მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს
რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს

ანი მი­რო­ტა­ძე ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" კვო­ტით მოხ­ვდა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სიმ­ცი­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი მალე გა­ვი­ცა­ნით და ად­ვი­ლად და­ვი­მახ­სოვ­რეთ. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან უჭირს კვი­რა­ში სამ­ჯერ თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის მარ­შრუტ­ზე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ მო­წყო­ბი­ლი სი­ურპრი­ზის ატა­ნა უწევთ და ბო­ლომ­დე იბ­რძვი­ან პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში გად­მო­სა­ტა­ნად.

- პო­ლი­ტი­კა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან მოვ­ხვდი. მა­ნამ­დე თხუთ­მე­ტი წელი მე­დი­ა­ში გა­ვა­ტა­რე. ბოლო ხუთი წელი ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლი­უ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" არ გქო­ნი­ათ შე­თა­ვა­ზე­ბა?

- არა, რად­გან მათ კარ­გად იცოდ­ნენ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. 2003 წელს, რო­დე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ერა დად­გა ქვე­ყა­ნა­ში, მე ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან წა­ვე­დი, მინ­დო­და, პრო­ცე­სე­ბის­თვის თვა­ლი გვერ­დი­დან მე­დევ­ნე­ბი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ერთი წი­ნა­და­დე­ბაც კი არ და­მი­წე­რია. ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­მეძ­ლო. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტალ­ღა ჩაქ­რა და ხალ­ხი მიხ­ვდა, რომ მთლად ისე არ იყო საქ­მე, რო­გორც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჩ­ვე­ნებ­დათ. დავ­ბრუნ­დი და რამ­დე­ნი­მე თვე ტე­ლე­ვი­ზია "202"-ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ი­ხუ­რა. მერე გა­ვა­კე­თე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო და რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში.

- რა­ტომ "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი"?

- ამ ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დად ვენ­დო­ბო­და. კახა შარ­ტა­ვას ოჯახ­თან მა­ნამ­დე ვმე­გობ­რობ­დი, სა­ნამ პარ­ტი­ა­ში მო­ვი­დო­დი. ის ერთ-ერი ყვე­ლა­ზე სან­დო, სუფ­თა, წე­სი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია. აღარ ვლა­პა­რა­კობ რეზო შა­ვიშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის პატ­რი­არ­ქია და ამ ფაქ­ტო­რებ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, მე­ცა­და. პი­რო­ბა დავ­დეთ, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვი­ტყო­დით, რომ "ეროვ­ნულ ფო­რუმ­ში" მი­ვე­დი. თუ პო­ლი­ტი­კა არ გა­მო­მი­ვი­დო­და, უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. კარ­გად რომ გა­ვი­აზ­რე, გა­დავ­წყვი­ტე, პარ­ტი­ა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- რო­გორ წარ­გად­გი­ნათ "ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე?

- გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემი სტა­ტუ­სი სა­ხე­ლი და გვა­რი ყო­ფი­ლი­ყო და არა პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა. ვი­ღა­ცებს თუ ღამე არ ეძი­ნათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე ფიქ­რით, მე ასე არ ვყო­ფილ­ვარ. პი­რი­ქით, პი­რად სა­უბ­რებ­ში ვთქვი, რომ სა­დაც ჩემს ად­გილს და­ი­ნა­ხავ­დნენ, იქი­დან ვიბ­რძო­ლებ­დი. ეს ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო. რო­დე­საც კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის კვო­ტე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა, ყვე­ლას ჩვე­ნი უნდა აგ­ვეთ­ვი­სე­ბი­ნა. ერ­თმა ჩვენ­მა თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა, რო­მე­ლიც პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რია, მი­თხრა, რომ არ გა­მო­რი­ცხავ­და სი­ა­ში ჩემს შეყ­ვა­ნას. კარ­გად მახ­სოვს, კვი­რა დღე იყო და მთხო­ვეს, რეზო შა­ვიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით ოფის­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­შინ მი­თხრეს, რომ სია უკვე წა­ღე­ბუ­ლი იყო და ფო­რუ­მის კვო­ტით სი­ა­ში რი­გით მე­სა­მე ვი­ყა­ვი, სა­ერ­თო სი­ა­ში კი - 27-ე. ბო­ლოს 30-ე აღ­მოვ­ჩნდი, იმი­ტომ, რომ სამი კაცი ჩა­ე­მა­ტა. ნე­ბის­მი­ე­რი არით­მე­ტი­კუ­ლი გათვ­ლით, ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდე­ბო­დი.

- თქვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- ბოლო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ცი­ხის სკან­დალ­მა გა­და­წყვი­ტა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. რე­ა­ლუ­რად ამ სკან­და­ლამ­დეც ყვე­ლა მო­ნა­ცე­მით 80% ჩვე­ნი იყო. მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რო­გორ დაგ­ვეც­ვა ჩვე­ნი ხმე­ბი და ცი­ხის სკან­და­ლი იყო იმის გა­რან­ტია, რომ ამას შევ­ძლებ­დით. ბოლო კვი­რა ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­ერ­თოდ არ მე­ძი­ნა. რო­დე­საც პირ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მო­ცხად­და და გა­ირ­კვა, რომ პარ­ლა­მენ­ტში მოვ­ხვდი, აზ­რზე ვერ მო­ვე­დი. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი უსის­ხლოდ, რო­გორ დათ­მო მი­შამ და ამის მა­ინც არ მჯე­რო­და. ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ რა­ღაც კარ­გი მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სახ­ლში რომ მივ­დი­ო­დი და მა­მას ვხე­დავ­დი, ისე­თი ამა­ყი და გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი იყო, ვხვდე­ბო­დი, ჩემი პი­რა­დი წარ­მა­ტე­ბა რო­გორ აი­სა­ხა მა­მას გან­წყო­ბა­ზე.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ხართ?

- არა, მშობ­ლებ­სა და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ.

- ახალ პარ­ლა­მენ­ტში თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა საკ­მა­ოდ კუ­რი­ო­ზულ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­წყო...

- მე გა­მი­მარ­თლა, რად­გან არც თაგ­ვი შემ­ხვედ­რია და არც სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი დამ­ცე­მია თავ­ზე, ელი­სო ჩა­ფი­ძეს და­ე­ცა ჩემ თვალ­წინ, იმას კი ბევ­რჯერ შე­ვეს­წა­რი, რო­გორ ჩა­მო­დი­ო­და პარ­ლა­მენ­ტის ფო­ი­ე­ში წვი­მა.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ნა­ცი­ო­ნალ დე­პუ­ტა­ტებ­თან?

- კო­ა­ბი­ტა­ცია შედ­გა თუ არა? ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან მი­შას ხელ­ში. ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან იქ არის რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა, ვი­საც უნდა, იყოს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და შე­და­რე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვამს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას. უმე­ტე­სო­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის, ან ვერ არის. ამ ადა­მი­ა­ნებს თით­ქმის ყვე­ლას ვიც­ნობ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან.

- სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხში­რად ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე რა თე­მებ­ზე სა­უბ­რობთ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან?

- თა­ვი­დან სულ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. მე ჩემს მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, მათი მო­კი­თხვე­ბით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მეს ეხე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ.

- ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ ამ­ბებს...

- ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. გო­გას მინ­და ვუ­თხრა, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა თუ უნ­დო­და, მე გა­ვუ­წევ­დი რე­კო­მენ­და­ცი­ას და სად­მე კარ­გად მო­ვა­წყობ­დი, იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დად პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გა­და­ღე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- თუ არ ვცდე­ბი, თქვენ­თვი­საც აქვს ერთი ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი.

- არა მხო­ლოდ ერთი, ბევ­რი ფოტო აქვს. პარ­ლა­მენ­ტა­რებს უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ ნა­ხავს, ძი­ლის დროს, ან მთქნა­რე­ბის პრო­ცეს­ში, სუ­რა­თებს უღებს. გვა­კონ­ტრო­ლებს, თუ რამე გა­მორ­ჩათ ჟურ­ნა­ლის­ტებს, გოგა ხა­ჩი­ძეს არა­ფე­რი გა­მორ­ჩე­ბა.

- ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა თქვენ­თვის არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია?

- დიახ, სა­ა­ხალ­წლოდ გა­და­ი­ღო, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მი­ლოც­ვე­ბი, მე არ მო­ვინ­დო­მე (იცი­ნის). ამ კუ­თხით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვე­ლო­სი­პე­დით და­დის, მაგ­რამ მე არ მი­ნა­ხავს.

- თქვენ ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობთ?

- დიახ, მარ­ტო მაქვს ბინა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან რთუ­ლია თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის მარ­შრუ­ტით სი­ა­რუ­ლი. მარ­ტო იმი­ტომ არა, რომ ვიღ­ლე­ბი, პარ­ლა­მენ­ტი არ მუ­შა­ობს იმ დატ­ვირ­თვით, რო­გორც უნდა მუ­შა­ობ­დეს. რა­ღაც სა­კი­თხზე აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რისი კე­თე­ბაც ტე­ლე­ფო­ნით წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. იქ ჩა­სულს უამ­რა­ვი წე­რი­ლი მხვდე­ბა, თბი­ლის­ში მო­მაქვს და აქ გავ­დი­ვარ კონ­სულ­ტა­ცი­ებს.

- მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვის დროს და­გი­მახ­სოვ­რათ, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რად უჭერ­დით მხარს იმ ფორ­მით მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ტკი­ცეს.

- ვა­მა­ყობ, რად­გან ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით ბევრ ადა­მი­ანს მი­ვე­ცით იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის­თვის გა­და­ე­ხე­დათ. მი­მაჩ­ნია, რომ ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა თუ რამე კარ­გი გა­ა­კე­თა, ერთ-ერთი ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტია. მა­შინ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გაგ­ვა­ტა­რეს, მაგ­რამ და­დე­ბი­თი ენერ­გე­ტი­კა მო­დი­ო­და, არა მარ­ტო პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის­გან, არა­მედ ქუ­ჩა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. მად­ლო­ბას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ათი პა­ტიმ­რი­დან ექ­ვსი იყოს დამ­ნა­შა­ვე და ოთხი უდა­ნა­შა­უ­ლო და სწო­რედ იმ ოთხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ღირს ამის გა­კე­თე­ბა. თან ამ დროს მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცე დამ­ნა­შა­ვე­ებს, ისი­ნი ხომ ასე­თე­ბად არ და­ბა­დე­ბუ­ლან?!.

- სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გარ­და, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს ბუ­სუ­სე­ბი­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის თემა და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დაშ­ვე­ბა პარ­ლა­მენ­ტში.

- ჩიხ­ტი­კოპ­ზე მეც მე­ცი­ნე­ბა, წარ­მო­ვიდ­გი­ნე სა­კუ­თა­რი თავი (იცი­ნის). ეს კა­ნო­ნი არ გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ჩა­იც­ვა ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მე­ლი. მე ჩემი მო­საზ­რე­ბა მაქვს და მხა­რი არ და­მი­ჭე­რია. მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მე­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მომ­წონს, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვიც­ვამ, მაგ­რამ არა პარ­ლა­მენ­ტში. მაგ­რამ თუ ვინ­მეს უნდა, წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ ჩო­ხით მო­ვი­დეს, რა პრობ­ლე­მაა! რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის თე­მას, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ, რე­ა­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვას ეხე­ბა გან­სა­ზღვრულ ად­გი­ლებ­ში, მაგ­რამ გან­ხილ­ვა მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ ჩან­და. სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ადა­მი­ა­ნე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ, რო­გო­რი უნდა იყოს პრე­ზერ­ვა­ტი­ვი.

- ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, პი­რა­დად იც­ნობთ?

- ვე­სალ­მე­ბი, რო­დე­საც ვხვდე­ბი და მერე ვემ­შვი­დო­ბე­ბი.

- თქვენ­თან დე­ბა­ტე­ბი არ გა­უ­მარ­თავს? ყვე­ლამ ვნა­ხეთ მისი და ეკა ბე­სე­ლი­ას საკ­მა­ოდ მწვა­ვე კა­მა­თი.

- ეკას­თან კო­მი­ტეტ­შია. მი­ჩე­ნი­ლი ჰყავს ჩი­ო­რა და მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს. ეკამ და­იმ­სა­ხუ­რა, რომ ჰყავ­დეს ჩი­ო­რა (ხმა­მაღ­ლა იცი­ნის).

- ცოტა ხნის წინ თქვენ­ზე სა­ხა­ლი­სო ვი­დეო გავ­რცელ­და. გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვე­ნი თმის შეს­წო­რე­ბის კად­რე­ბი გა­დი­ო­და, პირ­და­პირ ეთერ­ში.

- რო­გორც მი­თხრეს, ამ ვი­დე­ომ ნახ­ვე­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა, 20 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა ერთ სა­ათ­ში. სტუ­დი­ი­დან რომ გა­მო­ვე­დი, "მა­ესტრო­ში" ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი დამ­ხვდნენ, კად­რი გა­ე­პა­რათ. პირ­და­პირ ეთერ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ჩვენ მივ­დი­ვართ მა­ტა­რებ­ლით აფხა­ზე­თის­კენ და ამ დროს ეკ­რან­ზე ჩან­და, რო­გორ ვის­წო­რებ­დი თმას (იღი­მე­ბა). თუკი ვინ­მე არ მიც­ნობ­და სა­ხე­ზე, ახლა ყვე­ლა მიც­ნობს.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ კუ­რი­ო­ზულ თე­მად იქცა ელი­სო ჩა­ფი­ძის გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი, თქვენც და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ყო­ფილ­ხართ. ალ­ბათ ახლა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და.

- მა­ნამ­დეც არ ვუ­ჩი­ო­დი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­ცი­რეს...

- თუმ­ცა ახლა კარგ სარ­ძლოდ მი­იჩ­ნე­ვით...

- (იცი­ნის) მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვე­ნი დე­დამ­თი­ლე­ბი თუ იმით ამა­ყობ­დნენ, ჩვენს რძალს დიპ­ლო­მი აქ­ვსო, შენი დე­დამ­თი­ლი იტყვის, მან­და­ტი­ა­ნი რძა­ლი მყავ­სო. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, მარ­ტო არ ვარ. არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბე­ბი აქვს ჩემ მი­მართ. ის პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, ამას ყო­ველ­თვის გა­ვურ­ბო­დი. იმ ადა­მი­ანს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ო­ჯა­ხე­ბას, ჯერ არ მცა­ლია, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობთ ამ თე­მა­ზე.

- და­სას­რულ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს გკი­თხავთ, 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­გორც თა­ვად აა­ნონ­სე­ბენ, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ას მარ­თავს.

- ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა ამ ამ­ბავ­ზე და სე­რი­ო­ზუ­ლად კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს. პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­ხე­ლით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა, ბო­კე­რია აქ­ცი­ას ატა­რე­ბენ და იმ ხალ­ხს ეძა­ხი­ან, რომ­ლე­ბიც იმა­ვე გამ­ზირ­ზე არა­ერ­თხელ და­არ­ბი­ეს. 26 მა­ისს ხალ­ხი და­ხო­ცეს, სა­ხუ­რავ­ზე შე­მო­ა­წყვეს, სის­ხლი გა­და­რე­ცხეს და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აღ­ლუ­მი ჩა­ა­ტა­რეს. თუ ამ ადა­მი­ა­ნებს ამ ყვე­ლაფ­რის მერე სჯე­რათ, რომ ხალ­ხი მივა და მო­უს­მე­ნენ, ღმერ­თმა დიდი წარ­მა­ტე­ბა მის­ცეს.

- ჭორი გავ­რცელ­და, მო­მი­ტინ­გე­ებს ათას ლარს ური­გე­ბე­ნო და ამა­ზე თა­ვა­დაც ბევ­რი იცი­ნეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა.

- სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ტყვი, არ ღირს ამის­თვის ფუ­ლის გა­ღე­ბა, არ და­უ­რი­გონ, სხვა საქ­მე­ე­ბის­თვის შე­ი­ნა­ხონ ეს თან­ხა.

- გი­რა­ოს გუ­ლის­ხმობთ, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­და­ი­ხა­დეს?

- ბევ­რი, ბევ­რი საქ­მის­თვის დას­ჭირ­დე­ბათ ეს თან­ხა და ნუ გა­ა­ნი­ა­ვე­ბენ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს

რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს

ანი მიროტაძე ახალი მოწვევის პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" კვოტით მოხვდა. საქართველოს პარლამენტი ქალბატონების სიმცირით გამოირჩევა, ამიტომ თითქმის ყველა მათგანი მალე გავიცანით და ადვილად დავიმახსოვრეთ. მართალია, ძალიან უჭირს კვირაში სამჯერ თბილისი-ქუთაისის მარშრუტზე სიარული, მაგრამ "ქართული ოცნების" წევრებს პრეზიდენტის მიერ მოწყობილი სიურპრიზის ატანა უწევთ და ბოლომდე იბრძვიან პარლამენტის თბილისში გადმოსატანად.

-  პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვხვდი. მანამდე თხუთმეტი წელი მედიაში გავატარე. ბოლო ხუთი წელი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან.

-  "ნაციონალიური მოძრაობიდან" არ გქონიათ შეთავაზება?

-  არა, რადგან მათ კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება. 2003 წელს, როდესაც ნაციონალური ერა დადგა ქვეყანაში, მე ჟურნალისტიკიდან წავედი, მინდოდა, პროცესებისთვის თვალი გვერდიდან მედევნებინა. იმ პერიოდში ერთი წინადადებაც კი არ დამიწერია. ორწლიანი პაუზის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. რევოლუციური ტალღა ჩაქრა და ხალხი მიხვდა, რომ მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც მაშინდელი ხელისუფლება აჩვენებდათ. დავბრუნდი და რამდენიმე თვე ტელევიზია "202"-ში ვმუშაობდი, რომელიც შემდეგ დაიხურა. მერე გავაკეთე საინფორმაციო სააგენტო და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წავედი პოლიტიკაში.

-  რატომ "ეროვნული ფორუმი"?

-  ამ ადამიანებს პირადად ვენდობოდა. კახა შარტავას ოჯახთან მანამდე ვმეგობრობდი, სანამ პარტიაში მოვიდოდი. ის ერთ-ერი ყველაზე სანდო, სუფთა, წესიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსია. აღარ ვლაპარაკობ რეზო შავიშვილზე, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკის პატრიარქია და ამ ფაქტორებმა გადამაწყვეტინა, მეცადა. პირობა დავდეთ, ორი თვის განმავლობაში არ ვიტყოდით, რომ "ეროვნულ ფორუმში" მივედი. თუ პოლიტიკა არ გამომივიდოდა, უკან დავბრუნდებოდი. კარგად რომ გავიაზრე, გადავწყვიტე, პარტიაში დავრჩენილიყავი.

-  როგორ წარგადგინათ "ეროვნულმა ფორუმმა" საპარლამენტო არჩევნებზე?

-  გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სტატუსი სახელი და გვარი ყოფილიყო და არა პარლამენტარობა. ვიღაცებს თუ ღამე არ ეძინათ პარლამენტში შესვლაზე ფიქრით, მე ასე არ ვყოფილვარ. პირიქით, პირად საუბრებში ვთქვი, რომ სადაც ჩემს ადგილს დაინახავდნენ, იქიდან ვიბრძოლებდი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. როდესაც კოალიციაში შემავალი პარტიების კვოტები განისაზღვრა, ყველას ჩვენი უნდა აგვეთვისებინა. ერთმა ჩვენმა თანაპარტიელმა, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრია, მითხრა, რომ არ გამორიცხავდა სიაში ჩემს შეყვანას. კარგად მახსოვს, კვირა დღე იყო და მთხოვეს, რეზო შავიშვილის დავალებით ოფისში მივსულიყავი. მაშინ მითხრეს, რომ სია უკვე წაღებული იყო და ფორუმის კვოტით სიაში რიგით მესამე ვიყავი, საერთო სიაში კი - 27-ე. ბოლოს 30-ე აღმოვჩნდი, იმიტომ, რომ სამი კაცი ჩაემატა. ნებისმიერი არითმეტიკული გათვ­ლით, ყველა ამბობდა, რომ დეპუტატი გავხდებოდი.

-  თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

-  ბოლო პერიოდი ძალიან ვნერვიულობდი. ყველა ამბობს, რომ ციხის სკანდალმა გადაწყვიტა არჩევნების შედეგები. რეალურად ამ სკანდალამდეც ყველა მონაცემით 80% ჩვენი იყო. მაშინ ვფიქრობდი, როგორ დაგვეცვა ჩვენი ხმები და ციხის სკანდალი იყო იმის გარანტია, რომ ამას შევძლებდით. ბოლო კვირა ძალიან დაძაბული ვიყავი, საერთოდ არ მეძინა. როდესაც პირველი შედეგი გამოცხადდა და გაირკვა, რომ პარლამენტში მოვხვდი, აზრზე ვერ მოვედი. ვფიქრობდი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უსისხლოდ, როგორ დათმო მიშამ და ამის მაინც არ მჯეროდა. ვერ ვაცნობიერებდი, რომ რაღაც კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სახლში რომ მივდიოდი და მამას ვხედავდი, ისეთი ამაყი და გაბრწყინებული იყო, ვხვდებოდი, ჩემი პირადი წარმატება როგორ აისახა მამას განწყობაზე.

-  დაოჯახებული არ ხართ?

-  არა, მშობლებსა და დასთან ერთად ვცხოვრობ.

-  ახალ პარლამენტში თქვენი მოღვაწეობა საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში დაიწყო...

-  მე გამიმართლა, რადგან არც თაგვი შემხვედრია და არც სამშენებლო ნარჩენები დამცემია თავზე, ელისო ჩაფიძეს დაეცა ჩემ თვალწინ, იმას კი ბევრჯერ შევესწარი, როგორ ჩამოდიოდა პარლამენტის ფოიეში წვიმა.

-  როგორი ურთიერთობა გაქვთ ნაციონალ დეპუტატებთან?

-  კოაბიტაცია შედგა თუ არა? ძალიან მეცოდებიან მიშას ხელში. ყველას არ ვგულისხმობ, რადგან იქ არის რამდენიმე კოლეგა, ვისაც უნდა, იყოს ქართული პოლიტიკური საქმიანობის სრულფასოვანი წევრი და შედარებით ადეკვატურად აღიქვამს ქვეყანაში არსებულ რეალობას. უმეტესობა ადეკვატური არ არის, ან ვერ არის. ამ ადამიანებს თითქმის ყველას ვიცნობ ჟურნალისტიკიდან.

-  სხდომათა დარბაზში ხშირად ცხარე დებატები მიმდინარეობს, შესვენებაზე რა თემებზე საუბრობთ ნაციონალებთან?

-  თავიდან სულ ერთად დადიოდნენ. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, მათი მოკითხვებით არ ვარ დაკავებული, მაგრამ როდესაც საქმეს ეხება, ჩვეულებრივ ვკონტაქტობ.

-  ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე" აქტიურად აშუქებს პარლამენტში მომხდარ ამბებს...

-  ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. გოგას მინდა ვუთხრა, ჟურნალისტობა თუ უნდოდა, მე გავუწევდი რეკომენდაციას და სადმე კარგად მოვაწყობდი, იმიტომ, რომ ძირითადად პარლამენტარების სურათებისა და ვიდეორგოლების გადაღებით არის დაკავებული.

-  თუ არ ვცდები, თქვენთვისაც აქვს ერთი ფოტო გადაღებული.

-  არა მხოლოდ ერთი, ბევრი ფოტო აქვს. პარლამენტარებს უხერხულ სიტუაციაში თუ ნახავს, ძილის დროს, ან მთქნარების პროცესში, სურათებს უღებს. გვაკონტროლებს, თუ რამე გამორჩათ ჟურნალისტებს, გოგა ხაჩიძეს არაფერი გამორჩება.

-  ვიდეოს გადაღება თქვენთვის არ შემოუთავაზებია?

-  დიახ, საახალწლოდ გადაიღო, პარლამენტარების მილოცვები, მე არ მოვინდომე (იცინის). ამ კუთხით ყველაზე აქტიურია და როგორც ამბობენ, ველოსიპედით დადის, მაგრამ მე არ მინახავს.

-  თქვენ ქუთაისში ცხოვრობთ?

-  დიახ, მარტო მაქვს ბინა დაქირავებული. ძალიან რთულია თბილისი-ქუთაისის მარშრუტით სიარული. მარტო იმიტომ არა, რომ ვიღლები, პარლამენტი არ მუშაობს იმ დატვირთვით, როგორც უნდა მუშაობდეს. რაღაც საკითხზე აუცილებლად გჭირდება კონსულტაციები, რისი კეთებაც ტელეფონით წარმოუდგენელია. იქ ჩასულს უამრავი წერილი მხვდება, თბილისში მომაქვს და აქ გავდივარ კონსულტაციებს.

-  მოსახლეობამ ამნისტიის პროექტის განხილვის დროს დაგიმახსოვრათ, როდესაც აქტიურად უჭერდით მხარს იმ ფორმით მიღებას, რომელიც საბოლოოდ დაამტკიცეს.

-  ვამაყობ, რადგან ამ კანონპროექტით ბევრ ადამიანს მივეცით იმის საშუალება, რომ წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის გადაეხედათ. მიმაჩნია, რომ ახალმა პარლამენტმა თუ რამე კარგი გააკეთა, ერთ-ერთი ამნისტიის პროექტია. მაშინ კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს, მაგრამ დადებითი ენერგეტიკა მოდიოდა, არა მარტო პატიმრების ახლობლებისგან, არამედ ქუჩაში მოსიარულე ადამიანებისგან. მადლობას გვეუბნებოდნენ სამართლიანობისთვის. შეიძლება ათი პატიმრიდან ექვსი იყოს დამნაშავე და ოთხი უდანაშაულო და სწორედ იმ ოთხის გათავისუფლებისთვის ღირს ამის გაკეთება. თან ამ დროს მაგალითი უნდა მისცე დამნაშავეებს, ისინი ხომ ასეთებად არ დაბადებულან?!.

-  სერიოზული კანონპროექტების გარდა, ქუთაისის პარლამენტში საკმაოდ უცნაური კანონპროექტების განხილვაც მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ბუსუსებიანი პრეზერვატივების თემა და ეროვნული სამოსის დაშვება პარლამენტში.

-  ჩიხტიკოპზე მეც მეცინება, წარმოვიდგინე საკუთარი თავი (იცინის). ეს კანონი არ გავალდებულებს, ჩაიცვა ეროვნული ტანსაცმელი. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მხარი არ დამიჭერია. მიმაჩნია, რომ ეროვნული ტანსაცმელი ძალიან ლამაზია, მომწონს, სიამოვნებით ჩავიცვამ, მაგრამ არა პარლამენტში. მაგრამ თუ ვინმეს უნდა, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩოხით მოვიდეს, რა პრობლემაა! რაც შეეხება პრეზერვატივების თემას, ძალიან სასაცილოა. კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რეალურად სექსუალური პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ეხება განსაზღვრულ ადგილებში, მაგრამ განხილვა მართლა სასაცილოდ ჩანდა. სრულიად სერიოზული სახით ადამიანები ლაპარაკობდნენ, როგორი უნდა იყოს პრეზერვატივი.

-  ჩიორა თაქთაქიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, პირადად იცნობთ?

-  ვესალმები, როდესაც ვხვდები და მერე ვემშვიდობები.

-  თქვენთან დებატები არ გაუმართავს? ყველამ ვნახეთ მისი და ეკა ბესელიას საკმაოდ მწვავე კამათი.

-  ეკასთან კომიტეტშია. მიჩენილი ჰყავს ჩიორა და მკაცრად აკონტროლებს. ეკამ დაიმსახურა, რომ ჰყავდეს ჩიორა (ხმამაღლა იცინის).

-  ცოტა ხნის წინ თქვენზე სახალისო ვიდეო გავრცელდა. გადაცემა "პოლიტმეტრში" პაატა ზაქარეიშვილის საუბრის პარალელურად თქვენი თმის შესწორების კადრები გადიოდა, პირდაპირ ეთერში.

-  როგორც მითხრეს, ამ ვიდეომ ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა, 20 ათასმა ადამიანმა გაიზიარა ერთ საათში. სტუდიიდან რომ გამოვედი, "მაესტროში" ძალიან შეწუხებულები დამხვდნენ, კადრი გაეპარათ. პირდაპირ ეთერში პაატა ზაქარეიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ მივდივართ მატარებლით აფხაზეთისკენ და ამ დროს ეკრანზე ჩანდა, როგორ ვისწორებდი თმას (იღიმება). თუკი ვინმე არ მიცნობდა სახეზე, ახლა ყველა მიცნობს.

-  წინასაარჩევნოდ კურიოზულ თემად იქცა ელისო ჩაფიძის გათხოვების ამბავი, თქვენც დასაოჯახებელი ყოფილხართ. ალბათ ახლა თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა.

-  მანამდეც არ ვუჩიოდი თაყვანისმცემლების სიმცირეს...

-  თუმცა ახლა კარგ სარძლოდ მიიჩნევით...

-  (იცინის) მეგობრები მეუბნებიან, ჩვენი დედამთილები თუ იმით ამაყობდნენ, ჩვენს რძალს დიპლომი აქვსო, შენი დედამთილი იტყვის, მანდატიანი რძალი მყავსო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარტო არ ვარ. არსებობს ადამიანი, რომელსაც სერიოზული გრძნობები აქვს ჩემ მიმართ. ის პოლიტიკოსი არ არის, ამას ყოველთვის გავურბოდი. იმ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობ. რაც შეეხება დაოჯახებას, ჯერ არ მცალია, თუმცა სერიოზულად ვფიქრობთ ამ თემაზე.

-  დასასრულ, როგორც პოლიტიკოსს გკითხავთ, 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც თავად აანონსებენ, ფართომასშტაბიან აქციას მართავს.

-  ძალიან მეცინება ამ ამბავზე და სერიოზულად კომენტარის გაკეთება მიჭირს. პატრიოტიზმის სახელით, რუსთაველის გამზირზე ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია აქციას ატარებენ და იმ ხალხს ეძახიან, რომლებიც იმავე გამზირზე არაერთხელ დაარბიეს. 26 მაისს ხალხი დახოცეს, სახურავზე შემოაწყვეს, სისხლი გადარეცხეს და რამდენიმე საათში აღლუმი ჩაატარეს. თუ ამ ადამიანებს ამ ყველაფრის მერე სჯერათ, რომ ხალხი მივა და მოუსმენენ, ღმერთმა დიდი წარმატება მისცეს.

-  ჭორი გავრცელდა, მომიტინგეებს ათას ლარს ურიგებენო და ამაზე თავადაც ბევრი იცინეს ნაციონალებმა.

-  სერიოზულად ვიტყვი, არ ღირს ამისთვის ფულის გაღება, არ დაურიგონ, სხვა საქმეებისთვის შეინახონ ეს თანხა.

-  გირაოს გულისხმობთ, რომელიც არაერთხელ გადაიხადეს?

-  ბევრი, ბევრი საქმისთვის დასჭირდებათ ეს თანხა და ნუ გაანიავებენ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"