უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ანი მიროტაძის მისამართით გინების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს მე შეურაცხყოფა მივაყენე ჩემს კოლეგას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ემოცია საერთოდ არ ეხებოდა საპარლამენტო დებატებს ან იქ განხილულ საკითხებს და მითუმეტეს არ იყო კონკრეტული ადამიანის მიმართ და სამწუხაროა, რომ მედიამ არასწორად აღიქვა ეს ფაქტი და სხვაგვარად მოახდინა ჩემი ქმედების ინტერპრეტაცია. თუ ვინმეს შეექმნა ასეთი შთაბეჭდილება, ეს მხოლოდ შემთხვევითობამ და ეთერში კადრების მიმდევრობამ განაპირობა", - წერს მინაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის პარლამენტში გამოსვლის დროს კადრში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მიმიკა გამოჩნდა. თუ პირის მოძრაობით ვიმსჯელებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგა ქალბატონს შეაგინა.