საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"
"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"

52 წლის თა­მაზ მა­ი­სუ­რა­ძეს და 35 წლის მა­მუ­კა ხუ­ციშ­ვილს ქურ­დო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 2013 წლის 18 მარტს სო­ფელ ორ­თა­შენ­ში მცხოვ­რებ რა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძის ხის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­ამ­ქრო­დან ელექტროძ­რა­ვა მო­ი­პა­რეს, მო­პა­რუ­ლი ნივ­თი კი ხა­შურ­ში წა­ი­ღეს ჩა­სა­ბა­რებ­ლად. იქ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს და და­სა­კი­თხად გო­რის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს, თუმ­ცა და­კი­თხვის დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზეც ისა­უბ­რეს. თა­მაზ მა­ი­სუ­რა­ძემ, რო­მე­ლიც 9 -ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი და თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს, გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მა­ი­სუ­რა­ძე მო­ძა­ლა­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის სა­ხე­ლი და გვა­რი არ და­ა­სა­ხე­ლა. სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა მა­მუ­კა ხუ­ციშ­ვილ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"პირი, რო­მე­ლიც ჩვენ გვკი­თხავ­და, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ამ ჩვენს ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბას­თან ერ­თად სხვა ქურ­დო­ბაც უნდა გვე­ღი­ა­რე­ბი­ნა და ჩვენს თავ­ზე აგ­ვე­ღო. რა­ტომ უნდა გვე­ღი­ა­რე­ბი­ნა? ის, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ჩა­დე­ნი­ლი არ იყო? უა­რის თქმის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რად გაგ­ვის­წორ­და და შიგ სა­ხე­ში მა­ფურ­თხა, მე­ტიც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მა­გი­ნა. მა­გას არ ვა­პა­ტი­ებ", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მა­ი­სუ­რა­ძემ.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"

"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"

52 წლის თამაზ მაისურაძეს და 35 წლის მამუკა ხუციშვილს ქურდობაში ედებათ ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა 2013 წლის 18 მარტს სოფელ ორთაშენში მცხოვრებ რამაზ ლობჟანიძის ხის გადამამუშავებელი საამქროდან ელექტროძრავა მოიპარეს, მოპარული ნივთი კი ხაშურში წაიღეს ჩასაბარებლად. იქ სამართალდამცავებმა დააკავეს და დასაკითხად გორის რაიონულ სამმართველოში გადმოიყვანეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებულებმა დანაშაული აღიარეს, თუმცა დაკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრეს. თამაზ მაისურაძემ, რომელიც 9 -ჯერ არის ნასამართლევი და თავს დამნაშავედ ცნობს, განაცხადა, რომ სამმართველოს უფროსის მოადგილემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მაისურაძე მოძალადე სამართალდამცავის სახელი და გვარი არ დაასახელა. სამმართველოს შენობაში მომხდარი ფაქტი მეორე ბრალდებულმა მამუკა ხუციშვილმაც დაადასტურა.

"პირი, რომელიც ჩვენ გვკითხავდა, სამმართველოს უფროსის მოადგილეა. გვეუბნებოდა, რომ ამ ჩვენს ჩადენილ ქურდობასთან ერთად სხვა ქურდობაც უნდა გვეღიარებინა და ჩვენს თავზე აგვეღო. რატომ უნდა გვეღიარებინა? ის, რომელიც ჩვენი ჩადენილი არ იყო? უარის თქმის შემდეგ ფიზიკურად გაგვისწორდა და შიგ სახეში მაფურთხა, მეტიც საკუთარი შვილები მაგინა. მაგას არ ვაპატიებ", - განაცხადა თამაზ მაისურაძემ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა