მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"
გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს უკვე ორი კვი­რაა ლექ­ცი­ე­ბი უც­დე­ბათ. გა­ნათ­ლე­ბის დოქ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი გიგ­ლა გო­ბე­ჩია, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ლექ­ცი­ებს 2009 წლი­დან უკი­თხავ­და, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 მარ­ტი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი აღარ არის. იგი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გა­მო­უ­ცხადბ­ლო­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა თა­ვად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის კონ­კურ­სი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 6 მარტს ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა წა­რედ­გი­ნათ. ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კონ­კურსს მე­ო­რე ეტა­პიც და­ე­მა­ტა. ეს ეტა­პი კონ­კურ­სან­ტთან გა­სა­უბ­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დას­წრე­ბო­და მო­ნა­წი­ლე. გიგ­ლა გო­ბე­ჩია კი ამ­ბობს, რომ მის­თვის არა­ვის აუხ­სნია, რომ დას­წრე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო.

სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი ნეს­ტან სუ­ლა­ვა დან­მარ­ტავს, რომ გო­ბე­ჩი­ამ დე­ბუ­ლე­ბის ერთი მუხ­ლი და­არ­ღვია, რის გა­მოც კო­მი­სი­ამ მისი ად­გი­ლის ვა­კან­ტუ­რად და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. გო­ბე­ჩია ფიქ­რობს, რომ მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გაშ­ვე­ბა წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი. მისი თქმით, მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გაშ­ვე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ რექ­ტორს, მე­რაბ ბე­რი­ძეს უნ­დო­და. "ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. კო­მი­სი­ა­ზე მოხ­და გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლა", - ამ­ბობს გო­ბე­ჩია.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"

გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე ორი კვირაა ლექციები უცდებათ. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს 2009 წლიდან უკითხავდა, მიმდინარე წლის 6 მარტიდან უნივერსიტეტის თანამშრომელი აღარ არის. იგი პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრებაზე გამოუცხადბლობის გამო გაათავისუფლეს. თუმცა თავად ადმინისტრაციას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

აკადემიური პერსონალის კონკურსი უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 6 მარტს ჩატარდა. კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად პროფესორ-მასწავლებლებს დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ. ახალი დებულების გათვალისწინებით კონკურსს მეორე ეტაპიც დაემატა. ეს ეტაპი კონკურსანტთან გასაუბრებას გულისხმობდა, რასაც აუცილებლად უნდა დასწრებოდა მონაწილე. გიგლა გობეჩია კი ამბობს, რომ მისთვის არავის აუხსნია, რომ დასწრება სავალდებულო იყო.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი ნესტან სულავა დანმარტავს, რომ გობეჩიამ დებულების ერთი მუხლი დაარღვია, რის გამოც კომისიამ მისი ადგილის ვაკანტურად დატოვება გადაწყვიტა. გობეჩია ფიქრობს, რომ მისი უნივერსიტეტიდან გაშვება წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, მისი უნივერსიტეტიდან გაშვება უნივერსიტეტის ახალ რექტორს, მერაბ ბერიძეს უნდოდა. "ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. კომისიაზე მოხდა გარკვეული ზეწოლა", - ამბობს გობეჩია.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"