კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

შპს "ბარ­ამ­ბოს", შპს "მიქ­სო­რის", შპს "რკი­ნა­ბე­ტო­ნის შპა­ლის ქარ­ხნის" და სს "ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ის" ლუდ­სა­ხარ­ში "ზე­და­ზე­ნის" დი­რექ­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნისტრს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თეს. კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წე­რილ­ში ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხდე­ბა, რად­გან ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ძი­რი­თა­დი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ძმე­ბი, იაგო და ცე­ზარ ჩო­ჩე­ლე­ბი არი­ან.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კარ­გად იცით, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბიზ­ნე­სი, რო­დე­საც მას უსა­მარ­თლოდ ებ­რძვი­ან. თუმ­ცა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია და ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი ჩვენ მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ქარ­ხნე­ბია, რო­მელ­თაც დღეს თქვე­ნი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, რათა მათ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ხელი არ შე­ე­შა­ლოს. ჩვენ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ყვე­ლა ბიზ­ნე­სი არის გამჭვირ­ვა­ლე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ებ­თან, გვაქვს ახა­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მნის და სა­პარტნი­ო­რო ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დიდი სურ­ვი­ლი, თუმ­ცა ფონ­დის მხრი­დან არ ჩანს არა­ნა­ი­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჩვენ მი­მართ. გვრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ჩვე­ნი "და­ნა­შა­უ­ლი" მხო­ლოდ ის არის, რომ ჯგუ­ფის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან გა­მუდ­მე­ბით გვეს­მის, რომ მათ ასე­ვე ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის­გან თუ პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, რაც თა­ვის მხრივ უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტია. ასე­ვე ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან "პო­პუ­ლა­რუ­ლი" გახ­და სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ან­ტი­რეკ­ლა­მა. თხოვთ და­ინ­ტე­რეს­დეთ ჩვე­ნი ჯგუ­ფის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და აღ­მოგ­ვი­ჩი­ნოთ მხარ­და­ჭე­რა ამ მე­ტად რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცეს გან­ვაგ­რძოთ საქ­მი­ა­ნო­ბა და კვლა­ვაც შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში" - ნათ­ქვა­მია ღია წე­რილ­ში.

სრუ­ლი ვერ­სია

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

შპს "ბარამბოს", შპს "მიქსორის", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" და სს "ქართული ლუდის კომპანიის" ლუდსახარში "ზედაზენის" დირექტორებმა საქართველოს პრემიერ - მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს. კომპანიების ხელმძღვანელები წერილში ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება, რადგან ამ კომპანიების ძირითადი მესაკუთრეები ძმები, იაგო და ცეზარ ჩოჩელები არიან.

"ბატონო პრემიერო, თქვენ საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცით, თუ რა მდგომარეობაშია ბიზნესი, როდესაც მას უსამართლოდ ებრძვიან. თუმცა ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენ მიერ აშენებული ქარხნებია, რომელთაც დღეს თქვენი თანადგომა სჭირდება, რათა მათ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა ბიზნესი არის გამჭვირვალე, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან, გვაქვს ახალი წარმოებების შექმნის და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის დიდი სურვილი, თუმცა ფონდის მხრიდან არ ჩანს არანაირი დაინტერესება ჩვენ მიმართ. გვრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი "დანაშაული" მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი გუბერნატორია, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში წასვლამდე. ჩვენი პარტნიორებისგან გამუდმებით გვესმის, რომ მათ ასევე ექმნებათ პრობლემები სხვადასხვა უწყებებისგან თუ პიროვნებებისგან ჩვენთან ურთიერთობის გამო, რაც თავის მხრივ უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია. ასევე ამ ბოლო დროს ძალიან "პოპულარული" გახდა სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტირეკლამა. თხოვთ დაინტერესდეთ ჩვენი ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა ამ მეტად რთულ ვითარებაში, რათა საშუალება მოგვეცეს განვაგრძოთ საქმიანობა და კვლავაც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში" - ნათქვამია ღია წერილში.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა