კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ
დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ა­ბი­ტა­ცი­ის მი­სე­ულ გა­გე­ბას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს:

"ამ ბოლო დროს იმ­დენ­ჯერ აგი­ნეს, ათ­რი­ეს და სულ ტა­ლახ­ში ამოს­ვა­რეს სი­ტყვა კო­ა­ბი­ტა­ცია, რომ სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე ორი­ო­დე სი­ტყვა მეთ­ქვა.

რა იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი ნაკ­ლი? ის, რომ მათ ეს ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ თა­ვის­თვის უნ­დო­დათ. ვინც არ იყო ნაც­მოძ­რა­ო­ბის მომ­ხრე, ის ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და - ისი­ნი იყ­ვნენ ქვეყ­ნის მტრე­ბი, რუ­სე­თუ­მე­ე­ბი, რეტ­როგ­რა­დე­ბი, ყო­ფი­ლი გა­იშ­ნი­კე­ბი და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი, მოკ­ლედ არას­წო­რი მენ­ტა­ლო­ბის მქო­ნე ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც უნდა ჩა­ე­რე­ცხათ, გა­ექ­როთ, გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ, რო­გორც კლა­სი. მათ მი­მართ ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო, უბ­რა­ლოდ ასე­თე­ბი (ანუ ნაც­მოძ­რა­ო­ბას ვინც მხარს არ უჭერ­და) ძა­ლი­ან ბევ­რნი აღ­მოჩ­ნდნენ და ყვე­ლას ვერ გაწ­ვდნენ.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­აზ­როვ­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლის­თვის თით­ქოს­და ცხად­ზე უცხა­დე­სი უნდა გამ­ხდა­რი­ყო ამ­გვა­რი ქედ­მაღ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბა, მაგ­რამ მეტი არაა ჩემი მტე­რი! პი­რი­ქით, უკვე ოპო­ზი­ცი­ის როლ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბა ჯი­უ­ტად აწ­ვე­ბა პირ­ველ ჩვე­ნე­ბას, რომ ამ წყე­ულ ქვე­ყა­ნა­ში მათ გარ­და ყვე­ლა უვი­ცი, გა­უ­თლე­ლი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და იდი­ო­ტია.

მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რი სხვაა: ნაც­მოძ­რა­ო­ბა იქით იყოს და თუ ჩვენ გვინ­და თვი­სობ­რი­ვად სხვაგ­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, თუ ჩვენ რე­ა­ლუ­რად გვინ­და დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო არის ყვე­ლას­თვის! რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში ასე­ვე უნდა იცხოვ­რონ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­მაც - აი სწო­რედ მათ, ვინც თვლის, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის გა­რეთ ყვე­ლა უვი­ცი, გა­უ­თლე­ლი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და იდი­ო­ტია, თითო-ორო­ლა ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლი რე­ნე­გა­ტის გარ­და - უფრო მე­ტიც, ეს უნდა იყოს ქვე­ყა­ნა, სა­დაც მათი ღირ­სე­ბა და მათი უფ­ლე­ბე­ბიც ისე­ვე იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის.

იმ­დე­ნი სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზი­აა დაგ­რო­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, იმ­დე­ნი გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ არაა ეს მთლად ად­ვი­ლი, მაგ­რამ თუ ჩვენ მკვეთ­რად არ გავ­მიჯ­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და ყვე­ლა მი­შის­ტი ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ვიყ­ვა­ნეთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო, როცა მი­შის­ტე­ბის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე ჯგუ­ფი აღ­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც სხვა, მერე კი­დევ ვი­ღაც სხვა და ა.შ. და­უს­რუ­ლებ­ლად. ეს კინო კი უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს, თან არა­ერ­თხელ.

მოკ­ლედ, თუ გვინ­და ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, ეს უნდა იყოს ქვე­ყა­ნა ყვე­ლას­თვის და არა მხო­ლოდ "სწო­რი მენ­ტა­ლო­ბის" მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ხოლო თუ მა­ინ­ცა და მა­ინც რე­ვან­ში და "აბა­რო­ტის" აღე­ბა გვინ­და, მა­შინ ისევ იქ დავ­ბრუნ­დე­ბით, სა­ი­და­ნაც თით­ქოს­და გა­მო­ვაღ­წი­ეთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც სწო­რედ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ეგი­დით და­ი­წყო შე­ვარ­დნა­ძის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა. მერე რაც მოხ­და, იმას ნუღა გა­მახ­სე­ნებთ...

ასე მეს­მის მე ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი კო­ა­ბი­ტა­ცია და არ ვცდე­ბი მგო­ნი... რა ვიცი, რა ვიცი...", - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ

დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი კოაბიტაციის მისეულ გაგებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

"ამ ბოლო დროს იმდენჯერ აგინეს, ათრიეს და სულ ტალახში ამოსვარეს სიტყვა კოაბიტაცია, რომ საჭიროდ ჩავთვალე ორიოდე სიტყვა მეთქვა.

რა იყო სააკაშვილის ხელისუფლების უმთავრესი ნაკლი? ის, რომ მათ ეს ქვეყანა მხოლოდ თავისთვის უნდოდათ. ვინც არ იყო ნაცმოძრაობის მომხრე, ის ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ არც განიხილებოდა - ისინი იყვნენ ქვეყნის მტრები, რუსეთუმეები, რეტროგრადები, ყოფილი გაიშნიკები და კორუმპირებული მებაჟეები, მოკლედ არასწორი მენტალობის მქონე ხალხი, რომლებიც უნდა ჩაერეცხათ, გაექროთ, გაენადგურებინათ, როგორც კლასი. მათ მიმართ ყველაფერი ნებადართული იყო, უბრალოდ ასეთები (ანუ ნაცმოძრაობას ვინც მხარს არ უჭერდა) ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ და ყველას ვერ გაწვდნენ.

არჩევნების შემდეგ მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ნაციონალისთვის თითქოსდა ცხადზე უცხადესი უნდა გამხდარიყო ამგვარი ქედმაღლური დამოკიდებულების მანკიერება, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი! პირიქით, უკვე ოპოზიციის როლში ნაცმოძრაობა ჯიუტად აწვება პირველ ჩვენებას, რომ ამ წყეულ ქვეყანაში მათ გარდა ყველა უვიცი, გაუთლელი, ჩამორჩენილი და იდიოტია.

მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სხვაა: ნაცმოძრაობა იქით იყოს და თუ ჩვენ გვინდა თვისობრივად სხვაგვარი სახელმწიფოს აშენება, თუ ჩვენ რეალურად გვინდა დემოკრატია, ადამიანის ღირსების პატივისცემა და თავისუფლება, მაშინ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სახელმწიფო არის ყველასთვის! რომ ამ სახელმწიფოში ასევე უნდა იცხოვრონ წინა ხელისუფლების მომხრეებმაც - აი სწორედ მათ, ვინც თვლის, რომ ნაცმოძრაობის გარეთ ყველა უვიცი, გაუთლელი, ჩამორჩენილი და იდიოტია, თითო-ოროლა ფულზე გაყიდული რენეგატის გარდა - უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს ქვეყანა, სადაც მათი ღირსება და მათი უფლებებიც ისევე იქნება დაცული, როგორც ყველა დანარჩენის.

იმდენი სამართლიანი პრეტენზიაა დაგროვილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, იმდენი გამწარებული ადამიანია, რომ არაა ეს მთლად ადვილი, მაგრამ თუ ჩვენ მკვეთრად არ გავმიჯნეთ კონკრეტული დამნაშავეები და ყველა მიშისტი ამ კატეგორიაში გავიყვანეთ, მაშინ აუცილებლად მოვა დრო, როცა მიშისტების შემდეგ დამნაშავე ჯგუფი აღმოჩნდება ვიღაც სხვა, მერე კიდევ ვიღაც სხვა და ა.შ. დაუსრულებლად. ეს კინო კი უკვე ნანახი გვაქვს, თან არაერთხელ.

მოკლედ, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, ეს უნდა იყოს ქვეყანა ყველასთვის და არა მხოლოდ "სწორი მენტალობის" მქონე მოქალაქეებისთვის, ხოლო თუ მაინცა და მაინც რევანში და "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ. სააკაშვილის ხელისუფლებამაც სწორედ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით დაიწყო შევარდნაძის ჩინოვნიკების დაპატიმრება. მერე რაც მოხდა, იმას ნუღა გამახსენებთ...

ასე მესმის მე ეს ყბადაღებული კოაბიტაცია და არ ვცდები მგონი... რა ვიცი, რა ვიცი...", - წერს დავით ზურაბიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა