საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "იმედის" ჟურნალისტთან, ვახო სანაიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის აქტივისტმა ქვეყნის და ევროპის დროშები დაამტვრია. პრეზიდენტმა მტკიცებულებად "იუთუბზე" გავრცელებული რამდენიმეწამიანი ვიდეო მოიშველია, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დროშებს მართლაც ამტვრევს.
აღნიშნული ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ 2012 წლის 10 ივლისს გადაიღო, როდესაც გორის რაიონის სოფელ ძევერაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ნინელი ჭანკვეტაძე და სხვა პირები შეხვედრებს მართავდნენ. ჟურნალისტი შეხვედრაზე მისულ ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრებოდა. ქალბატონს ხელთ შვილიშვილი ეკავა, რომელსაც სოფელში ჩასულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა "ქართული ოცნების" და საქართველოს დროშა აჩუქეს. ამ დროს ქალბატონის ოჯახის წევრმა ჩამოიარა, ბავშვს ორივე დროშა გამოართვა და დაამტვრია.
სრული ვერსია