პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"
ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"

ტე­ლე­გა­და­ცე­მა "ანა­ტო­მი­ის" წამ­ყვა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი "მე­ცხრე არ­ხის" ეთე­რი­დან ყო­ველ კვი­რას სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სის და პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ტო­მი­ას გვაც­ნობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა კი მის­მა ბოლო გა­და­ცე­მამ, ფო­თის პორ­ტის ანა­ტო­მი­ამ მი­ი­პყრო, რო­მელ­ზეც ინ­ტერ­ვი­უ­ში ვრცლად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბევ­რს ეგო­ნა, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბის სა­მარ­თალ­ში მი­სა­ცე­მად მხო­ლოდ ჩემი გა­და­ცე­მე­ბი იკ­მა­რებ­და, მაგ­რამ ასე არ არის. გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტი ვარ და გე­ტყვით, რომ და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. გა­მო­ძი­ე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა 26-წუ­თი­ა­ნი "ანა­ტო­მი­ის" კარ­ნა­ხით ვერ აე­წყო­ბა და ვერ იმუ­შა­ვებს. თა­ნაც გა­და­ცე­მა­ში იმას ხომ არ ვამ­ბობ, გინ­დათ თუ არა, ეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დამ­ნა­შა­ვეა და და­ი­ჭი­რეთ-მეთ­ქი. 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დმა კარ­გად ის­წავ­ლა თა­ვი­სი ბნე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა. ჩემი გა­და­ცე­მის წყა­ლო­ბით ხში­რად მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას­თან და შსს-სთან და, ვიცი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხან­გრძლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, მით უმე­ტეს, დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში. მგო­ნია, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო ცდი­ლობს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძა­ბოს. თუ გა­სულ წლებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში ის­ხდნენ, ახლა იმა­ვე ან სხვა ტი­პის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენთ გა­რეთ უშ­ვე­ბენ... "ანა­ტო­მი­ის" ბოლო, ფო­თის პორ­ტი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გა­და­ცე­მი­დან ნათ­ლად ჩანს, პრე­ზი­დენტს უკვე მე­რამ­დე­ნედ აქვს უხე­შად დარ­ღვე­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია. საქ­მე გვაქვს კლა­ნურ და­ნა­შა­ულ­თან. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო იყო, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა. მას და მის გუნდს მხო­ლოდ სა­თა­ვი­სო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ, თა­ნაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ მათი მადა...

- თქვენ­მა გა­და­ცე­მამ ფო­თის პორ­ტის ირ­გვლივ უამ­რა­ვი კი­თხვა გა­უ­ჩი­ნა მა­ყუ­რე­ბელს...

- ფო­თის პორ­ტის ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში სა­ი­მე­დოს ვე­რა­ფერს ნა­ხავთ: 2008 წლის შემ­დეგ ტვირთბ­რუნ­ვა ძა­ლი­ან და­ე­ცა. 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 26 ათა­სი ტონა ნავ­თო­ბით ნაკ­ლე­ბი შე­მო­ვი­და. ზო­გი­ერთ ტერ­მი­ნალ­ში ტვირთბ­რუნ­ვა სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. მთლი­ა­ნად, ყვე­ლა ტერ­მი­ნალ­ში, სექ­ტემ­ბერ­ში 48 ათა­სი ტო­ნით ნაკ­ლე­ბი ბრუნ­ვა აღ­მოჩ­ნდა. ხოლო იჯა­რით გა­ცე­მულ ტერ­მი­ნა­ლებ­ში - 62 ტო­ნით ნაკ­ლე­ბი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­ებ­მა ფო­თის პორ­ტის­კენ გა­საგ­ზავნ ტვირთში და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვეს, ანუ ფრახ­ტი 200 დო­ლა­რით გა­ზარ­დეს, რაც ფო­თის პორ­ტის გა­უ­მარ­თა­ვი მუ­შა­ო­ბით ახ­სნეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­ებ­მა პრე­სას­თან გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იზა­რა­ლეს, რად­გან ფო­თის პორ­ტი დატ­ვირ­თვას ვე­ღარ უძ­ლებ­და. მარ­თლაც, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტვირთბ­რუნ­ვა გა­ნა­ხევ­რდა. აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა უკვე და­ი­წყეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის მო­ძი­ე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ტვირ­თის დიდ ნა­წილს ირან­ში, ბან­დერ-აბას­ში იღებს. ფოთ­ში ტერ­მი­ნა­ლე­ბი არ ჰყოფ­ნით, რად­გან მხო­ლოდ ერთი ნავ­მი­სად­გო­მი მუ­შა­ობს. ამას და­ე­მა­ტა გა­ბე­რი­ლი ტა­რი­ფე­ბი, რის გა­მოც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა თავს არი­დებს ჩვენს პორ­ტში ტვირ­თის შე­მო­ტა­ნას. მა­გა­ლი­თად, ფოთ­ში ერთი ტონა ხორ­ბლის შე­ტა­ნა 6 დო­ლა­რი ჯდე­ბა, ტრა­პი­ზონ­სა და ნო­ვო­რო­სი­ის­კში კი გა­დამ­ზი­დი 3 დო­ლარს იხ­დის, ბან­დერ-აბას­ში - ერთ დო­ლარს. ერთი ტონა ქათ­მის ბარ­კლის შე­ტა­ნა ფოთ­ში 21 დო­ლა­რი ღირს, ნო­ვო­რო­სი­ის­კში - 9, ბან­დერ-აბას­ში - 3, ხოლო ტრა­პი­ზონ­ში - 2 დო­ლა­რი...

- დღეს ვი­სია ფო­თის პორ­ტი?

- პორ­ტის 15 ტერ­მი­ნა­ლი­დან 8 იჯა­რით არის გა­ცე­მუ­ლი 20 და 25 წლით, აქ სამი კომ­პა­ნია ფი­გუ­რი­რებს. ერთ-ერ­თია შპს "ტრანსფორ­დი", რომ­ლის 50-50 პრო­ცენ­ტი წი­ლე­ბი აქვთ "პეის ჯორ­ჯი­ას" და ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "პეის ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალს", რომ­ლის მფლო­ბე­ლიც არის ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი სოსო დო­ლი­ძე. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მე­ნე­ჯე­რი და კრე­ბის ოქ­მის ავ­ტო­რიც ის არის. სოსო დო­ლი­ძე აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა და ნიუ-იორკში იმა­ვე მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობს, რო­მელ­ზეც სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხად­ყოფს, თა­ვის დრო­ზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სოსო დო­ლი­ძის ხელ­ში ფო­თის პორ­ტის გემთსა­შე­ნის ერ­თა­დერ­თი ნავ­მი­სად­გო­მი. 2010 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით ფო­თის სა­ზღვაო ნავ­მი­სად­გომს 2 მი­ლი­ონ 200 ათას დო­ლა­რად აძ­ლევს გემთსა­შე­ნის ერ­თა­დერთ გა­სას­ვლელს ზღვა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, გემთსა­შენ­ში აშე­ნე­ბუ­ლი გემი ზღვის გა­რე­შე რჩე­ბა, თუ ნავ­მი­სად­გო­მის კომ­პა­ნი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გე­მის ჩაშ­ვე­ბა­ზე. კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც პორ­ტის ერ­თა­დერ­თი ნავ­მი­სად­გო­მი შე­ი­ძი­ნა, ეკუთ­ვნის ამე­რი­კულ ფირ­მა "პეის ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალს", რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც სოსო დო­ლი­ძეა. ვწუხ­ვარ, რომ სოსო დო­ლი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვერ და­ვი­თან­ხმეთ, თუმ­ცა ბა­ტო­ნი სოსო დაგვპირ­და, სამ კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ და ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს მოგ­ცემ­თო, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კი ისეთ დე­ტა­ლებს გა­ახ­მა­უ­რებს, რაც ბევ­რმა არ იცის.

- კი მაგ­რამ, დო­ლი­ძე ხომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას ახ­ლო­ბე­ლია...

- არ მგო­ნია, სოსო დო­ლი­ძე ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს, ვინ­მემ რამე აუკ­რძა­ლოს. თან, რო­გორც ბა­ტო­ნი სო­სოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, მას თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს.

- თქვენს გა­და­ცე­მა­ში ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ა­თეთ­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა 155 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი...

- ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, სა­ა­კაშ­ვილ­მა ფო­თის პორ­ტში ირა­ნუ­ლი კომ­პა­ნია "რა­კი­ას" შე­მოყ­ვა­ნით 155 მი­ლი­ო­ნი გა­ა­თეთ­რა. შემ­დეგ კი მო­ას­წრო და, წამ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სო­ბი­ექ­ტის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 25-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­დას­ცა სოსო დო­ლი­ძეს, ანუ ამე­რი­კულ ფირ­მას მიჰ­ყი­და. მით უმე­ტეს, რომ ყარ­სი-თბი­ლი­სი- ახალ­ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ა­კაშ­ვილს ფო­თის პორ­ტის ჩა­ძირ­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი ექ­ნე­ბო­და.

- ამ ყვე­ლაფ­რის გამო და­ზა­რალ­დნენ თურ­ქი და ჩეხი ინ­ვეს­ტო­რე­ბი...

- თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი ომერ სარი, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჯგუ­ფე­ლი და ახლო მე­გო­ბა­რია, გა­და­ზიდ­ვე­ბის ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. იგი ფო­თის პორ­ტის ერთ-ერთი მო­ი­ჯა­რე ფირ­მის წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ.

იჯა­რა 25 წლით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. პორ­ტში არა­ბუ­ლი კომ­პა­ნია "რა­კია" რომ შე­ვი­და, პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე მიწა 49- წლი­ა­ნი იჯა­რით აიღო, შემ­დეგ კი შე­ის­ყი­და, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა და ომერ სა­რის კომ­პა­ნი­ას იჯა­რა შე­უ­წყვი­ტა. ამის შემ­დეგ კი თურქ ბიზ­ნეს­მენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც შე­უთ­ვა­ლა, სას­წრა­ფოდ და­ეთ­მო თა­ვი­სი წილი. ჩეხ ბიზ­ნეს­მენს ვლა­დის­ლავ ჰა­ლა­ჩკა­საც ასე­თი­ვე ბედი ხვდა წი­ლად. გა­ძე­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით ეც­დე­ბი­ან. აპი­რე­ბენ პა­სუ­ხი აგე­ბი­ნონ ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც ჩათ­რე­უ­ლი იყ­ვნენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მა­ქი­ნა­ცი­ა­ში. ჩემი აზ­რით, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი აშ­კა­რაა.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც, თუ გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი "ანა­ტო­მი­ას­თან" სტუმ­რო­ბი­სა, მზად ვართ, გა­და­ცე­მა და­ვუთ­მოთ, ოღონდ იმ კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს. ანა­ლო­გი­უ­რი რამ შევ­თა­ვა­ზეთ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და თენ­გიზ გუ­ნა­ვა­საც, მაგ­რამ მათ­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ.

- გუ­ნა­ვას "ანა­ტო­მი­აც" საკ­მა­ოდ მწვა­ვე გა­მო­ვი­და...

- რო­დე­საც მის ანა­ტო­მი­ას ვა­კე­თებ­დი, სა­დაც ლა­პა­რა­კი იყო მკვლე­ლო­ბა­ზე, კო­რუფ­ცი­ა­სა და ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე, და­ვუ­კავ­შირ­დი თენ­გიზ გუ­ნა­ვას და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე, მაგ­რამ ამა­ოდ... ეს ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა, რომ გვაქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი, ამი­ტო­მაც, თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნას, დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. ანდა რა ეთ­ქმის გუ­ნა­ვას? მარ­თლაც ძნე­ლი ასახ­სნე­ლია, რაც მათ მა­ნუ­ჩარ ძა­ძუ­ას და­მარ­თეს: მა­ნუ­ჩარ ძა­ძუ­ა­სა და კუ­დის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან მტკიც­დე­ბა, რომ ძა­ძუ­ას, რო­მელ­საც 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, აწა­მებ­დნენ სწო­რედ გუ­ნა­ვას (იმ­ხა­ნად სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და თან­დას­წრე­ბით. რა­ტომ არ გაგ­ვცა ამა­ზე პა­სუ­ხი გუ­ნა­ვამ? არც პრო­კუ­რო­რი ვარ და არც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ მა­ნუ­ჩარ ძა­ძუა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსხვერ­პლია. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, გა­მო­გო­ნი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბით მი­ე­პყროთ და­სავ­ლე­თის ყუ­რა­დღე­ბა და მი­ე­ღოთ ფული. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­სავ­ლე­თი ამის­თვის ფულს არ ინა­ნებს...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"

ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"

ტელეგადაცემა "ანატომიის" წამყვანი, ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი "მეცხრე არხის" ეთერიდან ყოველ კვირას სხვადასხვა პოლიტიკოსის და პოლიტიკური მოვლენების ანატომიას გვაცნობს. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა ბოლო გადაცემამ, ფოთის პორტის ანატომიამ მიიპყრო, რომელზეც ინტერვიუში ვრცლად გვესაუბრება:

- ბევრს ეგონა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების სამართალში მისაცემად მხოლოდ ჩემი გადაცემები იკმარებდა, მაგრამ ასე არ არის. განათლებით იურისტი ვარ და გეტყვით, რომ დანაშაულის დამტკიცება ხანგრძლივი პროცესია. გამოძიება და პროკურატურა 26-წუთიანი "ანატომიის" კარნახით ვერ აეწყობა და ვერ იმუშავებს. თანაც გადაცემაში იმას ხომ არ ვამბობ, გინდათ თუ არა, ეს მაღალჩინოსანი დამნაშავეა და დაიჭირეთ-მეთქი. 9-წლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილის გუნდმა კარგად ისწავლა თავისი ბნელი საქმიანობის მიჩუმათება. ჩემი გადაცემის წყალობით ხშირად მაქვს ურთიერთობა პროკურატურასთან, ფინანსურ პოლიციასთან და შსს-სთან და, ვიცი, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს, დღევანდელი სასამართლოს პირობებში. მგონია, რომ დღეს სასამართლო ცდილობს, კრიმინალური ვითარება ხელოვნურად დაძაბოს. თუ გასულ წლებში ნარკოტიკების გამსაღებლები საპატიმროებში ისხდნენ, ახლა იმავე ან სხვა ტიპის მძიმე დანაშაულის ჩამდენთ გარეთ უშვებენ... "ანატომიის" ბოლო, ფოთის პორტისადმი მიძღვნილი გადაცემიდან ნათლად ჩანს, პრეზიდენტს უკვე მერამდენედ აქვს უხეშად დარღვეული კონსტიტუცია. საქმე გვაქვს კლანურ დანაშაულთან. სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა. მას და მის გუნდს მხოლოდ სათავისო ბიზნესინტერესები ჰქონდათ, თანაც, მოგეხსენებათ მათი მადა...

- თქვენმა გადაცემამ ფოთის პორტის ირგვლივ უამრავი კითხვა გაუჩინა მაყურებელს...

- ფოთის პორტის ფინანსურ მაჩვენებლებში საიმედოს ვერაფერს ნახავთ: 2008 წლის შემდეგ ტვირთბრუნვა ძალიან დაეცა. 2012 წლის სექტემბერში 26 ათასი ტონა ნავთობით ნაკლები შემოვიდა. ზოგიერთ ტერმინალში ტვირთბრუნვა საერთოდ არ ყოფილა. მთლიანად, ყველა ტერმინალში, სექტემბერში 48 ათასი ტონით ნაკლები ბრუნვა აღმოჩნდა. ხოლო იჯარით გაცემულ ტერმინალებში - 62 ტონით ნაკლები. როგორც გავარკვიეთ, საერთაშორისო საზღვაო კომპანიებმა ფოთის პორტისკენ გასაგზავნ ტვირთში დამატებითი თანხის გადახდა მოითხოვეს, ანუ ფრახტი 200 დოლარით გაზარდეს, რაც ფოთის პორტის გაუმართავი მუშაობით ახსნეს. საერთაშორისო საზღვაო კომპანიებმა პრესასთან განაცხადეს, რომ მილიონობით დოლარი იზარალეს, რადგან ფოთის პორტი დატვირთვას ვეღარ უძლებდა. მართლაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა განახევრდა. აზერბაიჯანმა და სომხეთმა უკვე დაიწყეს ალტერნატიული გზების მოძიება. აზერბაიჯანი ტვირთის დიდ ნაწილს ირანში, ბანდერ-აბასში იღებს. ფოთში ტერმინალები არ ჰყოფნით, რადგან მხოლოდ ერთი ნავმისადგომი მუშაობს. ამას დაემატა გაბერილი ტარიფები, რის გამოც ყველა ქვეყანა თავს არიდებს ჩვენს პორტში ტვირთის შემოტანას. მაგალითად, ფოთში ერთი ტონა ხორბლის შეტანა 6 დოლარი ჯდება, ტრაპიზონსა და ნოვოროსიისკში კი გადამზიდი 3 დოლარს იხდის, ბანდერ-აბასში - ერთ დოლარს. ერთი ტონა ქათმის ბარკლის შეტანა ფოთში 21 დოლარი ღირს, ნოვოროსიისკში - 9, ბანდერ-აბასში - 3, ხოლო ტრაპიზონში - 2 დოლარი...

- დღეს ვისია ფოთის პორტი?

- პორტის 15 ტერმინალიდან 8 იჯარით არის გაცემული 20 და 25 წლით, აქ სამი კომპანია ფიგურირებს. ერთ-ერთია შპს "ტრანსფორდი", რომლის 50-50 პროცენტი წილები აქვთ "პეის ჯორჯიას" და ამერიკულ კომპანია "პეის ინტერნეიშენალს", რომლის მფლობელიც არის ამერიკაში მცხოვრები სოსო დოლიძე. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მენეჯერი და კრების ოქმის ავტორიც ის არის. სოსო დოლიძე აშშ-ის მოქალაქეა და ნიუ-იორკში იმავე მისამართზე ცხოვრობს, რომელზეც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია არის რეგისტრირებული. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თავის დროზე როგორ აღმოჩნდა სოსო დოლიძის ხელში ფოთის პორტის გემთსაშენის ერთადერთი ნავმისადგომი. 2010 წლის 26 ოქტომბერს სააკაშვილის განკარგულებაში წერია, რომ ის პირდაპირი მიყიდვის წესით ფოთის საზღვაო ნავმისადგომს 2 მილიონ 200 ათას დოლარად აძლევს გემთსაშენის ერთადერთ გასასვლელს ზღვაში. ფაქტობრივად, გემთსაშენში აშენებული გემი ზღვის გარეშე რჩება, თუ ნავმისადგომის კომპანიამ უარი განაცხადა აკვატორიაში გემის ჩაშვებაზე. კომპანია, რომელმაც პორტის ერთადერთი ნავმისადგომი შეიძინა, ეკუთვნის ამერიკულ ფირმა "პეის ინტერნეიშენალს", რომლის დამფუძნებელიც სოსო დოლიძეა. ვწუხვარ, რომ სოსო დოლიძე ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ, თუმცა ბატონი სოსო დაგვპირდა, სამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივარ და ვრცელ ინტერვიუს მოგცემთო, ყოფილი ხელისუფლების შესახებ კი ისეთ დეტალებს გაახმაურებს, რაც ბევრმა არ იცის.

- კი მაგრამ, დოლიძე ხომ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ახლობელია...

- არ მგონია, სოსო დოლიძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, ვინმემ რამე აუკრძალოს. თან, როგორც ბატონი სოსოს წარმომადგენელმა შეგვატყობინა, მას თემურ ალასანიასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

- თქვენს გადაცემაში ლაპარაკი იყო იმაზე, თუ როგორ გაათეთრა სააკაშვილმა 155 მილიონი დოლარი...

- ექსპერტების აზრით, სააკაშვილმა ფოთის პორტში ირანული კომპანია "რაკიას" შემოყვანით 155 მილიონი გაათეთრა. შემდეგ კი მოასწრო და, წამგებიანი ბიზნესობიექტის ძირითადი ნაწილი 25-წლიანი იჯარით გადასცა სოსო დოლიძეს, ანუ ამერიკულ ფირმას მიჰყიდა. მით უმეტეს, რომ ყარსი-თბილისი- ახალქალაქის პროექტის ამოქმედებისთანავე, სააკაშვილს ფოთის პორტის ჩაძირვის გასამართლებლად ობიექტური მიზეზი ექნებოდა.

- ამ ყველაფრის გამო დაზარალდნენ თურქი და ჩეხი ინვესტორები...

- თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის ჯგუფელი და ახლო მეგობარია, გადაზიდვების ბიზნესშია ჩართული. იგი ფოთის პორტის ერთ-ერთი მოიჯარე ფირმის წილის მფლობელი გახლდათ.

იჯარა 25 წლით იყო განსაზღვრული. პორტში არაბული კომპანია "რაკია" რომ შევიდა, პორტის მიმდებარე მიწა 49- წლიანი იჯარით აიღო, შემდეგ კი შეისყიდა, თუმცა სამი წლის შემდეგ გაყიდვა გადაწყვიტა და ომერ სარის კომპანიას იჯარა შეუწყვიტა. ამის შემდეგ კი თურქ ბიზნესმენს ხელისუფლებამაც შეუთვალა, სასწრაფოდ დაეთმო თავისი წილი. ჩეხ ბიზნესმენს ვლადისლავ ჰალაჩკასაც ასეთივე ბედი ხვდა წილად. გაძევებული ბიზნესმენები ფინანსური ზარალის ანაზღაურებას სასამართლოს ძალით ეცდებიან. აპირებენ პასუხი აგებინონ ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ჩათრეული იყვნენ სახელისუფლებო მაქინაციაში. ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარაა.

ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც, თუ გაუჩნდება სურვილი "ანატომიასთან" სტუმრობისა, მზად ვართ, გადაცემა დავუთმოთ, ოღონდ იმ კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ანალოგიური რამ შევთავაზეთ ვანო მერაბიშვილსა და თენგიზ გუნავასაც, მაგრამ მათგან კატეგორიული უარი მივიღეთ.

- გუნავას "ანატომიაც" საკმაოდ მწვავე გამოვიდა...

- როდესაც მის ანატომიას ვაკეთებდი, სადაც ლაპარაკი იყო მკვლელობაზე, კორუფციასა და ტერორისტულ აქტზე, დავუკავშირდი თენგიზ გუნავას და კომენტარი ვთხოვე, მაგრამ ამაოდ... ეს ადამიანი ხვდება, რომ გვაქვს არგუმენტები, ამიტომაც, თავის მართლების პოზიციაში ყოფნას, დუმილს ამჯობინებს. ანდა რა ეთქმის გუნავას? მართლაც ძნელი ასახსნელია, რაც მათ მანუჩარ ძაძუას დამართეს: მანუჩარ ძაძუასა და კუდის ყოფილი თანამშრომლის ჩვენებიდან მტკიცდება, რომ ძაძუას, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აწამებდნენ სწორედ გუნავას (იმხანად სამხარეო პოლიციის უფროსი) ხელმძღვანელობით და თანდასწრებით. რატომ არ გაგვცა ამაზე პასუხი გუნავამ? არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი, მაგრამ აშკარაა, რომ მანუჩარ ძაძუა სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლია. ნაციონალები ცდილობდნენ, გამოგონილი ტერორისტული აქტებით მიეპყროთ დასავლეთის ყურადღება და მიეღოთ ფული. მოგეხსენებათ, დასავლეთი ამისთვის ფულს არ ინანებს...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები