პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ქირია - "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხვალ იქნება თუ არა, არ ვიცი
ოთარ ქირია - "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხვალ იქნება თუ არა, არ ვიცი

ოთარ ქი­რია თა­ვი­სი ენა­მახ­ვი­ლო­ბით ყო­ველ დი­ლას არ­თობს "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელს, ამ­ჯე­რად კი ბუკ­ლი­კომ შე­უ­ტია თა­ვი­სი სა­ხა­ლი­სო შე­კი­თხვე­ბით და ოთარ­მა, ტოლი არ და­მი­დო. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა ჩემს რუბ­რი­კა­ში.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გა­იღ­ვი­ძე აფ­რი­კუ­ლი ტომ­ის გა­რე­მოც­ვა­ში და ბე­ლა­დის ქა­ლიშ­ვი­ლის ცო­ლად შე­თ­ვას გა­ი­ძუ­ლე­ბენ.

- ვე­მორ­ჩი­ლე­ბი!..

- არ შე­ხე­დავ, რო­გო­რი გო­გოა?

- აქ მთა­ვა­რი ის კი არ არის, რო­გო­რი გო­გო­ნაა, არა­მედ ის, რომ ბე­ლა­დის ქა­ლიშ­ვი­ლია. პირ­ვე­ლი პი­რის სიძე გავ­ხდე­ბი (იღი­მე­ბა).

- ნინო არა­ზაშ­ვი­ლი გთ­ხოვს, ერთი დღით ძი­ძო­ბა გა­უ­წიო მის შვი­ლებს.

- ყბა ჩა­მო­მი­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი და­ვე­მორ­ჩი­ლო მის თხოვ­ნას კი არა, მო­თხოვ­ნას. ამას შე­ვა­ფა­სებ, რო­გორც თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბას, ეს იქ­ნე­ბა იძუ­ლე­ბით და­თან­ხმე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლად რომ გი­პა­სუ­ხო, ნი­ნოს შვი­ლე­ბი, გი­ორ­გი და ნა­ტაშ­კა, იმ­დე­ნად კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ მათ­თან, რო­გორც ტო­ლებ­თან, ისე ვურ­თი­ერ­თობ და მათი და­ტო­ვე­ბა არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის კლიპ­ში გუ­ლახ­დილ სც­ენებ­ში გი­ღე­ბენ.

- ვაი, დამ­ცხა (იცი­ნის)!.. ძა­ლი­ან დამ­ცხა! უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დე­ბი ბევ­რი მი­ზე­ზის გამო.

- კარ­გი რა, ოთარ...

- მთა­ვარ მი­ზეზს გე­ტყვი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ.

- ეგ რა შუ­ა­შია, მსა­ხი­ო­ბე­ბი ხომ თა­მა­შო­ბენ ამ­გვარ სცე­ნებ­ში?

- მე სრუ­ლი­ად უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბი ვარ, ამი­ტომ სა­დაც არა სჯობს, გაც­ლა სჯობ­სო, ხომ გა­გი­გო­ნია. უარს ვი­ტყო­დი.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გთა­ვა­ზო­ბენ და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" გე­უბ­ნე­ბა, რომ ეს არ­ხის რე­ი­ტინგს სჭირ­დე­ბა. უნდა გა­მოხ­ვი­დე და იმ­ღე­რო.

- დავ­თან­ხმდე­ბი, გა­მო­ვალ და ისე და­ვაყ­რუ­ებ ყვე­ლას, რომ მიხ­ვდე­ბი­ან, ეს არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო (იცი­ნის). ისე, ნორ­მა­ლუ­რი სმე­ნა მაქვს, მაგ­რამ მა­ინც და­ვაყ­რუ­ებ­დი. შე­ვას­რუ­ლებ­დი "დი­ლით შენს ბაღ­ში ვღი­ღი­ნებ", ასე­ვე სტინ­გის shape of my heart.

- ოჰ, პირ­და­პირ სტინგზე გა­და­ი­ნაც­ვლა. გი­რე­კავს თინა ხი­და­შე­ლი და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რე­ბას გთა­ვა­ზობს.

- ვა­ი­მე, რა და­ვა­შა­ვე (იცი­ნის)?!.. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" მა­ინც შე­მომ­თა­ვა­ზოს, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, რად­გან მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და პა­ტივ­სა­ცე­მი პარ­ტი­აა. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რე­ბას არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან ხვალ იქ­ნე­ბა თუ არა, არ ვიცი. პარ­ტი­ას 1 და 2-წლი­ა­ნი ის­ტო­რია რომ აქვს, იქ ვერ გავ­წევ­რდე­ბი.

- გვან­ცა და­რა­სე­ლია ვა­ლად გარ­თმევს ფულს და რო­ცა დათ­ქმულ ვა­და­ში მი­ა­კი­თხავ, იკ­ვირ­ვებს, რა ფული, რის ფუ­ლიო.

- და­გი­რე­კავ შენ, მოგ­ცემ ინ­ტერ­ვი­უს და როცა "რე­ი­ტინ­გში" გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, მერე მე თვი­თონ­ვე მი­მო­ვი­ხი­ლავ. მთელ ქვე­ყა­ნას გა­ვა­გე­ბი­ნებ, რომ გვან­ცა და­რა­სე­ლია არის "კი­და­ლა", ასე და­წე­რე, გა­დამგდე­ბი (იცი­ნის).

- დი­ლას აღებ კარს და დგას ბე­დუ­ი­ნის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კობა და­ვი­თაშვ­ი­ლი, ხელს გიქ­ნევს და გი­ღი­მის, მის ზურგს უკან კი აქ­ლე­მი დგას.

- (იცი­ნის) ეს რა მო­გი­ფიქ­რე­ბია!.. წრუ­წუ­ნად გა­და­ვიქ­ცე­ვი, შე­მე­შინ­დე­ბა. კობა ისე­დაც დი­დია და ბე­დუ­ი­ნის სა­მოს­ში ორ­მა­გად დიდი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. რად­გან აქ­ლე­მიც მო­უყ­ვა­ნია, ჩავ­თვლი, რომ ჩემს გა­ტა­ცე­ბას აპი­რებს. ისე, გა­ტა­ცე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი აქვს, ოღონდ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ თვი­თონ იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

- ეზო­ში და­დის მაწ­ვნის გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მელ­შიც ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს ამო­იც­ნობ.

- (ხარ­ხა­რებს) ვა­ი­მე!.. ვე­ტყვი, რომ ჩემს ეზოს გა­ე­ცა­ლოს. არ მინ­და არც მა­გი­სი მა­წო­ნი და არც არა­ფე­რი.

- რა­ტომ, იქ­ნებ, კარ­გი და სუფ­თა მა­წო­ნი აქვს?

- ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა? შე­მე­შინ­დე­ბა, მა­წონ­ში რა­ი­მე არ იყოს (იცი­ნის).

- მა­რი­ამ სა­ჯა­ია "პრო­ფილ­ში" ამ­ბობს, რომ დი­ლის ეთერს შენ გამო უყუ­რებს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია შენი პრე­სის მი­მო­ხილ­ვით.

- დავ­დნე­ბი ღო­რის ქო­ნი­ვით.

- ისე, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გსმე­ნია კომ­პლი­მენ­ტე­ბი?

- რო­გორ არა, ახ­ლაც ხში­რად მეს­მის. ყვე­ლა­ზე კარ­გი კომ­პლი­მენ­ტი ის კი არ არის, რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, დღეს გი­ყუ­რე­თო. თუ ში­ნა­არსზე გა­მი­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, მა­შინ ვხვდე­ბი, რომ ნამ­დვი­ლად ნა­ნა­ხი აქვთ და ეს არის სა­უ­კე­თე­სო კომ­პლი­მენ­ტი.

- ანრი ჯო­ხა­ძე გთხოვს, პრე­სის მი­მო­ხილ­ვა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­სე­ნო მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, პი­არ­ში დახ­მა­რე­ბას გთხოვს ამ გზით.

- გა­და­ვა­მი­სა­მარ­თებ პრო­დი­უ­სერ­თან და მას უთხრას.

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ყა­ვას გა­და­გას­ხამს.

- დავჩ­მორ­დე­ბი (იცი­ნის)!.. შე­მე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც წუნ­კლურ ფრა­ზას მა­ინც ვე­ტყვი. მა­გა­ლი­თად ასეთს, ხელი რა­ტომ გი­კან­კა­ლებს, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ ხარ, იმი­ტომ (იღი­მე­ბა)?

- ხარ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და ბენ­დუ­ქი­ძე გი­ზის კა­ბი­ნეტ­ში, და­ჟი­ნე­ბით გე­კი­თხე­ბა, რა­ტომ შე­უ­ჩე­რე მის უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია.

- ამო­ვი­ღებ დას­კვნას და და­ვუ­დებ, წა­ი­კი­თხოს. აბა, მე­რამ­დე­ნედ უნდა ავ­ხსნა ერთი და იგი­ვე? ახლა მა­გა­ზე ვხარ­ჯო კი­დევ დრო. მგო­ნი, უკვე ახ­სნეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი პირ­და­პირ ეთერ­შიც, არა­პირ­და­პირ­შიც, კად­რის წი­ნაც, უკა­ნაც, 6000-ჯერ.

- ეთე­რის წინ ყა­ვა­ში ჩუ­მად ალ­კოჰო­ლი ჩა­გის­ხეს და ეთე­რის მსვლე­ლო­ბი­სას ხვდე­ბი, რომ შე­ქე­ი­ფი­ა­ნე­ბუ­ლი ხარ.

- ეთე­რი გა­და­იზ­რდე­ბა დიმ­პი­ტა­უ­რი-დამ­პი­ტა­უ­რის რე­ჟიმ­ში. ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა. კო­ნი­ა­კი ჩა­მის­ხამს ყა­ვა­ში, წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად. მერე თა­ვად გა­ვა­ხა­ლი­სე ყვე­ლა. 90%-იანი ეჭვი მაქვს, რომ ყვე­ლა მიხ­ვდა, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი რომ გახ­ლდით. ნინო არა­ზაშ­ვილ­მა ვერ მო­ით­მი­ნა და ეთე­რის ბო­ლოს წამ­კბი­ნა, შენ დი­ლი­დან და­გი­წყი­აო. ძვე­ლით ახა­ლი წელი იყო და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბო­და, რა­ტო­მაც მი­თხრა.

- პრე­სის მი­მო­ხილ­ვი­სას, შლი ჟურ­ნალს და აღ­მო­ა­ჩენ, რომ იქ შენ­ზე რა­ღაც ჭორი წე­რია ან პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტოა, სა­დაც შიშ­ვლად ხარ გა­მო­სა­ხუ­ლი.

- სა­ი­დან გა­და­მი­ღე­ბენ შიშ­ველ ფო­ტოს? არ ვიცი, რა ჭორი და ფო­ტოც უნდა იყოს, ჯერ შევ­ხე­დავ, პირ­ველ რიგ­ში, მა­ინც გა­მე­ცი­ნე­ბა, მერე კი შე­იძ­ლე­ბა გავ­ბრაზ­დე, შე­იძ­ლე­ბა - არა. სა­ერ­თოდ, ჭო­რე­ბი არ მა­ღი­ზი­ა­ნებს, თუკი ბო­რო­ტუ­ლი არ არის. ისიც არ მეს­მის, რა­ტომ არ მოს­წონთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ყვი­თე­ლი პრე­სა. სულ ვცდი­ლობ ავუხ­სნა მათ, თუკი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, რომ ყვი­თე­ლი პრე­სა კარ­გია და მის გა­რე­შე ზო­გა­დად პრე­სა არ იარ­სე­ბებ­და. ყვი­თე­ლი პრე­სა სა­ქარ­თვე­ლო­დან არ მო­დის, მისი სამ­შობ­ლო დიდი ბრი­ტა­ნე­თია. რა­ტომ მი­აჩ­ნი­ათ ყვი­თე­ლი პრე­სა ცუ­დად, ვე­რაფ­რით ვერ ვი­გებ.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ოთარ ქირია - "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხვალ იქნება თუ არა, არ ვიცი

ოთარ ქირია - "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხვალ იქნება თუ არა, არ ვიცი

ოთარ ქირია თავისი ენამახვილობით ყოველ დილას ართობს "რუსთავი 2"-ის მაყურებელს, ამჯერად კი ბუკლიკომ შეუტია თავისი სახალისო შეკითხვებით და ოთარმა, ტოლი არ დამიდო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა ჩემს რუბრიკაში.

- წარმოიდგინე, რომ გაიღვიძე აფრიკული ტომ­ის გარემოცვაში და ბელადის ქალიშვილის ცოლად შე­თ­ვას გაიძულებენ.

- ვემორჩილები!..

- არ შეხედავ, როგორი გოგოა?

- აქ მთავარი ის კი არ არის, როგორი გოგონაა, არამედ ის, რომ ბელადის ქალიშვილია. პირველი პირის სიძე გავხდები (იღიმება).

- ნინო არაზაშვილი გთ­ხოვს, ერთი დღით ძიძობა გაუწიო მის შვილებს.

- ყბა ჩამომივარდება, მაგრამ იძულებული ვიქნები დავემორჩილო მის თხოვნას კი არა, მოთხოვნას. ამას შევაფასებ, როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას, ეს იქნება იძულებით დათანხმება. სერიოზულად რომ გიპასუხო, ნინოს შვილები, გიორგი და ნატაშკა, იმდენად კარგი ბავშვები არიან, რომ მათთან, როგორც ტოლებთან, ისე ვურთიერთობ და მათი დატოვება არ გამიჭირდებოდა.

- შორენა ბეგაშვილთან ერთად ქართველი მომღერლის კლიპში გულახდილ სც­ენებში გიღებენ.

- ვაი, დამცხა (იცინის)!.. ძალიან დამცხა! უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები ბევრი მიზეზის გამო.

- კარგი რა, ოთარ...

- მთავარ მიზეზს გეტყვი, დაოჯახებული ვარ.

- ეგ რა შუაშია, მსახიობები ხომ თამაშობენ ამგვარ სცენებში?

- მე სრულიად უნიჭო მსახიობი ვარ, ამიტომ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ხომ გაგიგონია. უარს ვიტყოდი.

- "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობას გთავაზობენ და ტელეკომპანია "რუსთავი 2" გეუბნება, რომ ეს არხის რეიტინგს სჭირდება. უნდა გამოხვიდე და იმღერო.

- დავთანხმდები, გამოვალ და ისე დავაყრუებ ყველას, რომ მიხვდებიან, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო (იცინის). ისე, ნორმალური სმენა მაქვს, მაგრამ მაინც დავაყრუებდი. შევასრულებდი "დილით შენს ბაღში ვღიღინებ", ასევე სტინგის shape of my heart.

- ოჰ, პირდაპირ სტინგზე გადაინაცვლა. გირეკავს თინა ხიდაშელი და "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას გთავაზობს.

- ვაიმე, რა დავაშავე (იცინის)?!.. "რესპუბლიკური პარტია" მაინც შემომთავაზოს, დავფიქრდებოდი, რადგან მრავალწლიანი ისტორია აქვს და პატივსაცემი პარტიაა. "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხვალ იქნება თუ არა, არ ვიცი. პარტიას 1 და 2-წლიანი ისტორია რომ აქვს, იქ ვერ გავწევრდები.

- გვანცა დარასელია ვა­ლად გართმევს ფულს და რო­ცა დათქმულ ვადაში მიაკითხავ, იკვირვებს, რა ფული, რის ფულიო.

- დაგირეკავ შენ, მოგცემ ინტერვიუს და როცა "რეიტინგში" გამოქვეყნდება, მერე მე თვითონვე მიმოვიხილავ. მთელ ქვეყანას გავაგებინებ, რომ გვანცა დარასელია არის "კიდალა", ასე დაწერე, გადამგდები (იცინის).

- დილას აღებ კარს და დგას ბედუინის სამოსში გამოწყობილი კობა დავითაშვ­ი­ლი, ხელს გიქნევს და გიღიმის, მის ზურგს უკან კი აქლემი დგას.

- (იცინის) ეს რა მოგიფიქრებია!.. წრუწუნად გადავიქცევი, შემეშინდება. კობა ისედაც დიდია და ბედუინის სამოსში ორმაგად დიდი გამოჩნდებოდა. რადგან აქლემიც მოუყვანია, ჩავთვლი, რომ ჩემს გატაცებას აპირებს. ისე, გატაცების გამოცდილება კი აქვს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, ანუ თვითონ იყო გატაცებული.

- ეზოში დადის მაწვნის გამყიდველი, რომელშიც ჩიორა თაქთაქიშვილს ამოიცნობ.

- (ხარხარებს) ვაიმე!.. ვეტყვი, რომ ჩემს ეზოს გაეცალოს. არ მინდა არც მაგისი მაწონი და არც არაფერი.

- რატომ, იქნებ, კარგი და სუფთა მაწონი აქვს?

- ლაბორატორიულად შემოწმებული ექნება? შემეშინდება, მაწონში რაიმე არ იყოს (იცინის).

- მარიამ საჯაია "პროფილში" ამბობს, რომ დილის ეთერს შენ გამო უყურებს და აღფრთოვანებულია შენი პრესის მიმოხილვით.

- დავდნები ღორის ქონივით.

- ისე, ცნობილი ადამიანებისგან გსმენია კომპლიმენტები?

- როგორ არა, ახლაც ხშირად მესმის. ყველაზე კარგი კომპლიმენტი ის კი არ არის, რომ მეუბნებიან, დღეს გიყურეთო. თუ შინაარსზე გამიმახვილებენ ყურადღებას, მაშინ ვხვდები, რომ ნამდვილად ნანახი აქვთ და ეს არის საუკეთესო კომპლიმენტი.

- ანრი ჯოხაძე გთხოვს, პრესის მიმოხილვაში ყოველდღიურად ახსენო მისი სახელი და გვარი, პიარში დახმარებას გთხოვს ამ გზით.

- გადავამისამართებ პროდიუსერთან და მას უთხრას.

- ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ შეხვედრაზე ყავას გადაგასხამს.

- დავჩმორდები (იცინის)!.. შემეშინდება, მაგრამ რაღაც წუნკლურ ფრაზას მაინც ვეტყვი. მაგალითად ასეთს, ხელი რატომ გიკანკალებს, თანამდებობაზე რომ ხარ, იმიტომ (იღიმება)?

- ხარ განათლების მინისტრი და ბენდუქიძე გიზის კაბინეტში, დაჟინებით გეკითხება, რატომ შეუჩერე მის უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

- ამოვიღებ დასკვნას და დავუდებ, წაიკითხოს. აბა, მერამდენედ უნდა ავხსნა ერთი და იგივე? ახლა მაგაზე ვხარჯო კიდევ დრო. მგონი, უკვე ახსნეს ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი პირდაპირ ეთერშიც, არაპირდაპირშიც, კადრის წინაც, უკანაც, 6000-ჯერ.

- ეთერის წინ ყავაში ჩუმად ალკოჰოლი ჩაგისხეს და ეთერის მსვლელობისას ხვდები, რომ შექეიფიანებული ხარ.

- ეთერი გადაიზრდება დიმპიტაური-დამპიტაურის რეჟიმში. ყოფილა ასეთი შემთხვევა. კონიაკი ჩამისხამს ყავაში, წასახალისებლად. მერე თავად გავახალისე ყველა. 90%-იანი ეჭვი მაქვს, რომ ყველა მიხვდა, შეზარხოშებული რომ გახლდით. ნინო არაზაშვილმა ვერ მოითმინა და ეთერის ბოლოს წამკბინა, შენ დილიდან დაგიწყიაო. ძველით ახალი წელი იყო და ყველა მიხვდებოდა, რატომაც მითხრა.

- პრესის მიმოხილვისას, შლი ჟურნალს და აღმოაჩენ, რომ იქ შენზე რაღაც ჭორი წერია ან პაპარაცული ფოტოა, სადაც შიშვლად ხარ გამოსახული.

- საიდან გადამიღებენ შიშველ ფოტოს? არ ვიცი, რა ჭორი და ფოტოც უნდა იყოს, ჯერ შევხედავ, პირველ რიგში, მაინც გამეცინება, მერე კი შეიძლება გავბრაზდე, შეიძლება - არა. საერთოდ, ჭორები არ მაღიზიანებს, თუკი ბოროტული არ არის. ისიც არ მესმის, რატომ არ მოსწონთ ცნობილ ადამიანებს ყვითელი პრესა. სულ ვცდილობ ავუხსნა მათ, თუკი ამის შესაძლებლობა მაქვს, რომ ყვითელი პრესა კარგია და მის გარეშე ზოგადად პრესა არ იარსებებდა. ყვითელი პრესა საქართველოდან არ მოდის, მისი სამშობლო დიდი ბრიტანეთია. რატომ მიაჩნიათ ყვითელი პრესა ცუდად, ვერაფრით ვერ ვიგებ.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები