მეცნიერების ბოლო გამოთვლების მიხედვით, აშშ-ში ყოველი მესამე ადამიანი ალცჰეიმერის დაავადებით, ანუ ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ფორმით იღუპება.
"არ არსებობს ადამიანი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების შემდეგ ცოცხალი რჩება", - აცხადებს ალცჰეიმერის დაავადების ასოციაციის პრეზიდენტი ჰარი ჯონსი.
ალცჰეიმერის დაავადება - ეს არის ტვინის ფატალური დაზიანება. მისი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა დემენციაა. აშშ-ში სიკვდილის მიზეზთა შორის ის მეექვსე ადგილზეა. 2010 წლის მონაცემებით, ამ დაავადებით ყოველწლიურად 83 494 ადამიანი დაიღუპა, რაც 10 წლის წინანდელ მონაცემებზე 39%-ით მეტია.
კვლევაში მეცნიერებმა ალცჰეიმერის დაავადების ასოციაციის სხვადასხვა პროექტთა მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ 2013 წელს აშშ-ში ამ დაავადების მქონე 45 000 ადამიანი გარდაიცვლება. ამასთან, მათ უმეტესობას სწორედ ჭკუასუსტობა იმსხვერპლებს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალცჰეიმერის დაავადების მქონე 70 წლის ადამიანებიდან, 61%-იანი სიზუსტით, უმეტესობა 10 წლის მანძილზე დაიღუპება.
ამ დროისთვის ალცჰეიმერის დაავადებით მსოფლიოს მასშტაბით 36 მლნ ადამიანი იტანჯება, მათ შორის 5.5 მლნ ამერიკელი. მკვლევართა ვარაუდით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 13 მლნ-მდე გაიზრდება.
ალცჰეიმერის დაავადების ასოციაციის გამოთვლებით, პაციენტების მკურნალობის ან შენახვის ხარჯები 2013 წელს 203 მლრდ დოლარს საჭიროებს.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.