საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ზაქარეიშვილი - მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო
პაატა ზაქარეიშვილი - მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი სვამს კი­თხვას, შე­უ­წყო თუ არა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ხელი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხთა დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ი­სა და დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი ჰქონ­და იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთს ცხინ­ვა­ლი არ აინ­ტე­რე­სებს.

რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, მას შემ­დეგ, რაც კო­დო­რის ამ­ბე­ბი მოხ­და, 2007 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­შინ­დე­ლი ელჩი, ჯონ ტეფ­ტი სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქე­დან ჩა­მო­სუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდა.

"ტეფ­ტი ხვდე­ბა მე­რა­ბიშ­ვილს, რომ სერ­გეი ბა­ღაფ­ში თა­ნახ­მაა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. რუ­სე­ბი კი არ არი­ან, ამე­რი­კე­ლე­ბი გვთა­ვა­ზობ­დნენ უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტებს აფხა­ზურ მხა­რეს­თან. და რას პა­სუ­ხობს მე­რა­ბიშ­ვი­ლი? ბა­ღაფ­ში ლო­თი­აო და მას­თან ლა­პა­რაკს აზრი არ აქ­ვსო. ის არ აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ა­სო. და ვინ აკონ­ტრო­ლებს სი­ტა­უ­ცი­ა­სო? იქ სი­ტუ­ა­ცი­ას ან­ქვა­ბი აკონ­ტრო­ლებ­სო. მერე ამა­ტებს მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მე მაქვს გე­ნე­რალ კო­მო­გო­რო­ვის­გან ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სეთს ცხინ­ვა­ლი არ აინ­ტე­რე­სებს",-გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა და აქვე დას­ძი­ნა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტომ და­ა­დას­ტუ­რა რო­გორ არ აინ­ტე­რე­სებ­და ცხინ­ვა­ლი რუ­სეთს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პაატა ზაქარეიშვილი - მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო

პაატა ზაქარეიშვილი - მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი სვამს კითხვას, შეუწყო თუ არა რუსეთის აგრესიას ხელი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2007 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ უტყუარი ფაქტები ჰქონდა იმის შესახებ, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც კოდორის ამბები მოხდა, 2007 წლის მაისში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, ჯონ ტეფტი სოხუმში იმყოფებოდა და იქედან ჩამოსული ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

"ტეფტი ხვდება მერაბიშვილს, რომ სერგეი ბაღაფში თანახმაა თანამშრომლობაზე. რუსები კი არ არიან, ამერიკელები გვთავაზობდნენ უშუალო კონტაქტებს აფხაზურ მხარესთან. და რას პასუხობს მერაბიშვილი? ბაღაფში ლოთიაო და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო. ის არ აკონტროლებს სიტუაციასო. და ვინ აკონტროლებს სიტაუციასო? იქ სიტუაციას ანქვაბი აკონტროლებსო. მერე ამატებს მერაბიშვილი, მე მაქვს გენერალ კომოგოროვისგან ინფორმაცია, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა და აქვე დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტომ დაადასტურა როგორ არ აინტერესებდა ცხინვალი რუსეთს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?