კინოპროდიუსერ არჩილ გელოვანს და მის მეუღლეს, მსახიობ ოქსანა აკინშინას შვილი შეეძინათ. წყვილს ვაჟი 15 იანვარს ერთ-ერთ ელიტარულ კლინიკაში, დილის 5 საათზე შეეძინა.
ეს ბავშვი არჩილისთვის და ოქსანასთვის პირველი საერთო შვილია. რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობს პირველი შვილი - 3 წლის ფილიპი, ყოფილი მეუღლის, პროდიუსერ დიმიტრი ლიტვინოვისგან ჰყავს.
25 წლის ოქსანა აკინშინამ და 37 წლის არჩილ გელოვანმა ერთმანეთი ფილმის "სიყვარული აქცენტით" გადაღებებზე გაიცნეს და მალევე იქორწინეს.
დაორსულების შემდეგ მსახიობი მთლიანად გადაერთო შვილზე და უარი თქვა სერგეი ჟიგუნოვის ახალ პროექტში მონაწილეობაზე.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.