პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ქართული ისწავლა
პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ქართული ისწავლა

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა პო­ლიგ­ლოტ­მა, რო­მელ­მაც 56 ენა იცის, ენე­ბის თა­ვის კო­ლექ­ცი­ას ქარ­თუ­ლი ენაც შე­მა­ტა. 28 წლის მუ­ჰა­მედ მე­სი­კი წარ­მო­შო­ბით ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­დან (და­ი­ბა­და ტუზ­ლა­ში) არის და მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სიც კი მი­ა­ნი­ჭეს. მუ­ჰა­მედ მე­სი­კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს და ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. მან ახ­ლა­ხან სიდ­ნე­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში მო­ა­წყო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ეს­წრნენ. ცნო­ბილ პო­ლიგ­ლოტს ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვით.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა რომ და­ი­წყეთ?

- 5 წლის. მშობ­ლე­ბი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­დნენ და მეც ყო­ველ­თვის თან და­მა­ტა­რებ­დნენ. პირ­ვე­ლად სა­ბერ­ძნეთ­ში მოვ­ხვდი და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ენის ბა­რი­ე­რის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და ბავ­შვებ­თან თა­მა­ში­სას ვის­წავ­ლე კი­დეც ბერ­ძნუ­ლი. შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და იქ გერ­მა­ნელ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა მას­წავ­ლეს გერ­მა­ნუ­ლი. ენე­ბის შეს­წავ­ლამ თან­და­თან ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა და მო­მინ­და, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც ორი­გი­ნალ­ში წა­მე­კი­თხა. მონ­დო­მე­ბით შე­ვუ­დე­ქი ამ საქ­მეს და 56 ენა შე­ვის­წავ­ლე. ახ­ლა­ხან ენე­ბის კო­ლექ­ცი­ას ქარ­თუ­ლიც შევ­მა­ტე, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- ქარ­თუ­ლის სწავ­ლა­ში ვინ და­გეხ­მა­რათ?

- ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა - ნინო სა­ნი­კი­ძე. რომ შე­ვი­ტყვე, სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, ვთხო­ვე, ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. ნი­ნომ მა­ჩუ­ქა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნი, მი­ტა­რებ­და ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლებს და წერა-კი­თხვაც მას­წავ­ლა. ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა. ნი­ნომ მი­თხრა, ლა­მა­ზი კა­ლიგ­რა­ფია გაქ­ვსო. მან ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი გა­მაც­ნო და მათ­თან პრაქ­ტი­კაც გა­ვი­ა­რე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ყო­ფილ­ხართ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­ქარ­თვე­ლოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ ქვე­ყა­ნამ და ვფიქ­რობ, ჩემი შემ­დე­გი "გა­ჩე­რე­ბა" სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა. ამე­რი­კა­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და მათ­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც სხვა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხის­თვის არ შე­მი­ნიშ­ნავს. ერთხელ ნი­ნომ ორი ქარ­თვე­ლი ბიჭი გა­მაც­ნო და მათ­თან სტუმ­რად სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მი­მიყ­ვა­ნა. ბი­ჭებ­მა არ იცოდ­ნენ, ქარ­თუ­ლი თუ ვი­ცო­დი და ერ­თმა მათ­გან­მა მე­ო­რეს ჩემ­ზე უთხრა: სტუ­მა­რი რეს­ტო­რან­ში დავ­პა­ტი­ჟო­თო. მე­ო­რემ უპა­სუ­ხა: ჯერ ფული და­ვით­ვა­ლოთ, თო­რემ რეს­ტო­რან­ში რომ დაგ­ვაკ­ლდეს და უცხო­ელ­მა სტუ­მარ­მა გა­და­ი­ხა­დოს, თავი მოგ­ვეჭ­რე­ბაო. ქარ­თვე­ლე­ბის­ნა­ი­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი არ­სად შემ­ხვედ­რია.

- 56 ენა ერ­თმა­ნეთ­ში არ გე­რე­ვათ?

- შარ­შან ნიუ-იორკში, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მი­მიწ­ვი­ეს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ ენა­ზე მის­ვამ­დნენ შე­კი­თხვებს. მე ყვე­ლა კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხე და ყვე­ლა და­ვარ­წმუ­ნე, რომ 56 ენა მარ­თლა კარ­გად ვი­ცო­დი. ენე­ბის სწავ­ლა ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. დიდ დროს ვუთ­მობ­დი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მოს­მე­ნას, ვუს­მენ­დი რა­დი­ოს, ვუ­ყუ­რებ­დი ფილ­მებს. რო­დე­საც ენის სწავ­ლას ვი­წყებ, ხმა­მაღ­ლა ვი­მე­ო­რებ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, შემ­დეგ კი ვწერ. ახალ ენას რომ ვე­უფ­ლე­ბი, თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ვგრძნობ.

- ენე­ბის სწავ­ლის გარ­და რითი ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ. სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი კა­ლათ­ბურ­თის წრე­ზე, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებ­მა გუნ­დიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, სიდ­ნე­ი­ში ვარ და აქაც მო­ვა­ხერ­ხე კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში.

- თქვენ თუ გის­წავ­ლე­ბი­ათ ვინ­მეს­თვის უცხო ენა?

- პო­ლო­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­მიყ­ვარ­და. მისი გული იმით მო­ვი­გე, რომ 56 ენა­ზე ავუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩემს სამ­შობ­ლო­ში - ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში წა­ვიყ­ვა­ნე და მა­შინ მთხო­ვა, შენი მშობ­ლი­უ­რი ენა მას­წავ­ლეო. სხვა­თა შო­რის, ენა სწრა­ფად აით­ვი­სა - ალ­ბათ, სიყ­ვა­რულ­მა მის­ცა სტი­მუ­ლი (იცი­ნის).

- შე­გიძ­ლი­ათ გვირ­ჩი­ოთ, რო­გორ შე­ვის­წავ­ლოთ უცხო ენა სწრა­ფად?

- სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ალა­პა­რაკ­დით, იყა­ვით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია იმ ენის მცოდ­ნე ადა­მი­ან­თან, შეს­წავ­ლის პრო­ცე­სით ისი­ა­მოვ­ნეთ და უცხო ენა­საც სწრა­ფად აით­ვი­სებთ.

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია, სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ავ­სტრა­ლი­ი­დან

ინ­ტერ­ვიუ: "მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე" პო­ლიგ­ლოტ­მა ქარ­თუ­ლიც ის­წავ­ლა"

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ქართული ისწავლა

პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ქართული ისწავლა

მსოფლიოში ცნობილმა პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ენების თავის კოლექციას ქართული ენაც შემატა. 28 წლის მუჰამედ მესიკი წარმოშობით ბოსნია-ჰერცეგოვინადან (დაიბადა ტუზლაში) არის და მსოფლიოს მოქალაქის სტატუსიც კი მიანიჭეს. მუჰამედ მესიკი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს და ბევრს მოგზაურობს. მან ახლახან სიდნეის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მოაწყო პრესკონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტები დაესწრნენ. ცნობილ პოლიგლოტს ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ინტერვიუ ჩამოვართვით.

- რამდენი წლის იყავით, უცხო ენების შესწავლა რომ დაიწყეთ?

- 5 წლის. მშობლები ბევრს მოგზაურობდნენ და მეც ყოველთვის თან დამატარებდნენ. პირველად საბერძნეთში მოვხვდი და თანატოლებთან ურთიერთობას ენის ბარიერის გამო ვერ ვახერხებდი. ძალიან მოვინდომე და ბავშვებთან თამაშისას ვისწავლე კიდეც ბერძნული. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრეთ და იქ გერმანელმა თანატოლებმა მასწავლეს გერმანული. ენების შესწავლამ თანდათან ძალიან გამიტაცა და მომინდა, ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიც ორიგინალში წამეკითხა. მონდომებით შევუდექი ამ საქმეს და 56 ენა შევისწავლე. ახლახან ენების კოლექციას ქართულიც შევმატე, რაც ძალიან მახარებს.

- ქართულის სწავლაში ვინ დაგეხმარათ?

- ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის პერიოდში გავიცანი ქართველი გოგონა - ნინო სანიკიძე. რომ შევიტყვე, საქართველოდან იყო, ვთხოვე, ქართულის შესწავლაში დამხმარებოდა. ნინომ მაჩუქა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, მიტარებდა ქართული ენის გაკვეთილებს და წერა-კითხვაც მასწავლა. ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა. ნინომ მითხრა, ლამაზი კალიგრაფია გაქვსო. მან ქართველი მეგობრები გამაცნო და მათთან პრაქტიკაც გავიარე.

- საქართველოში თუ ყოფილხართ?

- ჯერჯერობით ვერ მოვახერხე საქართველოს დათვალიერება, თუმცა ძალიან დამაინტერესა ამ ქვეყანამ და ვფიქრობ, ჩემი შემდეგი "გაჩერება" სწორედ საქართველო იქნება. ამერიკაში ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინე და მათში ისეთი თვისებები აღმოვაჩინე, რაც სხვა ეროვნების ხალხისთვის არ შემინიშნავს. ერთხელ ნინომ ორი ქართველი ბიჭი გამაცნო და მათთან სტუმრად საერთო საცხოვრებელში მიმიყვანა. ბიჭებმა არ იცოდნენ, ქართული თუ ვიცოდი და ერთმა მათგანმა მეორეს ჩემზე უთხრა: სტუმარი რესტორანში დავპატიჟოთო. მეორემ უპასუხა: ჯერ ფული დავითვალოთ, თორემ რესტორანში რომ დაგვაკლდეს და უცხოელმა სტუმარმა გადაიხადოს, თავი მოგვეჭრებაო. ქართველებისნაირი სტუმართმოყვარე ხალხი არსად შემხვედრია.

- 56 ენა ერთმანეთში არ გერევათ?

- შარშან ნიუ-იორკში, ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები თავიანთ მშობლიურ ენაზე მისვამდნენ შეკითხვებს. მე ყველა კითხვას ვუპასუხე და ყველა დავარწმუნე, რომ 56 ენა მართლა კარგად ვიცოდი. ენების სწავლა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. დიდ დროს ვუთმობდი აუდიოჩანაწერების მოსმენას, ვუსმენდი რადიოს, ვუყურებდი ფილმებს. როდესაც ენის სწავლას ვიწყებ, ხმამაღლა ვიმეორებ თითოეულ სიტყვას, შემდეგ კი ვწერ. ახალ ენას რომ ვეუფლები, თავს გამარჯვებულად ვგრძნობ.

- ენების სწავლის გარდა რითი ხართ დაკავებული?

- თავისუფალ დროს კალათბურთს ვთამაშობ. სკოლაში დავდიოდი კალათბურთის წრეზე, შემდეგ უნივერსიტეტში სტუდენტებმა გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. სულ რამდენიმე დღეა, სიდნეიში ვარ და აქაც მოვახერხე კალათბურთის თამაში.

- თქვენ თუ გისწავლებიათ ვინმესთვის უცხო ენა?

- პოლონეთში მოგზაურობისას გავიცანი გოგონა, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მისი გული იმით მოვიგე, რომ 56 ენაზე ავუხსენი სიყვარული. შეყვარებული ჩემს სამშობლოში - ბოსნია-ჰერცეგოვინაში წავიყვანე და მაშინ მთხოვა, შენი მშობლიური ენა მასწავლეო. სხვათა შორის, ენა სწრაფად აითვისა - ალბათ, სიყვარულმა მისცა სტიმული (იცინის).

- შეგიძლიათ გვირჩიოთ, როგორ შევისწავლოთ უცხო ენა სწრაფად?

- სწავლის დაწყებისთანავე ალაპარაკდით, იყავით თავდაჯერებული, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ ენის მცოდნე ადამიანთან, შესწავლის პროცესით ისიამოვნეთ და უცხო ენასაც სწრაფად აითვისებთ.

თათული ბართაია, სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ავსტრალიიდან

ინტერვიუ: "მსოფლიოს მოქალაქე" პოლიგლოტმა ქართულიც ისწავლა"

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"