დეკემბერში მომხდარი ატოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ქალი დაიღუპა, კონსტანტინ მელაძემ უარი განაცხადა მის შოუზე "Голос країни" და საზოგადოებაში აღარ გამოდიოდა, თუმცა ძმის, ვალერი მელაძის და მომღერალ ვალერიას კლიპის გადაღებისთვის გამონაკლისი დაუშვა.
როგორც საიტი segodnya.ua იუწყება, კონსტანტინ მელაძემ წვერი მოუშვა, გაჭაღარავდა, დაუძლურდა და ასაკთან შედარებით გაცილებით ხანშიშესულად გამოიყურება.
"კოსტია ძალიან განიცდის ამ ტრაგედიას. ეტყობა კიდეც", - განაცხადა მომღერალმა ვალერიამ.
რაც შეეხება ვალერი მელაძის ახალ კლიპს, მისი გადაღება ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ხსენებული მოვლენების გამო, გადაღებები გადაიდო.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.