საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია

 საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია

საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

კანონი საჯარო დაწესებულებებში ყოფნის ზღვრულ ასაკს ადგენდა და ეს ასაკი 65 წლით იყო განსაზღვრული. დეპუტატ დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის საფუძველზე კი, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა გაუქმდა.

როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, სამსახურებში ადამიანის ყოფნა უნდა განისაზღვრებოდეს მისი კომპეტენციის, გამოცდილების, ცოდნის, შრომისუნარიანობის და არა ასაკის მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"