საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"
ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"

გა­ნახ­ლე­ბულ "იმე­დის დი­ლა­ში" სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნად მომ­ხიბ­ვლე­ლი ნუცა ქავ­თა­რა­ძე მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც მა­ნა­მა­დე ოთხი წელი "რუს­თა­ვი 2"-ში კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ნუცა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის გოგი ქავ­თა­რა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და იმავდრო­უ­ლად მსა­ხი­ობ აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-ს უკავ­შირ­დე­ბა. გუ­ლი­ა­ნად და­მა­ლუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი აჩი­კომ და ნუ­ცამ მალე ქორ­წი­ნე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნეს, მარ­თა­ლია, წყვილს შო­რის 11-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა, მაგ­რამ ნუცა ამ­ბობს, აჩი­კო ჩემ­ზე უფ­რო­სი რომ არ იყოს, მისი ცოლი არ ვიქ­ნე­ბო­დიო.

- ვი­ნა­ი­დან დი­ლის ეთერ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა მიმ­ყავს, 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ, 8-ის 15 წუთ­ზე კი უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გო­ნა, ასე ადრე გაღ­ვი­ძე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მო­ფხიზ­ლე­ბა უფრო მი­ჭირს, ვიდ­რე ადრე ად­გო­მა. ალ­ბათ ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ წინა დღეს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვი­ძი­ნებ, რომ დი­ლით ადრე ავ­დგე, მო­ვემ­ზა­დო, დავ­წე­რო ტექ­სტი და ეთერ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა წა­ვიყ­ვა­ნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის დილა ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა, სა­ღა­მოს ადრე მა­ინც არ ვი­ძი­ნებ, სა­ერ­თო ჯამ­ში სამი, მაქ­სი­მუმ, ოთხი სა­ა­თი მძი­ნავს, მაგ­რამ როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ, ასეთ დე­ტა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ. შე­იძ­ლე­ბა ხუთი წლის შემ­დეგ ამ რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა ჩემ­თვის დამ­ღლე­ლი იყოს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ასე­თი გრა­ფი­კი არ მზღუ­დავს, მით უმე­ტეს, რომ გვერ­დით მყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყო­ბენ ხელს.

"რუს­თა­ვი 2"-იდან "იმედ­ში"

- საკ­მა­ოდ სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­ვე­დი "იმედ­ში", შე­მომ­თა­ვა­ზეს და ბევ­რი ფიქ­რის გა­რე­შე დავ­თან­ხმდი. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ალ­ბათ კონ­ფლიქ­ტი გქონ­და "რუს­თა­ვი 2"-ში და ამი­ტომ წა­მოხ­ვე­დიო, მაგ­რამ ასე არ არის, უბ­რა­ლოდ, როცა გეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა რა­ღაც შეც­ვა­ლო, ეს უნდა გა­ა­კე­თო. ოთხი წელი ვი­მუ­შა­ვე "რუს­თა­ვი 2" -ში კო­რეს­პონ­დენ­ტად და როცა მო­მე­ცა ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უარი არ მით­ქვამს. სხვა­თა შო­რის, "იმედ­შიც" თა­ვი­დან კო­რეს­პონ­დენ­ტად გად­მო­ვე­დი, გა­რე­მოს შეც­ვლა მო­მინ­და. უნდა გი­თხრათ, რომ დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც "რუს­თა­ვი 2"-ში დავ­ტო­ვე.

ახა­ლი ამ­პლუა

- რა­საკ­ვირვვე­ლია, პირ­ვე­ლი ეთე­რის წინ ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი არ შემმჩნე­ო­და, ის კი ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ეთერს არ ჩა­ვაგ­დებ­დი, რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვებ­ზეც ხში­რად ვი­დე­ქი, რა­საც უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია, და­მიგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პა­ტარ-პა­ტა­რა შეც­დო­მე­ბი მაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, რომ ვი­ღა­ცას ჩემ­თვის თითი და­ექ­ნია, მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ უკეთ წა­ვიყ­ვან, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის ხარ­ჯზე პრო­ფე­სი­უ­ლად ვიზ­რდე­ბი. ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი საქ­მე, უფრო რთულ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს, ვიდ­რე მე, რო­მელ­საც დი­ლის ცხრა სა­ათ­ზე ეთერ­ში გას­ვლი­სას მე­ვა­ლე­ბა ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით მო­ვუყ­ვე მა­ყუ­რე­ბელს, რა მოხ­და ღა­მით. რა­საც მე დი­ლით გიყ­ვე­ბით, იმის მო­სამ­ზა­დებ­ლად ჩემი კო­ლე­გე­ბი მთე­ლი ღამე მუ­შა­ო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ წამ­ყვა­ნი, უარი არ მით­ქვამს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე, ეთე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვი­წყებ კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბა­დო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხალ­ხის­გან ვგრძნობ სით­ბოს, რაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემ­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ზრუნ­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, მა­კი­ა­ჟი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ან არ გა­ვი­კე­თო, ან მსუ­ბუ­ქად შე­ვი­ღე­ბო, ზა­ფხუ­ლო­ბით სა­ერ­თოდ არა­ფერს ვის­ვამ სა­ხე­ზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთი დას­ვე­ნე­ბის დღე მაქვს, კვი­რა­ო­ბით დი­ლის 11 სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ სა­ლონ­ში და ვი­ტა­რებ ყვე­ლა იმ პრო­ცე­დუ­რას, რაც მჭირ­დე­ბა. ჩემი პრო­ფე­სია მო­ი­თხოვს, რომ ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ვიყო, რად­გან მა­ღა­ზი­ა­ში პუ­რის სა­ყიდ­ლად ჩა­სულ­საც მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­რან­ზე მი­ყუ­რე­ბენ, ამი­ტომ ვგრძნობ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას მა­ყუ­რებ­ლის მი­მართ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბას, მას­ზე ძი­რი­თა­დად ავ­თან­დი­ლი ზრუ­ნავს, ყო­ველ­თვის ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ სა­მო­სის ეს­კიზს, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ირ სა­მოს­ში ვდებ ჩე­მე­ულ დე­ტალს, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ავ­თან­დი­ლი ჩა­მაც­მევს თუ შა­ნე­ლი, ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ჩე­მე­უ­ლი დე­ტა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს. ისე, ჩაც­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყო­ველ­დღი­ურ სა­მოსს ვყი­დუ­ლობ იქ, სა­დაც მო­მე­წო­ნე­ბა, ბრენ­დს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის, ამ მხრივ მა­ნე­ბივ­რებს. სა­ერ­თოდ, ტან­საც­მელს ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ მჭირ­დე­ბო­დეს იმ დღეს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ ვიყო გან­წყო­ბა­ზე და ჩა­ვიც­ვა ან პი­რი­ქით, მინ­დო­დეს კე­დის ჩაც­მა და ჩა­ვიც­ვა. ვე­რი­დე­ბი შავ ფერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­წონს. ჭუ­ჭყი­ა­ნი ვარ­დის­ფე­რი და მწვა­ნე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ასე­ვე მიყ­ვარს აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მა­თაც იქ ვი­ძენ, სა­დაც მომ­წონს და თვალს მჭრის (იღი­მე­ბა).

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს და ორ­მა­გად მა­ხა­რებს, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, უდ­რო­ო­ბის გამო ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბას, ამ მხრივ ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყო­ბენ ხელს, როცა აჩი­კო სახ­ლში ჩემ­ზე გვი­ან ბრუნ­დე­ბა, ჩემი დე­დამ­თი­ლის დახ­მა­რე­ბით ვა­ხერ­ხებ იმას, რომ სუფ­რა ლა­მა­ზად გა­ვუ­შა­ლო და ვა­სი­ა­მოვ­ნო, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. მეც და აჩი­კო­საც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ქა­თა­მი ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ქა­თა­მი მო­ხარ­შუ­ლი, ქა­თა­მი შემ­წვა­რი, ქათ­მის სა­ლა­თა (იღი­მე­ბა).

ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა

- ორი­ვე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ, მაგ­რამ ალ­ბათ ამა­შიც ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ორი­ვემ ვი­ცით შრო­მის ფასი და არას­დროს ვსაყ­ვე­დუ­რობთ ერ­თმა­ნეთს შინ გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბის გამო. და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, მა­შინ დრო­ის დე­ფი­ცი­ტი უფრო იგ­რძნო­ბო­და, რად­გან ერ­თად არ ვცხოვ­რობ­დით, ახლა კი უფრო ლა­ღად ვართ.

მე და აჩი­კოს ყვე­ლა­ფერ­ზე იმ­დე­ნად იდენ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რომ ძნე­ლია რა­მე­ზე კა­მა­თი (იღი­მე­ბა). ვკა­მა­თობთ მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხზე, გა­ბუტ­ვა ჩვენ შო­რის გა­მო­რი­ცხუ­ლია, ან რო­გორ უნდა გა­ე­ბუ­ტო ადა­მი­ანს, როცა მას 24 სა­ა­თი­დან მხო­ლოდ 4-5 სა­ა­თი ხე­დავ? და­ნარ­ჩენ დროს ორი­ვე სამ­სა­ხურ­ში ვა­ტა­რებთ. ჩვენ შო­რის არ­სე­ბულ ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას ვერ ვგრძნობთ, ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. აჩი­კო ჩემ­ზე უფ­რო­სი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მისი ცოლი არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან ჩემი ასა­კის ბი­ჭე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის ბავ­შვუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, არ ვიცი, ეს ცუ­დია თუ კარ­გი, მაგ­რამ ასე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რებ­სა და სი­ურპრი­ზებს, აჩი­კო მთლი­ა­ნად სი­ურპრი­ზია, უნდა, ყო­ველ წუთს მა­სი­ა­მოვ­ნოს, მაგ­რამ თა­ვად არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. მე თვი­თონ იმ­დე­ნად მიყ­ვარს სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი, რომ მგო­ნია, მა­საც გა­უ­ხარ­დე­ბა და მა­ინც ვუ­კე­თებ ხოლ­მე (იღი­მის).

რჩე­ვე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი მე­უღ­ლის­გან

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, აჩი­კო უფრო ახერ­ხებს უყუ­როს გა­და­ცე­მას, როცა ეთერ­ში ვარ, რად­გან მაგ დროს იღ­ვი­ძებს, ვიდ­რე მე. აჩი­კო ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია, იმას, რაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას გა­მო­ე­პა­როს, უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვებს და რა­საც ყვე­ლა მა­პა­ტი­ებს, იმას არ მა­პა­ტი­ებს აჩი­კო. შე­იძ­ლე­ბა ისიც კი შე­ამ­ჩნი­ოს, თმის ღერი რომ არას­წო­რად მქონ­დეს, ან ის, რომ რა­ღაც სი­ტყვა შე­იძ­ლე­ბო­და სხვა სი­ნო­ნი­მით მეთ­ქვა. ერთი მხრივ, ეს კარ­გი­ცაა, რად­გან მერე უფრო მე­ტად ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე და უფრო მე­ტად ვიზ­რდე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შე­ნიშ­ვნებს, აჩი­კოს საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად ლა­ღია ჩემს საქ­მეს­თან შე­და­რე­ბით, რომ შე­ნიშ­ვნის მი­სა­ცე­მი არა­ფე­რია. "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბის დროს უფრო ვა­ხერ­ხებ­დი მე­ყუ­რე­ბი­ნა აჩი­კოს­თვის, ახლა "სხვა შუა დღის" დროს მე ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბებ­ზე ვარ, მაგ­რამ თუ თვა­ლი მოვ­კა­რი ეკ­რან­ზე აჩი­კოს, მა­შინ­ვე ვიბ­ნე­ვი, ყუ­რა­დღე­ბა მე­ფან­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, ძი­რი­თა­დად პრე­მი­ე­რამ­დე ვსა­უბ­რობთ იმ როლ­ზე, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს, თუ შე­მიძ­ლია რა­ი­მე რჩე­ვა მივ­ცე, ასეც ვიქ­ცე­ვი. მი­უ­ხე­და­ვად და­კა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა, მისი ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი მაქვს ნა­ნა­ხი მას შემ­დეგ, რაც ერ­თად ვართ, მის ყვე­ლა პრე­მი­ე­რა­ზე ვარ ნამ­ყო­ფი, მხო­ლოდ ერთ სპექ­ტაკლს ვერ და­ვეს­წრი პრე­მი­ე­რის დღეს, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ვნა­ხე.

დე­ფი­ცი­ტუ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო

- გარ­თო­ბის მხრი­ვაც ემ­თხვე­ვა ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, არ მიყ­ვარს ხმა­უ­რი და ხალ­ხმრავ­ლო­ბა. მომ­წონს მშვი­დი, წყნა­რი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­მიძ­ლია ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩაი დავ­ლიო, ვი­სა­უბ­რო ისე, რომ არ დამ­ჭირ­დეს კი­ვი­ლი და ხმის აწე­ვა. თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვა­ტა­რებთ, ან ჩვენ­თვის საყ­ვა­რელ ად­გი­ლებ­ში მივ­დი­ვართ, ხან ჩვენ­თან და ხან მე­გობ­რე­ბის სახ­ლებ­ში ვიკ­რი­ბე­ბით. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ძი­რი­თა­დად სუფ­რი­თა და გი­ტა­რით მთავ­რდე­ბა, ოღონდ ამ სუფ­რას არ აქვს ტრა­დი­ცი­უ­ლი სახე ყან­წი­თა და აურ­ზა­უ­რით.

წიგ­ნე­ბი - კომ­ფორ­ტი

- ჩემი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, წიგ­ნის კი­თხვას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ, 10 წუ­თიც რომ მქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი, მა­ში­ნაც კი ვცდი­ლობ წა­ვი­კი­თხო, უფრო ხში­რად ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ. წიგ­ნის კი­თხვა არის ის, რაც კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, სწო­რედ ამი­ტო­მაც ჩემს სა­ძი­ნე­ბელ­ში წიგ­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის, ასე­თი გა­რე­მოც კი მამ­შვი­დებს. ბო­ლოს წა­კი­თხუ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად "მის­ტე­რი­ე­ბი" მახ­სენ­დე­ბა, "ჰომო ფა­ბე­რი" რომ წა­ვი­კი­თხე, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბი რე­მარ­კის "სამი მე­გო­ბა­რია", რამ­დე­ნი წიგ­ნიც უნდა წა­ვი­კი­თხო, ესე­ნი ჩემ­თვის მა­ინც უსაყ­ვარ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი 10 წუთი მაქვს ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, "პა­ტა­რა უფ­ლის­წულს" ვკი­თხუ­ლობ. ვფიქ­რობ, რომ ის დი­ა­დი აზრი, რო­მე­ლიც ეკ­ზი­უ­პე­რიმ ზღაპ­რად გად­მო­ი­ტა­ნა, არ არის ბავ­შვე­ბის­თვის, უფრო სწო­რად, არის ბავ­შვე­ბის­თვის, მაგ­რამ 60 წლის ასაკ­შიც კარ­გი წა­სა­კი­თხია, რად­გან ყვე­ლა წა­კი­თხვი­სას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღიქ­ვამ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"

ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"

განახლებულ "იმედის დილაში" საინფორმაციოს წამყვანად მომხიბვლელი ნუცა ქავთარაძე მოგვევლინა, რომელიც მანამადე ოთხი წელი "რუსთავი 2"-ში კორესპონდენტად მუშაობდა. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გოგი ქავთარაძის შვილიშვილი და იმავდროულად მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილის მეუღლეა. მათი სიყვარულის ამბავი სწორედ "რუსთავი 2"-ს უკავშირდება. გულიანად დამალული სამსახურებრივი რომანი აჩიკომ და ნუცამ მალე ქორწინებით დააგვირგვინეს, მართალია, წყვილს შორის 11-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ნუცა ამბობს, აჩიკო ჩემზე უფროსი რომ არ იყოს, მისი ცოლი არ ვიქნებოდიო.

-  ვინაიდან დილის ეთერში საინფორმაციო გადაცემა მიმყავს, 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ, 8-ის 15 წუთზე კი უკვე სამსახურში ვარ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ასე ადრე გაღვიძება გამიჭირდებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, 10-ის ნახევარზე გამოფხიზლება უფრო მიჭირს, ვიდრე ადრე ადგომა. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ წინა დღეს მობილიზებული ვიძინებ, რომ დილით ადრე ავდგე, მოვემზადო, დავწერო ტექსტი და ეთერში საინფორმაციო გადაცემა წავიყვანო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დილა ძალიან ადრე იწყება, საღამოს ადრე მაინც არ ვიძინებ, საერთო ჯამში სამი, მაქსიმუმ, ოთხი საათი მძინავს, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ასეთ დეტალებს ყურადღებას არ აქცევ. შეიძლება ხუთი წლის შემდეგ ამ რეჟიმში ყოფნა ჩემთვის დამღლელი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი გრაფიკი არ მზღუდავს, მით უმეტეს, რომ გვერდით მყავს ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს.

"რუსთავი 2"-იდან "იმედში"

-  საკმაოდ სპონტანურად გადავედი "იმედში", შემომთავაზეს და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, ალბათ კონფლიქტი გქონდა "რუსთავი 2"-ში და ამიტომ წამოხვედიო, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ, როცა გეძლევა შესაძლებლობა რაღაც შეცვალო, ეს უნდა გააკეთო. ოთხი წელი ვიმუშავე "რუსთავი 2" -ში კორესპონდენტად და როცა მომეცა ცვლილების შესაძლებლობა, უარი არ მითქვამს. სხვათა შორის, "იმედშიც" თავიდან კორესპონდენტად გადმოვედი, გარემოს შეცვლა მომინდა. უნდა გითხრათ, რომ დღემდე ძალიან მიყვარს ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც "რუსთავი 2"-ში დავტოვე.

ახალი ამპლუა

-  რასაკვირვველია, პირველი ეთერის წინ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემმჩნეოდა, ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ ეთერს არ ჩავაგდებდი, რადგან ტელევიზიაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, პირდაპირ ეთერში ჩართვებზეც ხშირად ვიდექი, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია, დამიგროვდა გამოცდილება, რაც მეხმარება იმაში, რომ შედარებით ნაკლები შეცდომები დავუშვა. რასაკვირველია, პატარ-პატარა შეცდომები მაქვს, მაგრამ იმდენად სერიოზული არაფერი დამიშავებია, რომ ვიღაცას ჩემთვის თითი დაექნია, მომავალში ალბათ უკეთ წავიყვან, გამოცდილებისა და საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე პროფესიულად ვიზრდები. ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს და მაქსიმალურად კარგად გააკეთოს თავისი საქმე, უფრო რთულ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე მე, რომელსაც დილის ცხრა საათზე ეთერში გასვლისას მევალება ღიმილიანი სახით მოვუყვე მაყურებელს, რა მოხდა ღამით. რასაც მე დილით გიყვებით, იმის მოსამზადებლად ჩემი კოლეგები მთელი ღამე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ წამყვანი, უარი არ მითქვამს ჟურნალისტობაზე, ეთერის დასრულების შემდეგ ვიწყებ კორესპონდენტობას. რაც შეეხება ცნობადობას, რასაკვირველია, ხალხისგან ვგრძნობ სითბოს, რაც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა პოპულარობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ზრუნვა საკუთარ თავზე

-  მაქსიმალურად ვცდილობ, მაკიაჟი დასვენების დღეებში ან არ გავიკეთო, ან მსუბუქად შევიღებო, ზაფხულობით საერთოდ არაფერს ვისვამ სახეზე. იქიდან გამომდინარე, რომ კვირაში მხოლოდ ერთი დასვენების დღე მაქვს, კვირაობით დილის 11 საათზე მივდივარ სალონში და ვიტარებ ყველა იმ პროცედურას, რაც მჭირდება. ჩემი პროფესია მოითხოვს, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო, რადგან მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასულსაც მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ეკრანზე მიყურებენ, ამიტომ ვგრძნობ ვალდებულებას და პატივისცემას მაყურებლის მიმართ. რაც შეეხება საეთერო ჩაცმულობას, მასზე ძირითადად ავთანდილი ზრუნავს, ყოველთვის ერთად განვიხილავთ სამოსის ესკიზს, თუმცა ყველანაირ სამოსში ვდებ ჩემეულ დეტალს, არა აქვს მნიშვნელობა, ავთანდილი ჩამაცმევს თუ შანელი, ჩაცმულობაში ჩემეული დეტალი აუცილებლად უნდა იყოს. ისე, ჩაცმა ძალიან მიყვარს, ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ იქ, სადაც მომეწონება, ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ მიდის, ამ მხრივ მანებივრებს. საერთოდ, ტანსაცმელს ხასიათის მიხედვით ვირჩევ, შეიძლება სულაც არ მჭირდებოდეს იმ დღეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ვიყო განწყობაზე და ჩავიცვა ან პირიქით, მინდოდეს კედის ჩაცმა და ჩავიცვა. ვერიდები შავ ფერს, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს. ჭუჭყიანი ვარდისფერი და მწვანე ძალიან მიყვარს. ასევე მიყვარს აქსესუარები, მათაც იქ ვიძენ, სადაც მომწონს და თვალს მჭრის (იღიმება).

სამზარეულოში

-  ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, კერძის მომზადება მსიამოვნებს და ორმაგად მახარებს, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი მომზადებული კერძი ძალიან გემრიელია. სამწუხაროდ, უდროობის გამო ხშირად ვერ ვახერხებ საოჯახო საქმეების გაკეთებას, ამ მხრივ ჩემი მეუღლის მშობლები ყველანაირად მიწყობენ ხელს, როცა აჩიკო სახლში ჩემზე გვიან ბრუნდება, ჩემი დედამთილის დახმარებით ვახერხებ იმას, რომ სუფრა ლამაზად გავუშალო და ვასიამოვნო, მას ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული კერძები. მეც და აჩიკოსაც ძალიან გვიყვარს ქათამი ყველანაირ სიტუაციაში, ქათამი მოხარშული, ქათამი შემწვარი, ქათმის სალათა (იღიმება).

ცოლ-ქმრის ურთიერთობა

-  ორივე ძალიან დაკავებული ვართ, მაგრამ ალბათ ამაშიც ძალიან გაგვიმართლა, რადგან ორივემ ვიცით შრომის ფასი და არასდროს ვსაყვედურობთ ერთმანეთს შინ გვიან დაბრუნების გამო. დაქორწინების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, უფრო ბედნიერები ვართ, მაშინ დროის დეფიციტი უფრო იგრძნობოდა, რადგან ერთად არ ვცხოვრობდით, ახლა კი უფრო ლაღად ვართ.

მე და აჩიკოს ყველაფერზე იმდენად იდენტური დამოკიდებულება გვაქვს, რომ ძნელია რამეზე კამათი (იღიმება). ვკამათობთ მხოლოდ უმნიშვნელო საკითხზე, გაბუტვა ჩვენ შორის გამორიცხულია, ან როგორ უნდა გაებუტო ადამიანს, როცა მას 24 საათიდან მხოლოდ 4-5 საათი ხედავ? დანარჩენ დროს ორივე სამსახურში ვატარებთ. ჩვენ შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობას ვერ ვგრძნობთ, ეს ჩვენს ურთიერთობაზე მხოლოდ დადებითად აისახება. აჩიკო ჩემზე უფროსი რომ არ ყოფილიყო, მისი ცოლი არ ვიქნებოდი, რადგან ჩემი ასაკის ბიჭების მიმართ ყოველთვის ბავშვური დამოკიდებულება მქონდა, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ასე იყო. რაც შეეხება საჩუქრებსა და სიურპრიზებს, აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს, მაგრამ თავად არ უყვარს სიურპრიზები. მე თვითონ იმდენად მიყვარს სასიამოვნო მოულოდნელობები, რომ მგონია, მასაც გაუხარდება და მაინც ვუკეთებ ხოლმე (იღიმის).

რჩევები და შენიშვნები მეუღლისგან

-  სიმართლე გითხრათ, აჩიკო უფრო ახერხებს უყუროს გადაცემას, როცა ეთერში ვარ, რადგან მაგ დროს იღვიძებს, ვიდრე მე. აჩიკო ძალიან კრიტიკულია, იმას, რაც შეიძლება ყველას გამოეპაროს, უყურადღებოდ არ დატოვებს და რასაც ყველა მაპატიებს, იმას არ მაპატიებს აჩიკო. შეიძლება ისიც კი შეამჩნიოს, თმის ღერი რომ არასწორად მქონდეს, ან ის, რომ რაღაც სიტყვა შეიძლებოდა სხვა სინონიმით მეთქვა. ერთი მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან მერე უფრო მეტად ვმუშაობ საკუთარ თავზე და უფრო მეტად ვიზრდები. რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს, აჩიკოს საქმიანობა იმდენად ლაღია ჩემს საქმესთან შედარებით, რომ შენიშვნის მისაცემი არაფერია. "რუსთავი 2"-ში მუშაობის დროს უფრო ვახერხებდი მეყურებინა აჩიკოსთვის, ახლა "სხვა შუა დღის" დროს მე ძირითადად გადაღებებზე ვარ, მაგრამ თუ თვალი მოვკარი ეკრანზე აჩიკოს, მაშინვე ვიბნევი, ყურადღება მეფანტება. რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, ძირითადად პრემიერამდე ვსაუბრობთ იმ როლზე, რომელზეც მუშაობს, თუ შემიძლია რაიმე რჩევა მივცე, ასეც ვიქცევი. მიუხედავად დაკავებულობისა, მისი ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, მის ყველა პრემიერაზე ვარ ნამყოფი, მხოლოდ ერთ სპექტაკლს ვერ დავესწრი პრემიერის დღეს, მაგრამ მეორე დღეს ვნახე.

დეფიციტური თავისუფალი დრო

-  გართობის მხრივაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები, არ მიყვარს ხმაური და ხალხმრავლობა. მომწონს მშვიდი, წყნარი ადგილები, სადაც შემიძლია ჩემს მეგობრებთან ერთად ჩაი დავლიო, ვისაუბრო ისე, რომ არ დამჭირდეს კივილი და ხმის აწევა. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრების წრეში ვატარებთ, ან ჩვენთვის საყვარელ ადგილებში მივდივართ, ხან ჩვენთან და ხან მეგობრების სახლებში ვიკრიბებით. ჩვენი შეხვედრები ძირითადად სუფრითა და გიტარით მთავრდება, ოღონდ ამ სუფრას არ აქვს ტრადიციული სახე ყანწითა და აურზაურით.

წიგნები - კომფორტი

-  ჩემი რეჟიმის მიუხედავად, წიგნის კითხვას ყოველთვის ვახერხებ, 10 წუთიც რომ მქონდეს თავისუფალი, მაშინაც კი ვცდილობ წავიკითხო, უფრო ხშირად ინტერნეტში ვკითხულობ. წიგნის კითხვა არის ის, რაც კომფორტს მიქმნის, სწორედ ამიტომაც ჩემს საძინებელში წიგნების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ასეთი გარემოც კი მამშვიდებს. ბოლოს წაკითხულებიდან ყველაზე მეტად "მისტერიები" მახსენდება, "ჰომო ფაბერი" რომ წავიკითხე, დიდი ხნის განმავლობაში მასზე ვლაპარაკობდი. ჩემთვის უსაყვარლესი ნაწარმოები რემარკის "სამი მეგობარია", რამდენი წიგნიც უნდა წავიკითხო, ესენი ჩემთვის მაინც უსაყვარლესი ნაწარმოებები იქნება. როცა თავისუფალი 10 წუთი მაქვს ან ცუდ ხასიათზე ვარ, "პატარა უფლისწულს" ვკითხულობ. ვფიქრობ, რომ ის დიადი აზრი, რომელიც ეკზიუპერიმ ზღაპრად გადმოიტანა, არ არის ბავშვებისთვის, უფრო სწორად, არის ბავშვებისთვის, მაგრამ 60 წლის ასაკშიც კარგი წასაკითხია, რადგან ყველა წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქვამ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები