მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ
რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ

რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­ას­ხვი­სა 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა იდე­ო­ლო­გი­ას ატა­რებს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე სა­კუ­თა­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით - ამ სა­კითხ­ებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და­ვით ფა­ცა­ცია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი კარ­გად ჩანს მი­სი მო­წა­ფის, ლა­რი­სა ბუ­რა­კო­ვას მი­ერ 2011 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში "რა­ტომ გა­მო­უ­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს". იქ არის ასე­თი პა­სა­ჟი: 1992-2005 წლებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­წარ­მე­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე არ­კა­დი ვოლ­სკი ეუბ­ნე­ბა ბენ­დუ­ქი­ძეს: "სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა", ბენ­დუ­ქი­ძე მი­უ­გებს: "მე სხვა გეგ­მე­ბი მაქვს"... ვოლ­სკი: "სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­გიწ­ვი­ა, პუ­ტი­ნი თა­ნახ­მა­ა"... ასე რომ, 2004 წლის მარ­ტში ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პუ­ტი­ნის გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და 2003 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე. ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ოკუ­პა­ცი­ის, ანუ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გზით მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. ბენ­დუ­ქი­ძე ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გახ­და და მან, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­­ყი­და ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. მან­ვე ჩა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი. ამ ჯგუფ­სა თუ სექ­ტა­ში შე­დი­ან: დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, მი­შა თავ­ხე­ლი­ძე, ქე­თა გა­ბი­ა­ნი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი... ე.წ. რა­დი­კა­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბის ეს ჯგუ­ფი, ერ­თი მხრივ, წარ­მო­ად­გენს "გაპ­რა­ვე­ბის" იდე­ო­ლო­გი­უ­რ მან­ქა­ნას, შე­ფა­რუ­ლი ე.წ. ღია ეკო­ნო­მი­კი­სა და პრო­ევ­რო­პუ­ლო­ბის რი­ტო­რი­კით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი ე.წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით ამარ­თლე­ბენ მთე­ლი რი­გი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­სა და კორ­პო­რა­ცი­ებ­ზე. მე­ო­რე მხრივ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით, შე­ფა­რუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ანუ ორ­მაგ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ: 1. სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბა რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­ზე; 2. გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ორ­მა­გად ვნებ­და ქვე­ყა­ნას. სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო და ხელს აძ­ლევ­და ორი­ვე მხა­რეს - ქარ­თულ­საც და რუ­სულ­საც. ამ თა­მაშ­ში კი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მი­სი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით სარ­გებ­ლობ­დნენ რუ­სე­თის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ატყ­უ­ებ­და ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­საც (რო­ცა სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხში­რად მომ­ყავს ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ურ­ხო კე­კო­ნე­ნის მა­გა­ლი­თი: 1990-ი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­იხ­სნა საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად დამ­ტკიც­და მი­სი 25-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან). ბენ­დუ­ქი­ძის თა­ნა­მო­აზ­რეა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და თა­ვის დრო­ზე საბ­ჭო­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ატო­მუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­ზე. ბენ­დუ­ქი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ა­ტომ­სტრო­ი­ექ­სპორ­ტი", რო­მე­ლიც აშე­ნებს ატო­მურ სად­გუ­რებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე, პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­პა­ში. ეს ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­ა­ა, რო­მე­ლიც ირან­ში აშე­ნებს ბუ­შე­რის ატო­მურ სად­გურს და სხვა სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებს. ასეთ კომ­პა­ნი­ას ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და კა-­გე-­ბეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რად­გან ამ ტი­პის ლი­ცენ­ზია უბ­რა­ლო გა­რი­გე­ბით არ კეთ­დე­ბა. მე­ო­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რომ­ლის მე­სა­კუთ­რეც ბენ­დუ­ქი­ძე იყო და რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ქმნი­და, არის "უ­რალ­მაშ­-ი­ჟო­რა", ეს კომ­პა­ნია ას­რუ­ლებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თებს და აწარ­მო­ებ­და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას - რა­კე­ტებს, ტან­კებ­სა და ნავ­თობ­პრო­დუქტს. ცნო­ბი­სათ­ვის: ტან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წელს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ კომ­პა­ნი­ა­ში იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე იყო პუ­ტი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი...

- შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოთ­ვა­ლოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ას­ხვი­სა ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ესე­ნი­ა: "მად­ნე­უ­ლი", "თბი­ლი­სის წყა­ლი", "თე­ლა­სი" და მას­თან მიბ­მუ­ლი ენერ­გო­სად­გუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე "კვარ­ცი­ტი", "ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა", "ა­ზო­ტი", "ყაზ­ტრან­სგა­ზი", "ელ­მა­ვალ­მშე­ნი", სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი და "რა­ო­ე­ე­სის­თვის" გა­და­ცე­მუ­ლი სად­გუ­რე­ბი. ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ყი­და ბა­თუ­მი­სა და ფო­თის პორ­ტე­ბი, ენ­გურ­ჰე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში (აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ!), გას­ხვის­და ენ­გურ­ჰე­სი რუ­სულ კომ­პა­ნია "რა­ო­ე­ეს­ზე" - გა­ფორ­მდა სა­ი­დუმ­ლო მე­მო­რან­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და "რა­ო­ე­ესს" შო­რის. ერ­თი თვეც არ იყო გა­სუ­ლი აგ­ვის­ტოს ომი­დან, ოკუ­პანტს უწო­დებ­დნენ რუ­სეთს, ომი გა­მო­უცხ­ა­დეს მას და, ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ვაჭ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა აფ­ხა­ზეთ­ში და სწო­რედ მათ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ ჩა­შა­ლა ბენ­დუ­ქი­ძის გეგ­მა. ამ ყვე­ლა­ფერს ბენ­დუ­ქი­ძე ახორ­ცი­ე­ლებ­და გრი­გოლ ვა­შა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით.

- თუ არ ვცდე­ბი, "ბი­ლა­ი­ნიც" ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით შე­მო­ვი­და ჩვენს ბა­ზარ­ზე.

- "ბი­ლა­ი­ნის" 60 პრო­ცენ­ტი რუ­სე­ბი­სა­ა, 40 პრო­ცენ­ტი - ქარ­თვე­ლე­ბის. დი­ახ, ეს კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბენ­დუ­ქი­ძემ შე­მო­იყ­ვა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დი­დი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩვენს ბა­ზარ­ზე­ა, ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით არის შე­მო­სუ­ლი. ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ჯან­მრთე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ა, მაგ­რამ ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს ჩა­ლის ფა­სად ჰყიდ­და და უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და. ბენ­დუ­ქი­ძის ბო­ლო ინ­ტე­რე­სი იყო გაზ­სა­დე­ნისა და რკი­ნიგ­ზის გას­ხვი­სე­ბა, მაგ­რამ ეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­მა ამე­რი­კელ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა არ და­უშ­ვეს. მათ 2005 წელს გა­მოყ­ვეს თან­ხა და მოხ­და გაზ­სა­დე­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იმ პი­რო­ბით, რომ მის გას­ხვი­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ იქ­ნე­ბო­და 2011 წლის ბო­ლომ­დე მა­ინც. თუმ­ცა იმა­ვე წლის მი­წუ­რულს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ ფიქ­რობ­და გაზ­სა­დე­ნის გას­ხვი­სე­ბას, მაგ­რამ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და ვე­ღარ გა­ბე­დეს.

ბენ­დუ­ქი­ძე არის ავან­ტი­უ­რის­ტი, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, მზად იყო, გა­ე­ყი­და მთე­ლი ქვე­ყა­ნა. მი­სი, ისე­ვე რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა არის ბლე­ფი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში და­ი­ჯე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს დიდ­მა ნა­წილ­მაც.

- ამას წი­ნათ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, ბენ­დუ­ქი­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას ტო­ტა­ლუ­რად ნად­გურ­დე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ნე­ტავ ვის უზ­რდის კად­რებ­სო...

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას - "ერ­თმი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას" - ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბენ­დუ­ქი­ძემ გა­უ­წია და თა­ვი­სი ე.წ. ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი გაგ­ვაც­ნო: ბიზ­ნეს­ში ასე­თი ჩა­რე­ვა არ არის სა­ჭი­რო და ხალ­ხი თა­ვი­სით და­იწყ­ებს მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სო. ბენ­დუ­ქი­ძეს ხომ არ ანაღ­ვლებს ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არა უბ­რა­ლო ხალ­ხის­თვის, არა­მედ ისევ ელი­ტა­სა და მის სა­მე­გობ­რო­ზე იყო გათ­ვლი­ლი. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სია თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბით, ჩა­ლის ფა­სად ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, ისე­ვე რო­გორც მი­შას დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შე­ის­ყი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხად ლა­მის მთე­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არის, მაგ­რამ კად­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მფლო­ბე­ლის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­სა და მიზ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და ბენ­დუ­ქი­ძის­თვის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა­ა. ბენ­დუ­ქი­ძის მი­ზა­ნია თა­ვი­სი ჯგუ­ფის გა­დარ­ჩე­ნა და ისევ პო­ლი­ტი­კურ ავან­გარ­დში გაყ­ვა­ნა.

ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის (მათ­გან ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე­ა) თავ­შე­სა­ფა­რი­ა, სა­დაც ისი­ნი ახერ­ხე­ბენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ბენ­დუ­ქი­ძის უშუ­ა­ლო კუ­რა­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა ე.წ. ლი­ბერ­ტა­რია­ნუ­ლი სკო­ლა, და­ფი­ნან­სდა ჟურ­ნა­ლი "ტა­ბუ­ლა", ტე­ლე­ვი­ზია "ტა­ბუ­ლა", ახა­ლი ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მა­თი მი­ზა­ნია ქვეყ­ნის გარ­ყვნა-­გა­ნად­გუ­რე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ამ ცხრაწ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის იდე­ო­ლო­გე­ბი. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ისე­თი­ვე მე­თო­დით იმუ­შა­ონ და აწარ­მო­ონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო და ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნი­ა, რო­გო­რი­თაც თა­ვის დრო­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბო­კე­რი­ა-­რა­მიშ­ვი­ლის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი". ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში გა­ი­ა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­არ­დმა, ისი­ნი ძარ­ცვავ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. ეს თან­ხე­ბი აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე, თუმ­ცა, ად­რე თუ გვი­ან, მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა. მათ ეს თან­ხე­ბი ჯერ ისევ ხელთ აქვთ და არა­ფერს და­ზო­გა­ვენ იმი­სათ­ვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნონ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ და­უშ­ვებს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: კახა ბენ­დუ­ქი­ძე: "გი­ორ­გი, შედი ბუტ­კა­ში"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ

რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ

რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­ას­ხვი­სა 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა იდე­ო­ლო­გი­ას ატა­რებს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე სა­კუ­თა­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით - ამ სა­კითხ­ებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და­ვით ფა­ცა­ცია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი კარ­გად ჩანს მი­სი მო­წა­ფის, ლა­რი­სა ბუ­რა­კო­ვას მი­ერ 2011 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში "რა­ტომ გა­მო­უ­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს". იქ არის ასე­თი პა­სა­ჟი: 1992-2005 წლებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­წარ­მე­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე არ­კა­დი ვოლ­სკი ეუბ­ნე­ბა ბენ­დუ­ქი­ძეს: "სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა", ბენ­დუ­ქი­ძე მი­უ­გებს: "მე სხვა გეგ­მე­ბი მაქვს"... ვოლ­სკი: "სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­გიწ­ვი­ა, პუ­ტი­ნი თა­ნახ­მა­ა"... ასე რომ, 2004 წლის მარ­ტში ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პუ­ტი­ნის გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და 2003 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე. ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ოკუ­პა­ცი­ის, ანუ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გზით მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. ბენ­დუ­ქი­ძე ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გახ­და და მან, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­­ყი­და ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. მან­ვე ჩა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი. ამ ჯგუფ­სა თუ სექ­ტა­ში შე­დი­ან: დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, მი­შა თავ­ხე­ლი­ძე, ქე­თა გა­ბი­ა­ნი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი... ე.წ. რა­დი­კა­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბის ეს ჯგუ­ფი, ერ­თი მხრივ, წარ­მო­ად­გენს "გაპ­რა­ვე­ბის" იდე­ო­ლო­გი­უ­რ მან­ქა­ნას, შე­ფა­რუ­ლი ე.წ. ღია ეკო­ნო­მი­კი­სა და პრო­ევ­რო­პუ­ლო­ბის რი­ტო­რი­კით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი ე.წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით ამარ­თლე­ბენ მთე­ლი რი­გი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­სა და კორ­პო­რა­ცი­ებ­ზე. მე­ო­რე მხრივ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით, შე­ფა­რუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ანუ ორ­მაგ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ: 1. სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბა რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­ზე; 2. გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ორ­მა­გად ვნებ­და ქვე­ყა­ნას. სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო და ხელს აძ­ლევ­და ორი­ვე მხა­რეს - ქარ­თულ­საც და რუ­სულ­საც. ამ თა­მაშ­ში კი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მი­სი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით სარ­გებ­ლობ­დნენ რუ­სე­თის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ატყ­უ­ებ­და ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­საც (რო­ცა სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხში­რად მომ­ყავს ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ურ­ხო კე­კო­ნე­ნის მა­გა­ლი­თი: 1990-ი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­იხ­სნა საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად დამ­ტკიც­და მი­სი 25-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან). ბენ­დუ­ქი­ძის თა­ნა­მო­აზ­რეა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და თა­ვის დრო­ზე საბ­ჭო­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ატო­მუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­ზე. ბენ­დუ­ქი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ა­ტომ­სტრო­ი­ექ­სპორ­ტი", რო­მე­ლიც აშე­ნებს ატო­მურ სად­გუ­რებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე, პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­პა­ში. ეს ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­ა­ა, რო­მე­ლიც ირან­ში აშე­ნებს ბუ­შე­რის ატო­მურ სად­გურს და სხვა სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებს. ასეთ კომ­პა­ნი­ას ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლებდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და კა-­გე-­ბეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რად­გან ამ ტი­პის ლი­ცენ­ზია უბ­რა­ლო გა­რი­გე­ბით არ კეთ­დე­ბა. მე­ო­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რომ­ლის მე­სა­კუთ­რეც ბენ­დუ­ქი­ძე იყო და რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ქმნი­და, არის "უ­რალ­მაშ­-ი­ჟო­რა", ეს კომ­პა­ნია ას­რუ­ლებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თებს და აწარ­მო­ებ­და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას - რა­კე­ტებს, ტან­კებ­სა და ნავ­თობ­პრო­დუქტს. ცნო­ბი­სათ­ვის: ტან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წელს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ კომ­პა­ნი­ა­ში იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე იყო პუ­ტი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი...

- შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოთ­ვა­ლოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ას­ხვი­სა ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ესე­ნი­ა: "მად­ნე­უ­ლი", "თბი­ლი­სის წყა­ლი", "თე­ლა­სი" და მას­თან მიბ­მუ­ლი ენერ­გო­სად­გუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე "კვარ­ცი­ტი", "ფე­როშენადნობთა ქარხანა", "ა­ზო­ტი", "ყაზ­ტრან­სგა­ზი", "ელ­მა­ვალ­მშე­ნი", სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი და "რა­ო­ე­ე­სის­თვის" გა­და­ცე­მუ­ლი სად­გუ­რე­ბი. ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ყი­და ბა­თუ­მი­სა და ფო­თის პორ­ტე­ბი, ენ­გურ­ჰე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში (აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ!), გას­ხვის­და ენ­გურ­ჰე­სი რუ­სულ კომ­პა­ნია "რა­ო­ე­ეს­ზე" - გა­ფორ­მდა სა­ი­დუმ­ლო მე­მო­რან­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და "რა­ო­ე­ესს" შო­რის. ერ­თი თვეც არ იყო გა­სუ­ლი აგ­ვის­ტოს ომი­დან, ოკუ­პანტს უწო­დებ­დნენ რუ­სეთს, ომი გა­მო­უცხ­ა­დეს მას და, ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ვაჭ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა აფ­ხა­ზეთ­ში და სწო­რედ მათ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ ჩა­შა­ლა ბენ­დუ­ქი­ძის გეგ­მა. ამ ყვე­ლა­ფერს ბენ­დუ­ქი­ძე ახორ­ცი­ე­ლებ­და გრი­გოლ ვა­შა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით.

- თუ არ ვცდე­ბი, "ბი­ლა­ი­ნიც" ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით შე­მო­ვი­და ჩვენს ბა­ზარ­ზე.

- "ბი­ლა­ი­ნის" 60 პრო­ცენ­ტი რუ­სე­ბი­სა­ა, 40 პრო­ცენ­ტი - ქარ­თვე­ლე­ბის. დი­ახ, ეს კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბენ­დუ­ქი­ძემ შე­მო­იყ­ვა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დი­დი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩვენს ბა­ზარ­ზე­ა, ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით არის შე­მო­სუ­ლი. ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ჯან­მრთე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ა, მაგ­რამ ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს ჩა­ლის ფა­სად ჰყიდ­და და უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და. ბენ­დუ­ქი­ძის ბო­ლო ინ­ტე­რე­სი იყო გაზ­სა­დე­ნისა და რკი­ნიგ­ზის გას­ხვი­სე­ბა, მაგ­რამ ეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­მა ამე­რი­კელ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა არ და­უშ­ვეს. მათ 2005 წელს გა­მოყ­ვეს თან­ხა და მოხ­და გაზ­სა­დე­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იმ პი­რო­ბით, რომ მის გას­ხვი­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ იქ­ნე­ბო­და 2011 წლის ბო­ლომ­დე მა­ინც. თუმ­ცა იმა­ვე წლის მი­წუ­რულს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ ფიქ­რობ­და გაზ­სა­დე­ნის გას­ხვი­სე­ბას, მაგ­რამ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და ვე­ღარ გა­ბე­დეს.

ბენ­დუ­ქი­ძე არის ავან­ტი­უ­რის­ტი, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, მზად იყო, გა­ე­ყი­და მთე­ლი ქვე­ყა­ნა. მი­სი, ისე­ვე რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა არის ბლე­ფი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში და­ი­ჯე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს დიდ­მა ნა­წილ­მაც.

- ამას წი­ნათ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, ბენ­დუ­ქი­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას ტო­ტა­ლუ­რად ნად­გურ­დე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ნე­ტავ ვის უზ­რდის კად­რებ­სო...

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას - "ერ­თმი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას" - ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბენ­დუ­ქი­ძემ გა­უ­წია და თა­ვი­სი ე.წ. ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი გაგ­ვაც­ნო: ბიზ­ნეს­ში ასე­თი ჩა­რე­ვა არ არის სა­ჭი­რო და ხალ­ხი თა­ვი­სით და­იწყ­ებს მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სო. ბენ­დუ­ქი­ძეს ხომ არ ანაღ­ვლებს ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არა უბ­რა­ლო ხალ­ხის­თვის, არა­მედ ისევ ელი­ტა­სა და მის სა­მე­გობ­რო­ზე იყო გათ­ვლი­ლი. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სია თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბით, ჩა­ლის ფა­სად ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, ისე­ვე რო­გორც მი­შას დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შე­ის­ყი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხად ლა­მის მთე­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არის, მაგ­რამ კად­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მფლო­ბე­ლის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­სა და მიზ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და ბენ­დუ­ქი­ძის­თვის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა­ა. ბენ­დუ­ქი­ძის მი­ზა­ნია თა­ვი­სი ჯგუ­ფის გა­დარ­ჩე­ნა და ისევ პო­ლი­ტი­კურ ავან­გარ­დში გაყ­ვა­ნა.

ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის (მათ­გან ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე­ა) თავ­შე­სა­ფა­რი­ა, სა­დაც ისი­ნი ახერ­ხე­ბენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ბენ­დუ­ქი­ძის უშუ­ა­ლო კუ­რა­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა ე.წ. ლი­ბერ­ტარია­ნუ­ლი სკო­ლა, და­ფი­ნან­სდა ჟურ­ნა­ლი "ტა­ბუ­ლა", ტე­ლე­ვი­ზია "ტა­ბუ­ლა", ახა­ლი ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მა­თი მი­ზა­ნია ქვეყ­ნის გარ­ყვნა-­გა­ნად­გუ­რე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ამ ცხრაწ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის იდე­ო­ლო­გე­ბი. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ისე­თი­ვე მე­თო­დით იმუ­შა­ონ და აწარ­მო­ონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო და ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნი­ა, რო­გო­რი­თაც თა­ვის დრო­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბო­კე­რი­ა-­რა­მიშ­ვი­ლის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი". ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში გა­ი­ა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­არ­დმა, ისი­ნი ძარ­ცვავ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. ეს თან­ხე­ბი აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე, თუმ­ცა, ად­რე თუ გვი­ან, მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა. მათ ეს თან­ხე­ბი ჯერ ისევ ხელთ აქვთ და არა­ფერს და­ზო­გა­ვენ იმი­სათ­ვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნონ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ და­უშ­ვებს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები