სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გაიმიჯნა
დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გაიმიჯნა

დე­და­ქა­ლაქ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სახ­დის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის­გან გა­მი­ჯვნის თა­ო­ბა­ზე დე­პუ­ტატ თინა ხი­და­შე­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტმა სა­ბო­ლოო - მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა. კა­ნო­ნი 90 ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვი­და.

ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და "ად­გი­ლობ­რი­ვი მო­საკ­რებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ვი­და.

ხი­და­შე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექ­ტო­ე­ნერ­გი­ის მი­ხედ­ვით აღარ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. წეს­დე­ბა დაგ­ვა-და­სუფ­თა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ზღვრუ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე თვე­ში სამ ლარს, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ერთ კუ­ბურ მეტრ ნარ­ჩე­ნებ­ზე 25 ლარს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. ამას­თან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ლა­დობ­რი­ვი ზღვა­რიც შე­მო­დის - კა­ნონ­ში ჩა­ი­წე­რა, რომ ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სუ­ლა­დო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბა ოთხი სუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მე­სა­მე მოს­მე­ნით დამ­ტკი­ცე­ბულ "ად­გი­ლობ­რი­ვი მო­საკ­რებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ხდე­ბა და კა­ნონ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, რომ მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი სი­ღა­ტა­კის ზღვა­რის მაჩ­ვე­ნებ­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას აღი­ნიშ­ნა, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბის წესს ად­გენს, მაგ­რამ არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­სა­ხა­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას.

კა­ნო­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გაიმიჯნა

დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთმანეთისგან საბოლოოდ გაიმიჯნა

დედაქალაქში დასუფთავების გადასახდის ელექტროენერგიისგან გამიჯვნის თაობაზე დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა საბოლოო - მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონი 90 ხმით ერთის წინააღმდეგ გავიდა.

ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შევიდა.

ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. წესდება დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის - კანონში ჩაიწერა, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

მესამე მოსმენით დამტკიცებულ "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და კანონში ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.

როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას აღინიშნა, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.

კანონი მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"