სალვადორში მამაკაცს, რომელმაც 18 წელი თავში დანაგაყრილმა იცხოვრა, ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს.
ოპერაცია კერძო საავადმყოფო "ელ-სალვადორში" ჩატარდა და დაახლოებით 7 საათი გაგრძელდა. პაციენტი - 44 წლის ხორხე ალბერტო გონსალეს კამპოსი ოპერაციის შემდეგ გონზე მოვიდა და ლაპარაკობს. დანის პირის ამოღებული ფრაგმენტი სიგრძეში 8,7 სანტიმეტრია.
მამკაცი დანის პირის ნატეხს 1995 წლიდან ატარებდა. იგი მეწაღედ მუშაობდა, როდესაც ბოროტმოქმედები დაესხნენ თავს. თავდამსხმელებს ფეხსაცმლის წებოს მიღება სურდათ, რათა გამაბრუებელ საშუალებად გამოეყენებინათ. მეწაღემ მათ უარი უთხრა, რის შემდეგაც თავში დანა დაარტყეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანის ნაწილი თავში ჩარჩა, მამაკაცს არ ჰქონდა.
საავადმყოფოში, სადაც კამპოსს მკურნალობდნენ, დაზარალებულისთვის დანის შესახებ არაფერი უთქვამთ. მეწაღემ მის შესახებ მხოლოდ 2007 წელს შეიტყო.
კერძო საავადმყოფომ, სადაც კამპოსს ოპერაცია გაუკეთეს, ოპერაციის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო.
მომზადებულია Canasanta-ის მიხედვით.