"ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" და "მის საქართველო 2012"-ის გამარჯვებული თამთა შედანია თხოვდება. მისი რჩეული ბიზნესმენი და ავტორალისტი ერეკლე მანგოშვილია. წყვილის მეგობრების თქმით, თამთა და ერეკლე თითქმის ერთი წელი იყვნენ შეყვარებულები. თამთასთვის ეს პირველი ქორწინებაა, ერეკლე მანგოშვილი კი დაქორწინებული იყო მომღერალ თაკო ვადაჭკორიაზე და მასთან ვაჟიც ჰყავს. ერეკლე და თამთა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვითად ჩნდებიან, მაგრამ წყვილს ერთმანეთის გარეშე ვერსად ნახავთ. ისინი დაქორწინების ამბავს მკაცრად ასაიდუმლოებენ, მაგრამ თბილისში არაფერი იმალება.
თამთა შედანია: კონტრაქტის მიხედვით, გათხოვების უფლება ერთი წლის განმავლობაში არ მაქვს, ამიტომ ვერ გავთხოვდებოდი. უბრალოდ, მიყვარს ერეკლე და არ შეიძლება, ერთად ვიყოთ? როგორც კი "მის საქართველოს" გვირგვინს ახალ გამარჯვებულს გადავცემ, ვიფიქრებთ ქორწილზე.
მარიამ ჩიქოვანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)