ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქართველ მამაკაცებს ისევ იზიდავთ რუსი ქალები. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. გავიგე, რომ ქართულ შოუბიზნესს კიდევ ერთი სექსუალური რუსი რძალი შეემატება. ყველაზე სექსუალური რუსი წამყვანი ანფისა ჩეხოვა ხომ გახდა ქართველების რძალი, ახლა კი ცნობილი რუსი მსახიობი, არანაკლებ სექსუალური ოქსანა აკინშინა აპირებს თურმე იმავე ნაბიჯის გადადგმას. თანაც, მარტო გათხოვებას კი არ გეგმავს ქართველზე, საქართველოში ცხოვრებასაც აპირებს.
ოქსანას რჩეული ქართველი პროდიუსერი არჩილ გელოვანია. წყვილი აღარ მალავს ურთიერთობებს და უკვე საზოგადოებრივ ღონისძიებებზეც ერთად ჩნდებიან. მათ 12-წლიანი ასაკობრივი სხვაობაც არ აღელვებთ. ოქსანამ საქართველოში ჩამოსვლაც მოასწრო და რუს ჟურნალისტებს გაუმხილა: "საქართველოშიც კარგია ყოფნა".
აკინშინას საკმაოდ სკანდალური წარსული აქვს, არც შიშვლად ფოტოსესიები ყოფილა მისთვის უცხო. ამტკიცებს, რომ 12 წლიდან დაიწყო სექსუალური ცხოვრება. მის ცხოვრებაში რამდენიმე მამაკაცი იყო, ასევე ქალიც, ოჯახი კი ერთხელ ჰქონდა შექმნილი. მისი ქმარი პიარკომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2009 წელს მასთან ვაჟიც გაუჩნდა, მაგრამ მალე გაეყარა, მერე მსახიობსა და მომღერალ ალექსეი ვორობიოვს ხვდებოდა. ახლა კი, ამბობენ, რომ არჩილისგან ელოდება შვილს.
სკანდალურობაში მას არც ქართველი სასიძო ჩამორჩება. ცნობილი მარშალ გელოვანის შთამომავალი, რუსული ბომონდის დედოფლად აღიარებული, რუსი კარდიოლოგისა და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოსკოველის ნანა გელოვანის ვაჟი არჩილ გელოვანი ცნობილი პროდიუსერია - მისი ფილმებია "უშენოდ მგონი მოვკვდები", "სამი სახლი", "რუსული სამკუთხედი" . ის საქართველოსა და რუსეთში პარალელურად მოღვაწეობს.
გარეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანის სკანდალურ საქმეში. მაშინ ამბობდნენ, რომ ნიკა რურუასთან მეგობრობის გამო "გაწირეს" ასე. არჩილსაც ჰყავდა თბილისში ცოლი - კოტე კემულარიას ყოფილი რძალი, ქართული ბომონდის აქტიური წევრი თაკო ბასილია. მათ ქორწინებაზე თბილისში ბევრს ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ არჩილმა საუკეთესო მეგობარს წაართვა ცოლი. ამ ამბავს ის მოჰყვა, რომ თაკოს ყოფილი ქმარი შაკო კემულარია მონასტერში წავიდა და საერო ცხოვრება უარყო.
ასე რომ, არც ერთი ჩამორჩება ერთმანეთს სკანდალებში. იმედია, მათი თანაცხოვრება მყარი და ბედნიერი აღმოჩნდება.
(გამოდის ორშაბათობით)