კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები
როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ხის კანს და რო­გორ მო­ვუ­ა­როთ მას, ამის შე­სა­ხებ ექი­მი კოს­მე­ტო­ლო­გი ინგა კი­კა­ბი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ინგა, რას ნიშ­ნავს ტერ­მი­ნი "პრობ­ლე­მუ­რი კანი"?

- კანი პრობ­ლე­მუ­რია ჭარ­ბი ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბის, ხში­რი და­მუ­წუ­კე­ბი­სა და ტა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასეთ კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს მზე ფე­რიმ­ჭა­მე­ლებს აქ­რობს.

- პი­რი­ქით, თუ ცხი­მი­ა­ნი კანი გაქვთ, მზეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დეთ! პრობ­ლე­მუ­რი კანი ხში­რად უნდა და­ი­ბა­ნოთ, ოღონდ გრი­ლი წყლით, რად­გან ცხე­ლი წყა­ლი ფო­რებს აფარ­თო­ებს და ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის მუ­შა­ო­ბას ას­ტი­მუ­ლი­რებს. კანი კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­იწ­მინ­დეთ სალ­ბი­სა და კა­ლენ­დუ­ლას ნა­ყე­ნით. ის ან­თე­ბით პრო­ცესს აქ­რობს და კანს ამ­შვი­დებს. სპირ­ტი­ან­მა ლო­სი­ონ­მა და სა­პონ­მა კი კანი შე­იძ­ლე­ბა უფრო და­ა­ზი­ა­ნოს. სა­ზო­გა­დოდ, და­ტე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი კანი ან­თე­ბას უფრო იო­ლად უმკლავ­დე­ბა. ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის აბა­ზა­ნე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, და­ტე­ნი­ა­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ კა­ნის ტიპი, ასა­კი, აკ­ნეს (თმის ფო­ლი­კუ­ლი­სა და ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის პა­თო­ლო­გია) არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბა, კლი­მა­ტი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად გან­სა­ზღვრეთ, სჭირ­დე­ბა თუ არა თქვენს კანს და­ნო­ტი­ვე­ბა, ამის­თვის ჩა­ა­ტა­რეთ მარ­ტი­ვი ცდა - და­ბა­ნი­სა და გამ­შრა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ზე არა­ფე­რი წა­ის­ვათ, თუკი ათი­ო­დე წუთ­ში სახე და­გე­ჭი­მათ, უთუ­ოდ და­ი­ნო­ტი­ვეთ. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თუ კანი იო­ლად გი­ღი­ზი­ან­დე­ბათ, და­მა­ნო­ტი­ვე­ბე­ლი სა­ცხი არ უნდა შე­ი­ცავ­დეს სა­ღე­ბა­ვებ­სა და არო­მა­ტულ კომ­პო­ნენ­ტებს.

- რას იტყო­დით მშრალ კან­ზე?

- მშრა­ლი კა­ნის მქო­ნე ქა­ლებს სა­ბავ­შვო ზე­თის წას­მას ვურ­ჩევ. ის არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნად ატე­ნი­ა­ნებს კანს, გა­ცი­ლე­ბით მეტ­ხანს რჩე­ბა მას­ზე და ხელს უშ­ლის წყლის აორ­თქლე­ბას.

- ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ხეს საპ­ნით იბანს.

- სა­ხის კან­ზე აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დებს ზო­გი­ერ­თი სა­პო­ნი, ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა რბილ, კრე­მის შემ­ცველ საპ­ნებს ენი­ჭე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­თუ­თად უნდა მო­ე­პყრან ქა­ლე­ბი თვა­ლე­ბის ირ­გვლივ კანს. კოს­მე­ტი­კის მო­სა­ცი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ბამ­ბის ფთი­ლე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ, და­ბა­ნის შემ­დეგ კი სახე რბი­ლი პირ­სა­ხო­ცით გა­იმ­შრა­ლონ. პირ­სა­ხო­ცი ნა­ზად მი­ი­დეთ სა­ხე­ზე და ტე­ნის შე­წო­ვა და­ა­ცა­დეთ. სა­სურ­ვე­ლია, კანი ოდ­ნავ ტე­ნი­ა­ნი დარ­ჩეს, გამ­შრა­ლე­ბის შემ­დეგ და­ნო­ტი­ვე­ბა კი ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა კა­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

არ და­ი­ვი­წყოთ მკვე­ბა­ვი სა­ცხე­ბიც. ზა­ფხულ­ში მკვე­ბა­ვი სა­ცხის კვი­რა­ში ორ­ჯერ წას­მა საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ ძი­ლის წინ კრე­მი ხელ­სა­ხო­ცით შე­იმ­შრა­ლეთ. დი­ლით სახე უმ­ჯო­ბე­სია, ცივი წყლით და­ი­ბა­ნოთ, ცივი აბა­ზა­ნა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას გა­აძ­ლი­ე­რებს და კანს გა­მო­ა­ცო­ცხლებს. თუ ცივი წყლით და­ბა­ნის შემ­დეგ შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ კანი და­გე­ჭი­მათ, დღის მკვე­ბა­ვი წა­ის­ვით, მაგ­რამ ვიდ­რე კრე­მი ბო­ლომ­დე არ შე­გაშ­რე­ბათ, მზე­ზე არ გახ­ვი­დეთ. ცნო­ბი­ლია, რომ კან­ზე მზე და ქარი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ მზის გულ­ზე სი­ა­რულს თავი არი­დეთ, ქა­რი­ან ამინ­დში კი შინ დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე სახე გრი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ და კვლავ სა­ცხი წა­ის­ვით. თუ ამ რჩე­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, თქვე­ნი კანი დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ჯან­საღ იერ­სა და ფერს.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი კიტ­რის ნი­ღა­ბი კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. გაფ­ცქვნი­ლი კიტ­რის კანი უნდა წა­ის­ვათ სა­ხე­ზე და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­მო­ი­ბა­ნოთ. მა­წო­ნი წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ, უმ­ჯო­ბე­სია ცივი და ოდ­ნავ მჟა­ვე. ერთი ჩაის კოვ­ზი მა­წო­ნი ბამ­ბის ქუ­ლით წა­ის­ვით სა­ხე­ზე და კარ­გად რომ შე­გაშ­რე­ბათ, ნელთბი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. თუ კანი და­გე­ჭი­მათ, დღის სა­ცხით და­ა­ნო­ტი­ვეთ. მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბით, რო­გორ და­ის­ვე­ნებს და "გა­ცო­ცხლდე­ბა" თქვე­ნი სახე. თუმ­ცა ისიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ზე­და­პი­რუ­ლი მოვ­ლის გარ­და, ჯან­სა­ღი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კანს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მელ საკ­ვებს გა­მო­ყოფ­დით?

- კა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია A ვი­ტა­მი­ნი, რო­მე­ლიც ბევ­რია ღვიძ­ლში, კვერ­ცხში, რძე­ში, ტკბილ კარ­ტო­ფილ­ში, ფორ­თო­ხალ­ში, წი­თელ ყუ­რძენ­ში, პო­მი­დორ­ში, მწვა­ნე­ფოთ­ლო­ვან ბოსტნე­ულ­ში. A ვი­ტა­მი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, ის ხელს უშ­ლის უჯრე­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და მო­ნა­წი­ლე­ობს ქსო­ვი­ლე­ბის, მათ შო­რის კა­ნის (არა მარ­ტო სა­ხის) აღ­დგე­ნა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია E ვი­ტა­მი­ნიც, რო­მელ­საც შე­ი­ცავს ბოსტნე­უ­ლი, ზეთი, ნუში, ვაშ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ასე­ვე არა­ქი­სი, წი­წა­კა. E ვი­ტა­მი­ნიც ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, რო­მე­ლიც კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ცესს ანე­ლებს. კა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა C და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბიც. ასე რომ, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც კანს ვი­ტა­მი­ნე­ბით ამა­რა­გებს, სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ვი­ტა­მი­ნე­ბი და ცი­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უნდა მი­ვი­ღოთ.

ნიღ­ბე­ბი მშრა­ლი კა­ნის­თვის

კარ­ტო­ფი­ლის ნი­ღა­ბი - კარ­ტო­ფი­ლის ნი­ღა­ბი სა­ხეს აცო­ცხლებს და ხსნის დაღ­ლი­ლო­ბას. მისი მომ­ზა­დე­ბა­ საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. მო­ხარ­შუ­ლი, უმა­რი­ლო ცხე­ლი კარ­ტო­ფი­ლი და­ჭყლი­ტეთ, და­უ­მა­ტეთ ერთი კვერ­ცხის გული და ცოტა რძე. მი­ღე­ბუ­ლი ნი­ღა­ბი-ფაფა (ვიდ­რე თბი­ლია) და­ი­დეთ სა­ხე­ზე. 15 წუ­თის შემ­დეგ სახე ჩა­მო­ი­ბა­ნეთ ჯერ თბი­ლი, მერე კი ცივი წყლით.

რძის ნი­ღა­ბი - აუ­რი­ეთ ერთი სუფ­რის კოვ­ზი მა­წო­ნი და ერთი კვერ­ცხის გული. და­უ­მა­ტეთ ნა­ხე­ვა­რი კოვ­ზი თაფ­ლი და პიტ­ნის ეთე­რუ­ლი ზე­თის ერთი წვე­თი. მი­ღე­ბუ­ლი მასა წა­ის­ვით სა­ხე­ზე, 15-20 წუ­თის შემ­დეგ კი ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ შე­საძ­ლოა სახე ოდ­ნავ შე­გი­წით­ლდეთ, მაგ­რამ ეს კა­ნის ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცი­აა ეთერ­ზეთ­ზე. შემ­დეგ და­გი­წყნარ­დე­ბათ და და­გირ­ბილ­დე­ბათ. ეს ნი­ღა­ბი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­საც აძ­ლი­ე­რებს და სა­ხეს ჯან­საღ იერს აძ­ლევს.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს სახის კანს და როგორ მოვუაროთ მას, ამის შესახებ ექიმი კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვესაუბრება:

- ქალბატონო ინგა, რას ნიშნავს ტერმინი "პრობლემური კანი"?

- კანი პრობლემურია ჭარბი ფერიმჭამელების, ხშირი დამუწუკებისა და ტალების შემთხვევაში. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

- არსებობს მოსაზრება, თითქოს მზე ფერიმჭამელებს აქრობს.

- პირიქით, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მზეს მაქსიმალურად ერიდეთ! პრობლემური კანი ხშირად უნდა დაიბანოთ, ოღონდ გრილი წყლით, რადგან ცხელი წყალი ფორებს აფართოებს და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს. კანი კვირაში რამდენჯერმე გაიწმინდეთ სალბისა და კალენდულას ნაყენით. ის ანთებით პროცესს აქრობს და კანს ამშვიდებს. სპირტიანმა ლოსიონმა და საპონმა კი კანი შეიძლება უფრო დააზიანოს. საზოგადოდ, დატენიანებული კანი ანთებას უფრო იოლად უმკლავდება. ცხიმიანი კანისთვის მარილიანი წყლის აბაზანებიც მნიშვნელოვანია. მართალია, დატენიანება სასარგებლოა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი, ასაკი, აკნეს (თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია) არსებობა-არარსებობა, კლიმატი და სხვა ფაქტორები. თავდაპირველად განსაზღვრეთ, სჭირდება თუ არა თქვენს კანს დანოტივება, ამისთვის ჩაატარეთ მარტივი ცდა - დაბანისა და გამშრალების შემდეგ სახეზე არაფერი წაისვათ, თუკი ათიოდე წუთში სახე დაგეჭიმათ, უთუოდ დაინოტივეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ კანი იოლად გიღიზიანდებათ, დამანოტივებელი საცხი არ უნდა შეიცავდეს საღებავებსა და არომატულ კომპონენტებს.

- რას იტყოდით მშრალ კანზე?

- მშრალი კანის მქონე ქალებს საბავშვო ზეთის წასმას ვურჩევ. ის არანაკლებ ეფექტიანად ატენიანებს კანს, გაცილებით მეტხანს რჩება მასზე და ხელს უშლის წყლის აორთქლებას.

- ქალების უმეტესობა სახეს საპნით იბანს.

- სახის კანზე აგრესიულად მოქმედებს ზოგიერთი საპონი, ამიტომ უპირატესობა რბილ, კრემის შემცველ საპნებს ენიჭება. განსაკუთრებით სათუთად უნდა მოეპყრან ქალები თვალების ირგვლივ კანს. კოსმეტიკის მოსაცილებლად სპეციალური ბამბის ფთილები უნდა გამოიყენონ, დაბანის შემდეგ კი სახე რბილი პირსახოცით გაიმშრალონ. პირსახოცი ნაზად მიიდეთ სახეზე და ტენის შეწოვა დააცადეთ. სასურველია, კანი ოდნავ ტენიანი დარჩეს, გამშრალების შემდეგ დანოტივება კი ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

არ დაივიწყოთ მკვებავი საცხებიც. ზაფხულში მკვებავი საცხის კვირაში ორჯერ წასმა საკმარისია, მაგრამ ძილის წინ კრემი ხელსახოცით შეიმშრალეთ. დილით სახე უმჯობესია, ცივი წყლით დაიბანოთ, ცივი აბაზანა სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს და კანს გამოაცოცხლებს. თუ ცივი წყლით დაბანის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ კანი დაგეჭიმათ, დღის მკვებავი წაისვით, მაგრამ ვიდრე კრემი ბოლომდე არ შეგაშრებათ, მზეზე არ გახვიდეთ. ცნობილია, რომ კანზე მზე და ქარი უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მზის გულზე სიარულს თავი არიდეთ, ქარიან ამინდში კი შინ დაბრუნებისთანავე სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ და კვლავ საცხი წაისვით. თუ ამ რჩევებიდან რამდენიმეს მაინც გაითვალისწინებთ, თქვენი კანი დიდხანს შეინარჩუნებს ჯანსაღ იერსა და ფერს.

ყველასთვის ცნობილი კიტრის ნიღაბი კანის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ. გაფცქვნილი კიტრის კანი უნდა წაისვათ სახეზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანოთ. მაწონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, უმჯობესია ცივი და ოდნავ მჟავე. ერთი ჩაის კოვზი მაწონი ბამბის ქულით წაისვით სახეზე და კარგად რომ შეგაშრებათ, ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი დაგეჭიმათ, დღის საცხით დაანოტივეთ. მაშინვე მიხვდებით, როგორ დაისვენებს და "გაცოცხლდება" თქვენი სახე. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედაპირული მოვლის გარდა, ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად კანს მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი საკვები სჭირდება.

- განსაკუთრებით რომელ საკვებს გამოყოფდით?

- კანისთვის მნიშვნელოვანია A ვიტამინი, რომელიც ბევრია ღვიძლში, კვერცხში, რძეში, ტკბილ კარტოფილში, ფორთოხალში, წითელ ყურძენში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში. A ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მონაწილეობს ქსოვილების, მათ შორის კანის (არა მარტო სახის) აღდგენაში. მნიშვნელოვანია E ვიტამინიც, რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ზეთი, ნუში, ვაშლი, მარცვლეული, ასევე არაქისი, წიწაკა. E ვიტამინიც ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის დაბერების პროცესს ანელებს. კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა C და B ჯგუფის ვიტამინებიც. ასე რომ, კოსმეტიკური საშუალებების გარდა, რომლებიც კანს ვიტამინებით ამარაგებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინები და ცილოვანი ნივთიერებები საკვების მეშვეობითაც უნდა მივიღოთ.

ნიღბები მშრალი კანისთვის

კარტოფილის ნიღაბი - კარტოფილის ნიღაბი სახეს აცოცხლებს და ხსნის დაღლილობას. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. მოხარშული, უმარილო ცხელი კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და ცოტა რძე. მიღებული ნიღაბი-ფაფა (ვიდრე თბილია) დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით.

რძის ნიღაბი - აურიეთ ერთი სუფრის კოვზი მაწონი და ერთი კვერცხის გული. დაუმატეთ ნახევარი კოვზი თაფლი და პიტნის ეთერული ზეთის ერთი წვეთი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ შესაძლოა სახე ოდნავ შეგიწითლდეთ, მაგრამ ეს კანის ნორმალური რეაქციაა ეთერზეთზე. შემდეგ დაგიწყნარდებათ და დაგირბილდებათ. ეს ნიღაბი სისხლის მიმოქცევასაც აძლიერებს და სახეს ჯანსაღ იერს აძლევს.

ლიკა კერატიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს