პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: "ი­სე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე"
ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: "ი­სე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე"

იუ­მო­რის­ტუ­ლ პროგ­რა­მა "ი­უ­მო­რი­ნას" მო­ნა­წი­ლე ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი­ა. ბა­ტონ­მა ხვი­ჩამ არც ამ­ჯე­რად და­ი­შუ­რა იუ­მო­რი და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი საკ­მა­ოდ მხი­ა­რუ­ლად წა­რი­მარ­თა:

- წე­რა-­კითხ­ვა სა­ბავ­შვო ბაღ­ში უკ­ვე ვი­ცო­დი და ოთხ­ი-­ხუთი წლი­სა ორ ენა­ზე, ქარ­თუ­ლად და რუ­სუ­ლად ვწერ­დი და ვკითხ­უ­ლობ­დი, რად­გან რუ­სულ ბაღ­ში დავ­დი­ო­დი. ნი­ჭი­ერ ბავ­შვად მთვლიდ­ნენ, უამ­რა­ვი ლექ­სი ვი­ცო­დი ზე­პი­რად. თან ისე არ­ტის­ტუ­ლად ვკითხ­უ­ლობ­დი, სი­ცი­ლით იგუ­დე­ბოდ­ნენ. მახ­სოვს, ბაღ­ში კო­მი­სია რომ მო­ვი­დო­და შე­სა­მოწ­მებ­ლად, შუ­ადღ­ი­სას და­ძი­ნე­ბულს ამა­ყე­ნებ­დნენ და "დამ­ქო­ქავ­დნენ". მეც ყვე­ლა­ფერს სიმ­ღერ­-სიმ­ღე­რით ჩა­მო­ვა­რაკ­რა­კებ­დი. იმ­ხა­ნად უამ­რა­ვი რა­დი­ოს­პექ­ტაკ­ლი ვი­ცო­დი ზე­პი­რად და მსა­ხი­ო­ბის როლ­საც ვირ­გებ­დი ხოლ­მე. ჩე­მი დის, მე­გის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, ამ­დე­ნი რამ რომ ვი­ცო­დი. მე­გი რომ სტუ­დენ­ტი გახ­და და თბი­ლის­ში წა­ვი­და, დე­და­ჩე­მი მა­ში­ნებ­და, კარ­გად ის­წავ­ლე, თო­რემ ამ სა­ღა­მოს მე­გი ბა­თუმ­ში ბრუნ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვეტყ­ვი­ო. მე­გის წყა­ლო­ბით მარ­თლაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და გა­ვი­გე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. მე­გის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ გზას არ ავ­ცდი და ქუ­ჩა­ში "და­ბირ­ჟა­ვე­ბის" ნაც­ვლად შინ ვი­ჯე­ქი და ვკითხ­უ­ლობ­დი, თო­რემ ჩე­მი ბავ­შვო­ბა ისეთ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ან ნარ­კო­მა­ნი უნ­და გავ­მხდა­რი­ყა­ვი, ან მე­ზობ­ლის "ბა­ი­თი" უნ­და გა­მე­ტე­ხა და იქი­დან "პრის­ტავ­კა" მო­მე­პა­რა (ი­ცი­ნის). მე კი წიგ­ნი­სა და გი­ტა­რის გარ­და არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

- ნათ­ქვა­მი­ა, უინ­ტე­ლექ­ტო მუ­სი­კო­სი ცუ­დი მუ­სი­კო­სი­ა­ო...

- ნამ­დვი­ლად ასე­ა. ყო­ვე­ლი ნო­ტი სიტყ­ვა­ა, ამ სიტყ­ვე­ბის­გან წი­ნა­და­დე­ბა უნ­და შე­ად­გი­ნო და აზ­რი მუ­სი­კა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტო. ამი­ტო­მაც მეტყ­ვე­ლებს მუ­სი­კა მი­სი ავ­ტო­რი­სა თუ, უბ­რა­ლოდ, შემ­სრუ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტზე. მსმე­ნელ­ზეც ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ზოგს "წი­თე­ლი ბა­სა­ნოჟ­კე­ბის" დო­ნის მუ­სი­კა მოს­წონს, ზოგს კი - ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის რე­პერ­ტუ­ა­რი. მუ­სი­კოს­მა უნ­და შეძ­ლოს, ყვე­ლა­ნა­ირ მსმე­ნელს მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ესა­უბ­როს.

- ზღაპ­რე­ბი გიყ­ვარ­დათ?

- ვგიჟ­დე­ბო­დი, დაწყ­ე­ბუ­ლი ტა­ჯი­კუ­რი­თა და უზ­ბე­კუ­რით, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. იმ­დენ­ჯერ მაქვს ეს ზღაპ­რე­ბი წა­კითხ­უ­ლი, რომ წიგ­ნე­ბი ხელ­ში შე­მო­მაც­ვდა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ბავ­შვმა ას­ფურ­ცე­ლა­სა და ბაყ­ბაყ­დე­ვის გარ­და, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის სხვა გმი­რე­ბი არც კი იცის. სა­მა­გი­ე­როდ იცი­ან, რომ ჩან­ჩქერ­თან თუ გა­და­ი­ღებ ფო­ტოს, ხელ­ში ქოლ­გა უნ­და გე­ჭი­როს - "რუს­თა­ვი 2"-ზე მი­კი მა­უს­ზე სე­რი­ა­ლი რომ გა­დის, ეს იქ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი. ასე­ვე იცი­ან, რომ ციფ­რი 6 მო­ე­რე­ვა სპი­ლოს და ა.შ. ასეთ იდი­ო­ტო­ბებს ას­წავ­ლი­ან დღე­ვან­დელ ბავ­შვებს. შე­გიძ­ლი­ათ, გა­მა­გე­ბი­ნოთ, რა კავ­ში­რია ციფრ 6-სა და სპი­ლოს შო­რის?

- სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა რა ასაკ­ში და­იწყ­ეთ?

- ძა­ლი­ან ად­რე, მე­ხუ­თე კლას­ში წა­მა­კი­თხა ჩემ­მა დამ ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა".

- ბიბ­ლია უკ­ვე წა­კითხ­უ­ლი გქონ­დათ?

- არა და ამი­ტო­მაც ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. აქაც ჩე­მი და და­მეხ­მა­რა - მიხ­სნი­და ბიბ­ლი­ურ პა­რა­ლე­ლებს. დი­დო­ბა­ში ხე­ლახ­ლა რომ წა­ვი­კი­თხე ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, მე­რე­ღა მივ­ხვდი, რა­ტომ წა­ვი­და სა­ტა­ნა ვო­ლან­დი თა­ვი­სი ამა­ლით მოს­კო­ვი­დან - იქ სტა­ლი­ნი ცხოვ­რობ­და და ორი სა­ტა­ნის ად­გი­ლი აღარ იყო. არა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ზღა­პარს, ისე ვკითხ­უ­ლობ­დი და კა­ტა­ზე ვხარ­ხა­რებ­დი. იმ­ხა­ნად წა­ვი­კი­თხე ო'­ჰენ­რი და ედ­გარ ალან პო რუ­სუ­ლად. პოს მოთხ­რო­ბე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ კარ­გა ხანს ღა­მით სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლი­სა მე­ში­ნო­და. პა­რა­დოქ­სი­ა, მაგ­რამ ბულ­გა­კო­ვი­სა და პოს შემ­დეგ კარ­ლსონ­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ისე მიყ­ვარ­და, რომ ღა­მით ფან­ჯრებს ღი­ას ვტო­ვებ­დი, რა­ფა­ზე მუ­რა­ბით სავ­სე ლამ­ბაქს ვდგამ­დი და მჯე­რო­და, ჩემს ოთახ­შიც შე­მოფ­რინ­დე­ბო­და. ისე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ამ სი­ბე­რე­ში ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე. შემ­დეგ დუმ­ბა­ძე­ზე "შევ­ჯე­ქი" და დღემ­დე მი­სი ყვე­ლა მოთხ­რო­ბა თუ რო­მა­ნი ზე­პი­რად, სიტყ­ვა­სიტყ­ვით ვი­ცი. შემ­დეგ გავ­გიჟ­დი ილ­ფი­სა და პეტ­რო­ვის "12 სკამ­ზე" და "ოქ­როს ხბო­ზე". მიკ­ვირს, "ოქ­როს ხბოს" გა­მო რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს ავ­ტო­რე­ბი... ძა­ლი­ან მომ­წონს იუზ ალიშ­კოვ­სკის მოთხ­რო­ბე­ბი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო მოთხ­რო­ბე­ბი აქვს. რა ვქნა, გა­და­ვი­ღა­ლე პრობ­ლე­მე­ბით, მო­ღუ­შუ­ლი სა­ხე­ე­ბის ცქე­რით, ამი­ტო­მაც ცხოვ­რე­ბას იუ­მო­რის­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით ვიმ­ხი­ა­რუ­ლებ. ვგიჟ­დე­ბი არ­ტურ კო­ნან დო­ილ­ზე, აგა­ტა კრის­ტი­ზე. ჩე­მი უფ­რო­სი ვა­ჟი რომ იბა­დე­ბო­და, სამ­შო­ბი­ა­რო­ში კო­ნან დო­ი­ლის წიგ­ნი მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და მო­საც­დელ­ში ვკითხ­უ­ლობ­დი (ი­ცი­ნის).

- რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლი თუ შეგ­ყვა­რე­ბი­ათ?

- დუმ­ბა­ძის ხა­ტია მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ავ­ტო­რი აღ­მერ­თებს ამ გო­გოს. ჩე­მი მე­უღ­ლე, მა­რი ჩახ­ვა­ძე, ძა­ლი­ან ჰგავს პე­პი­სა და მე­რი პო­პინსს. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და ოინ­ბა­ზი­ა. ათას მა­ი­მუ­ნო­ბას იგო­ნებს და ბავ­შვებს არ­თობს. აი, ჩე­მი მე­უღ­ლის ბე­ბი­ას კი, რო­მელ­მაც მე­ოთხე სარ­თუ­ლი­დან ცხე­ლი ბორ­შჩი გად­მო­მას­ხა, რო­ცა მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სე­რე­ნა­დას ვუმ­ღე­რო­დი, აზა­ზე­ლოს ვამ­სგავ­სებ, მარ­თლა უდაბ­ნოს დე­მო­ნი­ა. ახ­ლაც ცოცხ­ა­ლი­ა, აზა­ზე­ლო უკ­ვდა­ვია (ი­ცი­ნის)!

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- არა! იმ­დე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა და ისე ორი­გი­ნა­ლო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი, რომ... ცდი­ლო­ბენ, არა­ვის ჰგავ­დნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი უსა­ხუ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი არა­ვის კი არა, არა­ფერს ჰგვა­ნან. ფრან­გულ ავან­გარდს მა­გო­ნე­ბენ, ტა­რა­კანს რომ ამო­ავ­ლე­ბენ გა­ნა­ვალ­ში, ტი­ლო­ზე გა­ა­ტა­რე­ბენ და ამ კვალს შე­დევ­რად გა­მო­აცხ­ა­დე­ბენ. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა კი არა, სა­ცო­და­ო­ბა­ა.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს გა­გო­ნებთ?

- კო­ნან დო­ი­ლის დე­ტექ­ტი­ვებს. ვიდ­რე ბო­ლო ფურ­ცელს არ წა­ი­კითხ­ავ, ვერ მიხ­ვდე­ბი, ვინ ვინ მოკ­ლა და ვინ ვის რა და­უ­შა­ვა.

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: "ი­სე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე"

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: "ი­სე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე"

იუ­მო­რის­ტუ­ლ პროგ­რა­მა "ი­უ­მო­რი­ნას" მო­ნა­წი­ლე ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი­ა. ბა­ტონ­მა ხვი­ჩამ არც ამ­ჯე­რად და­ი­შუ­რა იუ­მო­რი და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი საკ­მა­ოდ მხი­ა­რუ­ლად წა­რი­მარ­თა:

- წე­რა-­კითხ­ვა სა­ბავ­შვო ბაღ­ში უკ­ვე ვი­ცო­დი და ოთხ­ი-­ხუთი წლი­სა ორ ენა­ზე, ქარ­თუ­ლად და რუ­სუ­ლად ვწერ­დი და ვკითხ­უ­ლობ­დი, რადგან რუ­სულ ბაღ­ში დავ­დი­ო­დი. ნი­ჭი­ერ ბავ­შვად მთვლიდ­ნენ, უამ­რა­ვი ლექ­სი ვი­ცო­დი ზე­პი­რად. თან ისე არ­ტის­ტუ­ლად ვკითხ­უ­ლობ­დი, სი­ცი­ლით იგუ­დე­ბოდ­ნენ. მახ­სოვს, ბაღ­ში კო­მი­სია რომ მო­ვი­დო­და შე­სა­მოწ­მებ­ლად, შუ­ადღ­ი­სას და­ძი­ნე­ბულს ამა­ყე­ნებ­დნენ და "დამ­ქო­ქავ­დნენ". მეც ყვე­ლა­ფერს სიმ­ღერ­-სიმ­ღე­რით ჩა­მო­ვა­რაკ­რა­კებ­დი. იმ­ხა­ნად უამ­რა­ვი რა­დი­ოს­პექ­ტაკ­ლი ვი­ცო­დი ზე­პი­რად და მსა­ხი­ო­ბის როლ­საც ვირ­გებ­დი ხოლ­მე. ჩე­მი დის, მე­გის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, ამ­დე­ნი რამ რომ ვი­ცო­დი. მე­გი რომ სტუ­დენ­ტი გახ­და და თბი­ლის­ში წა­ვი­და, დე­და­ჩე­მი მა­ში­ნებ­და, კარ­გად ის­წავ­ლე, თო­რემ ამ სა­ღა­მოს მე­გი ბა­თუმ­ში ბრუნ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვეტყ­ვი­ო. მე­გის წყა­ლო­ბით მარ­თლაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და გა­ვი­გე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. მე­გის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ გზას არ ავ­ცდი და ქუ­ჩა­ში "და­ბირ­ჟა­ვე­ბის" ნაც­ვლად შინ ვი­ჯე­ქი და ვკითხ­უ­ლობ­დი, თო­რემ ჩე­მი ბავ­შვო­ბა ისეთ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ან ნარ­კო­მა­ნი უნ­და გავ­მხდა­რი­ყა­ვი, ან მე­ზობ­ლის "ბა­ი­თი" უნ­და გა­მე­ტე­ხა და იქი­დან "პრის­ტავ­კა" მო­მე­პა­რა (ი­ცინის). მე კი წიგ­ნი­სა და გი­ტა­რის გარ­და არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

- ნათ­ქვა­მი­ა, უინ­ტე­ლექ­ტო მუ­სი­კო­სი ცუ­დი მუ­სი­კო­სი­ა­ო...

- ნამ­დვი­ლად ასე­ა. ყო­ვე­ლი ნო­ტი სიტყ­ვა­ა, ამ სიტყ­ვე­ბის­გან წი­ნა­და­დე­ბა უნ­და შე­ად­გი­ნო და აზ­რი მუ­სი­კა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტო. ამი­ტო­მაც მეტყ­ვე­ლებს მუ­სი­კა მი­სი ავ­ტო­რი­სა თუ, უბ­რა­ლოდ, შემ­სრუ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტზე. მსმე­ნელ­ზეც ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ზოგს "წი­თე­ლი ბა­სა­ნოჟ­კე­ბის" დო­ნის მუ­სი­კა მოს­წონს, ზოგს კი - ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის რე­პერ­ტუ­ა­რი. მუ­სი­კოს­მა უნ­და შეძ­ლოს, ყვე­ლა­ნა­ირ მსმე­ნელს მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ესა­უბ­როს.

- ზღაპ­რე­ბი გიყ­ვარ­დათ?

- ვგიჟ­დე­ბო­დი, დაწყ­ე­ბუ­ლი ტა­ჯი­კუ­რი­თა და უზ­ბე­კუ­რით, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. იმ­დენ­ჯერ მაქვს ეს ზღაპ­რე­ბი წა­კითხ­უ­ლი, რომ წიგ­ნე­ბი ხელ­ში შე­მო­მაც­ვდა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ბავ­შვმა ას­ფურ­ცე­ლა­სა და ბაყ­ბაყ­დე­ვის გარ­და, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის სხვა გმი­რე­ბი არც კი იცის. სა­მა­გი­ე­როდ იცი­ან, რომ ჩან­ჩქერ­თან თუ გა­და­ი­ღებ ფო­ტოს, ხელ­ში ქოლ­გა უნ­და გე­ჭი­როს - "რუს­თა­ვი 2"-ზე მი­კი მა­უს­ზე სე­რი­ა­ლი რომ გა­დის, ეს იქ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი. ასე­ვე იცი­ან, რომ ციფ­რი 6 მო­ე­რე­ვა სპი­ლოს და ა.შ. ასეთ იდი­ო­ტო­ბებს ას­წავ­ლი­ან დღე­ვან­დელ ბავ­შვებს. შე­გიძ­ლი­ათ, გა­მა­გე­ბი­ნოთ, რა კავ­ში­რია ციფრ 6-სა და სპი­ლოს შო­რის?

- სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა რა ასაკ­ში და­იწყ­ეთ?

- ძა­ლი­ან ად­რე, მე­ხუ­თე კლას­ში წა­მა­კითხა ჩემ­მა დამ ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა".

- ბიბ­ლია უკ­ვე წა­კითხ­უ­ლი გქონ­დათ?

- არა და ამი­ტო­მაც ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. აქაც ჩე­მი და და­მეხ­მა­რა - მიხ­სნი­და ბიბ­ლი­ურ პა­რა­ლე­ლებს. დი­დო­ბა­ში ხე­ლახ­ლა რომ წა­ვი­კითხე ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, მე­რე­ღა მივ­ხვდი, რა­ტომ წა­ვი­და სა­ტა­ნა ვო­ლან­დი თა­ვი­სი ამა­ლით მოს­კო­ვი­დან - იქ სტა­ლი­ნი ცხოვ­რობ­და და ორი სა­ტა­ნის ად­გი­ლი აღარ იყო. არა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ზღა­პარს, ისე ვკითხ­უ­ლობ­დი და კა­ტა­ზე ვხარ­ხა­რებ­დი. იმ­ხა­ნად წა­ვი­კითხე ო'­ჰენ­რი და ედ­გარ ალან პო რუ­სუ­ლად. პოს მოთხ­რო­ბე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ კარ­გა ხანს ღა­მით სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლი­სა მე­ში­ნო­და. პა­რა­დოქ­სი­ა, მაგ­რამ ბულ­გა­კო­ვი­სა და პოს შემ­დეგ კარ­ლსონ­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ისე მიყ­ვარ­და, რომ ღა­მით ფან­ჯრებს ღი­ას ვტო­ვებ­დი, რა­ფა­ზე მუ­რა­ბით სავ­სე ლამ­ბაქს ვდგამ­დი და მჯე­რო­და, ჩემს ოთახ­შიც შე­მოფ­რინ­დე­ბო­და. ისე მიყ­ვარ­და ეს ღი­პი­ა­ნი მფრი­ნა­ვი კა­ცი, რომ ამ სი­ბე­რე­ში ღი­პი­თაც მას და­ვემ­სგავ­სე. შემ­დეგ დუმ­ბა­ძე­ზე "შევ­ჯე­ქი" და დღემ­დე მი­სი ყვე­ლა მოთხ­რო­ბა თუ რო­მა­ნი ზე­პი­რად, სიტყ­ვა­სიტყ­ვით ვი­ცი. შემ­დეგ გავ­გიჟ­დი ილ­ფი­სა და პეტ­რო­ვის "12 სკამ­ზე" და "ოქ­როს ხბო­ზე". მიკ­ვირს, "ოქ­როს ხბოს" გა­მო რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს ავ­ტო­რე­ბი... ძა­ლი­ან მომ­წონს იუზ ალიშ­კოვ­სკის მოთხ­რო­ბე­ბი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო მოთხ­რო­ბე­ბი აქვს. რა ვქნა, გა­და­ვი­ღა­ლე პრობ­ლე­მე­ბით, მო­ღუ­შუ­ლი სა­ხე­ე­ბის ცქე­რით, ამი­ტო­მაც ცხოვ­რე­ბას იუ­მო­რის­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით ვიმ­ხი­ა­რუ­ლებ. ვგიჟ­დე­ბი არ­ტურ კო­ნან დო­ილ­ზე, აგა­ტა კრის­ტი­ზე. ჩე­მი უფ­რო­სი ვა­ჟი რომ იბა­დე­ბო­და, სამ­შო­ბი­ა­რო­ში კო­ნან დო­ი­ლის წიგ­ნი მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და მო­საც­დელ­ში ვკითხ­უ­ლობ­დი (ი­ცი­ნის).

- რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლი თუ შეგ­ყვა­რე­ბი­ათ?

- დუმ­ბა­ძის ხა­ტია მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ავ­ტო­რი აღ­მერ­თებს ამ გო­გოს. ჩე­მი მე­უღ­ლე, მა­რი ჩახ­ვა­ძე, ძა­ლი­ან ჰგავს პე­პი­სა და მე­რი პო­პინსს. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და ოინ­ბა­ზი­ა. ათას მა­ი­მუ­ნო­ბას იგო­ნებს და ბავ­შვებს არ­თობს. აი, ჩე­მი მე­უღ­ლის ბე­ბი­ას კი, რო­მელ­მაც მე­ოთხე სარ­თუ­ლი­დან ცხე­ლი ბორ­შჩი გად­მო­მას­ხა, რო­ცა მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სე­რე­ნა­დას ვუმ­ღე­რო­დი, აზა­ზე­ლოს ვამ­სგავ­სებ, მარ­თლა უდაბ­ნოს დე­მო­ნი­ა. ახ­ლაც ცოცხ­ა­ლი­ა, აზა­ზე­ლო უკ­ვდა­ვია (ი­ცი­ნის)!

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- არა! იმ­დე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა და ისე ორი­გი­ნა­ლო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი, რომ... ცდი­ლო­ბენ, არა­ვის ჰგავ­დნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი უსა­ხუ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი არა­ვის კი არა, არა­ფერს ჰგვა­ნან. ფრან­გულ ავან­გარდს მა­გო­ნე­ბენ, ტა­რა­კანს რომ ამო­ავ­ლე­ბენ გა­ნა­ვალ­ში, ტი­ლო­ზე გა­ა­ტა­რე­ბენ და ამ კვალს შე­დევ­რად გა­მო­აცხ­ა­დე­ბენ. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა კი არა, სა­ცო­და­ო­ბა­ა.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს გა­გო­ნებთ?

- კო­ნან დო­ი­ლის დე­ტექ­ტი­ვებს. ვიდ­რე ბო­ლო ფურ­ცელს არ წა­ი­კითხ­ავ, ვერ მიხ­ვდე­ბი, ვინ ვინ მოკ­ლა და ვინ ვის რა და­უ­შა­ვა.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს