სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"
გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პრო­ცე­სებ­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ უფრო გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. აგ­რა­რუ­ლი სფე­რო, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია; ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გაძ­ლი­ერ­დეს სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი, სას­წავ­ლო ბაზა. ამი­ტომ მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტებს უფა­სო სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კითხს, ფაქ­ტია, ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბა ქვეყ­ნის მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და კარ­გია, რომ მათ ახ­ლა­ხან ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში უკვე შე­მო­ვი­და... მხო­ლოდ ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" იცავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ სტუ­დენ­ტებს, მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ სტუ­დენტს, გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, შემ­დეგ კი აღ­დგეს იმა­ვე კურ­სზე, რო­მელ­ზეც სწავ­ლა შე­ა­ჩე­რა. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი, ამ­გვარ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დელ დღემ­დე, სტუ­დენტს 12 თვის შემ­დეგ უწყდე­ბო­და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან რი­ცხავ­დნენ. ვფიქ­რობ, ეს არის ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხი და არა ის, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ფირ­ნი­ში, რო­მე­ლიც თურ­მე, არ მოგ­ვე­წო­ნა, რო­გორ ეკი­და.

- თუ ჰქონ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვადა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა?

- რა თქმა უნდა. მათ­თვის 28 იან­ვრი­დან იყო ცნო­ბი­ლი, რომ ეს პუნ­ქტე­ბი უნდა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უფრო ღრმად უნდა ჩა­ი­ხე­დოს ამ სა­კი­თხში: ბენ­დუ­ქი­ძე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის­გან "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის უპი­რო­ბო დარ­ღვე­ვას ითხოვ­და და ითხოვს.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სტუ­დენ­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ითხო­ვენ, გა­უქ­მდეს 12 მარტს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია...

- ვერ ვხე­დავ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, გა­უქ­მდეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან წეს­დე­ბა­ში იყო ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მი­თი­თე­ბის თა­ნახ­მად, აღ­მო­ფხვრეს, შეც­დო­მე­ბი გა­მოს­წორ­და და ამი­ტომ გა­უ­გე­ბა­რია, რის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გა­ვა­უქ­მოთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­რო ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა კი, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად იქ­ნე­ბა გავ­ლი­ლი. ასე რომ, ამ უსა­ფუძ­ვლო ხმა­უ­რის მიღ­მა ბენ­დუ­ქი­ძის მხრი­დან პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბას ვხე­დავ, მას სურს, თავი "ჩაგ­რუ­ლად" წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

- აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძემ 280-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა 4 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრი­ვა­ტი­ზე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა...

- ეს ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, სა­კი­თხი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ.

- თბი­ლი­სის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა ასე­ვე, სა­გან­გე­ბოდ მი­მარ­თეს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, თქვენს სა­მი­ნის­ტროს, ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო წლებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან არა­ერ­თი ლექ­ტო­რი და­ი­თხო­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით.

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თეს; ეს უფრო სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა.

- სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის და­წე­სე­ბას ითხო­ვენ... თქვე­ნი აზ­რით, აქვთ დღეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მია?

- ამ მხრივ ბევ­რი რამ მარ­თლაც გა­და­სა­ხე­დია, ამა­ზე მუ­შა­ობს რე­ფორ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია გია დვა­ლი. კო­მი­სი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას.

- ამ კონ­ცეფ­ცი­ა­ში ლა­პა­რა­კია ტე­ნუ­ი­რე­ბულ (მუდ­მი­ვი პო­ზი­ცი­ის, თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე) პრო­ფე­სო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა კო­მი­ტეტ­მა უნდა შე­არ­ჩი­ოს. იქ­ნე­ბა ეს კო­მი­ტე­ტი ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი?

- გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, ეს პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლე იყოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა - მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

- გა­მო­რი­ცხავთ, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კი­თხი 19 აპ­რი­ლის მი­ტინ­გის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ერთ-ერთ ცხელ თე­მად აქ­ცი­ოს?

- აბა, რის­თვის გა­კეთ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? რის­თვის აა­გო­რეს შავი პი­ა­რი, რომ­ლი­თაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ტი­რა­ნად გა­მო­იყ­ვა­ნეს, კახა ბენ­დუ­ქი­ძე კი - უმან­კო მსხვერ­პლად? რამ­დე­ნი მტკნა­რი სიც­რუე ით­ქვა, და­წყე­ბუ­ლი იქი­დან, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თურ­მე, უკვე და­ი­ხუ­რა (მა­შინ როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა ძა­ლა­ში 4 თვის შემ­დეგ შე­დის), დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმით, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი არას­წო­რად და­კი­დე­ბუ­ლი ფირ­ნი­ში ყო­ფი­ლა! მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, ვის და რაში დას­ჭირ­და ეს ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ აჟი­ო­ტა­ჟის მიღ­მა სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბას არ გა­მო­რი­ცხავს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ახ­ლან­დელ თავ­მჯდო­მა­რეს კახი ყუ­რაშ­ვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტი ეკა­ვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა არა­ერთ კი­თხვას აჩენს...

- ადა­მი­ა­ნე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ასე იო­ლად არ მჩვე­ვია. ისე, შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბა­ში აშ­კა­რა დარ­ღვე­ვე­ბი იყო და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

განათლების სისტემაში მიმდინარე რთულ პროცესებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აგრარული სფერო, სოფლის მეურნეობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო ბაზა. ამიტომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სტუდენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. რაც შეეხება აგრარული უნივერსიტეტის საკითხს, ფაქტია, ამ უნივერსიტეტის წესდება ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და კარგია, რომ მათ ახლახან ამ ხარვეზების აღმოფხვრის გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისი დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე შემოვიდა... მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" იცავს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მასში ნათქვამია, რომ სტუდენტს, გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს სტუდენტის სტატუსი, შემდეგ კი აღდგეს იმავე კურსზე, რომელზეც სწავლა შეაჩერა. აგრარულ უნივერსიტეტში კი, ამგვარ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე, სტუდენტს 12 თვის შემდეგ უწყდებოდა სტუდენტის სტატუსი და უმაღლესი სასწავლებლიდან რიცხავდნენ. ვფიქრობ, ეს არის ძალზე სერიოზული საკითხი და არა ის, როგორც ისინი ამბობენ, ფირნიში, რომელიც თურმე, არ მოგვეწონა, როგორ ეკიდა.

- თუ ჰქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოთქმული შენიშვნები, რეკომენდაციები გამოესწორებინა?

- რა თქმა უნდა. მათთვის 28 იანვრიდან იყო ცნობილი, რომ ეს პუნქტები უნდა გამოსწორებულიყო. საზოგადოებამ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხში: ბენდუქიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის უპირობო დარღვევას ითხოვდა და ითხოვს.

- მიუხედავად ამისა, სტუდენტების საპროტესტო აქციები გრძელდება. აგრარული უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტების ნაწილი ითხოვენ, გაუქმდეს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, რადგან ავტორიზაციის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია...

- ვერ ვხედავ აუცილებლობას, გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რადგან წესდებაში იყო ხარვეზები, რომლებიც მათ მითითების თანახმად, აღმოფხვრეს, შეცდომები გამოსწორდა და ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ავტორიზაციის აღსადგენად საჭირო ყველა პროცედურა კი, კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად სწრაფად იქნება გავლილი. ასე რომ, ამ უსაფუძვლო ხმაურის მიღმა ბენდუქიძის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მცდელობას ვხედავ, მას სურს, თავი "ჩაგრულად" წარმოაჩინოს.

- აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძემ 280-მილიონიანი ქონება 4 მილიონ დოლარად შეიძინა... გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ უნივერსიტეტის პრივატიზების დოკუმენტაცია გამოითხოვა...

- ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, საკითხი სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ.

- თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ასევე, საგანგებოდ მიმართეს პრემიერ-მინისტრს, თქვენს სამინისტროს, ამბობენ, რომ ბოლო წლებში უნივერსიტეტიდან არაერთი ლექტორი დაითხოვეს პოლიტიკური ნიშნით.

- როგორც ვიცი, პროფესორ-მასწავლებლებმა თავიანთი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზას მიმართეს; ეს უფრო სასამართლოს პრეროგატივაა.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, გარდამავალი პერიოდის დაწესებას ითხოვენ... თქვენი აზრით, აქვთ დღეს უმაღლეს სასწავლებლებს რეალური ავტონომია?

- ამ მხრივ ბევრი რამ მართლაც გადასახედია, ამაზე მუშაობს რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომლის ხელმძღვანელია გია დვალი. კომისიამ გამოაქვეყნა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც განვაგრძობთ მუშაობას.

- ამ კონცეფციაში ლაპარაკია ტენუირებულ (მუდმივი პოზიციის, თანამდებობის მქონე) პროფესორებზე, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა კომიტეტმა უნდა შეარჩიოს. იქნება ეს კომიტეტი ობიექტური და მიუკერძოებელი?

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება, ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს, საზოგადოება - მაქსიმალურად ჩართული და ინფორმირებული.

- გამორიცხავთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის საკითხი 19 აპრილის მიტინგისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთ ცხელ თემად აქციოს?

- აბა, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? რისთვის ააგორეს შავი პიარი, რომლითაც მარგველაშვილი ტირანად გამოიყვანეს, კახა ბენდუქიძე კი - უმანკო მსხვერპლად? რამდენი მტკნარი სიცრუე ითქვა, დაწყებული იქიდან, რომ აგრარული უნივერსიტეტი, თურმე, უკვე დაიხურა (მაშინ როცა უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება ძალაში 4 თვის შემდეგ შედის), დამთავრებული იმით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არასწორად დაკიდებული ფირნიში ყოფილა! მალე გამოჩნდება, ვის და რაში დასჭირდა ეს ინსინუაციები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მოქმედი პოლიტიკოსების მონაწილეობით.

- საზოგადოების ნაწილი ამ აჟიოტაჟის მიღმა საბოტაჟის მცდელობას არ გამორიცხავს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის საბჭოს ახლანდელ თავმჯდომარეს კახი ყურაშვილს წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, რომლის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს...

- ადამიანების დადანაშაულება ასე იოლად არ მჩვევია. ისე, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის წესდებაში აშკარა დარღვევები იყო და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა