ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს. ამ დასკვნამდე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები მივიდნენ. მკვლევართა გათვლებით, წელიწადში 200 000 ადამიანი სწორედ გაზიანი სასმელით გამოწვეული დაავადებებით იღუპება.
უმრავლეს შემთხვევაში (წელიწადში 133 000 სიკვდილის შემთხვევა) ფატალური შედეგის მიზეზი დიაბეტი ხდება. 44 000 ადამიანი - გულსისხლძარღვთა დაავადებებით, 6000 კი - კიბოთი იღუპება. სტატისტიკის თანახმად, ამ შემთხვევების 78% იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დაბალი შემოსავალი აღირიცხება.
ამ ტკბილი და, ერთი შეხედვით, უწყინარი სასმელების მომაკვდინებელი ზემოქმედების შესახებ მხოლოდ ირიბი მტკიცებულება არსებობს. ისინი ჭარბი წონის დაგროვებას უწყობენ ხელს, რაც თავის მხრივ, დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ჰქმნის.
მექსიკაში, რომელიც ტკბილი სასმელების მოხმარების მხრივ პირველ ადგილზეა, მილიონი ადამიანიდან 318 სწორედ ამ სასმელებით გამოწვეული დაავადებებით იღუპება. საპირისპირო ვითარებაა იაპონიაში, სადაც გაზიან სასმელებს, პრაქტიკულად, არ სვამენ. იქ მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 10 ადამიანი ხდება ასეთი დაავადებების მსხვერპლი.
იმ ფაქტს, რომ ტკბილ სასმელებსა და სხვა პროდუქტებში შემავალი კალორიები სხვადასხვანაირად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაც ადასტურებს. მათი დასკვნით, შაქრის ყოველი 150 დამატებითი კალორია მეორე ტიპის, განსაკუთრებით საშიში დიაბეტის ჩამოყალიბებას შემთხვევათა 1%-ში იწვევს. მაშინ, როდესაც სხვა პროდუქტებში შემავალი კალორიები დიაბეტის რისკს 0,1%-ში იწვევს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo