ბრიტანულმა ჟურნალმა Bookseller-მა პრემია Diagram-ის მფლობელი დაასახელა. ეს პრემია ყველაზე უცნაური დასახელების მქონე წიგნებს გადაეცემათ. ჟურნალის მკითხველთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, წელს Diagram-ის ლაურეატი წიგნი - "როგორ დავიცვათ ჩვენი საქათმე გობლინებისგან" გახდა. მან ხმათა 38%-ი დააგროვა. ამ წიგნის ავტორი რეჯინალდ ბეიკელია.
"მკითხველებმა ამოირჩიეს საკმაოდ რთული ნამუშევარი, რომელიც გვაძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქათმები ყველაზე უსიამოვნო ზრაპრული არსებებისგან. ყველამ იცის, როგორი სახიფათოები არიან ქათმებისთვის კატები, მელიები და ძაღლები, მაგრამ ახლა საზოგადოებამ აღიარა, რომ დადგა დრო გობლინებსაც მიექცეს ყურადღება", - განაცხადა პრემიის მცველმა ჰორას ბენტმა.
"რეჯინალდი და მე ამ გამარჯვებას იმის ნიშნად ვთვლით, რომ ადამანები დაიღალნენ გობლინებით მათ საქათმეებში. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ ზღაპრულ ბოროტმოქმედებთან ბრძოლას", - განაცხადა წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა კლინტ მარშმა.
სულ პრემია Diagram-ის სიაში 6 წიგნი მოხვდა, მათ შორის: "ფანქრების თლის ინსტრუქცია" და "პენისის ცხოვრება და თავგადასავალი"
პრემია Diagram-ი ყველაზე უცნაური სახელის მქონე წიგნებს უკვე 35 წელია გადაეცემა. გამარჯვებული წიგნის ავტორს რაიმე სპეციალური პრიზი არ გადაეცემა, სამაგიეროდ ერთი ბოთლი ღვინით ჯილდოვდება ის, ვინც წიგნს ნომინაციაში წარადგენს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.