საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება
ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება

ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხო­ში ერთი წლის ბავ­შვი შიმ­ში­ლი­სა­გან გარ­და­იც­ვა­ლა, - პა­ტა­რა გო­გი­ტა აბა­ში­ძეს სხე­ულს ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო ძალა იმ­დე­ნად ჰქონ­და გა­მო­ლე­უ­ლი, რომ ერთი წლის ბავ­შვი მო­ხუ­ცი­ვით იყო და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი. ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩან­და, რომ ორ­გა­ნიზ­მის ამ­გვა­რი და­უძ­ლუ­რე­ბა ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სის შე­დე­გი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თვე­ე­ბი იყო სა­ჭი­რო, რომ ბავ­შვი ამ დღე­ში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. მერე კი ალ­ბათ ამ სო­ფელ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ხან­ძა­რი უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ აქ ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ფარ­ტე­ნა­ძე ასუ­ლი­ყო, მო­ხუ­ცი­ვით და­ბე­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ენა­ხა და შეძრწუ­ნე­ბულს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გა­და­ეყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ, სა­დაც სა­უ­ბე­დუ­როდ, ის იმ ღა­მეს­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე­თია ის შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბი შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბი­ან, - სამ­წუ­ხა­როდ ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც მაძ­ლევს, რომ რო­გორც "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი, სხვა დრო­საც არა ერთხელ შევ­ხვედ­რი­ვარ სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სულ პა­ტა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია. ახლა კი მივ­ყვეთ იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ ჩა­აგ­დო შოკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამის­თვის, მე პი­რა­დად ამ საბ­რა­ლო ბავ­შვის მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვარ­ჩიე( ოჯახს გო­გი­ტას გარ­და კი­დევ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს), რო­მელ­საც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­აჩ­ნდა. მას­თან სა­უ­ბა­რი ძალ­ზე მძი­მე იყო, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, - თუ ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც არ დაგ­ვა­ფიქ­რებს სა­დამ­დე მივ­ყა­ვართ გულ­გრი­ლო­ბას - მა­შინ ჩვე­ნი საშ­ვე­ლი აღარ ყო­ფი­ლა.

ჩე­მის აზ­რით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მა­მის, ლე­ვან აბა­ში­ძის მთე­ლი სა­უ­ბა­რი სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ გულ­გრი­ლო­ბის ზუს­ტი სუ­რა­თია, - იმ ერთი დე­ტა­ლის და­მა­ტე­ბით, რომ თა­ვად გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მშობ­ლებს ამა­ზე ალ­ბათ არც არა­სო­დეს უფიქ­რი­ათ, რად­გან უბ­რა­ლოდ არც კი იცი­ან, რომ ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის ჩათ­ვლით პა­სუ­ხი ვინ­მეს მო­ე­თხო­ვე­ბა.

ლე­ვან აბა­ში­ძე (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"ბა­ღა­ნა დიდი ხა­ნია ავად მყავ­და. პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა რომ კბი­ლე­ბი ამოს­დი­ო­და და იმი­ტომ იყო ავად. რომ აღარ გა­მო­კეთ­და, ვი­სეს­ხე ფული და ბა­თუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნე. იქ გვი­თხრეს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბა აქ­ვსო, გა­დას­ხმე­ბი გა­უ­კე­თეს და წამ­ლე­ბი და­ა­ლე­ვი­ნეს. მა­შინ გა­სუქ­და ბა­ღა­ნა და გა­მო­კეთ­და. რომ გა­მოგ­ვა­ტა­ნეს, რაც გვი­თხრეს, ის რძის ფხვნი­ლი ვუ­ყი­დეთ და ვაჭ­მევ­დით. მარა ცოტა ხან­ში ბა­ღა­ნამ ამ ფხვნილს პირი აღარ და­ა­კა­რა. ჩემ­მა ცოლ­მა, - მში­ერს ხომ არ მოვ­კლა­ვო და წყალ­ში ფქ­ნი­ლი გახ­სნა, კა­რა­ქი ჩადო, მო­უ­ხარ­შა და შე­ა­ჭა­მა. აგი საჭ­მე­ლი კი შე­ჭა­მა ბა­ღა­ნამ. მერე სულ ამას ვაჭ­მევ­დით, მარა ცოტა ხან­ში ამის ჭა­მა­საც და­ა­ნე­ბა თავი, ცო­ტას შე­ჭამ­და თუ არა, გა­ჩერ­დე­ბო­და. ბოლო სამი-ოთხი დღე ნა­მე­ტა­ნი უღო­ნოდ იყო.

- თქვენ რო­გორც ამ­ბობთ, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ შვი­დი თვის ბავ­შვს კა­რაქ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­რის ფქვი­ლის ფა­ფით კვე­ბავ­დით. ნუთუ სოფ­ლის ექიმ­მა მა­ინც არ გი­თხრათ, რომ ასე­თი რამ და­უშ­ვე­ბე­ლია.

- ადრე სხვა ექი­მი გვყავ­და, მერე გა­მოგ­ვეც­ვა­ლა . მა­გე­ნი გვით­ვლიდ­ნენ ბა­ღა­ნა ჩა­მე­იყ­ვა­ნე­თო, მარა რა­ფერ უნდა ჩაგ­ვეყ­ვა­ნა თოვლში და ჭენ­ჭყობ­ში.

- თა­ვად არ ამო­დი­ოდ­ნენ ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად?

- არა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება

ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის ბავშვი შიმშილისაგან გარდაიცვალა, - პატარა გოგიტა აბაშიძეს სხეულს ყველა სასიცოცხლო ძალა იმდენად ჰქონდა გამოლეული, რომ ერთი წლის ბავშვი მოხუცივით იყო დანაოჭებული. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ორგანიზმის ამგვარი დაუძლურება ხანმოკლე პროცესის შედეგი არ უნდა ყოფილიყო, თვეები იყო საჭირო, რომ ბავშვი ამ დღეში ჩავარდნილიყო. მერე კი ალბათ ამ სოფელში აუცილებლად ხანძარი უნდა მომხდარიყო, რომ აქ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ ფარტენაძე ასულიყო, მოხუცივით დაბერებული ბავშვი ენახა და შეძრწუნებულს ქალაქ ბათუმში გადაეყვანა სამკურნალოდ, სადაც საუბედუროდ, ის იმ ღამესვე გარდაიცვალა.

ასეთია ის შემზარავი რეალობა, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, - სამწუხაროდ ამის თქმის საშუალებას ის პირადი გამოცდილებაც მაძლევს, რომ როგორც "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სხვა დროსაც არა ერთხელ შევხვედრივარ სიკვდილის პირას მისულ პატარებს და საზოგადოების ძალისხმევით გადაგვირჩენია. ახლა კი მივყვეთ იმ რეალობას, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში საზოგადოება. ამისთვის, მე პირადად ამ საბრალო ბავშვის მამასთან დაკავშირება ვარჩიე( ოჯახს გოგიტას გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს), რომელსაც მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მასთან საუბარი ძალზე მძიმე იყო, მაგრამ აუცილებელი, - თუ ასეთი ტრაგიკული მოვლენებიც არ დაგვაფიქრებს სადამდე მივყავართ გულგრილობას - მაშინ ჩვენი საშველი აღარ ყოფილა.

ჩემის აზრით, გარდაცვლილი ბავშვის მამის, ლევან აბაშიძის მთელი საუბარი სწორედ საზოგადოების ამ გულგრილობის ზუსტი სურათია, - იმ ერთი დეტალის დამატებით, რომ თავად გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს ამაზე ალბათ არც არასოდეს უფიქრიათ, რადგან უბრალოდ არც კი იციან, რომ ამ უბედურებაზე საკუთარი თავის ჩათვლით პასუხი ვინმეს მოეთხოვება.

ლევან აბაშიძე (სტილი დაცულია):

"ბაღანა დიდი ხანია ავად მყავდა. პირველად გვეგონა რომ კბილები ამოსდიოდა და იმიტომ იყო ავად. რომ აღარ გამოკეთდა, ვისესხე ფული და ბათუმის საავადმყოფოში დავაწვინე. იქ გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის ანთება აქვსო, გადასხმები გაუკეთეს და წამლები დაალევინეს. მაშინ გასუქდა ბაღანა და გამოკეთდა. რომ გამოგვატანეს, რაც გვითხრეს, ის რძის ფხვნილი ვუყიდეთ და ვაჭმევდით. მარა ცოტა ხანში ბაღანამ ამ ფხვნილს პირი აღარ დააკარა. ჩემმა ცოლმა, - მშიერს ხომ არ მოვკლავო და წყალში ფქნილი გახსნა, კარაქი ჩადო, მოუხარშა და შეაჭამა. აგი საჭმელი კი შეჭამა ბაღანამ. მერე სულ ამას ვაჭმევდით, მარა ცოტა ხანში ამის ჭამასაც დაანება თავი, ცოტას შეჭამდა თუ არა, გაჩერდებოდა. ბოლო სამი-ოთხი დღე ნამეტანი უღონოდ იყო.

- თქვენ როგორც ამბობთ, კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებულ შვიდი თვის ბავშვს კარაქზე მომზადებული პურის ფქვილის ფაფით კვებავდით. ნუთუ სოფლის ექიმმა მაინც არ გითხრათ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

- ადრე სხვა ექიმი გვყავდა, მერე გამოგვეცვალა . მაგენი გვითვლიდნენ ბაღანა ჩამეიყვანეთო, მარა რაფერ უნდა ჩაგვეყვანა თოვლში და ჭენჭყობში.

- თავად არ ამოდიოდნენ ბავშვის სანახავად?

- არა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"