პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს სასამართლომ გირაო შეუფარდა
"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

"ქარ­თუ ბან­კის" გა­კოტ­რე­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას და მის ვაჟს, და­ვით კო­დუ­ას აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად 600-600 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და , ცე­ზარ ჩო­ჩელს კი - 300 ათას­ლა­რი­ა­ნი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჯამ­ში 19 ბრალ­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. ყვე­ლა მათ­განს გი­რაო შე­ე­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხის და­კის­რე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ბიზ­ნეს­მე­ნებს ბრა­ლად ედე­ბათ დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­რი­გე­ბით, ასე­ვე - ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა კონ­კრე­ტუ­ლად ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას შემ­თხვე­ვა­ში 1 600 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, იმა­ვე თან­ხას ითხოვ­და მისი შვი­ლის - და­ვით კო­დუ­ა­სათ­ვი­საც.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულ ცე­ზარ ჩო­ჩელს, მის­თვის ბრალ­დე­ბის მხა­რემ 650 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 მა­ისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბიზნესმენებს ლაურა ღაჭავას და მის ვაჟს, დავით კოდუას აღმკვეთ ღონისძიებად 600-600 ათასლარიანი გირაო შეუფარდა , ცეზარ ჩოჩელს კი - 300 ათასლარიანი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯამში 19 ბრალდებული ბიზნესმენის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. ყველა მათგანს გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გაცილებით მეტი თანხის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბიზნესმენებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დღევანდელ პროცესზე პროკურატურა კონკრეტულად ლაურა ღაჭავას შემთხვევაში 1 600 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმავე თანხას ითხოვდა მისი შვილის - დავით კოდუასათვისაც.

რაც შეეხება ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელს, მისთვის ბრალდების მხარემ 650 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 მაისს ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ