პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy - ივანიშვილის უდიდესი წვლილი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს
Foreign Policy - ივანიშვილის უდიდესი წვლილი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს

გა­მო­ცე­მა Foreign Policy აქ­ვეყ­ნებს მე­ლინ­და ჰე­რინ­გი­სა და მა­იკლ სე­სი­რის სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით - "რა­ტომ ჩა­ვარ­და ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი". სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში - სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ყირ­გი­ზეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რო­გორც მე­ლინ­და პე­რინ­გი და მა­იკლ სე­სი­რი აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც უზო­მოდ ენერ­გი­ულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გულ­ში ჩა­იკ­რა და­სავ­ლე­თი და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ტა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მე­ბი, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია კვლავ ყვა­ვის. უკ­რა­ი­ნა­ში, ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს სა­ჯა­რო უთან­ხმო­ე­ბა ერთ დროს მო­კავ­ში­რე იუ­ლია ტი­მოშ­ჩენ­კოს­თან იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო, რომ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა - "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" ან­ტიგ­მირ­მა, შეძ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და გაპ­რე­მი­ე­რე­ბა 2006 წელს, ცოტა ხნის შემ­დეგ კი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც გა­ი­მარ­ჯვა. ყირ­გი­ზეთ­ში, "ტი­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დერ­მა ყურ­მან­ბეკ ბა­კი­ევ­მა მა­ლე­ვე გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, რო­გორც ძლე­ვა­მო­სილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა და არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ნიშ­ნა სა­კუ­თა­რი ვაჟი მაქ­სი­მი ყვე­ლა ბიზ­ნესტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად. 2010 წელს სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, როცა ყირ­გი­ზე­ლებ­მა უარი თქვეს ბა­კი­ევ­ზე, პრე­ზი­დენ­ტი მინ­სკში გა­იქ­ცა.

რა­ტომ ჩა­ვარ­და ეს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი? - კი­თხვას სვა­მენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და თა­ვად­ვე პა­სუ­ხო­ბენ - ამ ქვეყ­ნებ­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ვერ დამ­ყარ­და. თუმ­ცა, ამ სა­მი­დან სა­ქარ­თვე­ლომ, - ნათ­ქვა­მია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, - ყვე­ლა­ზე მეტი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა მას შემ­დეგ, რაც მისი რე­ფორ­მის­ტი, ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი ცი­ხის საკნ­დალ­ში გა­ეხვნენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კი­სა, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­შია, - ამ სკან­დალ­მა აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად არას­რუ­ლი იყო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სად­მი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის გზა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მცი­რე პროგ­რესს მი­აღ­წია. მათ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სან­დო ინ­სტი­ტუ­ცი­ად აქ­ცი­ეს პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მექ­რთა­მე­ო­ბით იყო ცნო­ბი­ლი და ბოლო მო­უ­ღეს კო­რუფ­ცი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას. 2012 წლის­თვის, წვრილ­მა­ნი კო­რუფ­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობ­და. ამა­ვე დროს ამ რე­ფორ­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა - და­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის" და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით, - არ იყო საკ­მა­რი­სი და ხში­რად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ეჭ­ვო იყო.

რო­გორც მე­ლინ­და ჰა­რინ­გი და მა­იკლ სე­სი­რე წე­რენ, მი­უ­ხე­და­ვად ცი­ხის სკან­და­ლი­სა და აშ­კა­რა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს კვლა­ვაც აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი, გახ­დეს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, რა­საც ვერ ვი­ტყვით უკ­რა­ი­ნა­სა და ყირ­გი­ზეთ­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან. ამ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი, - 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლომ რე­გი­ონ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა.

უარი თქვა რა სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ა­ზე, ქარ­თველ­მა ამომ­რჩევ­ლებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ექ­ვსი პარ­ტი­ის­გან შემ­დგა­რი კო­ა­ლი­ცია მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უდ­გას სა­თა­ვე­ში. სა­ნამ ახა­ლი მთავ­რო­ბა ახალ მდგო­მა­რე­ო­ბას ეჩ­ვე­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლის უდი­დე­სი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად შე­საძ­ლოა, მისი არ­ჩე­ვა­ნი - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იყოს, - აღ­ნიშ­ნა­ვენ Foreign Policy-ის ავ­ტო­რე­ბი.

სტრას­ბურ­გში ევ­რო­პის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010 წელს დაბ­რუნ­და პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ად­გი­ლედ, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, - მან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის პრეს­ტი­ჟულ ფრან­გულ უნი­ვერ­სი­ტეტ ENA-ში მი­ი­ღო, ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი წუ­ლუ­კი­ა­ნის სამ მო­ად­გი­ლე­საც. თუმ­ცა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რი იდე­ე­ბით მო­დის.

"ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს ვქმნით და არა უბ­რა­ლოდ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ და ინარ­ჩუ­ნე­ბენ კა­ნო­ნი­ე­რი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცესს. მინ­და, სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა არც ჩემ­ზე და არც სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­მა­ვალ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრზე არ იყოს მორ­გე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გახ­სნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის იყოს ინ­კლუ­ზი­უ­რი, გამჭვირ­ვა­ლე და სან­დო", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ცოტა ხნის წინ ვა­შინგტონ­ში გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უნდა გა­ა­კე­თოს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბენ წე­რენ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გამჭვირ­ვა­ლო­ბის უკი­დუ­რე­სად გაზ­რდამ­დე აქამ­დეც ის­წრაფ­ვო­და. პირ­ვე­ლად, სწო­რედ ახლა არის ხელ­მის­წავ­დო­მი კა­ნო­ნე­ბის უფა­სო ას­ლე­ბი. პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნი­სას ჩა­წე­რის ნე­ბას დარ­თავს დამ­სწრე­ებს, რაც კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს საქ­მის გა­ყალ­ბე­ბას. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­უშ­ვე­ბენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. თა­ვად იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, წუ­ლუ­კი­ან­მა გამჭვირ­ვა­ლე გა­ხა­და ხელ­ფა­სე­ბი და აღ­მო­ფხვრა სა­ხელ­ფა­სო უთა­ნას­წო­რო­ბა ერ­თნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. ხელ­ფა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იყო, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში, - ახლა შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა თა­ნამ­შრომ­ლის სტაჟ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ამ წლის გა­ზა­ფხულ­ზე, წუ­ლუ­კი­ა­ნი პი­რო­ბას დებს, რომ გა­ნა­ახ­ლებს ბრძო­ლას კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მი­უბ­რუნ­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბის სა­კითხს, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ერ­თობ გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა "არ იყო საკ­მა­რი­სი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი.

რო­გორც მე­ლინ­და ჰე­რინ­გი და მა­იკლ სე­სი­რი წე­რენ, სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად გა­არ­თვა თავი და­ბალ ფე­ნა­ზე კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, თუმ­ცა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია კვლავ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. "ჩვენ გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მა, სა­დაც და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია"., - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სი­ტყვებს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, წუ­ლუ­კი­ან­მა ასე­ვე უნდა მო­აგ­ვა­როს წინა მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩო­თი­რო სა­ჩივ­რე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 8 ათა­სი სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღო, რო­მელ­თა­გან 30 კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მე გახ­სნა. დრო­ე­ბი­თი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სის შექ­მნის სა­კი­თხი - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო­სი, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მე­ებს, - ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა. წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­ე­სალ­მე­ბა, ამ ამ მა­ღა­ლი რან­გის საქ­მე­ებს ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი და­აკ­ვირ­დნენ, რო­გო­რიც ეუთო/ODIHR-ია.

მი­უ­ხე­და­ვად გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რი­სა, გა­მოვ­ლინ­დეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბი, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, - ახალ­მა მთავ­რო­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მი­უდ­გეს სა­კითხს მე­თო­დუ­რად. არც ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა, არ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლა და მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. ბაჩო ახა­ლა­ი­ას, რო­მე­ლიც სა­მარ­ცხვი­ნოდ ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია და, რო­მე­ლიც ცი­ხის სკან­და­ლის შემ­დეგ გა­დად­გა, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მან უარი თქვა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ზე. თბი­ლი­სის მერ­მა და ერთ დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რედ შე­რა­ცხულ­მა პრინცმა თავი აა­რი­და მისი მე­რო­ბის ვა­დის შე­ჩე­რე­ბას.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­უ­ხე­და­ვად ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ჯე­რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ნოვ­ნის­კე­ბის­გან შედ­გე­ბა და მათი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რებ­ლად რჩე­ბა, ეს ვერ აჩე­რებს წუ­ლუ­კი­ანს, გა­ა­ტა­როს მარ­თე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი და პა­ტი­ვი სცეს ამ პრო­ცე­სებს.

მისი ამ­ბი­ცი­უ­რი სა­გა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მე­ბი ასე­ვე შე­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო კო­დექსში. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იუ­რი­დი­ულ პრაქ­ტი­კა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის მე­თო­დი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, - წე­რენ მე­ლინ­და ჰე­რინ­გი და მა­იკლ სი­სე­რე, - თუმ­ცა, უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან 37 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­მო­ძალ­ვა სა­ხელ­წი­ფო ხა­ზი­ნის შე­სავ­სე­ბად. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ამას წი­ნათ მყო­ფი წუ­ლუ­კი­ა­ნის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ერ­თა­დერ­თი კავ­ში­რი აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას შო­რის მხო­ლოდ სა­ხელ­შია". წუ­ლუ­კი­ანს სურს, - ნათ­ქვა­მია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, - შე­ზღუ­დოს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა წვრილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლე­ბის დროს, რაც თა­ვის მხრივ შე­ამ­ცი­რებს გა­მო­ძალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

წუ­ლუ­კი­ა­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე გეგ­მე­ვას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რე­ფორ­მას, რათა შექ­მნას ძლი­ე­რი დამ­ცა­ვი სის­ტე­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, წუ­ლუ­კი­ა­ნი გეგ­მავს, მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოს პო­ლი­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რათა მათ უფრო პრო­აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ძი­ონ ადა­მი­ა­ნე­ბით ტრა­ფი­კინ­გის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლის რი­ცხვიც შე­საძ­ლოა წელს გა­ი­ზარ­დოს, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი გა­ბე­დუ­ლი გეგ­მე­ბი­სა, წუ­ლუ­კი­ა­ნი რე­ა­ლის­ტია და აა­ნა­ლი­ზებს მის წი­ნა­შე მდგა­რი ამო­ცა­ნე­ბის სირ­თუ­ლეს. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ ფეს­ვგად­გმუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის კულ­ტუ­რა" შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე გახ­დეს ამ რე­ფორ­მე­ბის­თვის", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მენ­ტარს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ამო­ცა­ნე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას ახლა აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უნი­კა­ლუ­რი შან­სი", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მიერ ვა­შინგტონ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

შეძ­ლებს თუ არა წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ჰი­პერ­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში? - კი­თხვას სვა­მენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვა­მენ, - რომც შეძ­ლოს, ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი ამ პაზ­ლის ერთი ნა­წი­ლია. სა­ბო­ლო­ოდ, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რისხზე,

ეს ნიშ­ნავს, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, - პრო­ცე­სე­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ნაკ­ლე­ბკონ­კრე­ტულ, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხალ­ხო ელე­მენ­ტთან, ორ­პარ­ტი­უ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას­თან. ამის­თვის წუ­ლუ­კი­ან­მა არა მხო­ლოდ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა­დას­ხვა წევ­რებ­თან, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი კვლა­ვაც გავ­ლე­ნი­ა­ნი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­თან.

თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ი­სა და ახა­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მისი ოპო­ნენ­ტე­ბის ბრძო­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვის პერ­სპექ­ტი­ვას არ­თუ­ლებს, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში. სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­საც წე­სით ორი­ვე პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა უნდა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, რო­გო­რე­ბიც რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დაბ­რუ­ნე­ბაა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ღა­ლა­ტად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტში 85 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა, მათ არა აქვთ სა­ჭი­რო 100 ხმა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, - წე­რენ მე­ლინ­და ჰე­რინ­გი და მა­იკლ სი­სე­რე.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ჩნდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნიშ­ნე­ბი. ცოტა ხნის წინ ორი­ვე მხა­რემ ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ კურსს უჭერს მხარს. ახა­ლი მთავ­რო­ბა აპი­რებს სა­ერ­თო ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ არა­ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლე­ბებს და­ფა­რავს. ეს და სხვა ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ძველ და ახალ მთავ­რო­ბას ერ­თმა­ნეთს შო­რის ხი­დის აგე­ბა­ში, და­ეხ­მა­რე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბულ რე­ფორ­მებს გან­ხორ­ცი­ლე­ბა­სა და სიმ­ტკი­ცე­ში.

მო­დით, ვი­ქო­ნი­ოთ იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამას მი­აღ­წევს. თუ ის შეძ­ლებს ამას, ეს შე­საძ­ლოა ძლი­ე­რი მა­გა­ლი­თი გა­მოდ­გეს ისე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­გო­რე­ბიც ყირ­გი­ზე­თი და უკ­რა­ი­ნა არი­ან, რო­მელ­თა სურ­ვი­ლი, მო­ეხ­დი­ნათ ცვლი­ლე­ბე­ბი - ერ­თმა­ნეთ­ში ბრძო­ლამ და ენ­დე­მურ­მა კო­რუფ­ცი­ამ ჩა­შა­ლა", - ნათ­ქვა­მია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Foreign Policy-ს მი­ხედ­ვით.

Foreign Policy - ივანიშვილის უდიდესი წვლილი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს

Foreign Policy - ივანიშვილის უდიდესი წვლილი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს

გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს მელინდა ჰერინგისა და მაიკლ სესირის სტატიას, სათაურით - "რატომ ჩავარდა ფერადი რევოლუციები". სტატიის ავტორები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც მელინდა პერინგი და მაიკლ სესირი აღნიშნავენ, საქართველოში, სადაც უზომოდ ენერგიულმა მიხეილ სააკაშვილმა გულში ჩაიკრა დასავლეთი და სიამოვნებით გაატარა თავისუფალი ბაზრის რეფორმები, ელიტური კორუფცია კვლავ ყვავის. უკრაინაში, ვიქტორ იუშჩენკოს საჯარო უთანხმოება ერთ დროს მოკავშირე იულია ტიმოშჩენკოსთან იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა - "ნარინჯისფერი რევოლუციის" ანტიგმირმა, შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება და გაპრემიერება 2006 წელს, ცოტა ხნის შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა. ყირგიზეთში, "ტიტების რევოლუციის" ლიდერმა ყურმანბეკ ბაკიევმა მალევე გამოიჩინა თავი, როგორც ძლევამოსილმა პოლიტიკოსმა და არაფორმალურად დანიშნა საკუთარი ვაჟი მაქსიმი ყველა ბიზნესტრანზაქციების ხელმძღვანელად. 2010 წელს სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, როცა ყირგიზელებმა უარი თქვეს ბაკიევზე, პრეზიდენტი მინსკში გაიქცა.

რატომ ჩავარდა ეს რევოლუციები? - კითხვას სვამენ სტატიის ავტორები და თავადვე პასუხობენ - ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობა ვერ დამყარდა. თუმცა, ამ სამიდან საქართველომ, - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, - ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მას შემდეგ, რაც მისი რეფორმისტი, ნდობით აღჭურვილი პირები ციხის საკნდალში გაეხვნენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მიუხედავად საქართველოს პროდასავლური რიტორიკისა, - აღნიშნულია სტატიაშია, - ამ სკანდალმა აჩვენა, რამდენად არასრული იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვალდებულებები კანონის უზენაესობისადმი.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ნდობის მოპოვების გზაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მცირე პროგრესს მიაღწია. მათ ქვეყნის ყველაზე სანდო ინსტიტუციად აქციეს პოლიცია, რომელიც მანამდე მექრთამეობით იყო ცნობილი და ბოლო მოუღეს კორუფციას უნივერსიტეტებში ჩაბარებისას. 2012 წლისთვის, წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ამავე დროს ამ რეფორმების უმრავლესობა - დაწყებული ძველი პოლიციელებისა და კორუმპირებული ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებით, დამთავრებული "კრიმინალური ავტორიტეტების" დაპატიმრებებით, - არ იყო საკმარისი და ხშირად კონსტიტუციურად საეჭვო იყო.

როგორც მელინდა ჰარინგი და მაიკლ სესირე წერენ, მიუხედავად ციხის სკანდალისა და აშკარა ელიტური კორუფციისა, საქართველოს კვლავაც აქვს შესანიშნავი შანსი, გახდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული ქვეყანა, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინასა და ყირგიზეთზე, გამომდინარე იქ განვითარებული მოვლენებიდან. ამ ქვეყნებთან შედარებით, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველომ რეგიონში პოლიტიკური ანგარიშვალდებულების იშვიათი მაგალითი აჩვენა.

უარი თქვა რა სააკაშვილის პარტიაზე, ქართველმა ამომრჩევლებმა ხელისუფლებაში ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია მოიყვანეს, რომელსაც ყოფილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. სანამ ახალი მთავრობა ახალ მდგომარეობას ეჩვევა, ივანიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, მისი არჩევანი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყოს, - აღნიშნავენ Foreign Policy-ის ავტორები.

სტრასბურგში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში ათი წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობის შემდეგ, წულუკიანი საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მოადგილედ, - ნათქვამია სტატიაში, - მან უმაღლესი განათლება საჯარო მოხელეებისთვის პრესტიჟულ ფრანგულ უნივერსიტეტ ENA-ში მიიღო, ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დასავლური განათლება აქვს მიღებული წულუკიანის სამ მოადგილესაც. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წულუკიანი თანამდებობაზე სწორი იდეებით მოდის.

"ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციებს ვქმნით და არა უბრალოდ პირებს, რომლებიც მართავენ და ინარჩუნებენ კანონიერი რეფორმების პროცესს. მინდა, სამართლებრივი სისტემა არც ჩემზე და არც საქართველოს ნებისმიერ მომავალ იუსტიციის მინისტრზე არ იყოს მორგებული. ჩვენი მთავარი მიზანია, გახსნილი სახელმწიფო ინსტიტუციები მოქალაქეებისთვის იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და სანდო", - ციტირებენ სტატიის ავტორები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გაკეთებულ კომენტარს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი ადამიანთა უსაფრთხოებაზე უნდა გააკეთოს.

როგორც სტატიის ავტორებენ წერენ, იუსტიციის სამინისტრო გამჭვირვალობის უკიდურესად გაზრდამდე აქამდეც ისწრაფვოდა. პირველად, სწორედ ახლა არის ხელმისწავდომი კანონების უფასო ასლები. პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც სასამართლო მოსმენისას ჩაწერის ნებას დართავს დამსწრეებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საქმის გაყალბებას. გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში დაუშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. თავად იუსტიციის სამინისტროში, წულუკიანმა გამჭვირვალე გახადა ხელფასები და აღმოფხვრა სახელფასო უთანასწორობა ერთნაირი გამოცდილებისა და პოზიციის მქონე თანამშრომლებს შორის. ხელფასები, რომლებიც მანამდე პოლიტიზირებული იყო, - აღნიშნულია სტატიაში, - ახლა შეესატყვისება თანამშრომლის სტაჟსა და პასუხისმგებლობას. ამ წლის გაზაფხულზე, წულუკიანი პირობას დებს, რომ განაახლებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და მიუბრუნდება მოსამართლეების ხელფასების საკითხს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ერთობ გაიზარდა, თუმცა "არ იყო საკმარისი", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

როგორც მელინდა ჰერინგი და მაიკლ სესირი წერენ, საქართველოს წინა ხელისუფლებამ კარგად გაართვა თავი დაბალ ფენაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ელიტური კორუფცია კვლავ გავრცელებული იყო. "ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც დაუშვებელი იქნება ნებისმიერი ელიტური კორუფცია"., - ციტირებენ სტატიის ავტორები თეა წულუკიანის სიტყვებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, წულუკიანმა ასევე უნდა მოაგვაროს წინა მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი საჩოთირო საჩივრები. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა, იუსტიციის სამინისტრომ, წულუკიანის განცხადებით, 8 ათასი საჩივარი მიიღო, რომელთაგან 30 კრიმინალური საქმე გახსნა. დროებითი სახელმწიფო კომისის შექმნის საკითხი - დამოუკიდებელი ორგანოსი, რომელიც განიხილავს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმეებს, - ახლა განიხილება. წულუკიანი მიესალმება, ამ ამ მაღალი რანგის საქმეებს ისეთი საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდნენ, როგორიც ეუთო/ODIHR-ია.

მიუხედავად გადამეტებული საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, გამოვლინდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმეები, - ნათქვამია სტატიაში, - ახალმა მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, მიუდგეს საკითხს მეთოდურად. არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალი ედება, არ გასამართლებულა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანია დაპატიმრებული. ბაჩო ახალაიას, რომელიც სამარცხვინოდ ცნობილი ყოფილი თავდაცვის მინისტრია და, რომელიც ციხის სკანდალის შემდეგ გადადგა, ნაფიცი მსაჯულები შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე. თბილისის მერმა და ერთ დროს სააკაშვილის მემკვიდრედ შერაცხულმა პრინცმა თავი აარიდა მისი მერობის ვადის შეჩერებას.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული ჩინოვნისკებისგან შედგება და მათი პოლიტიკის გამტარებლად რჩება, ეს ვერ აჩერებს წულუკიანს, გაატაროს მართებული სამართლებრივი პროცესები და პატივი სცეს ამ პროცესებს.

მისი ამბიციური საგაზაფხულო გეგმები ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილების განხორციელებას სასამართლო კოდექსში. წინა ხელისუფლების იურიდიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებოდა საპროცესო შეთანხმების მეთოდი სასამართლო განხილვის დაჩქარების მიზნით, - წერენ მელინდა ჰერინგი და მაიკლ სისერე, - თუმცა, უფრო შემაშფოთებელია, საქართველოს მოქალაქეებისგან 37 მილიონი ლარის გამოძალვა სახელწიფო ხაზინის შესავსებად. როგორც სტატიის ავტორები წერენ, კალიფორნიაში ამას წინათ მყოფი წულუკიანის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებით, "ერთადერთი კავშირი აშშ-სა და საქართველოში არსებულ საპროცესო შეთანხმებას შორის მხოლოდ სახელშია". წულუკიანს სურს, - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, - შეზღუდოს საპროცესო შეთანხმება წვრილმანი დანაშაულების დროს, რაც თავის მხრივ შეამცირებს გამოძალვის შესაძლებლობას.

წულუკიანის იუსტიციის სამინისტრო ასევე გეგმევას სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმას, რათა შექმნას ძლიერი დამცავი სისტემა დამნაშავეებისთვის. გარდა ამისა, წულუკიანი გეგმავს, მეტი ძალაუფლება მიანიჭოს პოლიციასა და პროკურატურას, რათა მათ უფრო პროაქტიურად გამოიძიონ ადამიანებით ტრაფიკინგის საქმეები, რომლის რიცხვიც შესაძლოა წელს გაიზარდოს, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორები წერენ, მიუხედავად ასეთი გაბედული გეგმებისა, წულუკიანი რეალისტია და აანალიზებს მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულეს. "საქართველოში ფართოდ ფესვგადგმული დაუსჯელობის კულტურა" შესაძლოა სერიოზული საფრთხე გახდეს ამ რეფორმებისთვის", - ციტირებენ სტატიის ავტორები წულუკიანის კომენტარს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ ამოცანების ერთგული რჩება. "საქართველოს სასამართლო სისტემას ახლა აქვს დამოუკიდებლობის უნიკალური შანსი", - ციტირებენ სტატიის ავტორები დავით უსუფაშვილის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას.

შეძლებს თუ არა წულუკიანი ამ რეფორმების განხორციელებას საქართველოს ჰიპერპოლიტიზირებული კლიმატის პირობებში? - კითხვას სვამენ სტატიის ავტორები და ვარაუდს გამოთქვამენ, - რომც შეძლოს, ინსტიტუციები ამ პაზლის ერთი ნაწილია. საბოლოოდ, კანონის უზენაესობის განვითარება დამოკიდებულია საზოგადოებრივი ჩართულობის ხარისხზე,

ეს ნიშნავს, - ნათქვამია სტატიაში, - პროცესებისა და მექანიზმების შესაბამისობას ნაკლებკონკრეტულ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან სახალხო ელემენტთან, ორპარტიულობის აღიარებასთან. ამისთვის წულუკიანმა არა მხოლოდ უნდა ითანამშრომლოს ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვადასხვა წევრებთან, არამედ სააკაშვილისა და მისი კვლავაც გავლენიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან.

თუმცა, სააკაშვილის პარტიისა და ახალი მთავრობის წარმომადგენელი მისი ოპონენტების ბრძოლა არჩევნების შემდეგ, კონსესუსის მიღწევის პერსპექტივას ართულებს, - აღნიშნულია სტატიაში. საკითხები, რომლებსაც წესით ორივე პარტიის მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინათ, როგორებიც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებაა, სააკაშვილის მხრიდან ღალატად იქნა აღიარებული. და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კოალიციამ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, მათ არა აქვთ საჭირო 100 ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, - წერენ მელინდა ჰერინგი და მაიკლ სისერე.

"საქართველოში მაინც ჩნდება თანამშრომლობის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიშნები. ცოტა ხნის წინ ორივე მხარემ ერთობლივად მიიღო საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დასავლურ კურსს უჭერს მხარს. ახალი მთავრობა აპირებს საერთო ამნისტიის კანონის მიღებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულების მიერ ჩადენილ არაძალადობრივ დანაშაულებებს დაფარავს. ეს და სხვა ასეთი ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს ძველ და ახალ მთავრობას ერთმანეთს შორის ხიდის აგებაში, დაეხმარება წულუკიანის შეთავაზებულ რეფორმებს განხორცილებასა და სიმტკიცეში.

მოდით, ვიქონიოთ იმედი, რომ საქართველო ამას მიაღწევს. თუ ის შეძლებს ამას, ეს შესაძლოა ძლიერი მაგალითი გამოდგეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც ყირგიზეთი და უკრაინა არიან, რომელთა სურვილი, მოეხდინათ ცვლილებები - ერთმანეთში ბრძოლამ და ენდემურმა კორუფციამ ჩაშალა", - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მომზადებულია Foreign Policy-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა