მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს
გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს

"თე­ლა­სის" მე­ნე­ჯე­რი, ნიკა ლო­მი­ნა­ძე 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბა ლო­მი­ნა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ნიკა ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ მკვლე­ლო­ბა გია გვი­ჩი­ა­ნის დაკ­ვე­თით მოხ­და. სწო­რედ მათ მი­მარ­თავს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან "თბილ­გა­ზის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც 2006 წლის 6 მარ­ტი­დან იხ­დის სას­ჯელს მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით, ის თავს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს და საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

"მსურს, წე­რი­ლის და­სა­წყის­ში­ვე გან­ვმარ­ტო: მი­მარ­თვის სა­ჯა­რო ფორ­მა ჩემი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რად­გან სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ მაქვს. ასე­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბი, კი­დევ უფრო არ და­ვამ­ძი­მო ნიკა ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ვფიქ­რობ, ლო­გი­კუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნია ჩემი მხრი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­თე­ლი გავ­ხა­დო ამ ვი­თომ "გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი" საქ­მის მა­სა­ლე­ბი. მი­ზა­ნი ხომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა და სხვა არა­ფე­რი?!

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის" მიერ და­მა­ლუ­ლი, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის, დნმ-ის ანა­ლი­ზის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბი. ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ლო­მი­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს, რომ მათი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა არ არის გახ­სნი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯა­ხიც უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს და გა­ერ­კვეს, რა­ტომ გა­ა­კე­თა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნო­დარ ლო­მი­ნა­ძე უსა­ფუძ­ვლოდ კვლავ მე მთვლის მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი თაღ­ლი­თის - ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა. უც­ნა­უ­რია, რა­ტომ სჯე­რა ბრმად და­ზა­რა­ლე­ბულს კრი­მი­ნა­ლის, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე 200 ათა­სი დო­ლა­რი დას­ტყუა კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის ვი­თომ­და და­საბ­რუ­ნებ­ლად. შემ­დეგ კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა შს სა­მი­ნის­ტრო, აფ­რა­სი­ძე­ე­ბი ჩა­ა­ხოც­ვი­ნა და მათი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლაო ტყუ­ი­ლად გა­და­ა­თხრე­ვი­ნა ლე­ვან კა­ლა­ძის ნეშ­ტის სა­პოვ­ნე­ლად. ნუთუ არ და­ეჭ­ვდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნო­დარ ლო­მი­ნა­ძე ასე­თი რე­პუ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის სან­დო­ო­ბა­ში? მით უმე­ტეს, რომ ეს ჩვე­ნე­ბა 9-ჯერ არის შეც­ვლი­ლი, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი და თა­ვი­სი არ­სით იუ­რი­დი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ და­ეს­წრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ აბ­სურ­დუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რის და­კი­თხვას სა­სა­მარ­თლო­ში.

ჩემ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე და­ა­ყე­ნეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, და­კი­თხუ­ლი­ყო გე­ნე­რა­ლი და­ვით კე­კუა, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბის ტყვია შეც­ვა­ლა და საქ­მე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ, მაგ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ და­ე­თან­ხმა შუ­ამ­დგომ­ლო­ბას. ნუთუ და­ზა­რა­ლე­ბულს არ აინ­ტე­რე­სებ­და გა­ერ­კვია, რა­ტომ შეც­ვა­ლა ტყვია და­ვით კე­კუ­ამ და რა­ტომ გა­ა­ყალ­ბა საქ­მე?

ასე­ვე უაღ­რე­სად უც­ნა­უ­რია, რა­ტომ არ სჯე­რა და­ზა­რა­ლე­ბულს ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტის დას­კვნის და ამის ნაც­ვლად უსი­ტყვოდ სჯე­რა ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ძვლის წელ­ვა­დო­ბა-კუმ­შვა­დო­ბის თე­ო­რი­ი­სა.

აუხ­სნე­ლი და გა­სა­ო­ცა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბულს ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ე­ჯე­რე­ბი­ნა. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მექ­მნე­ბა, რომ ლო­მი­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი გა­და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა­გან და ამი­ტომ მი­ი­ღო საქ­მის გახ­სნის ასე­თი ვერ­სია.

მე და ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მუდ­მე­ბით ვთხოვ­დით და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ბა­ტონ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, აიყ­ვა­ნოს ად­ვო­კა­ტი და გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მისი პო­ზი­ცია ბრმა და უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, მო­ვუ­წო­დებ ბა­ტონ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც, რო­მე­ლიც ჩემს დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, გარ­და კრი­მი­ნალ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის აბ­სურ­დუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი­სა, რის სა­ნაც­ვლო­დაც მან მო­ი­პო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბულს პრო­კუ­რო­რის­თვის ბრმად რომ არ და­ე­ჯე­რე­ბი­ნა და ად­ვო­კა­ტი არ და­ე­თხო­ვა, დღეს მისი ოჯა­ხი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და არც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს ჩაგ­ვთვლი­და მკვლე­ლე­ბად.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის - დნმ-ის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი - და­მა­ლუ­ლი იყო. ეს მხო­ლოდ ერთი დე­ტა­ლია. ასე­თი დე­ტა­ლი საქ­მე­ში ათა­სამ­დეა და ყვე­ლა ადას­ტუ­რებს ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და ბრალ­დე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბას. ამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბას, რო­მელ­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა, ოთხი ადა­მი­ა­ნის სიცო­ცხ­ლე შე­ე­წი­რა. სოდ-ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პა­ა­ტა კუპ­რაშ­ვი­ლი საქ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­ფა­რ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა კაცს 2-ჯერ და­ე­მარ­თა ინ­ფარ­ქტი. პირ­ვე­ლად დნმ-ის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხის მოს­ვლის შემ­დეგ (რო­მე­ლიც და­მა­ლეს), ხოლო მე­ო­რედ - საქ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ.

სა­პყრო­ბი­ლე­ში მე­ტად სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მოხ­რ­ჩო­ბით და­ას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლე გე­ნე­რალ­მა და­ვით კე­კუ­ამ და კრი­მი­ნალ­მა ნუგ­ზარ გვი­ჩი­ან­მა. უსა­მარ­თლო­ბას ვერ გა­უძ­ლო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა მა­მა­ჩე­მი. ჩემს ოჯახ­ში დღემ­დე გლო­ვაა. მე კი ცხოვ­რე­ბა და­მინ­გრი­ეს და უკვე შვი­დი წე­ლია, სა­პყრო­ბი­ლე­ში ვარ გა­მო­კე­ტი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ სხვა­დას­ხვა დროს ორ­ჯერ შე­მომ­თა­ვა­ზა საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა. თუ ჩემს თავ­ზე ავი­ღებ­დი და და­ვიბ­რა­ლებ­დი ამ მკვლე­ლო­ბა­ში ირიბ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მა­შინ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი. პირ­ვე­ლად ეს მოხ­და დნმ-ის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის (რო­მე­ლიც და­მა­ლეს) მი­ღე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა მიხ­ვდა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­მა­პა­ტიმ­რეს. შე­მომ­თა­ვა­ზეს, მეთ­ქვა, რომ შუ­ა­მა­ვა­ლი ვი­ყა­ვი და მკვლე­ლო­ბა "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა იგ­ნა­სიო ირი­ბა­რენ­მა შე­მიკ­ვე­თა. ჩიხ­ში შე­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ეს გამო­სა­ვალი იყო - საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­დე­ბო­და, იგ­ნა­სიო ირი­ბა­რენს ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან ვერ ჩა­მოი­ყვან­დნენ, მე კი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, მით უმე­ტეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში, მაგ­რამ მე ვერ წა­ვე­დი ჩემი სინ­დი­სის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

მე­ო­რედ, უკვე სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯილს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს წინ შე­მომ­თა­ვა­ზეს ანა­ლო­გი­უ­რი რამ, ოღონდ ამ­ჯე­რად მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი, "თელა­სის" ყო­ფი­ლი იუ­რის­ტი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უნდა და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. თან გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ ასე­თი შან­სი კი­დევ აღარ მექ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ უკვე აღარ შე­იძ­ლე­ბა.

მე რომ მარ­თლა დამ­ნა­შა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარს არ ვი­ტყო­დი და სა­მუ­და­მოდ ცი­ხე­ში არ ჩავ­ჯდე­ბო­დი. მით უმე­ტეს, გა­რან­ტია არ მქონ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი 30 წელს არ გაგ­რძელ­დე­ბო­და. შვი­დი წლის წინ მე უარი ვთქვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ვარ­ჩიე, რად­გა­ნაც მივ­ხვდი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ში­ნა­გა­ნი წე­სი­ე­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი ფა­სე­უ­ლო­ბაა. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ვიბ­რძვი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და შემ­დეგ - თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მე არ მო­მი­თხო­ვია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სი­ა­ში ჩემი შეყ­ვა­ნა და ამ გზით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. არა­და, სწო­რედ პო­ლი­ტი­კის გამო, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ფიქ­ტი­უ­რი გახ­სნის გა­და­სა­ფა­რა­ვად და­მა­პა­ტიმ­რეს. მე ვი­თხოვ, სა­მარ­თლი­ან­მა სა­სა­მარ­თლომ გა­და­ხე­დოს ჩემს საქ­მეს და გა­არ­კვი­ოს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

ამი­ტომ მივ­მარ­თე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს საქ­მის გა­და­ხედ­ვის მო­თხოვ­ნით ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო. თუკი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო რამე მი­ზე­ზით უარს მე­ტყვის საქ­მის გა­და­ხედ­ვა­ზე, მა­შინ და­ვე­ლო­დე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის შემ­წავ­ლელ კო­მი­სი­ას და სა­მარ­თა­ლი მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს.

ამას­თა­ნა­ვე, ვი­თხოვ, და­ი­წყოს ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. საქ­მე­ში არ­სე­ბობს დნმ-ის და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ნი­მუ­შე­ბი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლე­ბის დად­გე­ნა და საქ­მის გახ­სნა.

ჩემი მი­ზა­ნი არის სი­მარ­თლის დად­გე­ნა. ამი­ტო­მაც ვთხო­ვე ჩემს ად­ვო­კა­ტებს, რომ მოხ­დეს საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ საქ­მის მა­სა­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, რომ თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი ამ მკვლე­ლო­ბას­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს!­"

გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს

გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს

"თელასის" მენეჯერი, ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა ლომინაძის საქმიანობას უკავშირდებოდა. ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა. სწორედ მათ მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი, რომელიც 2006 წლის 6 მარტიდან იხდის სასჯელს მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით, ის თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

"მსურს, წერილის დასაწყისშივე განვმარტო: მიმართვის საჯარო ფორმა ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარეა, რადგან სხვა არჩევანი არ მაქვს. ასევე, მაქსიმალურად შევეცდები, კიდევ უფრო არ დავამძიმო ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრების ტრაგიკული მდგომარეობა. ვფიქრობ, ლოგიკური და სამართლიანია ჩემი მხრიდან, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ნათელი გავხადო ამ ვითომ "გამოძიებული" საქმის მასალები. მიზანი ხომ დამნაშავეების დასჯა და სამართლიანობის აღდგენაა და სხვა არაფერი?!

დაახლოებით ერთი თვის წინ მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა "ადეიშვილის პროკურატურის" მიერ დამალული, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულების, დნმ-ის ანალიზის უარყოფითი პასუხები. ვინაიდან პროკურატურამ ასეთი განცხადება გააკეთა და ბოდიში მოუხადა ლომინაძეების ოჯახს, რომ მათი შვილის მკვლელობა არ არის გახსნილი, ბუნებრივია, ოჯახიც უნდა დაინტერესდეს და გაერკვეს, რატომ გააკეთა პროკურატურამ ასეთი განცხადება.

მიუხედავად ამისა, დაზარალებული ნოდარ ლომინაძე უსაფუძვლოდ კვლავ მე მთვლის მისი შვილის მკვლელობის შემკვეთად. ჩემს წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის მრავალჯერ ნასამართლევი თაღლითის - ნოდარ გვიჩიანის ჩვენება. უცნაურია, რატომ სჯერა ბრმად დაზარალებულს კრიმინალის, რომელმაც მანამდე 200 ათასი დოლარი დასტყუა კალაძეების ოჯახს გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად. შემდეგ კი შეცდომაში შეიყვანა შს სამინისტრო, აფრასიძეები ჩაახოცვინა და მათი საგვარეულო სასაფლაო ტყუილად გადაათხრევინა ლევან კალაძის ნეშტის საპოვნელად. ნუთუ არ დაეჭვდა დაზარალებული ნოდარ ლომინაძე ასეთი რეპუტაციის ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობაში? მით უმეტეს, რომ ეს ჩვენება 9-ჯერ არის შეცვლილი, ურთიერთგამომრიცხავი და თავისი არსით იურიდიულად დაუშვებელი მტკიცებულებაა. ასევე გაუგებარია, რატომ არ დაესწრო დაზარალებული ამ აბსურდული ჩვენებების ავტორის დაკითხვას სასამართლოში.

ჩემმა ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს შუამდგომლობა, დაკითხულიყო გენერალი დავით კეკუა, რომელმაც მკვლელობის ტყვია შეცვალა და საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანა. გაუგებარია, რატომ, მაგრამ დაზარალებული არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ნუთუ დაზარალებულს არ აინტერესებდა გაერკვია, რატომ შეცვალა ტყვია დავით კეკუამ და რატომ გააყალბა საქმე?

ასევე უაღრესად უცნაურია, რატომ არ სჯერა დაზარალებულს ბალისტიკური ექსპერტის დასკვნის და ამის ნაცვლად უსიტყვოდ სჯერა ადეიშვილის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ძვლის წელვადობა-კუმშვადობის თეორიისა.

აუხსნელი და გასაოცარია, როგორ შეიძლებოდა დაზარალებულს ეს ყველაფერი დაეჯერებინა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ლომინაძეების ოჯახი გადაიღალა ამდენი გაურკვევლობისაგან და ამიტომ მიიღო საქმის გახსნის ასეთი ვერსია.

მე და ჩემი ადვოკატები გამუდმებით ვთხოვდით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბატონ ნოდარ ლომინაძეს, აიყვანოს ადვოკატი და გაეცნოს საქმის მასალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოზიცია ბრმა და უსამართლო იქნება. აგრეთვე, მოვუწოდებ ბატონ ნოდარ ლომინაძეს, საჯაროდ გამოაქვეყნოს ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც ჩემს დამნაშავეობაზე მეტყველებს, გარდა კრიმინალ ნოდარ გვიჩიანის აბსურდული ჩვენებებისა, რის სანაცვლოდაც მან მოიპოვა თავისუფლება. დაზარალებულს პროკურორისთვის ბრმად რომ არ დაეჯე­რებინა და ადვოკატი არ დაეთხოვა, დღეს მისი ოჯახი მოტყუებული არ აღმოჩნდებოდა და არც უდანაშაულო ადამიანებს ჩაგვთვლიდა მკვლელებად.

მთავარმა პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების - დნმ-ის ანალიზის პასუხი - დამალული იყო. ეს მხოლოდ ერთი დეტალია. ასეთი დეტალი საქმეში ათასამდეა და ყველა ადასტურებს ჩემს უდანაშაულობას და ბრალდების აბსურდულობას. ამ საქმის გაყალბებას, რომელსაც დაზარალებულმაც მხარი დაუჭირა, ოთხი ადამიანის სიცო­ცხ­ლე შეეწირა. სოდ-ის გამომძიებელი პაატა კუპრაშვილი საქმის დასრულების შემდეგ ინ­ფა­რ­ქტით გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა კაცს 2-ჯერ დაემართა ინფარქტი. პირველად დნმ-ის ანალიზის პასუხის მოსვლის შემდეგ (რომელიც დამალეს), ხოლო მეორედ - საქმის დამთავრების შემდეგ.

საპყრობილეში მეტად საეჭვო ვითარებაში ჩამოხ­რ­ჩობით დაასრულეს სიცოცხლე გენერალმა დავით კეკუამ და კრიმინალმა ნუგზარ გვიჩიანმა. უსამართლობას ვერ გაუძლო და სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას ინფარ­ქტით გარდაიცვალა მამაჩემი. ჩემს ოჯახში დღემდე გლოვაა. მე კი ცხოვრება დამინგრიეს და უკვე შვიდი წელია, საპყრობილეში ვარ გამოკეტილი.

გამოძიებამ სხვადასხვა დროს ორჯერ შემომთავაზა საპროცესო გარიგება. თუ ჩემს თავზე ავი­ღებდი და დავიბრალებდი ამ მკვლელობაში ირიბ მონაწილეობას, მაშინ თავისუფლებას მო­ვი­პოვებდი. პირველად ეს მოხდა დნმ-ის უარყოფითი პასუხის (რომელიც დამალეს) მიღების შემ­დეგ, როდესაც გამოძიება მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და უდანაშაულო ადამიანი დამაპატიმრეს. შემომთავაზეს, მეთქვა, რომ შუამავალი ვიყავი და მკვლელობა "ეი-ი-ეს თელასის" გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ირიბარენმა შემიკვეთა. ჩიხში შესული გამოძიებისთვის ეს გამო­სა­ვალი იყო - საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა, იგნასიო ირიბარენს ვენესუელიდან ვერ ჩამოი­ყვანდნენ, მე კი პირობითი სასჯელით თავისუფლებას მოვიპოვებდი.

თავისუფლება დიდი ცდუნებაა, მით უმეტეს სააკაშვილის ციხეში, მაგრამ მე ვერ წავედი ჩემი სინდისის წინააღმდეგ თავისუფლების სასარგებლოდ.

მეორედ, უკვე სამუდამო პატიმრობამისჯილს, სააპელაციო სასამართლოს წინ შემომთავაზეს ანალოგიური რამ, ოღონდ ამჯერად მკვლელობის შემკვეთად თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, "თელა­სის" ყოფილი იურისტი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დამესახელებინა. თან გამაფრთხილეს, რომ ასეთი შანსი კიდევ აღარ მექნებოდა, რადგანაც კანონმდებლობით საპროცესო გარიგება სააპელაციო სასამართლოს შემდეგ უკვე აღარ შეიძლება.

მე რომ მართლა დამნაშავე ვყოფილიყავი, ამ შემოთავაზებებზე უარს არ ვიტყოდი და სამუდამოდ ციხეში არ ჩავჯდებოდი. მით უმეტეს, გარანტია არ მქონდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი 30 წელს არ გაგრძელდებოდა. შვიდი წლის წინ მე უარი ვთქვი თავისუფლებაზე და სამუდამო პატიმრობა ვარჩიე, რადგანაც მივხვდი, რომ თავისუფლება არ არის ყველაზე დიდი ღირებულება. სამართლიანობა და შინაგანი წესიერება გაცილებით უფრო დიდი ფასეულობაა. ამიტომ, პირველ რიგში, ვიბრძვი სამართლიანობისთვის და შემდეგ - თავისუფლებისთვის.

გამომდინარე აქედან, მე არ მომითხოვია პოლიტპატიმრების სიაში ჩემი შეყვანა და ამ გზით თავისუფლების მოპოვება. არადა, სწორედ პოლიტიკის გამო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფიქტიური გახსნის გადასაფარავად დამაპატიმრეს. მე ვითხოვ, სამართლიანმა სასამართლომ გადახედოს ჩემს საქმეს და გაარკვიოს ჩემი უდანაშაულობა.

ამიტომ მივმართე სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. თუკი სააპელაციო სასამართლო რამე მიზეზით უარს მეტყვის საქმის გადახედვაზე, მაშინ დაველოდები მართლმსაჯულების ხარვეზების შემწავლელ კომისიას და სამართალი მაინც აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამასთანავე, ვითხოვ, დაიწყოს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება. საქმეში არსებობს დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები. მხოლოდ და მხოლოდ ამ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება მკვლელების დადგენა და საქმის გახსნა.

ჩემი მიზანი არის სიმართლის დადგენა. ამიტომაც ვთხო­ვე ჩემს ადვოკატებს, რომ მოხდეს საქმის მასალების გასაჯაროება. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ საქმის მასალებს და საზოგადოება დაინახავს, რომ უდანაშაულო ვარ, რომ თეორიულადაც კი ამ მკვლელობასთან არაფერი მაკავშირებს!­"

გიორგი გვიჩიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ