პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას
როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას

რო­გორ ავა­რი­დოთ თავი უხა­რის­ხო ფეხ­საც­მლის ან სა­მო­სის შე­ძე­ნას? - ამ სა­კი­თხზე სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია თო­დუა მოგ­ვი­თხრობს:

- ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხში­რად უკავ­შირ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნეს და თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი ვერ­სად და­იც­ვეს. მა­გა­ლი­თად: 2013 წლის 10 იან­ვარს დაგ­ვი­რე­კა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რო­მელ­მაც 2012 წლის 22 დე­კემ­ბერს "თბი­ლი­სი მოლ­ში" მდე­ბა­რე მა­ღა­ზია "მა­სი­მო დუ­ტი­ში" შე­ი­ძი­ნა მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და ის მხო­ლოდ ერთხელ, ახა­ლი წლის ღა­მეს ჩა­იც­ვა. მე­ო­რე დღეს კი ნახა, რომ მარ­ცხე­ნა ფეხ­საც­მე­ლი ოდ­ნავ გა­ხე­უ­ლი­ყო. 2 იან­ვარს მომ­ხმა­რე­ბელ­მა მა­ღა­ზი­ას მი­ა­კი­თხა ფეხ­საც­მლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ან გა­მო­საც­ვლე­ლად, მაგ­რამ იქ უთხრეს, რომ ფეხ­საც­მლის დაბ­რუ­ნე­ბა გა­ყიდ­ვი­დან მხო­ლოდ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლო. ის ამ მა­ღა­ზი­ის კლი­ენ­ტი იყო, მაგ­რამ ფეხ­საც­მლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ან გა­დაც­ვლა­ზე მე­ნე­ჯე­რებ­მაც უარი უთხრეს. მათი გულ­გრი­ლო­ბით აღ­შფო­თე­ბულ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­ჩი­ვა­რი უშუ­ა­ლოდ "მა­სი­მო დუ­ტის" მის­წე­რა "ფე­ის­ბუკ­ში" და მალე პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. ამა წლის 12 იან­ვარს მომ­ხმა­რე­ბელ­თან ერ­თად მი­ვა­კი­თხეთ მა­ღა­ზი­ას და გა­ირ­კვა, რომ "მა­სი­მო დუტი" სუ­ლაც არ გა­ურ­ბო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას: მა­ღა­ზი­ა­ში დაგ­ვხვდა ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რებ­ლის მიერ "ფე­ის­ბუკ­ში" და­წე­რი­ლი სა­ჩივ­რის შე­სა­ხებ უკვე იცო­და. მან მო­ი­ბო­დი­შა ფეხ­საც­მლის არა­სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის გამო და მყიდ­ველს აღუთ­ქვა, რომ 14 იან­ვარს მის პრე­ტენ­ზი­ას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ. 14 იან­ვარს, დღის ბო­ლოს, ფეხ­საც­მე­ლი მა­ღა­ზი­ამ უკან ჩა­ი­ბა­რა, მომ­ხმა­რე­ბელს კი გა­დახ­დი­ლი თან­ხა სრუ­ლად და­უბ­რუ­ნეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში შევ­ძე­ლით, რომ მისი სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ხდე­ბა და შე­სა­ბა­მის მა­გა­ლით­საც მო­გიყ­ვე­ბით: 2012 წლის 16 ივ­ლისს ცხელ ხაზ­ზე დაგ­ვი­კავ­შირ­და მომ­ხმა­რე­ბე­ლი და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. რო­გორც გა­ირ­კვა, მან 2012 წლის 29 ივ­ნისს მა­ღა­ზია "ბა­ტა­ში" 48 ლა­რად შე­ი­ძი­ნა ბავ­შვის სას­პორ­ტო ფეხ­საც­მე­ლი, ე.წ. ბო­ტა­სი, რო­მე­ლიც ფას­დაკ­ლე­ბით იყი­დე­ბო­და. მყიდ­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, ეს ფას­დაკ­ლე­ბა და­ბალ ხა­რისხზე ხომ არ მი­უ­თი­თებ­და, თუმ­ცა და­არ­წმუ­ნეს, რომ ფეხ­საც­მე­ლი ნამ­დვი­ლად კარ­გი ხა­რის­ხის იყო. გარ­და ამი­სა, აუხ­სნეს, რომ წუ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ფეხ­საც­მლის გა­მოც­ვლას შეძ­ლებ­და.

მომ­ხმა­რე­ბელ­მა ფეხ­საც­მე­ლი შვილს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა, და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის შემ­დეგ კი ნახა, რომ ფეხ­საც­მლის ძირი გახ­ვრე­ტი­ლი იყო. მან პრე­ტენ­ზი­ით მი­ა­კი­თხა მა­ღა­ზი­ას, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მკვა­ხე პა­სუ­ხით გა­მო­ის­ტუმ­რეს - გა­ყი­დულ სა­ქო­ნელს უკან არ ვიბ­რუ­ნებ­თო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ერ­თად მი­ვა­კი­თხეთ აღ­ნიშ­ნულ მა­ღა­ზი­ას და პერ­სო­ნალს გან­ვუ­მარ­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 490-491 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ღა­ზია ვალ­დე­ბუ­ლია, ან გა­მო­უც­ვა­ლოს მომ­ხმა­რე­ბელს უხა­რის­ხო სა­ქო­ნე­ლი, ან უკან და­იბ­რუ­ნოს. მა­ღა­ზი­ის პერ­სო­ნალ­მა კი გვი­თხრა, რომ მა­ღა­ზია გა­ყი­დულ სა­ქო­ნელ­ზე მხო­ლოდ 14-დღი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში მო­ვი­და მე-15 დღეს, ამი­ტომ მისი პრე­ტენ­ზია აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. გვი­თხრეს, ამ ფეხ­საც­მლის გაც­ვე­თა არა ქარ­ხნუ­ლი წუ­ნის, არა­მედ ინ­ტენ­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის ბრა­ლი­აო(!). ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­და­ვო ფეხ­საც­მე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წარ­გვედ­გი­ნა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად წა­ვე­დით სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, მაგ­რამ იქ სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­ნად­გა­რი არ ჰქონ­დათ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ უკვე ვე­რა­ფე­რი გა­ვა­წყვეთ, თუმ­ცა მგო­ნი, ექ­სპერ­ტი­ზა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა იმას, რომ სას­პორ­ტო ფეხ­საც­მე­ლი ორ კვი­რა­ში არ უნდა გაცვდეს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, რა­ი­მე რჩე­ვას ხომ არ მის­ცემ­დით ჩვენს მკი­თხველს? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია რომ არ აღ­მოვ­ჩნდეთ?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია რა­ი­მეს რჩე­ვა, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უც­ველ­ნი ვართ. მარ­თა­ლია, დღეს მომ­ხმა­რე­ბელს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ვი­დეს ინ­ტერ­ნეტ­ში და ხა­რის­ხი­ა­ნი თუ უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცია გა­არ­ჩი­ოს, თუმ­ცა და­ზღვე­ულ­ნი მა­ინც არა ვართ. ჯო­ბია, წი­ნას­წარ და­ე­ლა­პა­რა­კოთ მა­ღა­ზი­ის პერ­სო­ნალს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­არ­კვი­ოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ი­სას: კარ­გად უნდა გა­მოჰ­კი­თხოთ, რო­გო­რი ხა­რის­ხი­საა გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და თუ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბათ, გა­მოც­ვა­ლოთ. უნდა გა­არ­კვი­ოთ, რო­გო­რია სა­გა­რან­ტიო ვადა, წუ­ნი­ა­ნი სა­ქონ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის ან გა­მოც­ვლის პი­რო­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არ და­ი­ზა­რებთ და მო­ი­თხოვთ მა­ღა­ზი­ის შე­სა­ბა­მის გა­ნა­წესს და გულ­დას­მით გა­ეც­ნო­ბით. კი­დევ ერთი რჩე­ვა: პრო­დუქ­ცი­ის ნაკ­ლის აღ­მო­ჩე­ნი­სას ყო­ველ­თვის შე­ე­ცა­დეთ და­უ­კავ­შირ­დეთ არა მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ას, არა­მედ უშუ­ა­ლოდ მე­წარ­მე­საც! რო­გორც პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ნა­ხეთ, მე­წარ­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებს ჩვენც ვერ და­ვი­ცავ­დით. თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯო­ბია, უშუ­ა­ლოდ მწარ­მო­ე­ბელს მი­მარ­თოთ და საქ­მეც ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოთ. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვთხოვ­დი: იყა­ვით უფრო აქ­ტი­ურ­ნი და მსგავ­სი რამ არა­ვის შე­არ­ჩი­ნოთ! ჩვენც მოგ­ვმარ­თეთ და რო­გორც შევ­ძლებთ, მხარ­ში ამო­გიდ­გე­ბით. მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ!

- როცა პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ებ­ში ასე­თი რამ ხდე­ბა, ალ­ბათ, სა­ერ­თოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი დაც­ვა, ვინც სი­ი­ა­ფის გამო პრო­დუქ­ცი­ას ბაზ­რო­ბა­ზე ყი­დუ­ლობს.

- აქ ერთი ნი­უ­ან­სია: ია­ფად რომ ყი­დუ­ლობ, მო­ე­ლი კი­დეც და­ბალ ხა­რისხს. ვინც პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ა­ში მი­დის, ის ორ­მა­გად და­უც­ვე­ლია, რად­გან 2-3-ჯერ უფრო მეტ თან­ხას იხ­დის და შე­იძ­ლე­ბა ორ­მა­გად მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩეს. სხვა­თა შო­რის, მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­მაც ბავ­შვის­თვის სას­პორ­ტო ფეხ­საც­მე­ლი შე­ი­ძი­ნა, ად­რეც ჰქონ­და ნა­ყი­დი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გი ხა­რის­ხი­სა იყო. ის ფაქ­ტი, რომ ერთ მა­ღა­ზი­ა­ში არის ძა­ლი­ან კარ­გი ფეხ­საც­მე­ლი და ძა­ლი­ან ცუ­დიც, სა­ერ­თოდ გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არის მი­ნი­მა­ლუ­რი ვადა და თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­საც­მე­ლი გა­გი­ფუჭ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ტა­ნოთ და უპ­რობ­ლე­მოდ შე­გიც­ვლი­ან. ჩვენ­თან კი იმა­საც ვერ გა­არ­კვევ, ქარ­ხნუ­ლი წუნი იყო ეს თუ არა. ლა­ბო­რა­ტო­რია არ გვაქვს, სა­ქონ­ლის უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნა კი დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც, მყიდ­ველს ურ­ჩევ­ნია, გა­ჩუმ­დეს და ერთი ნივ­თი იზა­რა­ლოს, ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში კი ექ­სპერ­ტი­ზის ხარ­ჯე­ბი მე­წარ­მეს ეკის­რე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა იაქ­ტი­უ­რონ, რად­გა­ნაც წელს უნდა მი­ი­ღონ კა­ნო­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, თუ არ მო­ვინ­დო­მებთ, ჩვენს ინ­ტე­რესს ვე­რა­ვინ და­ი­ცავს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვროს, რომ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქ­ცი­ას ჰქონ­დეს მი­ნი­მა­ლუ­რი სა­გა­რან­ტიო ვადა. სამი თვე მა­ინც ხომ უნდა იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი ვადა, თუ ექ­ვსი თვე არ დად­გინ­დე­ბა, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია? ევ­რო­პა­ში არ­სე­ბობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თო, არის უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი... მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჩვენ­თა­ნაც თუ არ იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა თა­ვის დაც­ვა იმ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი­სა­გან, რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას

როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას

როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას? - ამ საკითხზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა მოგვითხრობს:

- ჩვენს ორგანიზაციას ხშირად უკავშირდებიან ადამიანები, რომლებმაც უხარისხო პროდუქცია შეიძინეს და თავიანთი უფლებები ვერსად დაიცვეს. მაგალითად: 2013 წლის 10 იანვარს დაგვირეკა მომხმარებელმა, რომელმაც 2012 წლის 22 დეკემბერს "თბილისი მოლში" მდებარე მაღაზია "მასიმო დუტიში" შეიძინა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ის მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის ღამეს ჩაიცვა. მეორე დღეს კი ნახა, რომ მარცხენა ფეხსაცმელი ოდნავ გახეულიყო. 2 იანვარს მომხმარებელმა მაღაზიას მიაკითხა ფეხსაცმლის დასაბრუნებლად ან გამოსაცვლელად, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ფეხსაცმლის დაბრუნება გაყიდვიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეეძლო. ის ამ მაღაზიის კლიენტი იყო, მაგრამ ფეხსაცმლის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე მენეჯერებმაც უარი უთხრეს. მათი გულგრილობით აღშფოთებულმა მომხმარებელმა საჩივარი უშუალოდ "მასიმო დუტის" მისწერა "ფეისბუკში" და მალე პასუხიც მიიღო. ამა წლის 12 იანვარს მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზიას და გაირკვა, რომ "მასიმო დუტი" სულაც არ გაურბოდა პასუხისმგებლობას: მაღაზიაში დაგვხვდა ფირმის წარმომადგენელი, რომელმაც მომხმარებლის მიერ "ფეისბუკში" დაწერილი საჩივრის შესახებ უკვე იცოდა. მან მოიბოდიშა ფეხსაცმლის არასათანადო ხარისხის გამო და მყიდველს აღუთქვა, რომ 14 იანვარს მის პრეტენზიას დააკმაყოფილებდნენ. 14 იანვარს, დღის ბოლოს, ფეხსაცმელი მაღაზიამ უკან ჩაიბარა, მომხმარებელს კი გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნეს. ამ შემთხვევაში შევძელით, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება და შესაბამის მაგალითსაც მოგიყვებით: 2012 წლის 16 ივლისს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა მომხმარებელი და დახმარება გვთხოვა. როგორც გაირკვა, მან 2012 წლის 29 ივნისს მაღაზია "ბატაში" 48 ლარად შეიძინა ბავშვის სასპორტო ფეხსაცმელი, ე.წ. ბოტასი, რომელიც ფასდაკლებით იყიდებოდა. მყიდველი დაინტერესდა, ეს ფასდაკლება დაბალ ხარისხზე ხომ არ მიუთითებდა, თუმცა დაარწმუნეს, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო. გარდა ამისა, აუხსნეს, რომ წუნის შემთხვევაში ფეხსაცმლის გამოცვლას შეძლებდა.

მომხმარებელმა ფეხსაცმელი შვილს დაბადების დღეზე აჩუქა, დაახლოებით ათი დღის შემდეგ კი ნახა, რომ ფეხსაცმლის ძირი გახვრეტილი იყო. მან პრეტენზიით მიაკითხა მაღაზიას, თუმცა საკმაოდ მკვახე პასუხით გამოისტუმრეს - გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთო. რამდენიმე დღის შემდეგ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ აღნიშნულ მაღაზიას და პერსონალს განვუმარტეთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-491 მუხლების მიხედვით, მაღაზია ვალდებულია, ან გამოუცვალოს მომხმარებელს უხარისხო საქონელი, ან უკან დაიბრუნოს. მაღაზიის პერსონალმა კი გვითხრა, რომ მაღაზია გაყიდულ საქონელზე მხოლოდ 14-დღიან პასუხისმგებლობას იღებს, ამ შემთხვევაში კი მომხმარებელი მაღაზიაში მოვიდა მე-15 დღეს, ამიტომ მისი პრეტენზია აღარ განიხილებოდა. გვითხრეს, ამ ფეხსაცმლის გაცვეთა არა ქარხნული წუნის, არამედ ინტენსიური მოხმარების ბრალიაო(!). ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სადავო ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე წარგვედგინა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წავედით სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, მაგრამ იქ საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი დანადგარი არ ჰქონდათ. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, აქ უკვე ვერაფერი გავაწყვეთ, თუმცა მგონი, ექსპერტიზა სულაც არ სჭირდება იმას, რომ სასპორტო ფეხსაცმელი ორ კვირაში არ უნდა გაცვდეს.

- ქალბატონო ლია, რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდით ჩვენს მკითხველს? როგორ მოვიქცეთ, ანალოგიურ სიტუაციაშია რომ არ აღმოვჩნდეთ?

- ძალიან ძნელია რაიმეს რჩევა, რადგან, ფაქტობრივად, დაუცველნი ვართ. მართალია, დღეს მომხმარებელს აქვს საშუალება შევიდეს ინტერნეტში და ხარისხიანი თუ უხარისხო პროდუქცია გაარჩიოს, თუმცა დაზღვეულნი მაინც არა ვართ. ჯობია, წინასწარ დაელაპარაკოთ მაღაზიის პერსონალს და ყველაფერი კარგად გაარკვიოთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფასდაკლების აქციისას: კარგად უნდა გამოჰკითხოთ, როგორი ხარისხისაა გაიაფებული პროდუქცია და თუ პრობლემა შეგექმნებათ, გამოცვალოთ. უნდა გაარკვიოთ, როგორია საგარანტიო ვადა, წუნიანი საქონლის დაბრუნების ან გამოცვლის პირობები. კარგი იქნება, თუ არ დაიზარებთ და მოითხოვთ მაღაზიის შესაბამის განაწესს და გულდასმით გაეცნობით. კიდევ ერთი რჩევა: პროდუქციის ნაკლის აღმოჩენისას ყოველთვის შეეცადეთ დაუკავშირდეთ არა მხოლოდ მაღაზიას, არამედ უშუალოდ მეწარმესაც! როგორც პირველ შემთხვევაში ნახეთ, მეწარმის ჩარევის გარეშე მომხმარებლის ინტერესებს ჩვენც ვერ დავიცავდით. თუ არის საშუალება, ჯობია, უშუალოდ მწარმოებელს მიმართოთ და საქმეც ბოლომდე მიიყვანოთ. პირველ ყოვლისა, ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდი: იყავით უფრო აქტიურნი და მსგავსი რამ არავის შეარჩინოთ! ჩვენც მოგვმართეთ და როგორც შევძლებთ, მხარში ამოგიდგებით. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა აუცილებლად უნდა გავასაჯაროოთ!

- როცა პრესტიჟულ მაღაზიებში ასეთი რამ ხდება, ალბათ, საერთოდ შეუძლებელია მათი დაცვა, ვინც სიიაფის გამო პროდუქციას ბაზრობაზე ყიდულობს.

- აქ ერთი ნიუანსია: იაფად რომ ყიდულობ, მოელი კიდეც დაბალ ხარისხს. ვინც პრესტიჟულ მაღაზიაში მიდის, ის ორმაგად დაუცველია, რადგან 2-3-ჯერ უფრო მეტ თანხას იხდის და შეიძლება ორმაგად მოტყუებული დარჩეს. სხვათა შორის, მომხმარებელს, რომელმაც ბავშვისთვის სასპორტო ფეხსაცმელი შეიძინა, ადრეც ჰქონდა ნაყიდი ფეხსაცმელი, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისა იყო. ის ფაქტი, რომ ერთ მაღაზიაში არის ძალიან კარგი ფეხსაცმელი და ძალიან ცუდიც, საერთოდ გაურკვეველ მდგომარეობას ქმნის. ცივილიზებულ ქვეყნებში არის მინიმალური ვადა და თუ ამ დროის განმავლობაში ფეხსაცმელი გაგიფუჭდებათ, შეგიძლიათ მიიტანოთ და უპრობლემოდ შეგიცვლიან. ჩვენთან კი იმასაც ვერ გაარკვევ, ქარხნული წუნი იყო ეს თუ არა. ლაბორატორია არ გვაქვს, საქონლის უცხოეთში გაგზავნა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც, მყიდველს ურჩევნია, გაჩუმდეს და ერთი ნივთი იზარალოს, ნორმალურ ქვეყნებში კი ექსპერტიზის ხარჯები მეწარმეს ეკისრება. როგორც გითხარით, მომხმარებლებმა ახლა განსაკუთრებით უნდა იაქტიურონ, რადგანაც წელს უნდა მიიღონ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თუ არ მოვინდომებთ, ჩვენს ინტერესს ვერავინ დაიცავს. ჩვენი სურვილია, კანონით განისაზღვროს, რომ ნებისმიერ პროდუქციას ჰქონდეს მინიმალური საგარანტიო ვადა. სამი თვე მაინც ხომ უნდა იყოს მინიმალური ვადა, თუ ექვსი თვე არ დადგინდება, როგორც ეს ევროპაშია? ევროპაში არსებობს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც შეიძლება მიმართო, არის უფასო იურიდიული დახმარებები... მსგავსი მექანიზმები ჩვენთანაც თუ არ იქნება, ძალიან გაგვიჭირდება თავის დაცვა იმ უსიამოვნებებისაგან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"