სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"
"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"

37 წლის ზაზა აზა­რი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სამი ტო­მა­რა ცე­მენ­ტი 10-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბად და­უჯ­და, სა­პყრო­ბი­ლე­ში სიკ­ვდილს ებ­რძვის და ოჯა­ხი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს.

ნანა აზა­რი­აშ­ვი­ლი, ზა­ზას და: - ზაზა 2009 წლის 9 ნო­ემ­ბერს ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 10 წლით აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა... დედა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი გვყავ­და, ჩემი ძმა მის საფ­ლავს აკე­თებ­და. ცე­მენ­ტი და­აკ­ლდა და მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია, წყნე­თის ერთ-ერთ სა­ტყეო უბან­ში მდე­ბა­რე სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის და­რაჯს ვთხო­ვოთ ცე­მენ­ტიო. ასეც მო­იქ­ცნენ. და­რაჯს 20 ლარი და­უ­ტო­ვეს და დაჰ­პირ­დნენ, რომ და­ნარ­ჩენს შემ­დეგ მი­უ­ტან­დნენ. დათ­ქმულ დროს რომ ვერ მი­ვიდ­ნენ, და­რაჯ­მა გი­ორ­გი პა­პი­ძემ ბი­ჭებს პო­ლი­ცი­ა­ში უჩივ­ლა და მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა... სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წა­ვა­წყდით უამ­რავ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას და უსა­მარ­თლო­ბას. გი­ორ­გი პა­პი­ძე პრო­კუ­რორ ნინო ცი­ცი­აშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. იგი მომ­ჩი­ვანს ცალ­კე იბა­რებ­და ხოლ­მე და არი­გებ­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. ცდი­ლობ­დნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ემ­ძი­მე­ბი­ნათ ზა­ზას­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ზა­ზას ორ მე­გო­ბარს 3 წელი მი­უ­სა­ჯეს, მას კი - 10.

- რით და რო­გორ და­ამ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა?

- პა­პი­ძეს ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ ლაშა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო და სამი ტო­მა­რა ცე­მენ­ტის­თვის და­ეს­ხა თავს. თუმ­ცა ვერ და­ა­სა­ხე­ლა ია­რა­ღის ტიპი. მერე თქვა - ჯი­ბე­ში ია­რა­ღი უჩან­დაო. საქ­მე­ში ია­რა­ღი სა­ერ­თოდ არ ფი­გუ­რი­რებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­იძ­ლე­ბა, 3 ტო­მა­რა ცე­მენ­ტის­თვის ადა­მი­ა­ნი ასე და­სა­ჯო, მით უმე­ტეს, როცა და­რა­ჯის ნე­ბარ­თვით წა­მო­ი­ღო? ან კი­დევ - ამ­ხე­ლა სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე ბი­ჭე­ბი და­სა­ყა­ჩა­ღებ­ლად მი­ვიდ­ნენ, იქ დაყ­რილ უამ­რავ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას ხელი არ ახ­ლეს და მხო­ლოდ 3 ტო­მა­რა ცე­მენ­ტის­თვის გა­ი­ფუ­ჭეს თავი? ვი­თხოვ ჩემი ძმის შე­წყა­ლე­ბას, გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნე სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მივ­მარ­თე სო­ზარ სუ­ბარს, პრე­ზი­დენტს, ზა­ზამ პრო­კუ­რორ­საც მის­წე­რა წე­რი­ლი. ჩემი ძმა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ცი­ხე­ში გლუ­კო­ზა 600-ზე ქვე­მოთ ვერ და­უ­წი­ეს, ხში­რად გა­დაჰ­ყავთ "რეს­ბალ­ნი­ცა­ზე", რად­გან კო­მა­ში ვარ­დე­ბა. ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას და­ე­მარ­თა ცი­რო­ზი, მუც­ლი­დან პე­რი­ო­დუ­ლად წყალს უღე­ბენ. ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბას­თან ერ­თად, ზაზა ცი­ხე­ში წა­მე­ბის შე­დე­გად ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვად­და, უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ეს ახო­ვა­ნი კაცი მთლად და­ი­ლია. ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და, მო­სახ­დე­ლი დარ­ჩა 4 წელი და 3 თვე, მაგ­რამ თუ ცი­ხე­ში დარ­ჩა, ცო­ცხა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბა. მე­მუ­და­რე­ბა, რამე მიშ­ვე­ლე, შინ მა­ინც მოვ­კვდეო. რა უნდა ასეთ მძი­მე ავად­მყოფს ცი­ხე­ში? სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ მე ვარ მისი პატ­რო­ნი, მე­ო­რე ძმაც ინ­ვა­ლი­დი მყავს და ისიც ჩემს ანა­ბა­რაა.

- ვინ და რა­ტომ აწა­მა თქვე­ნი ძმა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში?

- ზაზა ორ­ჯერ აწა­მეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში - თა­მაზ მე­ლა­ძის, შემ­დეგ ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის უფ­რო­სო­ბის პე­რი­ოდ­ში. არც კი ვი­ცო­დით, ასე სას­ტი­კად თუ აწა­მეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვენს ოჯახ­ში დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - ორი უდა­ნა­შა­უ­ლო დის­შვი­ლი, 16-17 წლის ბი­ჭე­ბი ია­რა­ღით მო­მიკ­ლეს. მათ­მა ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა და­პა­ტიმ­რე­ბი­დან 14 დღე­ში ცი­ხე­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო, ორი კი გაქ­ცე­უ­ლია. თა­მაზ მე­ლა­ძეს და­უ­ბა­რე­ბია ჩემი ძმა და აი­ძუ­ლებ­და ეთ­ქვა, რომ ჩემი დის­შვი­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა და­ვით ქუ­რას­ბე­დი­ან­მა (იგი­ვე "წრი­პა"), მოკ­ლა. ზა­ზამ იუ­ა­რა და ამის გამო სას­ტი­კად აწა­მეს - ფე­ხე­ბით და­კი­დე­ბულ ავად­მყოფ კაცს, თურ­მე "დუ­ბინ­კა" ურტყეს თავ­ში, წიხ­ლე­ბით უცე­მი­ათ, შემ­დეგ კი "დუ­ბინ­კა" ჩა­უჩ­რი­ათ პირ­ში და ლა­მის და­უხ­რჩვი­ათ. ეს უშუ­ა­ლოდ მე­ლა­ძის გა­კე­თე­ბუ­ლია. ასე გრძელ­დე­ბო­და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - მე­ლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში აჰ­ყავ­დათ და იქ აწა­მებ­დნენ. შემ­დეგ მუ­ხა­ძემ, იმა­ვე "ქი­ლე­რამ" ზა­ზას მისი თა­ნა­საკ­ნე­ლის, ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა და, ასე ვთქვათ, ავარ­ჯი­შა კი­დეც.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მუ­ხა­ძე ზა­ზას დიდ ფულს და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შეჰ­პირ­და, სა­ნაც­ვლოდ კი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია უნდა მო­ეკ­ლა. მუ­ხა­ძეს ზა­ზას­თვის "შტი­რი" და ბა­ლი­ში მი­უ­ცია და და­უ­ვა­ლე­ბია, ივარ­ჯი­შე, თით­ქოს მძი­ნა­რე მა­ი­სა­ი­ას სა­ხე­ზე ბა­ლიშს აფა­რებ, მერე კი "შტირს" არ­ჭო­ბო. თან და­უმ­შვი­დე­ბია, თუ ამ საქ­მეს გა­ა­კე­თებ, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მიხ­ვდე­ბა, ვი­ტყვით, თავი მო­იკ­ლაო... ვი­ნა­ი­დან ზა­ზამ ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც უარი თქვა, ისევ იმა­ვე მე­თო­დე­ბით აწა­მეს - ფე­ხე­ბით და­კი­დეს და "დუ­ბინ­კე­ბით" სცე­მეს გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე, ნეკ­ნე­ბი ჩა­უ­ლე­წეს. თავ­ში ამ­დე­ნი ცე­მის შე­დე­გად და­ე­მარ­თა ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო კი - ეპი­ლეფ­სია. 2-ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფარ­ქტი, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი. ჩვენ არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, ბი­ნაც აღარ შეგ­ვრჩა, ქი­რით ვცხოვ­რობთ და მხო­ლოდ უფ­ლის იმედ­ზე ვართ დარ­ჩე­ნი­ლი. ერთი კვი­რის წინ ექი­მებს ზაზა ლა­მის ხელ­ში ჩა­აკ­ვდათ, არა­ვის ეგო­ნა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თუ გა­მო­ვი­დო­და. ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქო­ნია, სიმ­წრით ნეკი მო­უკვნე­ტია და პა­ე­მან­ზე შეხ­ვე­უ­ლი თი­თით დამ­ხვდა. რის­თვის მი­უ­სა­ჯეს ამ­დე­ნი წელი, რა­ტომ აწა­მეს და და­უნ­გრი­ეს ცხოვ­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა, რა­ტომ და­ი­დეს მისი ცოდ­ვა? ან რა აზრი აქვს ასე­თი ავად­მყო­ფის ცი­ხე­ში გა­ჩე­რე­ბას? ზაზა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას და მკურ­ნა­ლო­ბას ითხოვს, მხო­ლოდ წყალს უღე­ბენ ორ­გა­ნიზ­მი­დან და ინ­სუ­ლინს აძ­ლე­ვენ, მას კი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"

"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"

37 წლის ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც სამი ტომარა ცემენტი 10-წლიან პატიმრობად დაუჯდა, საპყრობილეში სიკვდილს ებრძვის და ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს.

ნანა აზარიაშვილი, ზაზას და: - ზაზა 2009 წლის 9 ნოემბერს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება... დედა ახალი გარდაცვლილი გვყავდა, ჩემი ძმა მის საფლავს აკეთებდა. ცემენტი დააკლდა და მეგობარმა ურჩია, წყნეთის ერთ-ერთ სატყეო უბანში მდებარე სამშენებლო ობიექტის დარაჯს ვთხოვოთ ცემენტიო. ასეც მოიქცნენ. დარაჯს 20 ლარი დაუტოვეს და დაჰპირდნენ, რომ დანარჩენს შემდეგ მიუტანდნენ. დათქმულ დროს რომ ვერ მივიდნენ, დარაჯმა გიორგი პაპიძემ ბიჭებს პოლიციაში უჩივლა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას წავაწყდით უამრავ კანონდარღვევას და უსამართლობას. გიორგი პაპიძე პროკურორ ნინო ციციაშვილის ახლობელი აღმოჩნდა. იგი მომჩივანს ცალკე იბარებდა ხოლმე და არიგებდა, როგორ მოქცეულიყო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება დაემძიმებინათ ზაზასთვის მდგომარეობა. ზაზას ორ მეგობარს 3 წელი მიუსაჯეს, მას კი - 10.

- რით და როგორ დაამძიმეს მდგომარეობა?

- პაპიძეს ათქმევინეს, რომ ლაშა შეიარაღებული იყო და სამი ტომარა ცემენტისთვის დაესხა თავს. თუმცა ვერ დაასახელა იარაღის ტიპი. მერე თქვა - ჯიბეში იარაღი უჩანდაო. საქმეში იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს, მტკიცებულებად არ არის წარმოდგენილი. შეიძლება, 3 ტომარა ცემენტისთვის ადამიანი ასე დასაჯო, მით უმეტეს, როცა დარაჯის ნებართვით წამოიღო? ან კიდევ - ამხელა სამშენებლო ობიექტზე ბიჭები დასაყაჩაღებლად მივიდნენ, იქ დაყრილ უამრავ სამშენებლო მასალას ხელი არ ახლეს და მხოლოდ 3 ტომარა ცემენტისთვის გაიფუჭეს თავი? ვითხოვ ჩემი ძმის შეწყალებას, განცხადება შევიტანე საპატრიარქოში, მივმართე სოზარ სუბარს, პრეზიდენტს, ზაზამ პროკურორსაც მისწერა წერილი. ჩემი ძმა უმძიმეს მდგომარეობაშია. დაპატიმრებამდე დიაბეტით იყო დაავადებული და ციხეში გლუკოზა 600-ზე ქვემოთ ვერ დაუწიეს, ხშირად გადაჰყავთ "რესბალნიცაზე", რადგან კომაში ვარდება. ციხეში ყოფნისას დაემართა ციროზი, მუცლიდან პერიოდულად წყალს უღებენ. ყველა უბედურებასთან ერთად, ზაზა ციხეში წამების შედეგად ეპილეფსიით დაავადდა, უჭირს გადაადგილება და ეს ახოვანი კაცი მთლად დაილია. ამნისტიის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა, მოსახდელი დარჩა 4 წელი და 3 თვე, მაგრამ თუ ციხეში დარჩა, ცოცხალი ვერ გადარჩება. მემუდარება, რამე მიშველე, შინ მაინც მოვკვდეო. რა უნდა ასეთ მძიმე ავადმყოფს ციხეში? სამწუხაროდ, მხოლოდ მე ვარ მისი პატრონი, მეორე ძმაც ინვალიდი მყავს და ისიც ჩემს ანაბარაა.

- ვინ და რატომ აწამა თქვენი ძმა დაწესებულებაში?

- ზაზა ორჯერ აწამეს გლდანის ციხეში - თამაზ მელაძის, შემდეგ ალექსანდრე მუხაძის უფროსობის პერიოდში. არც კი ვიცოდით, ასე სასტიკად თუ აწამეს. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - ორი უდანაშაულო დისშვილი, 16-17 წლის ბიჭები იარაღით მომიკლეს. მათმა ერთ-ერთმა მკვლელმა დაპატიმრებიდან 14 დღეში ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ორი კი გაქცეულია. თამაზ მელაძეს დაუბარებია ჩემი ძმა და აიძულებდა ეთქვა, რომ ჩემი დისშვილები კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქურასბედიანმა (იგივე "წრიპა"), მოკლა. ზაზამ იუარა და ამის გამო სასტიკად აწამეს - ფეხებით დაკიდებულ ავადმყოფ კაცს, თურმე "დუბინკა" ურტყეს თავში, წიხლებით უცემიათ, შემდეგ კი "დუბინკა" ჩაუჩრიათ პირში და ლამის დაუხრჩვიათ. ეს უშუალოდ მელაძის გაკეთებულია. ასე გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში - მელაძის კაბინეტში აჰყავდათ და იქ აწამებდნენ. შემდეგ მუხაძემ, იმავე "ქილერამ" ზაზას მისი თანასაკნელის, ვახტანგ მაისაიას მკვლელობა დაუკვეთა და, ასე ვთქვათ, ავარჯიშა კიდეც.

- რას გულისხმობთ?

- მუხაძე ზაზას დიდ ფულს და თავისუფლებას შეჰპირდა, სანაცვლოდ კი ვახტანგ მაისაია უნდა მოეკლა. მუხაძეს ზაზასთვის "შტირი" და ბალიში მიუცია და დაუვალებია, ივარჯიშე, თითქოს მძინარე მაისაიას სახეზე ბალიშს აფარებ, მერე კი "შტირს" არჭობო. თან დაუმშვიდებია, თუ ამ საქმეს გააკეთებ, ვერავინ ვერაფერს მიხვდება, ვიტყვით, თავი მოიკლაო... ვინაიდან ზაზამ ამ დავალების შესრულებაზეც უარი თქვა, ისევ იმავე მეთოდებით აწამეს - ფეხებით დაკიდეს და "დუბინკებით" სცემეს გონების დაკარგვამდე, ნეკნები ჩაულეწეს. თავში ამდენი ცემის შედეგად დაემართა ტვინის შერყევა, ნერვიულობის გამო კი - ეპილეფსია. 2-ჯერ გადაიტანა ინფარქტი, პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი. ჩვენ არაფრის საშუალება არ გვაქვს, ბინაც აღარ შეგვრჩა, ქირით ვცხოვრობთ და მხოლოდ უფლის იმედზე ვართ დარჩენილი. ერთი კვირის წინ ექიმებს ზაზა ლამის ხელში ჩააკვდათ, არავის ეგონა, მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდა. ისეთი ტკივილები ჰქონია, სიმწრით ნეკი მოუკვნეტია და პაემანზე შეხვეული თითით დამხვდა. რისთვის მიუსაჯეს ამდენი წელი, რატომ აწამეს და დაუნგრიეს ცხოვრება და ჯანმრთელობა, რატომ დაიდეს მისი ცოდვა? ან რა აზრი აქვს ასეთი ავადმყოფის ციხეში გაჩერებას? ზაზა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და მკურნალობას ითხოვს, მხოლოდ წყალს უღებენ ორგანიზმიდან და ინსულინს აძლევენ, მას კი მკურნალობა სჭირდება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"