოც­ნე­ბობს, ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი რომ აღარ ჭა­ჭა­ნებ­დეს სა­ა­კას სულ­თა­ნათ­ში, რომ და­ა­მუნ­ჯოს წე­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე. რო­დემ­დე უნდა ილა­პა­რა­კოს ზნე­ო­ბა­ზე გახ­რწნილ­მა არა­კაც­მა, რო­დემ­დე?! რო­დემ­დე უნდა დაგ­ვჩხა­ვო­დეს ამ წმინ­და მი­წას ის უნი­ჭო მე­ლო­ტი ყვა­ვე­ბი, შო­ში­ე­ბი და ჩი­ო­რე­ბი?! ამ-ამ!.."

ერთ-ერთ ბოლო სტა­ტუსს კი, მის გვერ­დზე 4 მარტს რომ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ნა­ცი­ო­ნა­ლებს "ორი­გი­ნა­ლუ­რად" მი­უ­ლო­ცა დე­დის დღე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­შფო­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"და­აკ­ვირ­დით, რა დე­დე­ბი ჰყავს ჩვენს ყო­ფილ უზ­ნეო მთავ­რო­ბას. ერთი - ბევ­რი თურ­ქი რომ ჰყავ­და და დღეს, გამ­წა­რე­ბუ­ლი სახ­ლს რომ აშე­ნებს სას­წრა­ფოდ დან­გრე­ულ კლდე­ზე გა­ნა­თე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით. მე­ო­რე - "ანო­ნიმ­კებს" რომ წერ­და თა­ვის კო­ლე­გა­ზე, გა­სინ­ჯეთ, - კა­ცი­აო... რა შვი­ლებს გაზ­რდიდ­ნენ ასე­თი დე­დე­ბი?! დე­დაც გვი­ტი­რეს ასეთ­მა უზ­ნეო დე­დებ­მა... გა­უ­მარ­ჯოს დე­დის დღეს! ამ-ამ..."

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს

რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს

დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელი "ფეისბუქი" პოპულარობით პრესას და ტელევიზიას აღარ ჩამორჩება. პირიქით, ხანდახან ისეთი რესპონდენტები, რომლებიც მედიისთვის ძნელად ხელმისაწვდომი არიან, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებებს არ ერიდებიან. მარტო საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, უამრავი პოლიტიკური სკანდალი სწორედ სოციალური ქსელის წყალობით მოხდა. უფრო მეტიც, ყველას ახსოვს, როგორ მოხსნეს კულტურის მინისტრის ჯერ არდანიშნული მოადგილე ოქტომბრის არჩევნებამდე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული უცენზურო სტატუსების გამო. სწორედ "ფეისბუქიდან" აგორდა გოგა ხაჩიძის მიერ თეა წულუკიანის დიპლომის ნახვის კამპანიაც და ბოლოს სერიოზულ სკანდალშიც გადაიზარდა.

თავის დროზე რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიც სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას შეეწირა. ყველას ახსოვს, ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში რა კონტექსტით ახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეროვნება. "სომეხია და რა ქნას" - ამ ფრაზას სტურუას მაშინდელი თანამდებობრივი მდგომარეობა შეეწირა. ალბათ რამდენიმე წლის წინ ეს ინტერვიუც ისე ჩაივლიდა, როგორც დანარჩენი სხვა ინტერვიუები, მაქსიმუმ, ტელედებატების დროს მაესტროსთვის ვინმეს წამოეძახებინა, მაგრამ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო. მაშინ საზოგადოების აზრი სამად გაიყო. ერთნი სტურუას სიტყვებს ამართლებდნენ და არც თავად ინდობდნენ პრეზიდენტს, მეორენი ქსენოფობიაში სდებდნენ ბრალს და რუსთაველის თეატრიდან მის გადაყენებას ითხოვდნენ და მესამენი, რომლებიც დიდი მაესტროს გენიალურობაში დარწმუნებული იყვნენ, ამ­ბობდნენ, რომ ეს სიტყვები არ უნდა ეთქვა, თუმცა ამის გამო მმართველობიდან მაინც არ უნდა გაეთავისუფლებინათ.

სტურუა მოხსნეს... ბრძანებას ხელს მაში­ნდელი მინისტრი ნი­კოლოზ რურუა აწერდა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სე­რიოზული გამოხმაურება მოჰყვა. პროტესტი გამოთქვეს რუსთაველის თეატრის მსახიობებმაც, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ გაბრაზებული სტურუა რუსეთის ერთ-ერთ თეატრში წავიდა სამუშაოდ, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მშობლიურ თეატრს უკვე ახალი სტატუსით - რუსთაველის თეატრის მმართველის პოსტზე დაუბრუნდა. ყოფილ მმართველ ზაალ ჩიქობავას კი თეატრი დაემშვიდობა.

ჯერ კიდევ წლების წინ რობერტ სტურუას ინტერვიუებით არც პრესა იყო განებივრებული და არც ტელევიზია. მაესტრო იშვიათად ჩნდებოდა ეკრანზე და განსაკუთრებით პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ. რამდენიმე წლის წინ, ხელოვანებიდან ერთ-ერთი პირველი იყო რობერტ სტურუა, რომელმაც ინგა გრიგოლიას ეთერში ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების კრიტიკა გაბედა და შიშზე ისაუბრა. მეორედ ისევ სკანდალურად გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად "მაესტროზე" და უცნობის "საკან #5"-ში მივიდა.

მალე სტურუას გამოსვლებს საზოგადოება შეეჩვია და ხშირად არა, მაგრამ მაინც საუბრობდა სხვადასხვა ტელევიზიასა თუ გამოცემებში პოლიტიკაზე და უკვე ღიად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას.

შემდეგ სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა. "ფეისბუქზე" უამრავი მეგობარი ჰყავს და უკვე დიდი ხანია, რაც მათ საკმაოდ გულახდილი სტატუსებით ანებივრებს. სტურუას ნაწერები არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ბევრი ფიქრობდა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ მაესტრო ტონს შეარბილებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

დიდი რეჟისორის სკანდალური სტატუსები ხშირად მის ერთგულ თაყვანისმცემლებსაც სწყინთ. ფიქრობენ, რომ რეჟისორს ზედმეტი მოსდის, მაგრამ ბოლო დროს თბილისში ერთი უცნაური ჭორიც გავრცელდა. მართალია, მკითხველმა კარგად იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტურუას ყველაზე საყვარელ და ერთგულ მსახიობად ბესო ზანგური ითვლება, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში და ინტერვიუებშიც არ ერიდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საკმაოდ მწვავე და შეურაცხმყოფელ კრიტიკას. ბოლოს გავრცელებული ჭორით, სტატუსებს რობერტ სტურუას "ფეისბუქის" პროფილზე რეალურად რეჟისორი კი არა, ბესო ზანგური წერს. უბრალოდ, სტურუა ტექსტს თავად კარნახობს. შემდეგ კი ნაკლებად ინტერესდება, რა რეაქციები მოჰყვება ამას. ინფორმაციის გადამოწმება ზანგურთან ტელეფონის საშუალებით ვცადეთ, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ბოლოს კითხვა "ფეისბუქზე" მივწერეთ და მისგან საკმაოდ მშრალი პასუხი მივიღეთ.

-  ბესო ერთი კითხვა გვაქვს, ქალაქში ჭორი გავრცელდა, რომ რობერტ სტურუას ცნობილ, სკანდალურ სტატუსებს "ფეისბუქის" მის გვერდზე მისივე თანხმობით და კარნახით თქვენ წერთ.

-  აბსოლუტური სიცრუეა, კარგად...

ქვემოთ გთავაზობთ რობერტ სტურუას მიერ ბოლო დროს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსებს, რომლებსაც ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, ყველა მათგანი ბოლოს ამ შორისდებულით ბოლოვდება - ამ, ამ...

რეჟისორი 8 თებერვლის მოვლენებზე წერს:

"მეგობრებო, გააგებინეთ მანანა მანჯგალაძეს (ვაი, რა გვარს არცხვენს), წმინდან თაქთაქას, სახლში ჭადრაკების დამუშავების პარტიების ოსტატს - გიგა სუსლოვს და დიდ ფიტულ-პროვოკატორს, რა ვერ გამოთქვით ცხრა წლის მანძილზე, ქურდობისა და გარყვნილების გარდა. იმიტომ შეიკრიბა გამწარებული ხალხი, რომ ახსოვთ 7 ნოემბერი, 26 მაისი და ის, რაც ციხეებში ხდებოდა. ფრთხილად!.. ფრთხილად!.. "უმწიკვლო" მტრებო საქართველოსი! ამ-ამ..."

მოგვიანებით ამავე თემაზე წერს:

"კი, ესენი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, გამდიდრებული დედიკოების და ბებიკოების უზნეობით გაფუებულნი, მაგრამ ნუთუ ისეთი უწიგნურები არიან, რომ ისტორიის სახელმძღვანელოც არ გადაუფურცლავთ და არ იციან, რა ელით დიქტატორებს? თანაც უნიჭო, ბოღმიან დიქტატორებს? თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ იციან, ნატრობენ სამოქალაქო ომს, ვიღაც აგრესორზე, რაღაც სტიქიურ მოვლენებზე ოცნებობენ - დიდ დამანგრეველ მიწისძვრაზე, ქარიშხალზე, კალიის შემოსევაზეც... თუ ისევ ძველებურად გააგრძელეს ამ ცოფიანებმა, ყველაზე საშინელ სტიქიას მოიმკიან (პატარა რეციდივი უკვე იგემეს რვა თებერვალს), რევოლუციას! აჯანყებას! მაშინ კი ყველა უფსკრულში გადავიჩეხებით! თუმცა ამაზე ოცნებობენ ეს ვითომ ქართველი პატრიოტები! ფრთხილად, ფრთხილად! ამ-ამ".

სტურუა ბოლო დროს სააკაშვილს სოციალურ ქსელში ფიტულ დიდად მოიხსენიებს, სწორედ მას მიუძღვნა 26 თებერვალს დაწერილი კომენტარი:

"გამოდის ჩვენი ფიტულ დიდი, უცოდველი წმინდანის სახით და ტყუის და ტყუის, უტიფრად ტყუის... კაცი, რომელმაც ჩვენი სამშობლო ცრუპენტელა, მექრთამე მოძალადეებს ჩაუგდო ხელში... თვითონ გზავნიდა მოსამართლეებს ცოცხიან საკონცენტრაციო ბანაკებში და ახლა ნერვები აეშალა, დაკითხვაზე რომ დაიბარეს გამყიდველი იურისტები... ომის დაწყება უნდა, ომის! ოცნებობს, ნორმალური ქართველი რომ აღარ ჭაჭანებდეს სააკას სულთანათში, რომ დაამუნჯოს წესიერი მოქალაქე. როდემდე უნდა ილაპარაკოს ზნეობაზე გახრწნილმა არაკაცმა, როდემდე?! როდემდე უნდა დაგვჩხავოდეს ამ წმინდა მიწას ის უნიჭო მელოტი ყვავები, შოშიები და ჩიორები?! ამ-ამ!.."

ერთ-ერთ ბოლო სტატუსს კი, მის გვერდზე 4 მარტს რომ გამოქვეყნდა, რომელშიც ნაციონალებს "ორიგინალურად" მიულოცა დედის დღე, სოციალურ ქსელში აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა.

"დააკვირდით, რა დედები ჰყავს ჩვენს ყოფილ უზნეო მთავრობას. ერთი - ბევრი თურქი რომ ჰყავდა და დღეს, გამწარებული სახლს რომ აშენებს სასწრაფოდ დანგრეულ კლდეზე განათებული ტექნიკით. მეორე - "ანონიმკებს" რომ წერდა თავის კოლეგაზე, გასინჯეთ, - კაციაო... რა შვილებს გაზრდიდნენ ასეთი დედები?! დედაც გვიტირეს ასეთმა უზნეო დედებმა... გაუმარჯოს დედის დღეს! ამ-ამ..."

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"