სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილის ნათესავების სია, რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან
ვანო მერაბიშვილის ნათესავების სია, რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" სა­ქარ­თვე­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ას­კოლ­კე­ბის" ბრალ­დე­ბე­ბი ნე­პო­ტიზ­მის შე­სა­ხებ სა­სა­ცი­ლოა იმ ფონ­ზე, რაც არ­ცთუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში სა­ხე­ზე იყო. უფრო სა­სა­ცი­ლოა ის ფაქ­ტი, როცა "ჟურ­ნა­ლის­ტკა" ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე, ობი­ექ­ტუ­რო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე სა­უბ­რობს და და­საქ­მე­ბუ­ლი "ოც­ნე­ბის­ტე­ბის" ასე­ვე და­საქ­მე­ბულ ნა­თე­სა­ვებს სა­მუ­შაო გრა­ფიკს უმოწ­მებს. "ნა­დი­რაშ­ვი­ლებს" რომ ჰკი­თხო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 6 თვეა, ნე­პო­ტიზ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან "პრო­ფე­სი­ო­ნალ", მაგ­რამ "ნაც­მა­ცუ­ნურ" კად­რებს პან­ტა­პუნ­ტით ყრი­ან სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და დრო­ზე თუ არ ამო­ი­ღებს ევ­რო­პა ან ამე­რი­კა ხმას, მალე სა­ქარ­თვე­ლოს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წა­ლე­კა­ვენ, მხო­ლოდ "ოც­ნე­ბის­ტე­ბის" ნა­თე­სა­ვე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო მათ ნა­სუფ­რალ­საც კი ვერ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მრავ­ლად ჰყავთ ჩა­ნერ­გი­ლი თა­ვი­სი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო მო­მენ­ტში ახალ მთავ­რო­ბას სა­ბო­ტაჟს მო­უ­წყო­ბენ.

"ალი­ას" ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის "მთა­ვა­რი სკრი­პ­კის" ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის იმ სა­ნა­თე­სა­ოს სია, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა ისევ ისე მუ­შა­ობს ვა­ნოს შემ­დე­გაც, რო­გორც ვა­ნოს დროს მუ­შა­ობ­დნენ.

აი, ისი­ნიც: ჟე­ნია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი - ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის დედა, ახალ­ცი­ხის მე­ხუ­თე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. ქალ­ბა­ტო­ნი ჟე­ნი­ას ერთი ძმის, არ­ტე­მის ვაჟი, თე­მურ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ადი­გე­ნის კო­მი­სა­რია, მე­ო­რე ძმის, ლე­ვა­ნის შვი­ლი, სტე­ფა­ნე წლე­ბის მან­ძილ­ზე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. უმ­ცრო­სი არ­ტემ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს, სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი იყო. არ­ტემ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი ედი­შერ მღებ­რიშ­ვი­ლი კი დღემ­დე დაც­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გოჩა გე­ლაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ახლო ნა­თე­სა­ვის, ნა­თია მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქმა­რი და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ამი­რან მეს­ხე­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. გოჩა გე­ლაშ­ვი­ლი ადრე მუ­შა­ობ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. გოჩა გე­ლაშ­ვი­ლის ძმა, პეტ­რე კი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში დღე­საც მუ­შა­ობს. ვა­ნოს ბი­ძაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი სის­ტე­მა­ში და­ი­ნიშ­ნა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, ბო­ლოს იყო ადი­გე­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. ვა­ნოს მე­ო­რე ბი­ძაშ­ვი­ლი, და­ვით მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წყა­ლო­ბით ჯერ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, ბო­ლოს - სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. ვა­ნოს კი­დევ ერთი ბი­ძაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­მე­ურ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად, სა­დაც "ვარ­დოს­ნე­ბის" ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე მუ­შა­ობ­და.

ვა­ნოს დე­ი­დაშ­ვი­ლი, არ­სენ ბა­ლა­ხაშ­ვი­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა ვა­ნოს მი­ნის­ტრო­ბის დროს, სა­დაც დღემ­დე მუ­შა­ობს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­ო­რე დე­ი­დაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა თუ­მა­ნიშ­ვი­ლიც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ გახ­და "პა­ლიც­მა­ის­ტე­რი", ის სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად, შემ­დეგ შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ამ­ჟა­მად კი მუ­შა­ობს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­პატ­რუ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სეხ­ნია და ბი­ძაშ­ვი­ლი, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი მუ­შა­ობს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლო­ში, ვა­ლეს გამ­შვებ პუნ­ქტზე სა­სა­ზღვრო პატ­რულ­ში ცვლის უფ­რო­სად. სეხ­ნია ივა­ნეს ბიძა, ვაჟა ობო­ლაშ­ვი­ლი სა­სა­ზღვრო პატ­რუ­ლის მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. ვა­ნოს ნათ­ლუ­ლი, მალ­ხაზ ცუ­ხიშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში, ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­როს უფ­რო­სად. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნა­თელ­მი­რო­ნი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ყო­ფი­ლი სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი და­ვით ნა­რი­მა­ნაშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეა.

ვა­ნოს ბი­ძის, არ­ტე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ნიშ­ნეს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექი­მად. ვა­ნოს ცო­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ბი­ძაც (დე­დის ძმა) "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ "აყ­ვავ­და", ჯერ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ნეს, შემ­დეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ გა­და­იყ­ვა­ნეს, ბო­ლოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში ერთ-ერთ წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. არ­ტემ ბი­ძი­ას ნა­თე­სა­ვის ცოლი, ინგა პა­პი­ძე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ოპერ­მუ­შა­კია. ვა­ნოს ნა­თე­სა­ვია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­დის­ტრი­ბუ­ციო ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ა­ლის უფ­რო­სი. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, შო­რე­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქმა­რი ზაალ ტა­ბა­ტა­ძეც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" მოჰ­ყვა "მზით­ვად", ბევ­რგან იმუ­შა­ვა თუ ამუ­შა­ვეს და ახლა ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­თხე გან­ყო­ფი­ლე­ბის (დაბა წყნე­თი) უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ბი­ძაშ­ვი­ლი, ვა­სილ მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რია. ვა­ნოს სიძე, ბი­ძაშ­ვი­ლის ქმა­რი, იო­სებ გი­ქოშ­ვი­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა აღ­რი­ცხვი­სა და ანა­ლი­ზის ჯგუ­ფის ინ­სპექ­ტო­რია. ვა­ნოს კი­დევ ერთი ნა­თე­სა­ვი, ამი­რან აფ­რა­მაშ­ვი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ინ­სპექ­ტო­რია, ხოლო ვა­ნოს ბი­ძაშ­ვი­ლის, დათო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სი­მამ­რი, გელა სა­რიშ­ვი­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო შს სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა.

და­რე­ჯან მე­ფა­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვანო მერაბიშვილის ნათესავების სია, რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან

ვანო მერაბიშვილის ნათესავების სია, რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან

"ნაციონალური" საქართველოს "ნაციონალური ასკოლკების" ბრალდებები ნეპოტიზმის შესახებ სასაცილოა იმ ფონზე, რაც არცთუ ისე შორეულ წარსულში სახეზე იყო. უფრო სასაცილოა ის ფაქტი, როცა "ჟურნალისტკა" ირმა ნადირაშვილი სამართლიანობაზე, ობიექტურობასა და პროფესიონალიზმზე საუბრობს და დასაქმებული "ოცნებისტების" ასევე დასაქმებულ ნათესავებს სამუშაო გრაფიკს უმოწმებს. "ნადირაშვილებს" რომ ჰკითხო, "ქართული ოცნება" 6 თვეა, ნეპოტიზმითაა დაკავებული, ძალიან "პროფესიონალ", მაგრამ "ნაცმაცუნურ" კადრებს პანტაპუნტით ყრიან სამსახურებიდან და დროზე თუ არ ამოიღებს ევროპა ან ამერიკა ხმას, მალე საქართველოს არაპროფესიონალები წალეკავენ, მხოლოდ "ოცნებისტების" ნათესავები იმუშავებენ და დანარჩენი საქართველო მათ ნასუფრალსაც კი ვერ მიუახლოვდება.

საპირისპიროს ამბობენ ექსპერტები და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ძალოვან უწყებებში "ნაციონალებს" მრავლად ჰყავთ ჩანერგილი თავისი ხალხი, რომლებიც საჭირო მომენტში ახალ მთავრობას საბოტაჟს მოუწყობენ.

"ალიას" ხელში ჩაუვარდა ნაციონალების "მთავარი სკრიპკის" ვანო მერაბიშვილის იმ სანათესაოს სია, რომელთაგანაც უმრავლესობა ისევ ისე მუშაობს ვანოს შემდეგაც, როგორც ვანოს დროს მუშაობდნენ.

აი, ისინიც: ჟენია თუმანიშვილი - ივანე მერაბიშვილის დედა, ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლის დირექტორი. ქალბატონი ჟენიას ერთი ძმის, არტემის ვაჟი, თემურ თუმანიშვილი ადიგენის კომისარია, მეორე ძმის, ლევანის შვილი, სტეფანე წლების მანძილზე გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო. უმცროსი არტემ თუმანიშვილი სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს, სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო. არტემ თუმანიშვილის ერთ-ერთი ნათესავი ედიშერ მღებრიშვილი კი დღემდე დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსია. სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოჩა გელაშვილი, მერაბიშვილის ახლო ნათესავის, ნათია მერაბიშვილის ქმარი და მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელის უახლოესი მეგობარია. გოჩა გელაშვილი ადრე მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. გოჩა გელაშვილის ძმა, პეტრე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დღესაც მუშაობს. ვანოს ბიძაშვილი, გიორგი მერაბიშვილი სისტემაში დაინიშნა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბოლოს იყო ადიგენის პოლიციის უფროსის მოადგილე. ვანოს მეორე ბიძაშვილი, დავით მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციის" წყალობით ჯერ ადიგენის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ სამცხე-ჯავახეთის შემოსავლების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ბოლოს - სამმართველოს უფროსი. ვანოს კიდევ ერთი ბიძაშვილი, მალხაზ მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამეურნეო განყოფილების უფროსად, სადაც "ვარდოსნების" ბოლო ამოსუნთქვამდე მუშაობდა.

ვანოს დეიდაშვილი, არსენ ბალახაშვილი სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციაში დაინიშნა ვანოს მინისტრობის დროს, სადაც დღემდე მუშაობს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. ვანო მერაბიშვილის მეორე დეიდაშვილი, მამუკა თუმანიშვილიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გახდა "პალიცმაისტერი", ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსად, შემდეგ შიდა ქართლის სამმართველოში გადაიყვანეს, ამჟამად კი მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. ვანო მერაბიშვილის სეხნია და ბიძაშვილი, ივანე მერაბიშვილი მუშაობს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში, ვალეს გამშვებ პუნქტზე სასაზღვრო პატრულში ცვლის უფროსად. სეხნია ივანეს ბიძა, ვაჟა ობოლაშვილი სასაზღვრო პატრულის მეორე სამმართველოს კადრების განყოფილებაში მუშაობს. ვანოს ნათლული, მალხაზ ცუხიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, შემდეგ ფინანსურ პოლიციაში, ამჟამად მუშაობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსად. ვანო მერაბიშვილის ნათელმირონი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი საოლქო პროკურორი დავით ნარიმანაშვილი გურჯაანის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.

ვანოს ბიძის, არტემის ბიძაშვილი დავით მაისურაძე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დანიშნეს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად. ვანოს ცოლის, თაკო სალაყაიას ბიძაც (დედის ძმა) "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "აყვავდა", ჯერ შემოსავლების სამსახურში დანიშნეს, შემდეგ შემოსავლების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, ბოლოს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. არტემ ბიძიას ნათესავის ცოლი, ინგა პაპიძე სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს ოპერმუშაკია. ვანოს ნათესავია გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ახალციხის ფილიალის უფროსი. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილის, შორენა მერაბიშვილის ქმარი ზაალ ტაბატაძეც "ვარდების რევოლუციას" მოჰყვა "მზითვად", ბევრგან იმუშავა თუ ამუშავეს და ახლა ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (დაბა წყნეთი) უფროსის მოადგილეა. ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ბიძაშვილი, ვასილ მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორია. ვანოს სიძე, ბიძაშვილის ქმარი, იოსებ გიქოშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორია. ვანოს კიდევ ერთი ნათესავი, ამირან აფრამაშვილი საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორია, ხოლო ვანოს ბიძაშვილის, დათო მერაბიშვილის სიმამრი, გელა სარიშვილი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

დარეჯან მეფარიშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა