მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას
ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას

წლე­ბია, რაც კომ­პა­ნია "ის­ტერნ პრო­მო­უ­შენს" სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­მოჰ­ყავს. ზოგ­ჯერ კომ­პა­ნია მთავ­რო­ბის შეკ­ვე­თებ­საც ას­რუ­ლებ­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნი" ფი­ლარ­მო­ნი­ის დი­რექ­ცი­ის წევ­რიც გახ­ლავთ. რე­მონ­ტის შემ­დეგ, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის და­ქი­რა­ვე­ბა გაძ­ვირ­და: შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თა­ვად 15 ათა­სი ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დოს. ცხა­დია, ხში­რად ეს ბი­ლე­თის ფას­ზეც აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა ცა­რი­ე­ლი დარ­ბა­ზის მი­ზე­ზად "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის" მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ კახა კან­დე­ლაკს არენ­დის გაძ­ვი­რე­ბა არ მი­აჩ­ნია...

- "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის" წევ­რე­ბი "კო­მუ­ნის­ტე­ბის" პე­რი­ო­დი­დან მოვ­დი­ვართ: წყალ­ბურ­თე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დით და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დით. მა­შინ სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა უცხო­ეთ­ში "იკ­რას" ყიდ­და და ჯინ­სებს ყი­დუ­ლობ­და, მერე კი სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბა­რი­გობ­და". ჩვენ კი მთელ ფულს ჯა­ზკ­ლუ­ბებ­სა და მა­გარ კონ­ცერ­ტებ­ზე ვხარ­ჯავ­დით. პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, როცა როდ სტი­უ­არ­ტის, ჯე­იმს ბრა­უ­ნის კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი. სახ­ლში 4000 მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კი მაქვს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვაგ­რო­ვებ. უამ­რა­ვი, სხვა­დას­ხვა სტი­ლის კონ­ცერტს დავ­სწრე­ბი­ვართ - დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. ზუს­ტად ვი­ცით, ჩვე­ნი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლით მსმე­ნე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო არ იქ­ნე­ბა. გა­მი­მარ­თლა, რომ მამა ბავ­შვო­ბი­დან გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას მა­ს­მე­ნი­ნებ­და. ამ მხრივ, ჩემს შვი­ლებ­საც გა­უ­მარ­თლათ. მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა ტვი­ნის საკ­ვე­ბი გახ­ლავთ.

- როცა ტა­ნია მა­რია პირ­ვე­ლად ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ, მის კონ­ცერ­ტზე ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი იყო...

- დიახ, დარ­ბაზ­ში 25 კაცი იჯდა. მე­სიო პარ­კერ­ზეც ახლა "გა­გიჟ­დნენ". კრის ბოთი ბობი მა­კ­ფე­რი­ნის კონ­ცერ­ტის "გა­სა­ხუ­რებ­ლად" ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ნატო მე­ტო­ნი­ძეს­თან დუ­ე­ტიც შე­ვას­რუ­ლე­ბი­ნეთ, რომ ხალ­ხი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო და კონ­ცერ­ტზე მო­სუ­ლიყ­ვნენ... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხმა იმ­დენ მუ­სი­კას მო­უს­მი­ნა, რომ გვე­ა­მა­ყე­ბა და გვი­ხა­რია. მსმე­ნე­ლე­ბის ეს კა­ტე­გო­რია "ბაზ­რო­ბის მუ­სი­კას" ვე­ღარ მო­უს­მენს. დიდი "ოჯა­ხი" ვართ, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს ვი­თარ­დე­ბა და მრავ­ლდე­ბა. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ვი­ზი­ტი ქვეყ­ნის­თვის პრეს­ტი­ჟი გახ­ლავთ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან სხვა დო­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. იმას არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ ქვე­ყა­ნა­ში სხვა სტი­ლის მუ­სი­კა არ უნდა იყოს. უბ­რა­ლოდ, მსმე­ნე­ლებს შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ. სპონ­სო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ბი­ლე­თებს უფრო ია­ფად ვყი­დით, ვიდ­რე ხში­რად ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბი ჯდე­ბა. ამ ფა­სად ლონ­დონ­ში, იმა­ვე კონ­ცერ­ტზე გარ­დე­რობ­ში პალ­ტო­საც ვერ და­ტო­ვებ... ჩვენს კომ­პა­ნი­ას მო­გე­ბა ან რჩე­ბა, ან - არა, სპონ­სო­რის ინ­ტე­რე­სი კი კარ­გი რეკ­ლა­მა გახ­ლავთ. ჯორჯ ბენ­სო­ნის კონ­ცერ­ტის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ, ცხა­დია, ჩვე­ნი სპონ­სო­რი სხვა ბან­კებ­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­და. სხვა­თა შო­რის, 8 წელი "გვი­ყუ­რა" და ბო­ლოს, 5-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გაგ­ვი­ფორ­მა. წი­ნათ ხან ერთი ბან­კი გვას­პონ­სო­რებ­და, ხან - მე­ო­რე... ახლა იმ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ ამ სა­ხის რეკ­ლა­მა მათ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი გახ­ლავთ.

- სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე რას გვე­ტყვით, რომ­ლებ­შიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, უამ­რა­ვი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა?

- 9 წე­ლი­წად­ში 7 ასე­თი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. ტოტო კუ­ტუ­ნიო ისეთ ფა­სად ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ მაგ თან­ხით ქარ­თველ მომ­ღე­რალს ვერ იშო­ვით. თან, კონ­ცერტს 150 ათა­სი კაცი და­ეს­წრო, ყვე­ლა მღე­რო­და, ძა­ლი­ან კარ­გი სი­ტუ­ა­ცია იყო! 46 წლის ვარ და რაც თავი მახ­სოვს, ყვე­ლას უნ­დო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ვარ­სკვლა­ვი ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ამას მი­ვაღ­წი­ეთ. პი­რა­დად ჩვენ, მგო­ნი, მა­გა­რი საქ­მე­ე­ბი გა­ვა­კე­თეთ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ ოდეს­მე სტინ­გი ბა­თუმ­ში იმ­ღე­რებ­და. ის არა­ნორ­მა­ლუ­რად და­ბალ ფა­სად მო­ვიწ­ვი­ეთ, ქარ­თუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ჩავ­რთეთ. დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კონ­ცერ­ტად აღი­ა­რე­ბენ. ეს ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟიც გახ­ლავთ და ძა­ლი­ან მა­გა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მეც გა­ვა­კე­თეთ: პრო­ექ­ტი 3 მი­ლი­ო­ნი ევრო ღირ­და, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი დაგ­ვიჯ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სტინ­გის შე­მოქ­მე­დე­ბა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის, ჯა­ზი­სა და რო­კის ნა­ზა­ვი გახ­ლავთ. ამ სტი­ლის კონ­ცერტს 50 000-კა­ცი­ან სტა­დი­ონ­ზე ვერ ჩა­ვა­ტა­რებ­დით - უფრო ძვი­რი დაგ­ვიჯ­დე­ბო­და.

რად­გან შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში გა­მო­დი­ო­და, მო­საწ­ვე­ვე­ბი უნდა დაგ­ვე­რი­გე­ბი­ნა. ამა­ზე სტინ­გის მხა­რე­მაც უარი თქვა: შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხს ეთ­ქვა, მხო­ლოდ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნე­ნო. ამი­ტომ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ბი­ლე­თე­ბი ძვი­რად გაგ­ვე­ყი­და და ვინ­მეს დავ­ხმა­რე­ბო­დით. მათ ჯერ "წი­თე­ლი ჯვრის" დახ­მა­რე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ ეს ჩვენს მხა­რეს არ სურ­და, რად­გან პრო­ექ­ტში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც ჩარ­თუ­ლი იყო - ბან­გლა­დეშს ხომ არ და­ვეხ­მა­რე­ბო­დით?! ლტოლ­ვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა სტინ­გის მხა­რემ არ მო­ინ­დო­მა - ხალ­ხს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი რომ არ მი­ე­ცა და არ ეთ­ქვა: სტინ­გი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­დაო. სა­ბო­ლო­ოდ, "სკრი­ნინგ ცენ­ტრის" დახ­მა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ბი­ლე­თე­ბი 2 სა­ათ­ში 400 ლა­რად გა­ი­ყი­და. მთე­ლი თან­ხა "სკრი­ნინგ ცენ­ტრში" გა­და­ი­რი­ცხა და 82 ქალი სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... შემ­დეგ ვი­ღა­ცე­ბი გა­მოც­ვივ­დე­ბი­ან და რა­ღა­ცებს ამ­ბო­ბენ. მათ "არ­გუ­მენ­ტებ­ზე" გვე­ცი­ნე­ბა. ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი კავ­კა­სი­ა­ში მხო­ლოდ ჩვენ გვქო­ნია. სხვა­თა შო­რის, რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი ბევ­რად ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ ისე­თი და­ბა­ლი დო­ნის "სა­ხე­ლე­ბი" არი­ან, რომ არ ჩა­ნან. სა­მა­გი­ე­როდ, მა­გა­ლი­თად, რეი ჩარლზ­ზე დღემ­დე ლა­პა­რა­კო­ბენ... 100 მთავ­რო­ბა რომ გა­მო­ვიც­ვა­ლოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყოფ ლე­გენ­და­რულ შემ­სრუ­ლებ­ლებს მა­ინც გა­იხ­სე­ნე­ბენ.

- სტინ­გის ჩა­მოყ­ვა­ნა თქვე­ნი იდეა იყო?

- დიახ, მისი ჩა­მოყ­ვა­ნა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თა­ვად შევ­თა­ვა­ზეთ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მთავ­რო­ბაც გვიკ­ვეთ­და. ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის კონ­ცერ­ტი სამ­თავ­რო­ბო გახ­ლდათ. ეს­პა­ნე­თის ელჩი გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო - ამ შემ­სრუ­ლებ­ლის და­თან­ხმე­ბა რო­გორ შე­ძე­ლი­თო?! ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ბო­ჩე­ლი ახა­ლი წლის ღა­მეს სამ­შობ­ლო­ში არ გახ­ლდათ, რად­გან ბა­თუმ­ში კონ­ცერ­ტზე გა­მო­დი­ო­და.

- შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბა­ზე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის და­თან­ხმე­ბას რო­გორ ახერ­ხებთ?

- მაგ­რე­ბი ვართ! მათ იცი­ან, რომ მუ­სი­კა მაგ­რად გვიყ­ვარს და საქ­მეს მარ­ტო ბიზ­ნე­სის კუ­თხით არ ვა­კე­თებთ. მა­გა­ლი­თად, ჯე­იმს ბრა­უ­ნი რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, სახ­ლი დავ­კარ­გეთ (ბან­კში მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი). ფუ­ლის "გა­კე­თე­ბა" რომ მინ­დო­დეს, იმ შემ­სრუ­ლებ­ლებს ჩა­მო­ვიყ­ვან­დი, რომ­ლებ­საც ხალ­ხი კარ­გად იც­ნობ­და, ჩვენ კი პი­რი­ქით - ვამ­ბობ­დით: ჩვე­ნი საქ­მე მაგ­რად ვი­ცით და მოგ­ვბა­ძეთ-თქო. გავ­რის­კეთ. უკვე ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი გვაქვს, რომ ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მაგ­რად გვენ­დო­ბი­ან. ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი­სა და ან­დრეა ბო­ჩე­ლის ჩა­მოყ­ვა­ნი­სას მთავ­რო­ბას პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­გან უარი მი­ი­ღეს, ჩვენ კი საქ­მე 1 კვი­რა­ში მო­ვაგ­ვა­რეთ. ბო­ჩე­ლის ჩა­მოყ­ვა­ნის­თვის ჰო­ნო­რა­რი არ აგ­ვი­ღია - მთავ­რო­ბას ვა­ჩუ­ქეთ... ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის ჩა­მოს­ვლა ბევრ ქვე­ყა­ნას შე­შურ­და. რაც მთა­ვა­რია, კონ­ცერ­ტი მომ­გე­ბი­ა­ნი იყო: ბა­თუმს 22 ათა­სი ტუ­რის­ტი ეწ­ვია, თბი­ლი­სი­დან - 5 ათა­სი კაცი. შე­იძ­ლე­ბა, პრო­ექტს სხვა კუ­თხით შე­ხე­დო და თქვა: ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ას­ში მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და რა ამ­ბა­ვი­აო? მაგ­რამ 11 მი­ლი­ონ­საც და­ხარ­ჯავ, თუ იცი, რომ 300 მი­ლი­ონ მო­გე­ბას ნა­ხავ. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­რის­კა. პი­რა­დად მე, არ მჯე­რო­და, რომ ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის კონ­ცერ­ტზე 22 ათა­სი ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვი­დო­და. სან­ტა­ნას ჩა­მოყ­ვა­ნაც მინ­დო­და...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვის და­თან­ხმე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

- სტინ­გის ჩა­მო­საყ­ვა­ნად 7 წელი ვწვა­ლობ­დით, ჯორჯ ბენ­სო­ნის - 5. ახლა აქ ჩა­მოს­ვლა ყვე­ლას უად­ვილ­დე­ბა - ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას თა­ვად გვთხო­ვენ. შარ­შან ელ­ტონ ჯონს უკვე უარი ვუ­თხა­რით.

- რა­ტომ?

- მას სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის იმე­დად ვერ ჩა­მო­ვიყ­ვან­დით - დიდი ჰო­ნო­რა­რი აქვს. მთავ­რო­ბამ ვე­ღარ გა­რის­კა.

- შა­კი­რას კონ­ცერ­ტზეც ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ...

- იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მის ჩა­მოყ­ვა­ნა­ში 1 თეთ­რიც არ გა­და­უხ­დია. თბი­ლი­სის მერი აზ­რზეც არ იყო. ერთ-ერთი უცხო­უ­რი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ით შე­მო­დი­ო­და და შა­კი­რას კონ­ცერ­ტით რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბა სურ­და.

- კომ­პა­ნი­ას რა ბედი ეწია?

- არ ვიცი. მას შემ­დეგ აგ­ვის­ტოს ომი მოხ­და, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა. შა­კი­რას კონ­ცერ­ტი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი იყო. 10 დღე­ში 3 თვის საქ­მე გა­ვა­კე­თეთ. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რის­თვი­საც იმ კომ­პა­ნი­ას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით.

- ად­გი­ლობ­რი­ვი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- არა. ფი­ლარ­მო­ნი­ის დი­რექ­ცი­ის წევ­რე­ბი ვართ. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი დარ­ბაზს ქი­რა­ო­ბენ. ზოგი არენ­დას ვერ იხ­დის, რად­გან სპონ­სო­რი არ ჰყავს. მა­გა­ლი­თად, "ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ღა­მო­ებ­ზე" 24 კონ­ცერ­ტი უფა­სოდ (ქი­რის გა­რე­შე) ჩა­ვა­ტა­რეთ. ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იყო. შემ­დეგ, შე­მო­სა­ვა­ლი გა­ვი­ყა­ვით: 50% ფი­ლარ­მო­ნი­ას დარ­ჩა, 50 - შემ­სრუ­ლე­ბელს. ზოგ კონ­ცერ­ტზე ხალ­ხი არ მო­ვი­და. ამი­ტომ შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა პრო­ექ­ტე­ბის ხა­რის­ხი უნდა აა­მაღ­ლონ.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მელ კონ­ცერტს ითხოვ­დნენ?

- "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის". ბი­ლე­თე­ბი "ალი­ლომ" და ნინო ქა­თა­მა­ძე­მაც კარ­გად გა­ყი­დეს. სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის და­ქი­რა­ვე­ბა 15 ათა­სი ლარი (დღგ-ს ჩათ­ვლით) ღირს, მაგ­რამ წი­ნათ, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გათ­ბო­ბა არ იყო, სკამ­ზე ლურ­სმა­ნი შე­გერ­ჭო­ბო­და, ტუ­ა­ლეტ­ში ვერ შეხ­ვი­დო­დი... ახლა ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი მა­გა­რი დარ­ბა­ზი გვაქვს. თუ ვარ­სკვლა­ვი ხარ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ბი­ლეთ­ში 20 ლარი 5-მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში 2 ათას­მა კაც­მა არ გა­და­ი­ხა­დოს? მა­გა­ლი­თად, ლელა წურ­წუ­მია დარ­ბაზს "ჭე­დავს" - არენ­და­საც იხ­დის და 5 იმ­დე­ნი მო­გე­ბა რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლე­თის ფასი არ გა­უძ­ვი­რე­ბი­ათ, ერთ-ერთი იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტის კონ­ცერ­ტზე ხალ­ხი არ მო­ვი­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა რა იცის, შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ქი­რა­ში ძვი­რი რომ გა­და­ი­ხა­და? ამას ბი­ლე­თის ფას­ზე არ უმოქ­მე­დია. პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პროგ­რა­მა­ში რა­ღაც უნდა შე­ეც­ვა­ლათ და კონ­ცერ­ტე­ბი "მოხ­სნეს". ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია რომ შეგ­ვექ­მნას, ან შემ­სრუ­ლე­ბელს გა­მოვცლით, ან სხვა ღო­ნეს მივ­მარ­თავთ. ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლა გახ­ლავთ. კონ­ცერტს ხალ­ხი თუ არ ეს­წრე­ბა, ამას არენ­დი­სა თუ ბი­ლე­თის სიძ­ვი­რეს ვერ და­ვაბ­რა­ლებ. თუ ბი­ლე­თის გა­ყიდ­ვა 3 ლა­რად უნ­დათ, მა­შინ კონ­ცერტს ფი­ლარ­მო­ნი­ის მა­ღა­ლი დო­ნის დარ­ბაზ­ში ნუ ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას

ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას

წლებია, რაც კომპანია "ისტერნ პრომოუშენს" საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოჰყავს. ზოგჯერ კომპანია მთავრობის შეკვეთებსაც ასრულებდა... მოგეხსენებათ, "ისტერნ პრომოუშენი" ფილარმონიის დირექციის წევრიც გახლავთ. რემონტის შემდეგ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის დაქირავება გაძვირდა: შემსრულებელმა კონცერტის გასამართავად 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ცხადია, ხშირად ეს ბილეთის ფასზეც აისახება, თუმცა ცარიელი დარბაზის მიზეზად "ისტერნ პრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორს - ბატონ კახა კანდელაკს არენდის გაძვირება არ მიაჩნია...

- "ისტერნ პრომოუშენის" წევრები "კომუნისტების" პერიოდიდან მოვდივართ: წყალბურთელები ვიყავით, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდით. მაშინ სპორტსმენებისა და მოცეკვავეების უმეტესობა უცხოეთში "იკრას" ყიდდა და ჯინსებს ყიდულობდა, მერე კი საქართველოში "ბარიგობდა". ჩვენ კი მთელ ფულს ჯაზკლუბებსა და მაგარ კონცერტებზე ვხარჯავდით. პატარა ბავშვი ვიყავი, როცა როდ სტიუარტის, ჯეიმს ბრაუნის კონცერტს დავესწარი. სახლში 4000 მუსიკალური დისკი მაქვს. მთელი ცხოვრება ვაგროვებ. უამრავი, სხვადასხვა სტილის კონცერტს დავსწრებივართ - დიდი გამოცდილება გვაქვს. ზუსტად ვიცით, ჩვენი ჩამოყვანილი შემსრულებლით მსმენელი უკმაყოფილო არ იქნება. გამიმართლა, რომ მამა ბავშვობიდან გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდა. ამ მხრივ, ჩემს შვილებსაც გაუმართლათ. მუსიკალური გემოვნება ტვინის საკვები გახლავთ.

- როცა ტანია მარია პირველად ჩამოიყვანეთ, მის კონცერტზე ძალიან ცოტა ხალხი იყო...

- დიახ, დარბაზში 25 კაცი იჯდა. მესიო პარკერზეც ახლა "გაგიჟდნენ". კრის ბოთი ბობი მაკფერინის კონცერტის "გასახურებლად" ჩამოვიყვანეთ. ნატო მეტონიძესთან დუეტიც შევასრულებინეთ, რომ ხალხი დაინტერესებულიყო და კონცერტზე მოსულიყვნენ... წლების განმავლობაში ხალხმა იმდენ მუსიკას მოუსმინა, რომ გვეამაყება და გვიხარია. მსმენელების ეს კატეგორია "ბაზრობის მუსიკას" ვეღარ მოუსმენს. დიდი "ოჯახი" ვართ, რომელიც ყოველ წელს ვითარდება და მრავლდება. მსოფლიო ვარსკვლავების ვიზიტი ქვეყნისთვის პრესტიჟი გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სხვა დონის მოქალაქეები ცხოვრობენ. იმას არ ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში სხვა სტილის მუსიკა არ უნდა იყოს. უბრალოდ, მსმენელებს შედარების საშუალება უნდა ჰქონდეთ. სპონსორების დამსახურებაა, რომ ბილეთებს უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე ხშირად ადგილობრივი კონცერტების ბილეთები ჯდება. ამ ფასად ლონდონში, იმავე კონცერტზე გარდერობში პალტოსაც ვერ დატოვებ... ჩვენს კომპანიას მოგება ან რჩება, ან - არა, სპონსორის ინტერესი კი კარგი რეკლამა გახლავთ. ჯორჯ ბენსონის კონცერტის წარმოდგენის შემდეგ, ცხადია, ჩვენი სპონსორი სხვა ბანკებზე პრესტიჟული გახდა. სხვათა შორის, 8 წელი "გვიყურა" და ბოლოს, 5-წლიანი კონტრაქტი გაგვიფორმა. წინათ ხან ერთი ბანკი გვასპონსორებდა, ხან - მეორე... ახლა იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სახის რეკლამა მათთვის მომგებიანი გახლავთ.

- სამთავრობო კონცერტებზე რას გვეტყვით, რომლებშიც, როგორც ამბობენ, უამრავი თანხა დაიხარჯა?

- 9 წელიწადში 7 ასეთი კონცერტი ჩავატარეთ. ტოტო კუტუნიო ისეთ ფასად ჩამოვიყვანეთ, რომ მაგ თანხით ქართველ მომღერალს ვერ იშოვით. თან, კონცერტს 150 ათასი კაცი დაესწრო, ყველა მღეროდა, ძალიან კარგი სიტუაცია იყო! 46 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ყველას უნდოდა, რომ საქართველოში დიდი ვარსკვლავი ჩამოსულიყო და ამას მივაღწიეთ. პირადად ჩვენ, მგონი, მაგარი საქმეები გავაკეთეთ. წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე სტინგი ბათუმში იმღერებდა. ის არანორმალურად დაბალ ფასად მოვიწვიეთ, ქართული სიმფონიური ორკესტრი ჩავრთეთ. დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო კონცერტად აღიარებენ. ეს ქვეყნის პრესტიჟიც გახლავთ და ძალიან მაგარი საქველმოქმედო საქმეც გავაკეთეთ: პროექტი 3 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ დაახლოებით მილიონი ლარი დაგვიჯდა. მოგეხსენებათ, სტინგის შემოქმედება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და როკის ნაზავი გახლავთ. ამ სტილის კონცერტს 50 000-კაციან სტადიონზე ვერ ჩავატარებდით - უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა.

რადგან შემსრულებელი პატარა დარბაზში გამოდიოდა, მოსაწვევები უნდა დაგვერიგებინა. ამაზე სტინგის მხარემაც უარი თქვა: შეიძლება, ხალხს ეთქვა, მხოლოდ მთავრობის წევრების ახლობლები ესწრებოდნენო. ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ ბილეთები ძვირად გაგვეყიდა და ვინმეს დავხმარებოდით. მათ ჯერ "წითელი ჯვრის" დახმარება უნდოდათ, მაგრამ ეს ჩვენს მხარეს არ სურდა, რადგან პროექტში კულტურის სამინისტროც ჩართული იყო - ბანგლადეშს ხომ არ დავეხმარებოდით?! ლტოლვილების დახმარება სტინგის მხარემ არ მოინდომა - ხალხს პოლიტიკური ელფერი რომ არ მიეცა და არ ეთქვა: სტინგი რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდაო. საბოლოოდ, "სკრინინგ ცენტრის" დახმარება გადავწყვიტეთ. ბილეთები 2 საათში 400 ლარად გაიყიდა. მთელი თანხა "სკრინინგ ცენტრში" გადაირიცხა და 82 ქალი სიკვდილს გადავარჩინეთ... შემდეგ ვიღაცები გამოცვივდებიან და რაღაცებს ამბობენ. მათ "არგუმენტებზე" გვეცინება. ასეთი პროექტები კავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვქონია. სხვათა შორის, რუსული და ქართული კონცერტები ბევრად ძვირი ჯდება, მაგრამ ისეთი დაბალი დონის "სახელები" არიან, რომ არ ჩანან. სამაგიეროდ, მაგალითად, რეი ჩარლზზე დღემდე ლაპარაკობენ... 100 მთავრობა რომ გამოვიცვალოთ, საქართველოში ნამყოფ ლეგენდარულ შემსრულებლებს მაინც გაიხსენებენ.

- სტინგის ჩამოყვანა თქვენი იდეა იყო?

- დიახ, მისი ჩამოყვანა კულტურის სამინისტროს თავად შევთავაზეთ, მაგრამ ზოგჯერ მთავრობაც გვიკვეთდა. ხულიო იგლესიასის კონცერტი სამთავრობო გახლდათ. ესპანეთის ელჩი გაგიჟებული იყო - ამ შემსრულებლის დათანხმება როგორ შეძელითო?! ცხოვრებაში პირველად, ბოჩელი ახალი წლის ღამეს სამშობლოში არ გახლდათ, რადგან ბათუმში კონცერტზე გამოდიოდა.

- შეთავაზებულ წინადადებაზე მსოფლიო ვარსკვლავების დათანხმებას როგორ ახერხებთ?

- მაგრები ვართ! მათ იციან, რომ მუსიკა მაგრად გვიყვარს და საქმეს მარტო ბიზნესის კუთხით არ ვაკეთებთ. მაგალითად, ჯეიმს ბრაუნი რომ ჩამოვიყვანეთ, სახლი დავკარგეთ (ბანკში მქონდა ჩადებული). ფულის "გაკეთება" რომ მინდოდეს, იმ შემსრულებლებს ჩამოვიყვანდი, რომლებსაც ხალხი კარგად იცნობდა, ჩვენ კი პირიქით - ვამბობდით: ჩვენი საქმე მაგრად ვიცით და მოგვბაძეთ-თქო. გავრისკეთ. უკვე ისეთი ავტორიტეტი გვაქვს, რომ ამერიკული და ევროპული კომპანიები მაგრად გვენდობიან. ხულიო იგლესიასისა და ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანისას მთავრობას პრობლემა შეექმნა - შემსრულებლებისგან უარი მიიღეს, ჩვენ კი საქმე 1 კვირაში მოვაგვარეთ. ბოჩელის ჩამოყვანისთვის ჰონორარი არ აგვიღია - მთავრობას ვაჩუქეთ... ხულიო იგლესიასის ჩამოსვლა ბევრ ქვეყანას შეშურდა. რაც მთავარია, კონცერტი მომგებიანი იყო: ბათუმს 22 ათასი ტურისტი ეწვია, თბილისიდან - 5 ათასი კაცი. შეიძლება, პროექტს სხვა კუთხით შეხედო და თქვა: ხულიო იგლესიასში მილიონი დოლარის გადახდა რა ამბავიაო? მაგრამ 11 მილიონსაც დახარჯავ, თუ იცი, რომ 300 მილიონ მოგებას ნახავ. კულტურის სამინისტრომ გარისკა. პირადად მე, არ მჯეროდა, რომ ხულიო იგლესიასის კონცერტზე 22 ათასი ტურისტი ჩამოვიდოდა. სანტანას ჩამოყვანაც მინდოდა...

- ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავის დათანხმება გაგიჭირდათ?

- სტინგის ჩამოსაყვანად 7 წელი ვწვალობდით, ჯორჯ ბენსონის - 5. ახლა აქ ჩამოსვლა ყველას უადვილდება - ისეთი ვარსკვლავები ჩამოვიყვანეთ, რომ შემსრულებლები საქართველოში კონცერტის გამართვას თავად გვთხოვენ. შარშან ელტონ ჯონს უკვე უარი ვუთხარით.

- რატომ?

- მას სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გარეშე, მხოლოდ კერძო კომპანიების იმედად ვერ ჩამოვიყვანდით - დიდი ჰონორარი აქვს. მთავრობამ ვეღარ გარისკა.

- შაკირას კონცერტზეც ბევრს ლაპარაკობენ...

- იმიტომ, რომ მთავრობას უკავშირებენ. სინამდვილეში, სახელმწიფოს მის ჩამოყვანაში 1 თეთრიც არ გადაუხდია. თბილისის მერი აზრზეც არ იყო. ერთ-ერთი უცხოური კომპანია საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოდიოდა და შაკირას კონცერტით რეკლამის გაკეთება სურდა.

- კომპანიას რა ბედი ეწია?

- არ ვიცი. მას შემდეგ აგვისტოს ომი მოხდა, რაღაცები შეიცვალა. შაკირას კონცერტი ძვირად ღირებული იყო. 10 დღეში 3 თვის საქმე გავაკეთეთ. დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რისთვისაც იმ კომპანიას დიდ მადლობას ვუხდით.

- ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტების გამართვაში თუ მონაწილეობთ?

- არა. ფილარმონიის დირექციის წევრები ვართ. შემსრულებლები დარბაზს ქირაობენ. ზოგი არენდას ვერ იხდის, რადგან სპონსორი არ ჰყავს. მაგალითად, "ქართული ხელოვნების საღამოებზე" 24 კონცერტი უფასოდ (ქირის გარეშე) ჩავატარეთ. ყველა შემსრულებელი თანაბარ პირობებში იყო. შემდეგ, შემოსავალი გავიყავით: 50% ფილარმონიას დარჩა, 50 - შემსრულებელს. ზოგ კონცერტზე ხალხი არ მოვიდა. ამიტომ შემსრულებლებმა პროექტების ხარისხი უნდა აამაღლონ.

- ყველაზე მეტად რომელ კონცერტს ითხოვდნენ?

- "სუხიშვილების". ბილეთები "ალილომ" და ნინო ქათამაძემაც კარგად გაყიდეს. საკონცერტო დარბაზის დაქირავება 15 ათასი ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ღირს, მაგრამ წინათ, ფილარმონიაში გათბობა არ იყო, სკამზე ლურსმანი შეგერჭობოდა, ტუალეტში ვერ შეხვიდოდი... ახლა ევროპაში ერთ-ერთი მაგარი დარბაზი გვაქვს. თუ ვარსკვლავი ხარ, როგორ შეიძლება, რომ ბილეთში 20 ლარი 5-მილიონიან ქვეყანაში 2 ათასმა კაცმა არ გადაიხადოს? მაგალითად, ლელა წურწუმია დარბაზს "ჭედავს" - არენდასაც იხდის და 5 იმდენი მოგება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი არ გაუძვირებიათ, ერთ-ერთი იუმორისტული პროექტის კონცერტზე ხალხი არ მოვიდა. მაყურებელმა რა იცის, შემსრულებელმა ქირაში ძვირი რომ გადაიხადა? ამას ბილეთის ფასზე არ უმოქმედია. პროექტის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ პროგრამაში რაღაც უნდა შეეცვალათ და კონცერტები "მოხსნეს". ჯაზფესტივალზე ანალოგიური სიტუაცია რომ შეგვექმნას, ან შემსრულებელს გამოვცლით, ან სხვა ღონეს მივმართავთ. ეს მარკეტინგული გათვლა გახლავთ. კონცერტს ხალხი თუ არ ესწრება, ამას არენდისა თუ ბილეთის სიძვირეს ვერ დავაბრალებ. თუ ბილეთის გაყიდვა 3 ლარად უნდათ, მაშინ კონცერტს ფილარმონიის მაღალი დონის დარბაზში ნუ ჩაატარებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"