ფნანგ ხელოვან ჟერემი ლაფონს რთული გეომეტრიის უნიკალური სკულპტურის შესაქმნელად 4 000-ზე მეტი საღეჭი რეზინა დასჭირდა. ორი მეტრის სიმაღლისა და სამი მეტრის სიგრძის სკულპტურას ავტორი რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნიდა.
თავიდან ხელოვანი "სამშენებლო მასალას" საკუთარი ფულით ყიდულობდა, მაგრამ მალე მის სპონსორობას საღეჭი რეზინის მსხვილი მწარმოებელი დასთანხმდა.
ლაფონის სკულპტურა ბანქოს ქაღალდის სახლების პრინციპით შესრულდა. მასალის პლასტიკურობის წყალობით მხატვარმა რთული გეომეტრიული ქანდაკება შექმნა: მაღალ სასახლეებს ერთმანეთთან სპირალური ხიდები აკავშირებდათ.
მაგრამ "პიტნის" შედევრის ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. მუშაობის დასრულებისთანავე ხელოვანმა რამდენიმე ფირფიტა გაადნო, რის შემდეგაც მთელი კონსტრუქცია მაყურებლის თვალწინ ნელ-ნელა დაიშალა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.