საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად
45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად

1. გა­მოთ­ვა­ლეთ თქვე­ნი ან­გა­რი­შე­ბი გა­მომ­თვლე­ლი მან­ქა­ნის გა­რე­შე

2. მი­ეჩ­ვი­ეთ ორი­ვე ხე­ლით ერ­თნა­ი­რად მუ­შა­ო­ბას. გა­ა­კე­თეთ ჩა­ნიშ­ვნე­ბი, აკ­რი­ფეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ჭე­რით ხორ­ცი არა­დო­მი­ნან­ტი ხე­ლით.

3. წა­ი­კი­თხეთ ბულ­ვა­რუ­ლი რო­მა­ნის პირ­ვე­ლი 10 გვერ­დი და შემ­დეგ თა­ვად და­ას­რუ­ლეთ ის­ტო­რია.

4. მა­გი­დის გა­წყო­ბის დროს ხელ­საწ­მენ­დებს უც­ნა­უ­რი ფორ­მე­ბი მი­ა­ნი­ჭეთ.

5. ტრან­სპორ­ტში ჯდო­მი­სას და­აკ­ვირ­დით სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნომ­რებს. ფურ­ცლის და კა­ლა­მის გა­რე­შე მი­უ­მა­ტეთ ციფ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი აიყ­ვა­ნეთ კვად­რატ­ში და შემ­დეგ გა­ყა­ვით შვიდ­ზე.

6. უყუ­რეთ ტე­ლე­ვი­ზორს გა­მორ­თუ­ლი ხმით და ეცა­დეთ გა­ი­გოთ რა ხდე­ბა ეკ­რან­ზე. თა­ვად შექ­მე­ნით ის­ტო­რია.

7. მა­ღა­ზი­ა­ში გას­ვლის დროს არ შე­ად­გი­ნოთ სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის სია.

8. რო­დე­საც თა­მა­შობთ პო­კერს, და­აკ­ვირ­დით მო­ცე­მულ კარ­ტებს. არ გა­და­ად­გი­ლოთ თქვე­ნი კარ­ტი.

9. ამო­ჭე­რით ჟურ­ნა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ფოტო: ნა­ხა­ტი ცალ­კე, მი­ნა­წე­რე­ბი ცალ­კე. აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში და სხვა­დას­ხვა ფო­ტო­ებს სხვა­დას­ხვა მი­ნა­წე­რი მი­ა­ნი­ჭეთ. ამ თა­მა­შის დროს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აზრი გა­გიჩ­ნდე­ბათ.

10. და­ყა­ვით დიდი პრობ­ლე­მა პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბად და გა­ა­კე­თეთ მათი სია.

11. ყო­ველ­დღე გა­და­შა­ლეთ ლექ­სი­კო­ნი შემ­თხვე­ვით გვერ­დზე და წა­ი­კი­თხეთ ერთი ფურ­ცე­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბის ჩათ­ვლით მთლი­ა­ნად.

12. მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც თქვენ­თვის უცხო ქა­ლაქ­ში მოხ­ვდე­ბით, არ შე­ი­ძი­ნოთ რუკა. ეცა­დეთ გზა გზის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით გა­იკ­ვლი­ოთ. და­ე­კი­თხეთ ად­გი­ლობ­რი­ვებს.

13. გა­მო­ი­გო­ნეთ ახა­ლი კერ­ძი მა­ცი­ვარ­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან.

14. ის, რაც ზე­პი­რად იცით, ეცა­დეთ წა­ი­კი­თხოთ ბო­ლო­დან.

15. ყველ­გან ატა­რეთ თან ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი და ეცა­დეთ და­ხა­ტოთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც და­ი­ნა­ხავთ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტის დო­ნე­ზე შე­ას­რუ­ლოთ.

16. შემ­დეგ­ში, რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლოს რო­მე­ლი­მე ხელ­სა­წყო გა­გი­ტყდე­ბათ, არ გა­იქ­ცეთ მის სა­ყიდ­ლად. ეცა­დეთ თა­ვად შე­ა­კე­თოთ ან უპო­ვოთ შემ­ცვლე­ლი.

17. და­აკ­მა­ყოფ­ლეთ თქვე­ნი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. თუ რა­ი­მე გა­ინ­ტე­რე­სებთ, ყვე­ლა ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნეთ მის გა­სა­გე­ბად. მო­ძებ­ნეთ ინ­ტერ­ნეტ­ში, და­უ­რე­კეთ მე­გო­ბარს.

18. მო­ი­ფიქ­რეთ გაბ­ზა­რუ­ლი თასე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 10 ხერ­ხი.

19. და­ი­წყეთ უცხო ენის შეს­წავ­ლა.

20. იყა­ვით თა­მა­მი ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში.

21. სუ­პერ­მარ­კეტ­ში ყო­ველ მე­ო­თხე მის­ვლა­ზე, შე­ი­ძი­ნეთ ერთი ისე­თი ნივ­თი ან პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დროს გი­ყი­დი­ათ.

22. გა­ა­კე­თეთ ანაგ­რა­მე­ბი იმ სი­ტყვე­ბი­დან, რომ­ლებ­საც საგ­ზაო ნიშ­ნებ­ზე ხე­დავთ.

23. გა­იხ­სე­ნეთ და გო­ნე­ბა­ში დათ­ვა­ლეთ თქვენს გარ­დე­რობ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ტან­საც­მე­ლი.

24. და­აკ­ვირ­დით რო­მე­ლი­მე სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბას ჟურ­ნალ­სა და გა­ზეთ­ში. და­ფიქ­რდით, რას შეც­ვლი­დით მას­ში? რო­გორ დახ­ვე­წდით? მო­ი­ფიქ­რეთ ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო სლო­გა­ნი.

25. დღე­ში ერთხელ მა­ინც ეცა­დეთ, რომ თავ­ში სის­ხლის მი­წო­დე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ. მა­გა­ლი­თად ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდ­ხანს შე­ი­კა­რით თას­მე­ბი.

26. რო­დე­საც კერძს ამ­ზა­დებთ, გო­ნე­ბით გა­მოთ­ვა­ლეთ და­ახ­ლო­ე­ბით მისი წონა.

27. თუ არ მოგ­წონთ, გა­და­არ­ქვით სა­ხე­ლი ში­ნა­ურ ცხო­ველს. თუ გა­ბე­დავთ, გა­და­არ­ქვით სა­ხე­ლი შვი­ლებ­საც. მო­უ­ფიქ­რეთ მათ ზედ­მეტ­სა­ხე­ლე­ბი. არ მო­გე­რი­დოთ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ზედ­სარ­თავ სა­ხე­ლებ­თან და ზმნებ­თან მი­მარ­თე­ბით.

28. ჩა­მო­წე­რეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­ტყვა, რო­მე­ლიც მთავ­რდე­ბა ასო­ებ­ზე "ცია".

29. წა­ი­კი­თხეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი და გა­ა­კე­თეთ რო­მე­ლი­მე მო­თხრო­ბის კონ­სპექ­ტი.

30. ეცა­დეთ, გა­ი­გოთ, რა წე­რია სა­მეც­ნი­ე­რო წიგნ­ში. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ავ­ტო­რის გვარს.

31. და­ი­სა­ხეთ მიზ­ნე­ბი შემ­დე­გი 5 წლის­თვის და ჩა­მო­წე­რეთ გეგ­მა მათი შეს­რუ­ლე­ბის­თვის. მიზ­ნე­ბი უნდა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი, მა­გა­ლი­თად კა­რი­ე­რა, ბავ­შვის გა­ჩე­ნა და აღ­ზრდა.

32. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თა­ვი­დან მო­გე­წო­ნე­ბათ თუ არა, აი­ძუ­ლეთ სა­კუ­თარ თავს კროს­ვორ­დე­ბის შევ­სე­ბა. ეცა­დეთ ამოხ­სნათ თავ­სა­ტე­ხე­ბი და აა­წყოთ ფაზ­ლე­ბი.

33. და­არ­ღვი­ეთ ყო­ველდრღი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა (მა­გა­ლი­თად ჩაც­მის პრო­ცე­დუ­რა).

34. ითა­მა­შეთ სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­მა­შე­ბი.

35. აყე­ვით მან­ქა­ნა­ში ჩარ­თულ რა­დი­ოს.

36. რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბარ­ში წახ­ვალთ, სა­დღეგ­რძე­ლო­ებს შო­რის ითა­მა­შეთ გვა­რე­ბის შე­ერ­თე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად : თუ ელა ფი­ცჯე­რალ­დი ცო­ლად გაყ­ვა ფი­ლიპ კირ­კო­როვს, მისი გვა­რი იქ­ნე­ბა...

37. სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ახა­ლი მარ­შრუ­ტით დაბ­რუნ­დით. და­ი­ნიშ­ნეთ დრო. შე­ა­და­რეთ იმ დროს, რო­მელ­საც სახ­ლამ­დე მოს­ვლა­ში ძვე­ლი მარ­შრუ­ტით ან­დო­მებ­დით.

38. ყო­ველ მე­ო­რე ღა­მეს და­სა­ძი­ნებ­ლად და­წე­ქით შებ­რუ­ნე­ბით. თავი და­დეთ ფე­ხე­ბის ად­გი­ლას.

39. მო­ი­ფიქ­რეთ კბი­ლის ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი.

40. შე­ის­წავ­ლეთ ერთი ვი­დე­ო­თა­მა­ში.

41. თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნის სიმ­კვეთ­რე მი­ნი­მუმ­ზე და­წი­ეთ და გა­ი­გეთ რა ხდე­ბა მხო­ლოდ ხმის სა­შუ­ა­ლე­ბით.

42. შე­ად­გი­ნეთ წი­ნა­და­დე­ბა, რო­მელ­შიც ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო სი­ტყვა ან­ბა­ნის მომ­დევ­ნო ასო­ზე იწყე­ბა. (მა­გა­ლი­თად: აქ­ლე­ბი ბე­დუ­ი­ნებს გა­ლი­ა­ში და­უმ­წყვდე­ვი­ათ)

43. გა­და­შა­ლეთ ლექ­სი­კო­ნი და თითი და­ა­დეთ რო­მე­ლი­მე სი­ტყვას. ეცა­დეთ ამ სი­ტყვის დახ­მა­რე­ბით შე­ად­გი­ნოთ ანაგ­რა­მა.

44. კვი­რა­ში ერთხელ შე­დით წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში და და­აკ­ვირ­დით საც­ნო­ბა­რო წიგ­ნებს.

45. და­ხა­ტეთ თქვე­ნი სახ­ლის გეგ­მა. თვა­ლის ზო­მით გა­მოთ­ვა­ლეთ ყვე­ლაფ­რის სიგ­რძე. არ გა­მოგრჩეთ სახ­ლის ყვე­ლა­ზე მი­მა­ლუ­ლი კუ­თხე­ე­ბიც კი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lady.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად

45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად

1. გამოთვალეთ თქვენი ანგარიშები გამომთვლელი მანქანის გარეშე

2. მიეჩვიეთ ორივე ხელით ერთნაირად მუშაობას. გააკეთეთ ჩანიშვნები, აკრიფეთ ტელეფონის ნომერი და დაჭერით ხორცი არადომინანტი ხელით.

3. წაიკითხეთ ბულვარული რომანის პირველი 10 გვერდი და შემდეგ თავად დაასრულეთ ისტორია.

4. მაგიდის გაწყობის დროს ხელსაწმენდებს უცნაური ფორმები მიანიჭეთ.

5. ტრანსპორტში ჯდომისას დააკვირდით სხვა ავტომობილების ნომრებს. ფურცლის და კალამის გარეშე მიუმატეთ ციფრები ერთმანეთს. მიღებული შედეგი აიყვანეთ კვადრატში და შემდეგ გაყავით შვიდზე.

6. უყურეთ ტელევიზორს გამორთული ხმით და ეცადეთ გაიგოთ რა ხდება ეკრანზე. თავად შექმენით ისტორია.

7. მაღაზიაში გასვლის დროს არ შეადგინოთ საჭირო პროდუქტების სია.

8. როდესაც თამაშობთ პოკერს, დააკვირდით მოცემულ კარტებს. არ გადაადგილოთ თქვენი კარტი.

9. ამოჭერით ჟურნალებიდან რამდენიმე ფოტო: ნახატი ცალკე, მინაწერები ცალკე. აურიეთ ერთმანეთში და სხვადასხვა ფოტოებს სხვადასხვა მინაწერი მიანიჭეთ. ამ თამაშის დროს ბევრი საინტერესო აზრი გაგიჩნდებათ.

10. დაყავით დიდი პრობლემა პატარა ნაწილებად და გააკეთეთ მათი სია.

11. ყოველდღე გადაშალეთ ლექსიკონი შემთხვევით გვერდზე და წაიკითხეთ ერთი ფურცელი განმარტებების ჩათვლით მთლიანად.

12. მომავალში, როდესაც თქვენთვის უცხო ქალაქში მოხვდებით, არ შეიძინოთ რუკა. ეცადეთ გზა გზის მაჩვენებლებით გაიკვლიოთ. დაეკითხეთ ადგილობრივებს.

13. გამოიგონეთ ახალი კერძი მაცივარში არსებული პროდუქტის ნარჩენებისგან.

14. ის, რაც ზეპირად იცით, ეცადეთ წაიკითხოთ ბოლოდან.

15. ყველგან ატარეთ თან ფურცელი და ფანქარი და ეცადეთ დახატოთ ყველაფერი, რასაც დაინახავთ. არ არის აუცილებელი, თქვენი ნახატები სამუზეუმო ექსპონატის დონეზე შეასრულოთ.

16. შემდეგში, როდესაც სამზარეულოს რომელიმე ხელსაწყო გაგიტყდებათ, არ გაიქცეთ მის საყიდლად. ეცადეთ თავად შეაკეთოთ ან უპოვოთ შემცვლელი.

17. დააკმაყოფლეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა. თუ რაიმე გაინტერესებთ, ყველა ხერხი გამოიყენეთ მის გასაგებად. მოძებნეთ ინტერნეტში, დაურეკეთ მეგობარს.

18. მოიფიქრეთ გაბზარული თასების გამოყენების 10 ხერხი.

19. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.

20. იყავით თამამი ნებისმიერ საქმეში.

21. სუპერმარკეტში ყოველ მეოთხე მისვლაზე, შეიძინეთ ერთი ისეთი ნივთი ან პროდუქტი, რომელიც აქამდე არასდროს გიყიდიათ.

22. გააკეთეთ ანაგრამები იმ სიტყვებიდან, რომლებსაც საგზაო ნიშნებზე ხედავთ.

23. გაიხსენეთ და გონებაში დათვალეთ თქვენს გარდერობში არსებული ყველა ტანსაცმელი.

24. დააკვირდით რომელიმე სარეკლამო განცხადებას ჟურნალსა და გაზეთში. დაფიქრდით, რას შეცვლიდით მასში? როგორ დახვეწდით? მოიფიქრეთ ახალი სარეკლამო სლოგანი.

25. დღეში ერთხელ მაინც ეცადეთ, რომ თავში სისხლის მიწოდება გააუმჯობესოთ. მაგალითად ჩვეულებრივზე დიდხანს შეიკარით თასმები.

26. როდესაც კერძს ამზადებთ, გონებით გამოთვალეთ დაახლოებით მისი წონა.

27. თუ არ მოგწონთ, გადაარქვით სახელი შინაურ ცხოველს. თუ გაბედავთ, გადაარქვით სახელი შვილებსაც. მოუფიქრეთ მათ ზედმეტსახელები. არ მოგერიდოთ ექსპერიმენტები ზედსართავ სახელებთან და ზმნებთან მიმართებით.

28. ჩამოწერეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომელიც მთავრდება ასოებზე ”ცია”.

29. წაიკითხეთ ლიტერატურული ჟურნალი და გააკეთეთ რომელიმე მოთხრობის კონსპექტი.

30. ეცადეთ, გაიგოთ, რა წერია სამეცნიერო წიგნში. ყურადღება მიაქციეთ ავტორის გვარს.

31. დაისახეთ მიზნები შემდეგი 5 წლისთვის და ჩამოწერეთ გეგმა მათი შესრულებისთვის. მიზნები უნდა იყოს სერიოზული, მაგალითად კარიერა, ბავშვის გაჩენა და აღზრდა.

32. მიუხედავად იმისა, თავიდან მოგეწონებათ თუ არა, აიძულეთ საკუთარ თავს კროსვორდების შევსება. ეცადეთ ამოხსნათ თავსატეხები და ააწყოთ ფაზლები.

33. დაარღვიეთ ყოველდრღიური პროცედურა (მაგალითად ჩაცმის პროცედურა).

34. ითამაშეთ სტრატეგიული თამაშები.

35. აყევით მანქანაში ჩართულ რადიოს.

36. როდესაც მეგობრებთან ერთად ბარში წახვალთ, სადღეგრძელოებს შორის ითამაშეთ გვარების შეერთებაზე. მაგალითად : თუ ელა ფიცჯერალდი ცოლად გაყვა ფილიპ კირკოროვს, მისი გვარი იქნება...

37. სამსახურიდან სახლში ახალი მარშრუტით დაბრუნდით. დაინიშნეთ დრო. შეადარეთ იმ დროს, რომელსაც სახლამდე მოსვლაში ძველი მარშრუტით ანდომებდით.

38. ყოველ მეორე ღამეს დასაძინებლად დაწექით შებრუნებით. თავი დადეთ ფეხების ადგილას.

39. მოიფიქრეთ კბილის ჯაგრისის გამოყენების რამდენიმე ხერხი.

40. შეისწავლეთ ერთი ვიდეოთამაში.

41. თქვენი ტელევიზორის ეკრანის სიმკვეთრე მინიმუმზე დაწიეთ და გაიგეთ რა ხდება მხოლოდ ხმის საშუალებით.

42. შეადგინეთ წინადადება, რომელშიც ყოველი მომდევნო სიტყვა ანბანის მომდევნო ასოზე იწყება. (მაგალითად: აქლები ბედუინებს გალიაში დაუმწყვდევიათ)

43. გადაშალეთ ლექსიკონი და თითი დაადეთ რომელიმე სიტყვას. ეცადეთ ამ სიტყვის დახმარებით შეადგინოთ ანაგრამა.

44. კვირაში ერთხელ შედით წიგნების მაღაზიაში და დააკვირდით საცნობარო წიგნებს.

45. დახატეთ თქვენი სახლის გეგმა. თვალის ზომით გამოთვალეთ ყველაფრის სიგრძე. არ გამოგრჩეთ სახლის ყველაზე მიმალული კუთხეებიც კი.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს