მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
73 წლის ტინა ტერნერი თხოვდება
73 წლის  ტინა ტერნერი თხოვდება

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტინა ტერ­ნე­რი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შვე­ი­ცა­რი­ის მო­ქა­ლა­ქე გახ­და, თხოვ­დე­ბა. 73 წლის ვარ­სკვლა­ვის საქმრო გერ­მა­ნე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ერ­ვინ ბა­ხია, რო­მე­ლიც ტი­ნა­ზე 20 წლით პა­ტა­რაა. ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნუ­ლი Vogue-ი იუ­წყე­ბა.

მომ­ღერ­ლის თქმით, მის ქორ­წილ­ში დრეს­კო­დი იქ­ნე­ბა - სტუმ­რე­ბი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ კი­უსნახ­ტში გა­ი­მარ­თე­ბა, თეთრ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი უნდა მი­ვიდ­ნენ.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს მომ­ღერ­ლის საყ­ვა­რე­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი - ჰორსტ პე­რერ­მა­ნი და რიკო ცან­დო­ნე­ლა მო­ამ­ზა­დე­ბენ. ტი­ნას გან­ცხა­დე­ბით, მას არას­დროს უგ­რძვნია თავი ასე ბედ­ნი­ე­რად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტინა ტერ­ნერს 20 წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ველ მე­უღ­ლეს აიკ ტერ­ნეტს მომ­ღე­რა­ლი 1950-იან წლებ­ში შეხ­ვდა. წყვილ­მა ერ­თად 16 წელ­ზე მეტი იცხოვ­რა, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბა ბო­ლომ­დე იღ­ბლი­ა­ნი მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდა: 1976 წელს ვარ­სკვლა­ვი მე­უღ­ლეს გა­ე­ყა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­უღ­ლე მას მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად ამ­ცი­რებ­და.

მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ტინა ტერ­ნერ­მა ერ­ვინ ბახი გა­იც­ნო. 1990-იან წლებ­ში წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. 1998 წელს ტერ­ნე­რი და ბახი შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ კი­უსნახ­ტში და­სახ­ლდნენ, რო­მე­ლიც ცი­უ­რი­ხი­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Vogue-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

73 წლის ტინა ტერნერი თხოვდება

73 წლის  ტინა ტერნერი თხოვდება

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი, რომელიც ცოტა ხნის წინ შვეიცარიის მოქალაქე გახდა, თხოვდება. 73 წლის ვარსკვლავის საქმრო გერმანელი მუსიკალური პროდიუსერი ერვინ ბახია, რომელიც ტინაზე 20 წლით პატარაა. ამის შესახებ გერმანული Vogue-ი იუწყება.

მომღერლის თქმით, მის ქორწილში დრესკოდი იქნება - სტუმრები ცერემონიაზე, რომელიც ქალაქ კიუსნახტში გაიმართება, თეთრ სამოსში გამოწყობილები უნდა მივიდნენ.

სადღესასწაულო კერძებს მომღერლის საყვარელი მზარეულები - ჰორსტ პერერმანი და რიკო ცანდონელა მოამზადებენ. ტინას განცხადებით, მას არასდროს უგრძვნია თავი ასე ბედნიერად.

აღსანიშნავია, რომ ტინა ტერნერს 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოფიციალურად გაეფორმებინა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა. პირველ მეუღლეს აიკ ტერნეტს მომღერალი 1950-იან წლებში შეხვდა. წყვილმა ერთად 16 წელზე მეტი იცხოვრა, თუმცა ქორწინება ბოლომდე იღბლიანი მაინც არ აღმოჩნდა: 1976 წელს ვარსკვლავი მეუღლეს გაეყარა და განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში მეუღლე მას მორალურად და ფიზიკურად ამცირებდა.

მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, ტინა ტერნერმა ერვინ ბახი გაიცნო. 1990-იან წლებში წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. 1998 წელს ტერნერი და ბახი შვეიცარიის ქალაქ კიუსნახტში დასახლდნენ, რომელიც ციურიხითან ახლოს მდებარეობს.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება