სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე - დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე
სოსო რობაქიძე - დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე

2004 წელს პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ამი­რან(ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე გუ­რამ დო­ნა­ძი­სა და ირაკ­ლი ფირ­ცხლა­ვას მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს სი­ყალ­ბეს უწო­დებს.

რო­გორც რო­ბა­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და, კად­რებ­ში ნამ­დვი­ლად "პატ­რუ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მუ­კბა­ნი­ა­ნის ხმა ის­მის, თუმ­ცა დრო­ში ცდო­მი­ლე­ბაა.

"გას­რო­ლი­დან 39-ე წამ­ზე მუ­კბა­ნი­ა­ნი ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და რა­ცი­ით შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მას. კად­რებ­ში ჩანს მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც გას­რო­ლის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იყო. იგი 15-20 წუ­თის შემ­დეგ მი­ვი­და", - აცხა­დებს სოსო რო­ბა­ქი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, დო­ნა­ძეს და ფირ­ცხა­ლა­ვას ცუ­დად აქვთ საქ­მე და ამი­ტომ ავ­რცე­ლე­ბენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს.

რო­ბა­ქი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას კი­დევ ერთხელ სთხო­ვა შსს-ს მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის ირაკ­ლი წე­რეთ­ლი­სა და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვა. ის იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მალე დას­რულ­დე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან.

"არ მინ­და, ამ მთავ­რო­ბის დროს საქ­მე წა­ვი­დეს სტრას­ბურ­გში, რად­გან იმე­დი მაქვს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში აღ­დგე­ბა", - აცხა­დებს სოსო რო­ბა­ქი­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გუ­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი კად­რე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

დო­ნა­ძის თქმით, კად­რებ­ში ჩანს, რომ გა­და­ცე­მა "პატ­რუ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეა და მან­ქა­ნი­დან იძა­ხებს სას­წრა­ფოს.

"გას­რო­ლი­დან 39-ე წამ­ზე, სა­ნამ ბუტა რო­ბა­ქი­ძე ცო­ცხა­ლია, გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი დგას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, შემ­დეგ ჯდე­ბა მან­ქა­ნა­ში და იძა­ხებს პატ­რულს ტექ­სტით - "არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, დაჭ­რი­ლე­ბი, არის ია­რა­ღი, გა­მო­უშ­ვით სას­წრა­ფო", - აცხა­დებს დო­ნა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სოსო რობაქიძე - დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე

სოსო რობაქიძე - დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე

2004 წელს პოლიციელის მიერ მოკლული ამირან(ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხლავას მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს სიყალბეს უწოდებს.

როგორც რობაქიძემ განაცხადა, კადრებში ნამდვილად "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტის მუკბანიანის ხმა ისმის, თუმცა დროში ცდომილებაა.

"გასროლიდან 39-ე წამზე მუკბანიანი ვერ მოახერხებდა რაციით შეტყობინების გადაცემას. კადრებში ჩანს მაიზერ ლიპარტელიანი, რომელიც გასროლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იყო. იგი 15-20 წუთის შემდეგ მივიდა", - აცხადებს სოსო რობაქიძე.

მისივე თქმით, დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე და ამიტომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.

რობაქიძემ გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვა შსს-ს მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის ირაკლი წერეთლისა და გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება მალე დასრულდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

"არ მინდა, ამ მთავრობის დროს საქმე წავიდეს სტრასბურგში, რადგან იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა ჩემს ქვეყანაში აღდგება", - აცხადებს სოსო რობაქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გუშინ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები წარუდგინეს.

დონაძის თქმით, კადრებში ჩანს, რომ გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს.

"გასროლიდან 39-ე წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, გოჩა მუკბანიანი დგას შემთხვევის ადგილზე, შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს პატრულს ტექსტით - "არიან დაკავებულები, დაჭრილები, არის იარაღი, გამოუშვით სასწრაფო", - აცხადებს დონაძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ