პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა
შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

ბა­თუ­მის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ექი­მი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი თეა ივა­ნი­ა­ძე აცხა­დებს, რომ ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე, ჩა­უ­ტარ­და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ექი­მის თქმით, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად პა­ცი­ენტს და­უდ­გინ­და პნევ­მო­ნია, ფიქ­სირ­დე­ბო­და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა.

"ბავ­შვი შე­მო­ვი­და უკი­დუ­რე­სად მძი­მე, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­უდ­გინ­და პნევ­მო­ნია. გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო წო­ნის მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტი, ასე­ვე, ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა. მისი და­ბა­დე­ბის წონა იყო 4 კილო, ხოლო ერთი წლის ასაკ­ში 4 კილო და 200 გრა­მი ფიქ­სირ­დე­ბო­და. ამ ფონ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა", - აღ­ნიშ­ნა თეა ივა­ნი­ა­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შიმ­შილ­მა გა­მო­იწ­ვია. აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, თუმ­ცა შე­სა­ბა­მის სი­ა­ში ისი­ნი ვერ მოხ­ვდნენ. გო­გი­ტა აბა­ში­ძე ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 21 მარტს მო­ა­თავ­სეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ექიმი რეანიმატოლოგი თეა ივანიაძე აცხადებს, რომ ბავშვი იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე, ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის თქმით, გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა პნევმონია, ფიქსირდებოდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა.

"ბავშვი შემოვიდა უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში. გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა პნევმონია. გამოხატული იყო წონის მკვეთრი დეფიციტი, ასევე, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. მისი დაბადების წონა იყო 4 კილო, ხოლო ერთი წლის ასაკში 4 კილო და 200 გრამი ფიქსირდებოდა. ამ ფონზე ნებისმიერი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, ბავშვი გარდაიცვალა", - აღნიშნა თეა ივანიაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა შესაბამის სიაში ისინი ვერ მოხვდნენ. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"